პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები
რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები

ახლა მზე მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­შია და დროა, ცოტა ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ ეს ნი­შა­ნი. მისი უმ­თავ­რე­სი დე­ვი­ზი "ნგრე­ვა და შე­ნე­ბაა". მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის - პლუ­ტო­ნი­სა და მარ­სის - გამო, მო­რი­ე­ლე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იბ­რძვი­ან ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის, ხა­ნაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ბრძო­ლა ეს ის თე­მაა, რომ­ლის გა­რე­შეც მო­რი­ელს არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლია, ექ­სტრი­მი მისი "ჟანგბა­დია".

მო­რი­ე­ლი გიჟ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ებ­ზე. რამ­დე­ნიც არ უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ და­ი­ღა­ლა და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა სურს, გუ­ლის სიღ­რმე­ში იგი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში მზა­დაა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვას გა­მოწ­ვე­ვით­ვე უპა­სუ­ხოს და რაც მთა­ვა­რია, გა­ი­მარ­ჯვოს ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე.

ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უზო­მოდ დიდი სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი და გამ­ძლე­ო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. მათი ნე­ბის­ყო­ფა ამო­უ­წუ­რა­ვია, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი კი გა­სა­ო­ცა­რი. მო­რი­ელს ძალა შეს­წევს წლე­ბის მან­ძილ­ზე და­ე­ლო­დოს ხელ­საყ­რელ მო­მენტს სა­ი­მი­სოდ, რომ ოდეს­ღაც მის­თვის კუდ­ზე უშ­ნოდ ფე­ხის დამ­ბი­ჯე­ბელ ადა­მი­ა­ნებს სა­მა­გი­ე­რო ღირ­სე­უ­ლად გა­და­უ­ხა­დოს. წყე­ნას მო­რი­ე­ლი არა­სო­დეს ივი­წყებს!

ზო­დი­ა­ქოს უძ­ლი­ე­რეს ნიშ­ნებს შო­რის მო­რი­ე­ლი ყო­ველ­თვის სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფით - მო­რი­ელ­ზე უფრო პრინ­ცი­პუ­ლი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ძნე­ლად თუ ვინ­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა. მას უნა­რი აქვს გა­უძ­ლოს ნე­ბის­მი­ერ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დარ­ტყმას, ყო­ველ­გვა­რი წუ­წუ­ნი­სა და თა­ვის შე­ცო­დე­ბის გა­რე­შე.

ის კარ­გად ცნობს ადა­მი­ა­ნებს, შიფ­რავს მათ, კარ­გად არ­ჩევს შავს და თეთ­რს, მტყუ­ანს და მარ­თალს. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა­ში ბა­და­ლი არ მო­ე­ძებ­ნე­ბა და რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მხო­ლოდ სან­დო ხალ­ხი შე­მო­იკ­რი­ბოს გარ­შე­მო.

სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი და სა­ში­ში მტე­რია, თა­ვი­სი­ა­ნე­ბის­თვის მო­რი­ელს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლეც კი არ ენა­ნე­ბა. იგი ყო­ველ­თვის იცავს მათ, ვი­საც ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა სა­კუ­თარ გულ­სა და ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა მათ, ვინც რა­ი­მე მი­ზე­ზით აწყე­ნი­ნა.

ძლი­ე­რია, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე სუ­ლი­ე­რად. მო­რი­ელს უნა­რი აქვს სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მაღ­ლა დად­გეს. არა­სო­დეს ითხო­ვოს დახ­მა­რე­ბას და ყო­ველ ჯერ­ზე, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე დიდი წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქვს შნო შე­იქ­მნას უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან გა­მო­ძერ­წოს სა­კუ­თა­რი თავი.

მიმ­ზიდ­ვე­ლია, მო­რი­ელს რა­ნა­ი­რი გა­რეგ­ნო­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს, ყო­ველ­თვის მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს გარ­შე­მო მყო­ფებს. სექ­სუ­ა­ლუ­რი შარ­მი, რომ­ლი­თაც მო­რი­ე­ლია და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს.

ავტორი:

რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები

რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები

ახლა მზე მორიელის ზოდიაქოშია და დროა, ცოტა ახლოს გავიცნოთ ეს ნიშანი. მისი უმთავრესი დევიზი "ნგრევა და შენებაა". მმართველი პლანეტების - პლუტონისა და მარსის - გამო, მორიელები მთელი ცხოვრება იბრძვიან ხან საკუთარი თავის, ხანაც გარემოებების ან კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ბრძოლა ეს ის თემაა, რომლის გარეშეც მორიელს არსებობა არ შეუძლია, ექსტრიმი მისი "ჟანგბადია".

მორიელი გიჟდება სირთულეებზე. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ დაიღალა და მშვიდი ცხოვრება სურს, გულის სიღრმეში იგი ნებისმიერ ასაკში მზადაა ცხოვრებისეულ გამოწვევას გამოწვევითვე უპასუხოს და რაც მთავარია, გაიმარჯვოს ყველასა და ყველაფერზე.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი და გამძლეობა გააჩნიათ. მათი ნებისყოფა ამოუწურავია, მოთმინების უნარი კი გასაოცარი. მორიელს ძალა შესწევს წლების მანძილზე დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს საიმისოდ, რომ ოდესღაც მისთვის კუდზე უშნოდ ფეხის დამბიჯებელ ადამიანებს სამაგიერო ღირსეულად გადაუხადოს. წყენას მორიელი არასოდეს ივიწყებს!

ზოდიაქოს უძლიერეს ნიშნებს შორის მორიელი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ის გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - მორიელზე უფრო პრინციპული, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძნელად თუ ვინმე მოიძებნება. მას უნარი აქვს გაუძლოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ დარტყმას, ყოველგვარი წუწუნისა და თავის შეცოდების გარეშე.

ის კარგად ცნობს ადამიანებს, შიფრავს მათ, კარგად არჩევს შავს და თეთრს, მტყუანს და მართალს. ამიტომ ადამიანების ამოცნობაში ბადალი არ მოეძებნება და როგორც წესი, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ სანდო ხალხი შემოიკრიბოს გარშემო.

საიმედო მეგობარი და საშიში მტერია, თავისიანებისთვის მორიელს საკუთარი სიცოცხლეც კი არ ენანება. იგი ყოველთვის იცავს მათ, ვისაც ადგილი მიუჩინა საკუთარ გულსა და ცხოვრებაში. მაგრამ სასტიკად უსწორდება მათ, ვინც რაიმე მიზეზით აწყენინა.

ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მორიელს უნარი აქვს საკუთარ ნაკლოვანებებზე მაღლა დადგეს. არასოდეს ითხოვოს დახმარებას და ყოველ ჯერზე, თუნდაც ყველაზე დიდი წაგების შემთხვევაში, აქვს შნო შეიქმნას უკეთესი ცხოვრება და თავიდან გამოძერწოს საკუთარი თავი.

მიმზიდველია, მორიელს რანაირი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს, ყოველთვის მაგნიტივით იზიდავს გარშემო მყოფებს. სექსუალური შარმი, რომლითაც მორიელია დაჯილდოებული გულგრილს არავის ტოვებს.