მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი
რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

2020 წელს სამ­ყა­რომ კა­ცობ­რი­ო­ბას პან­დე­მი­ის სა­ხით დიდი გა­მოწ­ვე­ვა შეს­თა­ვა­ზა, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­რე წე­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბუ­რად უტევს. რა­ტომ არის 2021 წელი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო თვე­ე­ბი ასე­თი მძი­მე, როცა კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის სხვა­დას­ხვა შტა­მით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა და ასე­თი მა­ღა­ლია ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი. ამ კი­თხვა­ზე მე­დი­კო­სებს თა­ვის პა­სუ­ხი აქვთ, სა­ინ­ტე­რე­სოა ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რიც.

მარ­თლაც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით და ამ ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბის ფონ­ზე, რის­თვის ემ­ზა­დე­ბა სამ­ყა­რო და რის­თვის ამ­ზა­დებს კა­ცობ­რი­ო­ბას. ამას­თან, პლა­ნე­ტა­თა გან­ლა­გე­ბა ცის კა­ბა­დონ­ზე რო­დის გვპირ­დე­ბა ვი­თა­რე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე ესა­უბ­რა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვი­აზ­როთ, რომ რთუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე 2020 წელს და­ი­წყო, ის რთუ­ლი პლა­ნე­ტა­რუ­ლი გან­ლა­გე­ბა, რა­მაც ეს პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია, უკვე დაშ­ლი­ლია და ახლა ერ­თგვა­რი შლე­ი­ფი გვაქვს სა­ხე­ზე. დღეს რაც ხდე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ნაც­ვლდე­ბა ბევ­რად ნა­თე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დით, რომ­ლის­თვი­საც კა­ცობ­რი­ო­ბის მზა­დე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ზუს­ტად ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს (თუ გა­ვიხ­სე­ნებთ წინა სა­უ­კუ­ნეს, ე.წ. "ეს­პან­კა" (ეს­პა­ნურ გრი­პი) სწო­რედ მე-20 სა­უ­კუ­ნის ოცი­ან წლებ­ში მძვინ­ვა­რებ­და და შემ­დეგ, უც­ბად, უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, რაც ასე­ვე მსგავ­სი რთუ­ლი პლა­ნე­ტა­რუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის შე­დე­გად იყო წარ­მოქ­მნი­ლი). ეპი­დე­მი­ის და­სას­რულს მთე­ლი პლა­ნე­ტა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით და მისი შე­დე­გე­ბიც, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შე­ე­ხო, თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, თი­თო­ე­ულ მოვ­ლე­ნას შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნოს გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას აგ­ვიხ­სნის", - აცხა­დებს ქეთი ვა­წა­ძე.

ას­ტრო­ლო­გის თქმით, პან­დე­მი­ის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ტურ­ნი და პლუ­ტო­ნი თხის რქის ნი­შან­ში იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, სა­ტურ­ნი კვად­რატს ქმნი­და კუ­რო­ში მყოფ ურან­თან , რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მოვლნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ურ­კვე­ვე­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ით გან­ვი­თარ­და.

"ურ­თუ­ლე­სია ურა­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა. პლუ­ტო­ნი ტრანსფორ­მი­რე­ბის პლა­ნე­ტაა, გარ­და­სახ­ვის, რომ­ლის­თვი­საც ხში­რად, ბო­ლომ­დე დაშ­რე­ტა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ნუ­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლიც კი მი­სა­ღე­ბია სრუ­ლი გა­ახ­ლე­ბის­თვის და ახა­ლი ძა­ლით ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, ფე­ნიქ­სი­ვით თა­ვი­დან და­სა­ბა­დებ­ლად. პლუ­ტო­ნის სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტა - სა­ტურნ­თან შე­ერ­თე­ბამ ადა­მი­ა­ნებ­ში და ბუ­ნე­ბა­შიც წარ­მოქ­მნა ტრანსფორ­მი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. გა­მო­იწ­ვია საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბიც - არა მხო­ლოდ კო­ვი­დის გამო გაზ­რდი­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, არა­მედ ხან­ძრე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი - ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის სა­ხით, უმ­ცი­რეს ბი­ო­ლო­გი­ურ არ­სე­ბებ­საც შე­ე­ხო", - აღ­ნიშ­ნავს ას­ტრო­ლო­გი.

