მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას მოგვიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

17 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა - სიყ­ვა­რუ­ლის, ფუ­ლის და სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტა გა­და­დის მშვილ­დო­სან­ში. ამ ნი­შან­ში პლა­ნე­ტა არც ისე ძლი­ე­რია, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რია, ვნე­ბი­ა­ნია და ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი აქვს ანე­ბივ­რებ­დნენ. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტი, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მო­გინ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შო­უ­ე­ბის შექ­მნა (სახ­ლშიც), ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა რეკ­ლა­მა, პი­ა­რი.

ამა­ვე დღეს, გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ვერ­ძის 25 გრა­დუს­ზე, 15:26-ზე. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2-3 დღე) ვიგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას და რა­ღაც ახ­ლის და­წყე­ბის სურ­ვილს. ამ დღეს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებ­შია: მზე - სას­წორ­ში, მთვა­რე - ვერ­ძში. სას­წო­რი არის ჰარ­მო­ნია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა, პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი, სი­ლა­მა­ზის აღ­ქმა. ვერ­ძი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ინი­ცი­ა­ტი­ვას, გამ­ბე­და­ო­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. თუ გაქვთ იდე­ე­ბი ან პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ, ახლა მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროა. თუმ­ცა, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტი და და­ძა­ბუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სხვე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

ვერ­ძი

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­გინ­დე­ბათ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ; გა­გიჩ­ნდეთ ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი ის­წავ­ლოთ და გა­ი­ზარ­დოთ რო­გორც წყვი­ლი, მო­ი­ძი­ოთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­აღ­რმა­ოს თქვე­ნი კავ­ში­რი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ოპ­ტი­მიზ­მი და ენ­თუ­ზი­აზ­მი მო­ი­მა­ტებს. შე­საძ­ლოა შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყოთ ერ­თად გა­რის­კოთ, მი­ი­ღოთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტი. მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან. სა­სურ­ვე­ლია ერ­თმა­ნე­თის აზ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჰარ­მო­ნი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ერ­თო ენის პოვ­ნა.

კურო

მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. იქ­ნე­ბა ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. გირ­ჩევთ, არ აგე­რი­ოთ სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბე­ბი და ფი­ზი­კუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა აჩ­ვე­ნეთ პარტნი­ორს თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, უფრო ხში­რად ისა­უბ­რეთ გრძნო­ბებ­ზე, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა. კარ­გია, თუ გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ ოჯა­ხურ დას­ვე­ნე­ბას და მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

ტყუ­პი

მარ­ტო­ხე­ლებ­მა გა­ი­ცა­ნით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლეთ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი და მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ეს გაზ­რდის თქვენს შანსს იპო­ვოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და და­ი­წყოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. თქვე­ნი შეხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპორ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, სამ­სა­ხურ­ში ან ინ­ტერ­ნეტ­ში. თუ უკვე იპო­ვეთ სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი, თვის ბო­ლოს თავი აა­რი­დეთ წყვილ­ში ყო­ველ­გვარ კონ­კუ­რენ­ცი­ას, კარ­გია შე­თან­ხმე­ბა და კომ­პრო­მი­სი ყვე­ლა ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხზე.

კირჩხი­ბი

რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­თან, ვი­საც ხვდე­ბით სამ­სა­ხურ­ში ან ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კო­ლე­გა, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის მე­გო­ბა­რი ან თა­ნაკ­ლა­სე­ლი. იპო­ვეთ გზე­ბი, რომ და­ა­ფა­სოთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის მცი­რე ჟეს­ტე­ბიც კი თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან მათ შე­უძ­ლი­ათ სი­ხა­რუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლე­ბა მო­გი­ტა­ნონ.

ლომი

მარ­ტო­ხე­ლებს ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცე­ვით და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მიმ­ზიდ­ველ წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ი­ზი­დავთ. ბუ­ნე­ბით მორ­ცხვებ­საც კი გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ გაც­ნო­ბა და უცხო ადა­მი­ან­თან სა­უბ­რის და­წყე­ბა. კო­მუ­ნი­კა­ცია სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. ამას­თან მო­ე­რი­დეთ პი­როვ­ნე­ბის იდე­ა­ლი­ზე­ბას ხან­და­ხან ადა­მი­ანს ანი­ჭებთ ისეთ თვი­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არ­სე­ბობს. ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი უამ­რავ ცო­ცხალ ემო­ცი­ას მო­გი­ტანთ, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით მალე დას­რულ­დე­ბა. მა­ში­ნაც კი, თუ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას არ გეგ­მავთ, უარს ნუ იტყვით მხი­ა­რუ­ლი სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბა­ზე.

