Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს სელენას გადასვლა კუროში
რას მოგვიტანს სელენას გადასვლა კუროში

სე­ლე­ნა (თეთ­რი მთვა­რე) 13 ნო­ემ­ბერს კუ­რო­ში გა­და­ვა, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2024 წლის 13 ივ­ნი­სამ­დე. სე­ლე­ნა თი­თო­ე­ულ ნი­შან­ში 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა; პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ში კი 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ გიბ­რუნ­დე­ბათ იმ ნი­შან­ში, რო­მელ­შიც და­ბა­დე­ბის მო­მა­ნეტ­ში გყავთ.

სე­ლე­ნას ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მფარ­ველ ან­გე­ლოზს, დამ­ცველს, კე­თილ საქ­მეს, სათ­ნო­ე­ბას ეძა­ხი­ან. სე­ლე­ნა არაა პლა­ნე­ტა, ესაა ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე, მაგ­რამ მას საკ­მაო გავ­ლე­ნა აქვს ჩვენ­ზე. ისე­ვე რო­გორც ლი­ლიტს (შავი მთვა­რე). სე­ლე­ნა მთვა­რის ახ­ლომ­დე­ბა­რე წერ­ტი­ლია, ლი­ლი­ტი - შო­რე­უ­ლი. სე­ლე­ნას გა­დას­ვლა ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში მი­უ­თი­თებს, რომ ახლა ისე­თი თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, რო­მელ­საც სტუმ­რობს.

კურო მი­წის სტი­ქი­ის ნი­შა­ნია. ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი, კომ­ფორ­ტი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მა­სა­ჟი. უყ­ვარს ტკბო­ბა ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით, ქმნის კი­დეც ასე­თებს; უყ­ვარს გემ­რი­ე­ლი ჭამა, ტკბი­ლე­უ­ლი. მო­მარ­თუ­ლია ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, მისი აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი სა­უ­კუ­ნეს გა­უძ­ლებს. კუ­როს მმარ­თვე­ლია ვე­ნე­რა, სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა.

სე­ლე­ნა კუ­რო­ში ყოფ­ნი­სას გა­ა­აქ­ტი­უ­რებს იმ თვი­სე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, სი­ჯი­უ­ტე; სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­თვის მოგ­ვი­წევს ნელა, დინ­ჯად, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად სვლა. უნდა ვი­ყოთ მო­მარ­თუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და არა დან­გრე­ვა­ზე. რა­ღაც უნდა შევ­ქმნათ ამ მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. მიხ­ვდე­ბით, რის­თვის და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ, სად უნდა და­ა­ბან­დოთ ფული. გა­უ­მარ­თლებს მას, ვინც შრო­მობს და აფა­სებს რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვი­სი შრო­მის ნა­ყოფს. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია სა­მი­წათ­მოქ­მე­დო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვე­ბაც კი მოხ­დე­ბა. გან­ვი­თარ­დე­ბა კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბაც. მო­გინ­დე­ბათ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მომ­რავ­ლდეს კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ან თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გახ­სნა. ზო­გა­დად, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ელის. ადა­მი­ა­ნებს მე­ტად მო­უნ­დე­ბათ ბუ­ნე­ბის დაც­ვა. მზის, წყლი­სა და ქა­რის ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. უფრო მომ­რავ­ლდე­ბა დენ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რათა ეკო­ლო­გია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს.

თუ კუ­როს ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა გაქვთ (მზით ან ას­ცენ­დენ­ტით ხართ კურო, ან სტე­ლი­უ­მი გყავთ ამ ნი­შან­ში), შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ჯან­მრთელ­დეთ, თუ რამე გა­წუ­ხებ­დათ ან გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ექი­მი, მფრა­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი­ვით, რო­მე­ლიც მო­გარ­ჩენთ. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის. მაგ­რამ უფრო შე­ძე­ნის­თვის, ფუ­ლის სარ­ფი­ა­ნად და­ბან­დე­ბის­თვის. ფული შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­მუ­შა­ოთ მი­წა­ზე რა­მის მოყ­ვა­ნით, თუნ­დაც ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბით.

სე­ლე­ნას კუ­რო­ში ყოფ­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვე­ნი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა რო­გორც ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მო­გი­წი­ოთ ახალ მი­წა­ზე დამ­კვიდ­რე­ბამ, ახალ კომ­ფორტთან შე­გუ­ე­ბამ. შე­იძ­ლე­ბა უცხო მი­წა­ზე გა­იდ­გათ ფეს­ვე­ბი.

