პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?! - რამაზ გიგაურის პროგნოზი
რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?! - რამაზ გიგაურის პროგნოზი

იუ­პი­ტე­რის ინ­გრე­სია და ციკ­ლე­ბი:

26.05.2024 - ტყუ­პის ნი­შან­ში გა­დას­ვლა

9.10.2024 - რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა

4.02.2025 - დი­რექ­ტი­უ­ლი ფაზა

10.06.2025 - კირჩხი­ბის ნი­შან­ში გა­დას­ვლა

26 მა­ისს იუ­პი­ტე­რი ტყუ­პის ნი­შან­ში გა­და­ვა და მას მხო­ლოდ 2025 წლის 10 ივ­ნისს და­ტო­ვებს. რეტ­როგ­რა­დუ­ლად იმოძ­რა­ვებს 9 ოქ­ტომ­ბრი­დან 4 თე­ბერ­ვლამ­დე (2025 წელი).

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში იუ­პი­ტე­რი ით­ვლე­ბა სიბ­რძნის, წარ­მა­ტე­ბის, გა­მარ­ჯვე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის, შე­მო­სავ­ლის, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, გან­ვი­თა­რე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პლა­ნე­ტად. მისი გან­თავ­სე­ბა ტყუ­პის ნი­შან­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ნე­გა­ტი­უ­რად ით­ვლე­ბა, რად­გან ეს არის მისი "გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი" პო­ზი­ცია, რო­დე­საც იუ­პი­ტე­რის "მი­ზან­სწრაფ­ვა გაბ­ნე­უ­ლი და არა­კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია", ხოლო "მას­შტა­ბი წვრილ­მა­ნე­ბამ­დე მცირ­დე­ბა".

თუმ­ცა მისი გავ­ლე­ნა "გა­ა­ფარ­თო­ვებს" ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თო­ბებს და ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სწავ­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა-გა­და­ცე­მა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტის და­ნახ­ვა და ახა­ლი სივ­რცე­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა. ეს თით­ქმის ცა­მეტ­თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი, ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გებს უფრო შორს გა­ი­ხე­დონ, და­ი­ნა­ხონ, გა­ი­გონ და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ის, რა­საც მა­ნამ­დე ვერ ახერ­ხებ­დნენ.

ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, სწავ­ლას, ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მას, შეხ­ვედ­რებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, შე­თან­ხმე­ბებს, გა­და­ად­გი­ლე­ბებს თუ ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, შე­ექ­მნე­ბა სა­სი­კე­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლაფ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად ჰო­როს­კოპ­სა და მათი მიერ გა­დად­გმულ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე).

= იუ­პი­ტე­რის ტყუპ­ში ინ­გრე­სია და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი =

* ვერ­ძი - ეს ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­კავ­შირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს, ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. გა­ფარ­თო­ვე­ბა თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა, გა­იც­ნობთ ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს, გა­ი­ჩენთ ბევრ ნაც­ნობ­სა და მე­გო­ბარს. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­ზე - რამ­დე­ნად შეძ­ლებთ თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნად და მო­გე­ბი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს კარ­გი დროა სწავ­ლის­თვის და ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის­თვის.

* კურო - ტრან­ზი­ტუ­ლი იუ­პი­ტე­რი თქვენს სიმ­ბო­ლურ მე­ო­რე სახ­ლში იმოძ­რა­ვებს. ეს ფუ­ლის სექ­ტო­რია. ამი­ტომ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ-ფი­ნან­სუ­რი ას­პექ­ტე­ბი. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და­გა­ნა­ხებთ, რამ­დე­ნად "მო­ემ­ზა­დეთ" წინა ერ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში და რამ­დე­ნად შე­ძე­ლით სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. თუ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ა­კე­თეთ, მა­შინ ეს თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

* ტყუ­პი - იწყე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ციკ­ლი და სწო­რედ მომ­დევ­ნო ერთ წელ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის რო­გორ ფუნ­და­მენტს შექ­მნით. არის ახა­ლი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პე­რი­ო­დი. ეს კარ­გო დროა თქვენ­ში არ­სე­ბუ­ლი ტა­ლან­ტის "გა­მოღ­ვი­ძე­ბის­თვის", იმი­ჯის შეც­ვლის­თვის და ხა­სი­ა­თის შეც­ვლის­თვის. ასე­ვე სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბა.

*კირჩხი­ბი - ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი წინსვლა და გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წარ­სუ­ლის ანა­ლიზ­თან, მის გა­აზ­რე­ბას­თან და ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას­თან. შე­ე­ცა­დეთ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ წარ­სუ­ლის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის­გან, გა­და­ი­ხა­დოთ ვა­ლე­ბი, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. იზ­რუ­ნეთ თქვე­ნი ფსი­ქი­კი­სა თუ სხე­უ­ლის გა­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე.

