Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად
რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

16 თე­ბერ­ვალს, 20:58-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში; ამ დღეს მზე იქ­ნე­ბა მერ­წყულ­ში, ხოლო მთვა­რე - ლომ­ში. ეს არის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პე­რი­ო­დი. სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კარგ პე­რი­ოდ­ში დგე­ბა. ყვე­ლა პი­რა­დი პლა­ნე­ტა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. კარ­გი პე­რი­ო­დი 26 აპ­რი­ლამ­დე გა­გარ­ძელ­დე­ბა და ეცა­დეთ, ამ პე­რი­ო­დებ­ში და­ი­წყოთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. თუმ­ცა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სა და ახალმთვა­რე­ო­ბის და აგ­რეთ­ვე, უკურ­სო მთვა­რის დღე­ე­ბი, როცა არა­ნა­ირ საქ­მეს, შეხ­ვედ­რას (უმ­ჯო­ბე­სია, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ შე­ი­ძი­ნოთ) არ მო­აქვს შე­დე­გი და ამ ასეთ პე­რი­ო­დებ­ში უმ­ჯო­ბე­სია დას­ვე­ნე­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას, გა­დაღ­ლას (ემო­ცი­ურს და ფი­ზი­კურს). არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. უმ­ჯო­ბე­სია, თუ 14-17 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში იქ­ნე­ბით ფრთხი­ლად და გა­უფრ­თხილ­დე­ბით სა­კუ­თარ თავს. ლო­მის ნი­შა­ნი მარ­თავს გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰოლს, ცხელ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა­საც კი, კა­მათს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მძღო­ლე­ბიც და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბიც.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა არის დრო, როცა შეგ­ვიძ­ლია გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ნე­გა­ტი­ვის­გან, უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან. თუ ვინ­მეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ისი­ნი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბად, აპა­ტი­ეთ და გა­უგ­ზავ­ნეთ მათ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი. თუმ­ცა, ნუ და­ი­ვი­წყებთ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თილს, რაც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღეთ, გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს მად­ლო­ბა, რომ მი­გახ­ვედ­რად შეც­დო­მებ­ზე.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს მთვა­რე არის ლომ­ში, რაც მო­ი­ტანს პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას. მოგ­ვი­წო­დებს, რომ ვი­ყოთ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი, და­ვი­ვი­წყოთ აგ­რე­სია, უმა­დუ­რო­ბა. მე­ტად უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ახ­ლობ­ლებს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი მო­თხოვ­ნე­ბი. ლომი არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­შა­ნი და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა "სცე­ნა­ზე"; თი­თო­ე­უ­ლი შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ლომი აკე­თებს იმას, რაც უყ­ვარს, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, ლომი არის ლი­დე­რი, კონ­კუ­რენ­ცია, გვირ­გვი­ნის დად­გმის სურ­ვი­ლი, ჰობი, შოუ. ლომი მარ­თავს მე­ხუ­თე სახ­ლს - სიყ­ვა­რულს, შვი­ლი­ე­რე­ბას. თი­თო­ე­ულს მო­უნ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ამას­თან, მო­ი­მა­ტებს ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, სი­ა­მა­ყე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­დეს პი­როვ­ნე­ბა­სა, მის სურ­ვი­ლებს (ლომი) და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კო­ლექ­ტივს შო­რის (მერ­წყუ­ლი).

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: რით შე­მიძ­ლია ვი­ა­მა­ყო? ვარ თუ არა კრე­ა­ტი­უ­ლი? ვი­ღებ სი­ა­მოვ­ნე­ბას, ვტკბე­ბი ჩემი სი­ცო­ცხლით? რით შე­მიძ­ლია გა­ვერ­თო, მი­ვი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა? რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, შვილ­თან?

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ მერ­წყუ­ლე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­დეთ 14-18 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში.

სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ, ამოქ­მედ­დით, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ. ასე­ვე იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც და­ი­ბა­და 18-22 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში. უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, თუ გსურთ სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბა.

და­ი­წყეთ აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა და გა­დად­გით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლის დრო უნდა და­ას­რუ­ლოთ, თუ გსურთ ცხოვ­რებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კუ­რო­ებს (16-20 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი) და მო­რი­ე­ლებს (17-21 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი).