ქალ­წუ­ლი

გა­რე­მოს შეც­ვლას და სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლას გირ­ჩე­ვენ. მო­დუ­ნე­ბუ­ლი გან­წყო­ბა და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას. თუ გსურთ ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი თა­ვად გა­დად­გით, გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. თვის ბო­ლოს გა­იზ­რდე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი გაც­ნო­ბის შან­სი. ვარ­სკვლა­ვე­ბის მი­ნიშ­ნე­ბით შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს დი­ზა­ინ­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში.

სას­წო­რი

პარტნი­ო­რებს შო­რის მეტი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა, ჩნდე­ბა იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის ერ­თად გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი. ეს ტრან­ზი­ტი ხელს უწყობს ღია და გულ­წრფელ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, უფრო ღრმა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას პარტნი­ო­რებს შო­რის. მო­ი­მა­ტებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბის გრძნო­ბას ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. წყვი­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­კავ­დნენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, უყუ­რონ ფილ­მებს, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მებს; მო­ი­ა­რონ თე­ატ­რე­ბი და მუ­ზე­უ­მე­ბი. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უფრო ძლი­ე­რი კავ­ში­რი, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩენთ ახალ ინ­ტე­რე­სებს და ერ­თად გა­მო­იკ­ვლევთ მათ. კარ­გი დროა ერ­თად მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, და-ძმებ­თან და მე­ზობ­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის­თვის.

მო­რი­ე­ლი

თუ გსურთ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულს, იყა­ვით უფრო ღია ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინ­ტე­რე­სი და კე­თილ­გან­წყო­ბა შეხ­ვედ­რი­სას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ტრან­სპორ­ტში, წვე­უ­ლე­ბა­ზე, სამ­თავ­რო­ბო ოფი­სებ­ში ან სე­ირ­ნო­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა მი­გი­ზი­დოთ ლა­მაზ­მა და ძვი­რად ღი­რე­ბულ­მა ნივ­თე­ბი, მო­დურ­მა რეს­ტორ­ნებ­მა, სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მა­ტე­ბულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ გარ­დე­რო­ბის, ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვედ­რა დიდ კომ­პა­ნი­ა­ში ან ბან­კში: ანუ ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ფუ­ლია.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­საძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვდეთ რთუ­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ადა­მი­ანს. არ უნდა გა­ა­კე­თოთ ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბი: და­აკ­ვირ­დით მას, უკეთ გა­ი­ცა­ნით. შეძ­ლებთ სა­ერ­თო ენის პოვ­ნას და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას. სა­სარ­გებ­ლოა გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა, იმი­ჯის, ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა. ეს მოგ­ცემთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეთ პა­ტი­ვის­ცე­მა პარტნი­ო­რის მი­მართ, მო­უს­მი­ნეთ მის სურ­ვი­ლებ­სა და თხოვ­ნებს. რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გულ­წრფე­ლი გან­ხილ­ვა, კომ­პრო­მი­სე­ბი და და­ძა­ბულ მო­მენ­ტებ­ში ერ­თმა­ნე­თის სურ­ვი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ ჩხუ­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა ერ­თად წახ­ვი­დეთ და­სას­ვე­ნებ­ლად ან სა­მოგ­ზა­უ­როდ. ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ერ­თოთ.

თხის რქა

მიდ­რე­კი­ლი იყოთ მარ­ტო­ო­ბის­კენ. რაც გა­არ­თუ­ლებს პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რის პოვ­ნის შანსს. შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უფრო მგრძნო­ბი­ა­რე პარტნი­ო­რის ემო­ცი­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­მართ. არ­სე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­როს შე­ფა­სე­ბის პე­რი­ო­დი, რად­გან პარტნი­ო­რე­ბი ხე­ლახ­ლა აფა­სე­ბენ ემო­ცი­ურ კავ­შირს და პი­რა­დი სივ­რცის სა­ჭი­რო­ე­ბას. ფა­რუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბით ან გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დად­გე­ბა ემო­ცი­უ­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი.