* ლომი - ეს მო­მავ­ლის ფორ­მე­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ამ კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნაც. მო­გი­წევთ ფარ­თო მა­სებ­თან, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ ჩა­კეტ­ვა და მხო­ლოდ პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბით და­კა­ვე­ბა, შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს კარ­გი დროა მე­გობ­რულ წრეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­ძე­ნა და თქვე­ნი ახა­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

* ქალ­წუ­ლი - ეს პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წინ წა­ი­წი­ოთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მე­ში და კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წი­ოთ. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ამ­ბი­ცია გი­ბიძ­გებთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის­კენ და კა­რი­ე­რა­ში გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ. ასე­ვე სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, რე­პუ­ტა­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თქვე­ნი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და ამ კუ­თხით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ასე­ვე იო­ლად შეძ­ლებთ პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

* სას­წო­რი - ტრან­ზი­ტუ­ლი იუ­პი­ტე­რი თქვენ­თვის მე­ცხრე სახ­ლში იმოძ­რა­ვებს, ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ერ­თწ­ლი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში იღ­ბა­ლი თქვენს მხა­რე­ზე იქ­ნე­ბა. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ი­ღოთ ან გა­დას­ცეთ ახა­ლი ცოდ­ნა, იმოგ­ზა­უ­როთ, და­ამ­ყა­როთ სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბის თუ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან. თუ აპი­რებთ უცხო­ეთ­ში მცი­რე ან დიდ ხნით წას­ვლას, სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბას, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, მა­შინ ეს ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ.

* მო­რი­ე­ლი - თქვენ­თვის ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა იოლი პე­რი­ო­დი. ეს იქ­ნე­ბა სტრე­სე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვა. უნდა ით­ქვას, რომ შეძ­ლებთ იმ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი გა­წუ­ხებ­დათ. სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, თუნ­დაც რის­კზე წას­ვლა, და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­ბან­დე­ბა, ასე­ვე ვა­ლე­ბის გა­დახ­და და კრე­დი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის წარ­მა­ტე­ბით მარ­თვა. თუ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მის გან­ვი­თა­რე­ბას აპი­რებთ, ეს ნამ­დვი­ლად და­დე­ბი­თი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.

* მშვილ­დო­სა­ნი - ეს პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წელი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა თემა, რაც უკავ­შირ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბას, გან­ქორ­წი­ნე­ბას, პარტნი­ო­რულ შე­თან­ხმე­ბებს, გა­რი­გე­ბებს, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და წინ წა­მო­ი­წევს. წარ­მა­ტე­ბას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წევთ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით გა­რე­მოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სჯობს და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­შე­მო­იკ­რი­ბოთ და იმე­დე­ბი მათ­ზე და­ამ­ყა­როთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ამ ერ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბებ­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

* თხის რქა - იუ­პი­ტე­რი თქვენს მე-6 სახ­ლში შე­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი რაც ამ ყვე­ლა­ფერს უკავ­შირ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მუ­შაო ად­გი­ლის შეც­ვლა, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა ან სუ­ლაც და­წი­ნა­უ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ მოგ­წონ­დათ ამ კუ­თხით, შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ და გა­ნა­ვი­თა­როთ. გარ­და ამი­სა, ეს იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, გა­ჯან­მრთე­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა, ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

* მერ­წყუ­ლი - გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გია და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ სპორტთან და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შეძ­ლებთ თქვე­ნი თა­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­დე­ბი­თი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნას. თქვენ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლიც და მო­ი­მა­ტებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. ასე რომ, ეს საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დებს თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ზე, ასე­ვე ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე.

* თევ­ზე­ბი - თქვენს მე-4 სახ­ლში იმოძ­რა­ვებს იუ­პი­ტე­რი. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ შეძ­ლებთ ემო­ცი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით მყა­რი სა­ძირ­კვლის შექ­მნას. შეძ­ლებთ მშობ­ლებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას, ოჯახ­ში მყუდ­რო­ე­ბის შექ­მნას და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­საძ­ლე­ბე­ლია გაჩ­ნდეს უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ეს კარ­გია დროა სახ­ლის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის, მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის და ოჯა­ხის შექ­მნის­თვის.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?! - რამაზ გიგაურის პროგნოზი

რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?! - რამაზ გიგაურის პროგნოზი

იუპიტერის ინგრესია და ციკლები:

26.05.2024 - ტყუპის ნიშანში გადასვლა

9.10.2024 - რეტროგრადული ფაზა

4.02.2025 - დირექტიული ფაზა

10.06.2025 - კირჩხიბის ნიშანში გადასვლა

26 მაისს იუპიტერი ტყუპის ნიშანში გადავა და მას მხოლოდ 2025 წლის 10 ივნისს დატოვებს. რეტროგრადულად იმოძრავებს 9 ოქტომბრიდან 4 თებერვლამდე (2025 წელი).