თუ ნა­ტა­ლუ­რი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ რო­მელ სახ­ლებ­ში ხვდე­ბა ლო­მი­სა და მერ­წყუ­ლის 28-ე გრა­დუ­სი. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სფე­რო­ებ­ში გე­ლო­დე­ბათ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით მა­თაც, თუ ლო­მის, მო­რი­ე­ლის, მერ­წყუ­ლი­სა და კუ­როს 26-30 გრა­დუ­სებ­ში გყავთ გან­ლა­გე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

ქმარზე სხვა ვისზე

ცოფი
5

ნუ რა ვართ ეს ლომები ddd

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

16 თებერვალს, 20:58-ზე სავსემთვარეობას ველოდებით ლომის ზოდიაქოში; ამ დღეს მზე იქნება მერწყულში, ხოლო მთვარე - ლომში. ეს არის დიდი შესაძლებლობების პერიოდი. სასიხარულო ისაა, რომ სავსემთვარეობა კარგ პერიოდში დგება. ყველა პირადი პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. კარგი პერიოდი 26 აპრილამდე გაგარძელდება და ეცადეთ, ამ პერიოდებში დაიწყოთ და განახორციელოთ ახალი საქმეები. თუმცა, გაითვალისწინეთ სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის და აგრეთვე, უკურსო მთვარის დღეები, როცა არანაირ საქმეს, შეხვედრას (უმჯობესია, არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიძინოთ) არ მოაქვს შედეგი და ამ ასეთ პერიოდებში უმჯობესია დასვენება.

სავსემთვარეობაზე მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, გადაღლას (ემოციურს და ფიზიკურს). არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უმჯობესია, თუ 14-17 თებერვლის შუალედში იქნებით ფრთხილად და გაუფრთხილდებით საკუთარ თავს. ლომის ნიშანი მართავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. მოერიდეთ ალკოჰოლს, ცხელ წყალში ბანაობასაც კი, კამათს გარშემო მყოფებთან. იყავით დაკვირვებულები მძღოლებიც და ფეხით მოსიარულეებიც.

სავსემთვარეობა არის დრო, როცა შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან, უსიამოვნებისგან. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, წარმოიდგინეთ ისინი პატარა ბავშვებად, აპატიეთ და გაუგზავნეთ მათ თქვენი სიყვარული. თუმცა, ნუ დაივიწყებთ იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რაც ამ ადამიანებისგან მიიღეთ, გადაუხადეთ სამყაროს მადლობა, რომ მიგახვედრად შეცდომებზე.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე არის ლომში, რაც მოიტანს პოზიტიურ ენერგიას. მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ კეთილგანწყობილები, დავივიწყოთ აგრესია, უმადურობა. მეტად უნდა მოვუსმინოთ ახლობლებს, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები. ლომი არის შემოქმედებითი ნიშანი და ძალიან ბევრ ადამიანი გამოვა "სცენაზე"; თითოეული შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. ლომი აკეთებს იმას, რაც უყვარს, რაც სიამოვნებას ანიჭებს, ლომი არის ლიდერი, კონკურენცია, გვირგვინის დადგმის სურვილი, ჰობი, შოუ. ლომი მართავს მეხუთე სახლს - სიყვარულს, შვილიერებას. თითოეულს მოუნდება გამარჯვება, ლიდერის თვისებების გამოვლენა. ამასთან, მოიმატებს ჭირვეულობა, სიამაყე. გამორიცხული არაა, დაპირისპირება მოხდეს პიროვნებასა, მის სურვილებს (ლომი) და საზოგადოებას, კოლექტივს შორის (მერწყული).

სავსემთვარეობაზე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რით შემიძლია ვიამაყო? ვარ თუ არა კრეატიული? ვიღებ სიამოვნებას, ვტკბები ჩემი სიცოცხლით? რით შემიძლია გავერთო, მივიღო სიამოვნება? როგორი დამოკიდებულება მაქვს საყვარელ ადამიანთან, შვილთან?

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

სავსემთვარეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ მერწყულები და განსაკუთრებით ისინი, ვინც დაიბადეთ 14-18 თებერვლის შუალედში.

სასიამოვნო ცვლილებებისთვის მოემზადეთ, ამოქმედდით, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ასევე იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა 18-22 აგვისტოს შუალედში. უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, თუ გსურთ სასურველის მიღება.

დაიწყეთ აქტიური ქმედება და გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მხართეძოზე წამოწოლის დრო უნდა დაასრულოთ, თუ გსურთ ცხოვრებს გაუმჯობესება კუროებს (16-20 მაისის შუალედში დაბადებულები) და მორიელებს (17-21 ნოემბერს დაბადებულები).

თუ ნატალური რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ რომელ სახლებში ხვდება ლომისა და მერწყულის 28-ე გრადუსი. ცვლილებები ამ სფეროებში გელოდებათ. ცვლილებები გელით მათაც, თუ ლომის, მორიელის, მერწყულისა და კუროს 26-30 გრადუსებში გყავთ განლაგებული პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!