მერ­წყუ­ლი

მიდ­რე­კი­ლი იქ­ნე­ბით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის­კენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ადა­მი­ან­თან ლა­პა­რა­კი და დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი მე­გობ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ კავ­შირ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე­გობ­რად თვლი­დით შე­საძ­ლოა სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­გი­ტყდეთ. ამ დროს ინ­ტერ­ნეტ­ში კო­მუ­ნი­კა­ცია და გაც­ნო­ბა სულ უფრო და უფრო მა­ტუ­ლობს. შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სე­ბით თქვენ­თან ახ­ლოს არი­ან. შე­გიძ­ლი­ათ შე­უ­ერ­თდეთ კლუბს ან ინ­ტე­რეს­თა ჯგუფს და იქ შეხ­ვდეთ თქვენ­თვის შე­სა­ფე­რის ადა­მი­ანს.

თევ­ზე­ბი

17 ოქ­ტომ­ბრი­დან მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის კა­რი­ე­რუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს გახ­დე­ბა. თუმ­ცა თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ი­ზი­დავს. ამი­ტომ, თუ სე­რი­ო­ზუ­ლად აპი­რებთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას, ახლა ამის შე­სა­ფე­რი­სი დროა. თქვენს პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს ექ­ნე­ბა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია და თქვენც და­გეხ­მა­რე­ბათ სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა მო­გი­წევთ რჩე­უ­ლის ძლი­ერ და ავ­ტო­რი­ტე­ტულ ხა­სი­ათ­თან შე­გუ­ე­ბა და ხში­რად კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლა. ეს ხელს არ შე­უშ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას, თუ თქვე­ნი ურ­თი­ერთ გრძნო­ბე­ბი ძლი­ე­რია. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხურ­სა და სა­ში­ნაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს შო­რის ბა­ლან­სის პოვ­ნა. შინ თქვენ­მა ხშირ­მა არ­ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი და და­ძა­ბუ­ლო­ბა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პარტნი­ორს, შე­ე­ცა­დეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად და­ურ­ე­კოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, უთხა­რით კე­თი­ლი სი­ტყვე­ბი, აჩუ­ქეთ პა­ტა­რა სა­ჩუქ­რე­ბი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია ოჯახ­თან, პა­ტი­ვი ეცით მათ აზრს და და­ეხ­მა­რეთ ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­ში. ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ზრუნ­ვა თქვენს სახ­ლში ატ­მოს­ფე­როს ჰარ­მო­ნი­ულ­სა და კომ­ფორ­ტულს გახ­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას მოგვიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

17 ოქტომბერს ვენერა - სიყვარულის, ფულის და სილამაზის პლანეტა გადადის მშვილდოსანში. ამ ნიშანში პლანეტა არც ისე ძლიერია, მაგრამ აქტიურია, ვნებიანია და ძლიერი სურვილი აქვს ანებივრებდნენ. პირად ურთიერთობებში მოიმატებს ფლირტი, რომანტიკული თავგადასავლები. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, შოუების შექმნა (სახლშიც), ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური იქნება რეკლამა, პიარი.

ამავე დღეს, გველოდება სავსემთვარეობა ვერძის 25 გრადუსზე, 15:26-ზე. სავსემთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2-3 დღე) ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და რაღაც ახლის დაწყების სურვილს. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებშია: მზე - სასწორში, მთვარე - ვერძში. სასწორი არის ჰარმონია, დიპლომატიურობა, პარტნიორული კავშირები, სილამაზის აღქმა. ვერძი განასახიერებს ინიციატივას, გამბედაობას და დამოუკიდებლობას. თუ გაქვთ იდეები ან პროექტები, რომლებიც გადადებული გქონდათ, ახლა მათი განხორციელების დროა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სავსემთვარეობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი და დაძაბულობა, განსაკუთრებით თუ თქვენი სურვილები ეწინააღმდეგება სხვების მოთხოვნილებებს. აკონტროლეთ ემოციები.

ვერძი

სასიყვარულო ურთიერთობებში მოგინდებათ თავგადასავლები. შეიძლება პარტნიორთან ერთად გაემგზავროთ საზღვარგარეთ; გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი ისწავლოთ და გაიზარდოთ როგორც წყვილი, მოიძიოთ ცოდნა და გამოცდილება, რამაც შეიძლება გააღრმაოს თქვენი კავშირი. ურთიერთობაში ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი მოიმატებს. შესაძლოა შთაგონებული იყოთ ერთად გარისკოთ, მიიღოთ ახალი გამოცდილება და გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტი. მაგრამ ამ პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტებიც, რომლებიც დაკავშირებულია განსხვავებულ შეხედულებებთან. სასურველია ერთმანეთის აზრების პატივისცემა და სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონიის შესანარჩუნებლად საერთო ენის პოვნა.

