მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს ვარდისფერი სავსემთვარეობა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
რას მოგვიტანს ვარდისფერი სავსემთვარეობა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 22 ივ­ნისს, თხის რქის მე­ო­რე გრა­დუს­ში, 05:07-ზე. თა­ვი­დან­ვე უნდა გი­თხრათ, რომ თხის რქა­ში ორ­ჯერ გვექ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა - 22 ივ­ნისს და 21 ივ­ლისს. ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სია, რომ და­ვას­რუ­ლოთ, მი­ვაღ­წი­ოთ ან მო­ვი­ცი­ლოთ, გა­მო­აშ­კა­რავ­დეს და თუ პირ­ველ ჯერ­ზე არ გა­მოგ­ვი­ვა, მე­ო­რე შან­სიც გვეძ­ლე­ვა. ამას­თან, გირ­ჩევთ, მო­ი­შო­როთ ზედ­მე­ტი ამ­ბი­ცი­ე­ბი და გახ­დეთ მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე. ნაკ­ლე­ბი იწუ­წუ­ნოთ და არ გა­და­ვარ­დეთ პე­სი­მიზ­მში. შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­სულს ჩა­ბარ­დეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა და ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვა, რომ­ლე­ბიც ხელს გიშ­ლი­დათ თქვე­ნი მიზ­ნის და სუ­ლი­ე­რი ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა­ში.

22 ივ­ნისს მზე კირჩხი­ბის ნი­შან­შია, ხოლო მთვა­რე - თხის რქა­ში, რო­მე­ლიც შრო­მის, უდი­დე­სი პი­რა­დი მიღ­წე­ვე­ბის, მო­ვა­ლე­ო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნი­შა­ნია, კირჩხი­ბი კი სახ­ლის აშე­ნე­ბის, ძლი­ე­რი ოჯა­ხის, წი­ნაპ­რე­ბის და ფეს­ვე­ბის ნი­შა­ნია. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, და­ა­ბა­ლან­სოთ ეს ორი სფე­რო, რომ ერ­თის გამო არ და­გი­ზა­რალ­დეთ პირ­ვე­ლი და პი­რი­ქით. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მან­დი­ლოს­ნებს. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მეტი პა­ტი­ვი ეცით უფ­რო­სებს. შე­გიძ­ლი­ათ მათ რჩე­ვის­თვი­საც მი­მარ­თოთ.

შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ავ­ტო­რი­ტე­ტულ ფი­გუ­რებ­თან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: მშობ­ლე­ბი, უფ­რო­სი, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­საც აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩვენ­ზე.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ზო­გი­ერ­თი სა­მუ­შაო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი, თე­მე­ბი ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა. მაგ­რამ, სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ, კარ­გად და­ფიქ­რდით, მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ბუნ­დო­ვა­ნი ან მაც­დუ­ნე­ბე­ლი იყოს, რომ ბო­ლომ­დე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ გა­ერ­კვი­ოთ. და აი რა­ტომ: სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ნეპ­ტუნ­სა და შავ მთვა­რეს ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა აქვთ და რაზე მიგ­ვი­თი­თებს ეს: უნდა მო­ე­რი­დოთ თაღ­ლი­თებს (ადა­მი­ა­ნებს, სქე­მებს), ინ­ტრი­გებს, ცდუ­ნე­ბას. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მაც­დუ­ნე­ბე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს პრო­ფე­სი­ულ და კა­რი­ე­რულ მიზ­ნებ­თან. გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­ირ­ღვეს ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნია, და­ი­ძა­ბოს ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ამას­თან, ფრთხი­ლად ფულ­თან. ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ, უსარ­გებ­ლო ნივ­თებს.

თუ სა­კი­თხი ეხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას, აშე­ნე­ბას, გა­რე­მონ­ტე­ბას და ა.შ. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სა­ბუთ­ზე ხელ­მო­წე­რამ­დე გა­და­ა­მოწ­მოთ ყვე­ლა დე­ტა­ლი და პარტნი­ორს სი­ტყვა­ზე არ ენ­დოთ.

გლო­ბა­ლუ­რად ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დი­ნოს მთავ­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლე­ბის ამ­ღვრე­ვა, ისე­თი რა­მის ან ვინ­მეს გა­მო­ჩე­ნა, რაც ადრე და­ფა­რუ­ლი იყო. აქვე სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ წყალ­თან.

რა­ტომ ვარ­დის­ფე­რი? ზა­ფხუ­ლის პირ­ველ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას მთვა­რის შე­ფე­რი­ლო­ბის გამო "ვარ­დის­ფერს" ეძა­ხი­ან. სხვა­თა შო­რის, მას მარ­წყვის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­საც ეძა­ხი­ან. ასე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ინ­დი­ე­ლებ­მა შე­არ­ქვეს და იმის გამო, რომ ამ პე­რი­ო­დის­თვის მარ­წყვი მწიფს. ჩი­ნე­ლე­ბის­თვის ეს არის ლო­ტო­სის მთვა­რე, სამ­ხრეთ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის "ცივი" ხოლო, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პე­ლე­ბი ზა­ფხუ­ლის პირ­ველ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას თაფ­ლი­სას უწო­დებ­დნენ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა უფრო ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა თხის რქის, ქალ­წუ­ლის, კუ­როს, მო­რი­ე­ლის, მშვილ­დოს­ნის, მერ­წყუ­ლი­სა და თევ­ზე­ბის­თვის. ცოტა მეტ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­უქ­მნის ვერ­ძის, ტყუ­პის, კირჩხი­ბის, ლომ­სა და სას­წო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. გირ­ჩევთ იყოთ რე­ა­ლის­ტუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას მოგვიტანს ვარდისფერი სავსემთვარეობა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