ასტროლოგიაში იუპიტერი ითვლება სიბრძნის, წარმატების, გამარჯვების, კეთილდღეობის, შემოსავლის, სოციალიზაციის, განვითარების, სამართლიანობის პლანეტად. მისი განთავსება ტყუპის ნიშანში გარკვეულწილად ნეგატიურად ითვლება, რადგან ეს არის მისი "გამოძევებული“ პოზიცია, როდესაც იუპიტერის "მიზანსწრაფვა გაბნეული და არაკონცენტრირებულია“, ხოლო "მასშტაბი წვრილმანებამდე მცირდება“.

თუმცა მისი გავლენა "გააფართოვებს“ ყველა მიმართულებას, რომელიც ურთიერთობებს და ინფორმაციას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს სწავლა, ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა, მოგზაურობა, ახალი ჰორიზონტის დანახვა და ახალი სივრცეების ათვისება. ეს თითქმის ცამეტთვიანი პერიოდი, ადამიანებს უბიძგებს უფრო შორს გაიხედონ, დაინახონ, გაიგონ და გააცნობიერონ ის, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ.

ყველა ადამიანს, რომლის საქმიანობა ინფორმაციას, სწავლას, ცოდნის მიღება-გადაცემას, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს, გადაადგილებებს თუ ტვირთების გადაზიდვას უკავშირდება, შეექმნება სასიკეთო შესაძლებლობები (ბუნებრივია, ამ ყველაფრის ინდივიდუალურად გამოყენება დამოკიდებული იქნება თითოეული ადამიანის პირად ჰოროსკოპსა და მათი მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე).

= იუპიტერის ტყუპში ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები =

* ვერძი - ეს ერთწლიანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში დაუკავშირდება ურთიერთობებს, ინფორმაციასა და კომუნიკაციას. გაფართოვება თქვენი უახლოესი გარემოცვა, გაიცნობთ ახალ, საინტერესო ადამიანებს, გაიჩენთ ბევრ ნაცნობსა და მეგობარს. წარმატების მიღწევა დამოკიდებული იქნება სწორედ ამ ფაქტორზე - რამდენად შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ეფექტიანად და მოგებიანად გამოყენებას. ეს კარგი დროა სწავლისთვის და ახალი ცოდნის მიღებისთვის.

* კურო - ტრანზიტული იუპიტერი თქვენს სიმბოლურ მეორე სახლში იმოძრავებს. ეს ფულის სექტორია. ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება მატერიალურ-ფინანსური ასპექტები. სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები დაგანახებთ, რამდენად „მოემზადეთ“ წინა ერთწლიან პერიოდში და რამდენად შეძელით საკუთარი თავის განვითარება. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაშინ ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახება.

* ტყუპი - იწყება ძალიან მნიშვნელოვანი თორმეტწლიანი ციკლი და სწორედ მომდევნო ერთ წელზე იქნება დამოკიდებული შემდგომი განვითარებისთვის როგორ ფუნდამენტს შექმნით. არის ახალი ხედვის ჩამოყალიბების და ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი. ეს კარგო დროა თქვენში არსებული ტალანტის „გამოღვიძებისთვის“, იმიჯის შეცვლისთვის და ხასიათის შეცვლისთვის. ასევე სასიკეთო იქნება ქორწინება და პირადი ცხოვრების დალაგება.

*კირჩხიბი - ამ პერიოდში თქვენი წინსვლა და განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იქნება წარსულის ანალიზთან, მის გააზრებასთან და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებასთან. შეეცადეთ გათავისუფლდეთ წარსულის ნეგატიური გავლენისგან, გადაიხადოთ ვალები, მოიცილოთ ყველა ნეგატიური ენერგიის მატარებელი ადამიანი. იზრუნეთ თქვენი ფსიქიკისა თუ სხეულის გაჯანმრთელებაზე.