კურო

მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა და სექსუალურობა. იქნება ვნებიანი რომანები და თავგადასავლები. გირჩევთ, არ აგერიოთ სერიოზული გრძნობები და ფიზიკური მიზიდულობა. დაწყვილებულებმა აჩვენეთ პარტნიორს თქვენი სიყვარული, უფრო ხშირად ისაუბრეთ გრძნობებზე, მიაქციეთ ყურადღება. კარგია, თუ გაამრავალფეროვნებთ ოჯახურ დასვენებას და მეტ დროს გაატარებთ მეგობრების გარემოცვაში.

ტყუპი

მარტოხელებმა გაიცანით საინტერესო ადამიანები, მოინახულეთ საინტერესო ადგილები და მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ეს გაზრდის თქვენს შანსს იპოვოთ განსაკუთრებული ადამიანი და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. თქვენი შეხვედრა შესაძლებელია სპორტულ დაწესებულებაში, მაღაზიაში, სამსახურში ან ინტერნეტში. თუ უკვე იპოვეთ სულიერი მეგობარი, თვის ბოლოს თავი აარიდეთ წყვილში ყოველგვარ კონკურენციას, კარგია შეთანხმება და კომპრომისი ყველა ყოველდღიურ საკითხზე.

კირჩხიბი

რომანტიკული ურთიერთობა შესაძლებელია მასთან, ვისაც ხვდებით სამსახურში ან ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს კოლეგა, სპორტული დარბაზის მეგობარი ან თანაკლასელი. იპოვეთ გზები, რომ დააფასოთ სიყვარულისა და სიკეთის მცირე ჟესტებიც კი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან მათ შეუძლიათ სიხარული და კმაყოფილება მოგიტანონ.

ლომი

მარტოხელებს ნებისმიერ კომპანიაში ყურადღების ცენტრში მოექცევით და საპირისპირო სქესის მიმზიდველ წარმომადგენლებს მიიზიდავთ. ბუნებით მორცხვებსაც კი გაგიადვილდებათ გაცნობა და უცხო ადამიანთან საუბრის დაწყება. კომუნიკაცია სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამასთან მოერიდეთ პიროვნების იდეალიზებას ხანდახან ადამიანს ანიჭებთ ისეთ თვისებებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ამ პერიოდში დაწყებული რომანი უამრავ ცოცხალ ემოციას მოგიტანთ, მაგრამ დიდი ალბათობით მალე დასრულდება. მაშინაც კი, თუ სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ გეგმავთ, უარს ნუ იტყვით მხიარული საღამოს გატარებაზე.

ქალწული

გარემოს შეცვლას და სამოგზაუროდ წასვლას გირჩევენ. მოდუნებული განწყობა და ახალი გამოცდილება აგიმაღლებთ განწყობას. თუ გსურთ ადამიანის გაცნობა, ნუ მოგერიდებათ, პირველი ნაბიჯი თავად გადადგით, გამოავლინეთ ინიციატივა. თვის ბოლოს გაიზრდება რომანტიკული გაცნობის შანსი. ვარსკვლავების მინიშნებით შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიზაინთან, უძრავ ქონებასთან და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ ადგილებში.

სასწორი

პარტნიორებს შორის მეტი კომუნიკაციაა, ჩნდება იდეების გაზიარებისა და ცოდნის ერთად გაფართოების სურვილი. ეს ტრანზიტი ხელს უწყობს ღია და გულწრფელ კომუნიკაციას, უფრო ღრმა ურთიერთგაგებას პარტნიორებს შორის. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და მხიარულების გრძნობას ურთიერთობებში. წყვილებს შეუძლიათ დაკავდნენ ინტელექტუალური აქტივობით, უყურონ ფილმებს, საინტერესო გადაცემებს; მოიარონ თეატრები და მუზეუმები. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი კავშირი, როდესაც აღმოაჩენთ ახალ ინტერესებს და ერთად გამოიკვლევთ მათ. კარგი დროა ერთად მოკლე მოგზაურობისთვის, და-ძმებთან და მეზობლებთან დაახლოებისთვის.