კარ­გი პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ინ­ტე­რი­ე­რის, ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ინ­თან, ფლო­რის­ტი­კას­თან, სი­ლა­მა­ზის შექ­მნას­თან, პერ­მა­ნენ­ტულ მა­კი­აჟ­თან, სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან, მა­საჟ­თან, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვას­თან.

ამას­თან, სე­ლე­ნას ყოფ­ნის დროს კუ­რო­ში არ უნდა ვი­ყოთ მფლან­გვე­ლე­ბი: არ და­ხარ­ჯოთ ფული და ენერ­გია არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. სა­სურ­ვე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი და წუთი გათ­ვლი­ლი და კე­თი­ლი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე გქონ­დეთ მო­მარ­თუ­ლი. ფული და რე­სურ­სე­ბი და­ა­ბან­დეთ თქვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა­სა და არე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, რომ მერე აქე­და­ნაც მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი, ბიზ­ნეს­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ კურო ფი­ნან­სურ სფე­რო­საც გა­ნა­გებს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ახა­ლი ვა­ლუ­ტა გა­მოჩ­ნდეს, არა ბიტ­კო­ი­ნი2, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რი­თაც ადა­მი­ა­ნებ­ში ერ­თმა­ნეთ­ში შეძ­ლე­ბენ ვაჭ­რო­ბას.

მეტი დრო და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად, კარ­გი იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა ჭა­მა­ში; უარი თქვით მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, ტახ­ტზე კოტ­რი­ა­ლი სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. მი­ირ­თვით ახალ­მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი, რო­მელ­საც კარგ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი მო­ამ­ზა­დებთ. გა­იმ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი თხი­ლით, მწვა­ნი­ლე­უ­ლით, ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით. იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბა­ზე მა­სა­ჟი­თა და სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბით; ივარ­ჯი­შეთ ზო­მი­ე­რად. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, შე­ი­ძი­ნეთ კე­თილ­შო­ბი­ლი მე­ტა­ლის სამ­კა­უ­ლე­ბი.

სე­ლე­ნას კუ­რო­ში ყოფ­ნის დროს ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა (ტყუ­პი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი) მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. ფეს­ვე­ბი უნდა გა­იდ­გათ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც და ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნას და კოშ­კე­ბის აშე­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბას უნდა შე­ეშ­ვათ და ფი­ზი­კუ­რად ჩა­ერ­თოთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. პა­ტი­ვი ეცით ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ერთი სი­ტყვით, თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი უნდა და­იმ­კვიდ­როთ მზის ქვეშ.

ავტორი:

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა კუროში

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა კუროში

სელენა (თეთრი მთვარე) 13 ნოემბერს კუროში გადავა, სადაც დარჩება 2024 წლის 13 ივნისამდე. სელენა თითოეულ ნიშანში 7 თვის განმავლობაში რჩება; პირად ასტროლოგიურ რუკაში კი 7 წელიწადში ერთხელ გიბრუნდებათ იმ ნიშანში, რომელშიც დაბადების მომანეტში გყავთ.

სელენას ასტროლოგიაში მფარველ ანგელოზს, დამცველს, კეთილ საქმეს, სათნოებას ეძახიან. სელენა არაა პლანეტა, ესაა ფიქტიური წერტილი მთვარის ორბიტაზე, მაგრამ მას საკმაო გავლენა აქვს ჩვენზე. ისევე როგორც ლილიტს (შავი მთვარე). სელენა მთვარის ახლომდებარე წერტილია, ლილიტი - შორეული. სელენას გადასვლა ერთი ნიშნიდან მეორეში მიუთითებს, რომ ახლა ისეთი თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რომელსაც სტუმრობს.

კურო მიწის სტიქიის ნიშანია. ჩვენი რესურსები, კომფორტი, უძრავი ქონება, მასაჟი. უყვარს ტკბობა ლამაზი ნივთებით, ქმნის კიდეც ასეთებს; უყვარს გემრიელი ჭამა, ტკბილეული. მომართულია ფულის გამომუშავებაზე, მისი აშენებული სახლი საუკუნეს გაუძლებს. კუროს მმართველია ვენერა, სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა.