* ლომი - ეს მომავლის ფორმების ერთწლიანი პერიოდი იქნება. აუცილებელი იქნება სოციალური განვითარება და ამ კუთხით გარკვეული პასუხისმგებლობის გამოჩენაც. მოგიწევთ ფართო მასებთან, ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ ჩაკეტვა და მხოლოდ პირადი პრობლემებით დაკავება, შეცდომა იქნება. ეს კარგი დროა მეგობრულ წრესთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება, თანამოაზრეების შეძენა და თქვენი ახალი გუნდის ჩამოყალიბება.

* ქალწული - ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ წინ წაიწიოთ პროფესიულ საქმეში და კარიერულ წარმატებებსაც მიაღწიოთ. გაძლიერებული ამბიცია გიბიძგებთ ახალი საქმიანი პროექტებისკენ და კარიერაში გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ. ასევე სასიკეთო იქნება ბიზნესის განვითარება, რეპუტაციის გამყარება, საზოგადოების წინაშე თქვენი უნარების წარმოჩენა და ამ კუთხით წარმატების მიღწევა. ასევე იოლად შეძლებთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას.

* სასწორი - ტრანზიტული იუპიტერი თქვენთვის მეცხრე სახლში იმოძრავებს, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთწლიან მონაკვეთში იღბალი თქვენს მხარეზე იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობები მიიღოთ ან გადასცეთ ახალი ცოდნა, იმოგზაუროთ, დაამყაროთ საინტერესო კავშირები განსხვავებული ეროვნების თუ მსოფლმხედველობის ადამიანებთან. თუ აპირებთ უცხოეთში მცირე ან დიდ ხნით წასვლას, საბუთების გაკეთებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, მაშინ ეს ერთწლიანი პერიოდი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

* მორიელი - თქვენთვის ნამდვილად არ იქნება იოლი პერიოდი. ეს იქნება სტრესებისა და კრიზისების მართვა. უნდა ითქვას, რომ შეძლებთ იმ რთული საკითხების მოგვარებას, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი გაწუხებდათ. სასიკეთო იქნება ფინანსური ოპერაციები, თუნდაც რისკზე წასვლა, დაფინანსების მოპოვება, ბიზნესის განვითარება, ახალი ინვესტიციების დაბანდება, ასევე ვალების გადახდა და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების წარმატებით მართვა. თუ ბავშვთან დაკავშირებული თემის განვითარებას აპირებთ, ეს ნამდვილად დადებითი პერიოდი იქნება.

* მშვილდოსანი - ეს პარტნიორობასთან დაკავშირებული წელი იქნება და ყველა თემა, რაც უკავშირდება ქორწინებას, განქორწინებას, პარტნიორულ შეთანხმებებს, გარიგებებს, გააქტიურდება და წინ წამოიწევს. წარმატებას სხვა ადამიანების დახმარებით მიაღწევთ. მითუმეტეს, რომ ცვლილებები გელით გარემოცვასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, სჯობს დადებითი ადამიანები გარშემოიკრიბოთ და იმედები მათზე დაამყაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ერთწლიან პერიოდში შესაძლო შეთანხმებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

* თხის რქა - იუპიტერი თქვენს მე-6 სახლში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები და ყველაფერი რაც ამ ყველაფერს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილის შეცვლა, ახალი სამსახურის მოძებნა ან სულაც დაწინაურება. ყველაფერი, რაც არ მოგწონდათ ამ კუთხით, შეგიძლიათ შეცვალოთ და განავითაროთ. გარდა ამისა, ეს იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გაჯანმრთელება, რომელიმე დაავადებისგან განკურნება, ვარჯიშის დაწყება და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

* მერწყული - გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და კრეატიულობა, რაც საშუალებას მოგცემთ წამოიწყოთ ახალი, საინტერესო პროექტები, წარმატებას მიაღწიოთ სპორტთან და ხელოვნებასთან დაკავშირებით. შეძლებთ თქვენი თავის და შესაძლებლობების დადებითი კუთხით წარმოჩენას. თქვენში გაძლიერდება სიყვარულიც და მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების განვითარების ალბათობაც. ასე რომ, ეს საკმაოდ დადებითი პერიოდი იქნება, რომელიც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე, სასიყვარულო სფეროზე, ასევე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

* თევზები - თქვენს მე-4 სახლში იმოძრავებს იუპიტერი. ეს მიანიშნებს, რომ შეძლებთ ემოციური თუ ფიზიკური თვალსაზრისით მყარი საძირკვლის შექმნას. შეძლებთ მშობლებთან საერთო ენის გამონახვას, ოჯახში მყუდროების შექმნას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლებელია გაჩნდეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დადებითი ცვლილებების ალბათობა. ეს კარგია დროა სახლის ყიდვა-გაყიდვისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის და ოჯახის შექმნისთვის.

ასტროლოგი რამაზ გიგაური