16 მაისიდან ერთი წლით იუპიტერი თქვენს მე-6 სახლში იქნება.
დეტალების მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდებით. უფრო პასუხისმგებელი იქნებით თქვენს საქმიანობაში.
შესაძლოა, სამსახური შეიცვალოთ ან უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგიყვანონ.
სიტუაცია საკმაოდ მშვიდი გახდება.
საქმეებში წარმატების მიღწევას შეძლებთ, თუ კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედებთ.
თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას; ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.