მი­სი­ვე თქმით, 2020 წლის 17 დე­კემ­ბერს, თხის რქის მმარ­თველ­მა სა­ტურნ­მა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა (მერ­წყუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ავან­გარ­დის, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის, მო­მავ­ლის ხედ­ვის ნი­შა­ნია), სა­დაც დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა იუ­პი­ტერ­თან ერ­თად.

- ამ გა­და­ნაც­ვლე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ზე, ისე პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე. სა­ტურ­ნის (აკ­რძალ­ვა, შე­ზღედ­ვა) მერ­წყულ­ში (თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი) გა­დას­ვლამ გა­მო­იწ­ვია აკ­რძალ­ვე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის შექ­მნა, რისი მომსწრეც გავ­ხდით მა­სობ­რი­ვი კა­რან­ტი­ნე­ბის, იზო­ლა­ცი­ე­ბი­სა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში. იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აძ­ლი­ე­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლის სურ­ვილს, რაც ასე­ვე გა­მოკ­ვე­თი­ლია მსოფ­ლიო რუ­კა­ზე: ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში... ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მოს­ვლე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და კო­ვიდ­პას­პორ­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

იუ­პი­ტე­რის და სა­ტურ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა მერ­წყულ­ში, კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მყოფ ურან­თან, ქმნის და­ძა­ბულ ას­პექტს, რაც ამ­წვა­ვებს სი­ტუ­ა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში. გა­მარ­ჯვე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, ვერ გრძნობს თავს კარ­გად და ლა­ღად ვერც მერ­წყუ­ლის და ვერც თხის რქის ნი­შან­ში, სა­დაც შარ­შან იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად არ იგ­რძნო­ბა მისი სი­კე­თის­მომ­ტა­ნი გავ­ლე­ნა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე და ზო­გა­დად, სამ­ყა­რო­ზე. რა­საც ყვე­ლა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვგრძნობთ და გან­ვიც­დით. თით­ქოს, იღ­ბალ­მა ზურ­გი გვაქ­ცია. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ რო­გორც ადრე ვწერ­დი და ვამ­ბობ­დი, 2020-2025 წლამ­დე, აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, სამ­ყა­რო­ში ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა გვაქვს . სწო­რედ ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მო­მა­ტე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბი­სა და მა­სობ­რი­ვად და­დაბ­ლე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მი­ზე­ზად, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს უჭირს ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბა. ცე­ცხლის ენერ­გი­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­წვა­ვებს ინ­ფექ­ცი­ურ, ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბებს, ასუს­ტებს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და და­ა­ვა­დე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ხა­რისხს.

- და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით რას გვპირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პლა­ნე­ტა? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგე
1

❤️

სიმართლე.
6

მთვარესავით ასტროლოგია. ალბათ, ღამით უფრო მოსდის აზრები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

2020 წელს სამყარომ კაცობრიობას პანდემიის სახით დიდი გამოწვევა შესთავაზა, რომელიც უკვე მეორე წელია, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს მასშტაბურად უტევს. რატომ არის 2021 წელი და განსაკუთრებით, ბოლო თვეები ასეთი მძიმე, როცა კოვიდინფექციის სხვადასხვა შტამით ამდენი ადამიანი ავადდება და ასეთი მაღალია ვირუსით დაღუპულთა რიცხვი. ამ კითხვაზე მედიკოსებს თავის პასუხი აქვთ, საინტერესოა ასტროლოგების აზრიც.

მართლაც პანდემიით გამოწვეული პრობლემებით და ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე, რისთვის ემზადება სამყარო და რისთვის ამზადებს კაცობრიობას. ამასთან, პლანეტათა განლაგება ცის კაბადონზე როდის გვპირდება ვითარების შემსუბუქებას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე AMBEBI.GE-ს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ესაუბრა.

"მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ რთული პერიოდი, რომელიც დედამიწაზე 2020 წელს დაიწყო, ის რთული პლანეტარული განლაგება, რამაც ეს პანდემია გამოიწვია, უკვე დაშლილია და ახლა ერთგვარი შლეიფი გვაქვს სახეზე. დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი დროებით ხასიათს ატარებს და აუცილებლად ჩანაცვლდება ბევრად ნათელი, პოზიტიური პერიოდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მზადება, გარკვეულწილად, ზუსტად ახლა მიმდინარეობს (თუ გავიხსენებთ წინა საუკუნეს, ე.წ. „ესპანკა“ (ესპანურ გრიპი) სწორედ მე-20 საუკუნის ოციან წლებში მძვინვარებდა და შემდეგ, უცბად, უკვალოდ გაქრა, რაც ასევე მსგავსი რთული პლანეტარული კომბინაციის შედეგად იყო წარმოქმნილი). ეპიდემიის დასასრულს მთელი პლანეტა მოუთმენლად ველით და მისი შედეგებიც, ყველა ქვეყანას შეეხო, თუმცა, ასტროლოგიურად, თითოეულ მოვლენას შეიძლება მოეძებნოს განმარტება, რომელიც კოსმოსში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებას აგვიხსნის", - აცხადებს ქეთი ვაწაძე.