რას მოგვიტანს ვარდისფერი სავსემთვარეობა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ზაფხულის პირველი სავსემთვარეობა გველოდება 22 ივნისს, თხის რქის მეორე გრადუსში, 05:07-ზე. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ თხის რქაში ორჯერ გვექნება სავსემთვარეობა - 22 ივნისს და 21 ივლისს. ეს უნიკალური შანსია, რომ დავასრულოთ, მივაღწიოთ ან მოვიცილოთ, გამოაშკარავდეს და თუ პირველ ჯერზე არ გამოგვივა, მეორე შანსიც გვეძლევა. ამასთან, გირჩევთ, მოიშოროთ ზედმეტი ამბიციები და გახდეთ მეტად შრომისმოყვარე. ნაკლები იწუწუნოთ და არ გადავარდეთ პესიმიზმში. შესაძლებელია წარსულს ჩაბარდეს გარემოებები, შინაგანი დაძაბულობა და ზოგიერთი შეზღუდვა, რომლებიც ხელს გიშლიდათ თქვენი მიზნის და სულიერი ჰარმონიის მიღწევაში.

22 ივნისს მზე კირჩხიბის ნიშანშია, ხოლო მთვარე - თხის რქაში, რომელიც შრომის, უდიდესი პირადი მიღწევების, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ნიშანია, კირჩხიბი კი სახლის აშენების, ძლიერი ოჯახის, წინაპრების და ფესვების ნიშანია. ამიტომ სასურველია, დააბალანსოთ ეს ორი სფერო, რომ ერთის გამო არ დაგიზარალდეთ პირველი და პირიქით. ეს განსაკუთრებით ეხება მანდილოსნებს. იყავით მომართული ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მეტი პატივი ეცით უფროსებს. შეგიძლიათ მათ რჩევისთვისაც მიმართოთ.

შეიძლება აღმოვჩნდეთ წინააღმდეგობაში ჩვენს ცხოვრებაში ავტორიტეტულ ფიგურებთან. ეს შეიძლება იყოს: მშობლები, უფროსი, მასწავლებელი ან ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში, ვისაც აქვს ძალაუფლება ჩვენზე.

სავსემთვარეობის დღეებში შეიძლება დასრულდეს ზოგიერთი სამუშაო, შემოქმედებითი, კომერციული პროექტი, თემები ან თანამშრომლობა. შეიძლება მოხდეს ხელშეკრულებების დარღვევა, პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტა. მაგრამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, მოვლენები შეიძლება ისეთი ბუნდოვანი ან მაცდუნებელი იყოს, რომ ბოლომდე სიტუაციაში ვერ გაერკვიოთ. და აი რატომ: სავსემთვარეობაზე ნეპტუნსა და შავ მთვარეს ძლიერი გავლენა აქვთ და რაზე მიგვითითებს ეს: უნდა მოერიდოთ თაღლითებს (ადამიანებს, სქემებს), ინტრიგებს, ცდუნებას. შეიძლება მიიღოთ მაცდუნებელი შემოთავაზებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პროფესიულ და კარიერულ მიზნებთან. გაფრთხილდით, რომ არ დაირღვეს ოჯახური ჰარმონია, დაიძაბოს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ამასთან, ფრთხილად ფულთან. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ, უსარგებლო ნივთებს.

თუ საკითხი ეხება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, აშენებას, გარემონტებას და ა.შ. კარგი იქნება, რომ საბუთზე ხელმოწერამდე გადაამოწმოთ ყველა დეტალი და პარტნიორს სიტყვაზე არ ენდოთ.

გლობალურად ამ სავსემთვარეობამ შეიძლება გავლენას მოახდინოს მთავრობასა და საზოგადოების სტრუქტურაზე. შესაძლებელია წყლების ამღვრევა, ისეთი რამის ან ვინმეს გამოჩენა, რაც ადრე დაფარული იყო. აქვე სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ წყალთან.

რატომ ვარდისფერი? ზაფხულის პირველ სავსემთვარეობას მთვარის შეფერილობის გამო “ვარდისფერს“ ეძახიან. სხვათა შორის, მას მარწყვის სავსემთვარეობასაც ეძახიან. ასე ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებმა შეარქვეს და იმის გამო, რომ ამ პერიოდისთვის მარწყვი მწიფს. ჩინელებისთვის ეს არის ლოტოსის მთვარე, სამხრეთში მაცხოვრებლებისთვის “ცივი“ ხოლო, შუა საუკუნეების ევროპელები ზაფხულის პირველ სავსემთვარეობას თაფლისას უწოდებდნენ.

სავსემთვარეობა უფრო ხელსაყრელი იქნება თხის რქის, ქალწულის, კუროს, მორიელის, მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზებისთვის. ცოტა მეტ სტრესულ სიტუაციას შეუქმნის ვერძის, ტყუპის, კირჩხიბის, ლომსა და სასწორის წარმომადგენლებს. გირჩევთ იყოთ რეალისტური და პრაქტიკული.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!