სელენა კუროში ყოფნისას გაააქტიურებს იმ თვისებებს, როგორიცაა მოთმინების უნარი, მიზანდასახულობა, სიჯიუტე; საკუთარი მიზნისთვის მოგვიწევს ნელა, დინჯად, მაგრამ დაკვირვებულად სვლა. უნდა ვიყოთ მომართული მშენებლობაზე და არა დანგრევაზე. რაღაც უნდა შევქმნათ ამ მატერიალურ სამყაროში. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მიხვდებით, რისთვის და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, სად უნდა დააბანდოთ ფული. გაუმართლებს მას, ვინც შრომობს და აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვისი შრომის ნაყოფს. საუკეთესო პერიოდია სამიწათმოქმედო სექტორის განვითარებისთვის. პატარა მიწის ნაკვეთის დამუშავებაც კი მოხდება. განვითარდება კვების მრეწველობაც. მოგინდებათ გემრიელი კერძების მომზადება. შეიძლება მომრავლდეს კვების ობიექტები ან თავად გადაწყვიტოთ ტრადიციული სამზარეულოს გახსნა. ზოგადად, სარესტორნო ბიზნესი განვითარება და წარმატება ელის. ადამიანებს მეტად მოუნდებათ ბუნების დაცვა. მზის, წყლისა და ქარის ენერგიების გამოყენება უფრო აქტუალური გახდება. უფრო მომრავლდება დენზე მომუშავე მანქანების რაოდენობა, რათა ეკოლოგია გაუმჯობესდეს.

თუ კუროს ძლიერი გავლენა გაქვთ (მზით ან ასცენდენტით ხართ კურო, ან სტელიუმი გყავთ ამ ნიშანში), შეიძლება გამოჯანმრთელდეთ, თუ რამე გაწუხებდათ ან გამოგიჩნდებათ ექიმი, მფრაველი ანგელოზივით, რომელიც მოგარჩენთ. საუკეთესო პერიოდია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. მაგრამ უფრო შეძენისთვის, ფულის სარფიანად დაბანდებისთვის. ფული შეიძლება გამოიმუშაოთ მიწაზე რამის მოყვანით, თუნდაც ქოთნის ყვავილების გამრავლებით.

სელენას კუროში ყოფნის დროს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი საიმედო პარტნიორი იქნება როგორც ბიზნესში, ასევე თანაცხოვრებაში. გამორიცხული არაა, მოგიწიოთ ახალ მიწაზე დამკვიდრებამ, ახალ კომფორტთან შეგუებამ. შეიძლება უცხო მიწაზე გაიდგათ ფესვები.

კარგი პერიოდი გელოდებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ინტერიერის, ლანდშაფტის დიზაინთან, ფლორისტიკასთან, სილამაზის შექმნასთან, პერმანენტულ მაკიაჟთან, სამზარეულოსთან, მასაჟთან, ფინანსების მართვასთან.

ამასთან, სელენას ყოფნის დროს კუროში არ უნდა ვიყოთ მფლანგველები: არ დახარჯოთ ფული და ენერგია არაფრისმომცემ საქმეზე, ურთიერთობაზე. სასურველია, თითოეული თეთრი და წუთი გათვლილი და კეთილი საქმის შესრულებაზე გქონდეთ მომართული. ფული და რესურსები დააბანდეთ თქვენს განვითარებაში, უძრავი ქონების შეძენასა და არებულის გაუმჯობესებაში, რომ მერე აქედანაც მიიღოთ სარგებელი, ბიზნესში. საინტერესო ისაა, რომ კურო ფინანსურ სფეროსაც განაგებს და გამორიცხული არაა, ახალი ვალუტა გამოჩნდეს, არა ბიტკოინი2, არამედ განსხვავებული, რითაც ადამიანებში ერთმანეთში შეძლებენ ვაჭრობას.

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. იკვებეთ ჯანსაღად, კარგი იქნება ზომიერების დაცვა ჭამაში; უარი თქვით მავნე ჩვევებზე, ტახტზე კოტრიალი სიკეთეს არ მოგიტანთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი, რომელსაც კარგ განწყობაზე მყოფი მოამზადებთ. გაიმდიდრეთ რაციონი თხილით, მწვანილეულით, ხილითა და ბოსტნეულით. იზრუნეთ საკუთარი თავის განებივრებაზე მასაჟითა და სპა-პროცედურებით; ივარჯიშეთ ზომიერად. თუ საშუალება გაქვთ, შეიძინეთ კეთილშობილი მეტალის სამკაულები.

სელენას კუროში ყოფნის დროს ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებმა (ტყუპი, სასწორი და მერწყული) მეტი სერიოზულობა უნდა გამოავლინოთ. ფესვები უნდა გაიდგათ საქმიანობაშიც და ურთიერთობაშიც. ღრუბლებში ფრენას და კოშკების აშენებაზე ოცნებას უნდა შეეშვათ და ფიზიკურად ჩაერთოთ საქმიანობაში. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. პატივი ეცით ღირებულებებს. ერთი სიტყვით, თქვენი კუთვნილი ადგილი უნდა დაიმკვიდროთ მზის ქვეშ.