მორიელი

თუ გსურთ შეხვდეთ განსაკუთრებულს, იყავით უფრო ღია ახალი კონტაქტებისთვის, გამოიჩინეთ ინტერესი და კეთილგანწყობა შეხვედრისას. მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს ტრანსპორტში, წვეულებაზე, სამთავრობო ოფისებში ან სეირნობისას. შეიძლება მიგიზიდოთ ლამაზმა და ძვირად ღირებულმა ნივთები, მოდურმა რესტორნებმა, საპირისპირო სქესის წარმატებულმა წარმომადგენლებმა. შეიძლება მოგინდეთ გარდერობის, ვარცხნილობის შეცვლა, საზოგადოებრივი ადგილების მონახულება. ასევე შესაძლებელია შეხვედრა დიდ კომპანიაში ან ბანკში: ანუ ისეთ ადგილას, სადაც ფულია.

მშვილდოსანი

შესაძლებელია შეხვდეთ რთული, ამბიციური ხასიათის მქონე ადამიანს. არ უნდა გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები: დააკვირდით მას, უკეთ გაიცანით. შეძლებთ საერთო ენის პოვნას და კარგი ურთიერთობების დამყარებას. სასარგებლოა გარეგნობაზე ზრუნვა, იმიჯის, ვარცხნილობის შეცვლა. ეს მოგცემთ თავდაჯერებულობას და აგიმაღლებთ განწყობას. დაწყვილებულებმა გამოიჩინეთ პატივისცემა პარტნიორის მიმართ, მოუსმინეთ მის სურვილებსა და თხოვნებს. რთული საკითხების გულწრფელი განხილვა, კომპრომისები და დაძაბულ მომენტებში ერთმანეთის სურვილების გაზიარება დაგეხმარებათ ჩხუბის თავიდან აცილებაში. კარგი იქნება ერთად წახვიდეთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას და საშუალებას მოგცემთ გაერთოთ.

თხის რქა

მიდრეკილი იყოთ მარტოობისკენ. რაც გაართულებს პოტენციური პარტნიორის პოვნის შანსს. შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე პარტნიორის ემოციებისა და საჭიროებების მიმართ. არსებულმა ურთიერთობებმა შეიძლება გაიაროს შეფასების პერიოდი, რადგან პარტნიორები ხელახლა აფასებენ ემოციურ კავშირს და პირადი სივრცის საჭიროებას. ფარული კონფლიქტებით ან გამოუვლენელი ემოციებით დატვირთულ ურთიერთობებში დადგება ემოციური გათავისუფლებისა და ტრანსფორმაციის პერიოდი.

მერწყული

მიდრეკილი იქნებით ინტელექტუალური ურთიერთქმედებისკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ადამიანთან ლაპარაკი და დროის საინტერესო გატარება. ამ პერიოდში ზოგიერთი მეგობრობა შეიძლება რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ადამიანი, რომელსაც მეგობრად თვლიდით შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდეთ. ამ დროს ინტერნეტში კომუნიკაცია და გაცნობა სულ უფრო და უფრო მატულობს. შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც სულითა და ინტერესებით თქვენთან ახლოს არიან. შეგიძლიათ შეუერთდეთ კლუბს ან ინტერესთა ჯგუფს და იქ შეხვდეთ თქვენთვის შესაფერის ადამიანს.

თევზები

17 ოქტომბრიდან მარტოხელებისთვის კარიერული და პროფესიული ზრდა ყველაზე მნიშვნელოვანს გახდება. თუმცა თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავს. ამიტომ, თუ სერიოზულად აპირებთ პირადი ცხოვრების შეცვლას, ახლა ამის შესაფერისი დროა. თქვენს პოტენციურ პარტნიორს ექნება მაღალი სოციალური პოზიცია და თქვენც დაგეხმარებათ სტატუსის ამაღლებაში. თუმცა მოგიწევთ რჩეულის ძლიერ და ავტორიტეტულ ხასიათთან შეგუება და ხშირად კომპრომისებზე წასვლა. ეს ხელს არ შეუშლის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას, თუ თქვენი ურთიერთ გრძნობები ძლიერია. დაოჯახებულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სამსახურსა და საშინაო პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის პოვნა. შინ თქვენმა ხშირმა არყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და დაძაბულობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს, შეეცადეთ დღის განმავლობაში ხშირად დაურეკოთ საყვარელ ადამიანს, უთხარით კეთილი სიტყვები, აჩუქეთ პატარა საჩუქრები. გადაწყვეტილების მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია ოჯახთან, პატივი ეცით მათ აზრს და დაეხმარეთ ყოველდღიურ საკითხებში. ოჯახის წევრებზე ზრუნვა თქვენს სახლში ატმოსფეროს ჰარმონიულსა და კომფორტულს გახდის.