ასტროლოგის თქმით, პანდემიის დაწყების პერიოდში, სატურნი და პლუტონი თხის რქის ნიშანში იყო შეერთებული. ამავე დროს, სატურნი კვადრატს ქმნიდა კუროში მყოფ ურანთან , რამაც განაპირობა ის არაპროგნოზირებადი მოვლნები, რომლებიც გაურკვეველი ტრაექტორიით განვითარდა.

"ურთულესია ურანის მოქმედების შედეგების წინასწარ განსაზღვრა. პლუტონი ტრანსფორმირების პლანეტაა, გარდასახვის, რომლისთვისაც ხშირად, ბოლომდე დაშრეტა, ენერგეტიკული განულება, სიკვდილიც კი მისაღებია სრული გაახლებისთვის და ახალი ძალით ცხოვრების გასაგრძელებლად, ფენიქსივით თავიდან დასაბადებლად. პლუტონის სოციალურ პლანეტა - სატურნთან შეერთებამ ადამიანებში და ბუნებაშიც წარმოქმნა ტრანსფორმირების აუცილებლობა. გამოიწვია საკმაოდ მტკივნეული, ლეტალური შედეგებიც - არა მხოლოდ კოვიდის გამო გაზრდილი სიკვდილიანობა, არამედ ხანძრები, წყალდიდობები - ეკოლოგიური კატასტროფის შემთხვევები, რომლებიც ჯაჭვური რეაქციის სახით, უმცირეს ბიოლოგიურ არსებებსაც შეეხო", - აღნიშნავს ასტროლოგი.

მისივე თქმით, 2020 წლის 17 დეკემბერს, თხის რქის მმართველმა სატურნმა მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლა (მერწყული თავისუფლების, ავანგარდის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მომავლის ხედვის ნიშანია), სადაც დღემდე იმყოფება იუპიტერთან ერთად.

- ამ გადანაცვლებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სატურნის (აკრძალვა, შეზღედვა) მერწყულში (თავისუფლება, გლობალური მოვლენები) გადასვლამ გამოიწვია აკრძალვებისა და საზოგადოებრივი ჩარჩოების შექმნა, რისი მომსწრეც გავხდით მასობრივი კარანტინების, იზოლაციებისა და კომენდანტის საათების შემთხვევებში. იგივე მაჩვენებელი აძლიერებს თავისუფლებისკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობის, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილს, რაც ასევე გამოკვეთილია მსოფლიო რუკაზე: ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში... ინტენსიურად მიმდინარეობს გამოსვლები დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და კოვიდპასპორტებზე დამოკიდებული ცხოვრების წინააღმდეგ.

იუპიტერის და სატურნის მდებარეობა მერწყულში, კუროს ზოდიაქოში მყოფ ურანთან, ქმნის დაძაბულ ასპექტს, რაც ამწვავებს სიტუაციას ჯანდაცვის სფეროში. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ვერ გრძნობს თავს კარგად და ლაღად ვერც მერწყულის და ვერც თხის რქის ნიშანში, სადაც შარშან იმყოფებოდა, შესაბამისად არ იგრძნობა მისი სიკეთისმომტანი გავლენა თითოეულ ჩვენგანზე და ზოგადად, სამყაროზე. რასაც ყველა გაუცნობიერებლად ვგრძნობთ და განვიცდით. თითქოს, იღბალმა ზურგი გვაქცია. ამას ემატება ისიც, რომ როგორც ადრე ვწერდი და ვამბობდი, 2020-2025 წლამდე, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, სამყაროში ცეცხლის სტიქიის ნაკლებობა გვაქვს . სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მომატებული სიკვდილიანობისა და მასობრივად დადაბლებული იმუნური სისტემის მიზეზად, რის გამოც, ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს ვირუსთან გამკლავება. ცეცხლის ენერგიის დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით ამწვავებს ინფექციურ, ვირუსულ დაავადებებს, ასუსტებს ბრძოლისუნარიანობას და დაავადებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს.

- და უახლოეს მომავალში სამედიცინო კუთხით რას გვპირდება თითოეული პლანეტა? წაიკითხეთ სრულად