14 მარტს, პარასკევს 10:54-ზე ქალწულში მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გველოდება. ეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია მოვიცილოთ ყველაფერი არასაჭირო, გავწმინდოთ ჩვენი ცხოვრება ზედმეტი საზრუნავისა და შფოთისგან. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიხურება 29 მარტს 14:57-ზე ახალმთვარეობითა და მზის დაბნელებით ვერძში.
გაზაფხულის დაბნელებების დერეფანი თითოეული ნიშნისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების ამოსავალი წერტილი გახდება. მთავარია ვიყოთ ყურადღებიანი ბედის ნიშნების მიმართ და მზად ვიყოთ ტრანსფორმაციებისთვის მდგრადი მომავლისთვის! სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგნოზი, რათა იცოდეთ, დაბნელებების დერეფანში რასთან შეიძლება გქონდეთ საქმე.
ვერძი
14 მარტს მთვარის დაბნელება თქვენი სამუშაოს, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების სახლში მოხდება. შეიძლება იყოს ცვლილებები თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, შეიცვალოს სამუშაო გარემოში ან გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ჯანმრთელობის მიმართ. ეს არის დრო, რომ მოაწესრიგოთ ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში და თავი დააღწიოთ ყველაფერ არასაჭიროს.
კურო
14 მარტს მთვარის დაბნელება თქვენი შემოქმედების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის სიმბოლურ სახლში მოხდება. შესაძლებელია რომანტიკულ ურთიერთობებთან ან ბავშვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს არის დრო, როდესაც უნდა მიიღოთ ახალი გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებაში ან ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ჰობიში.
ტყუპი
14 მარტს მთვარის დაბნელებაზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ ოჯახურ საკითხებზე, სახლზე და მიმდინარე მოვლენების ემოციურ მიზეზებზე. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი საცხოვრებელში, მშობლებთან ურთიერთობაში ან უსაფრთხოებისა და კომფორტის სფეროში.
კირჩხიბი
14 მარტს მთვარის დაბნელება თქვენს მესამე სიმბოლურ სახლში მოხდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს არსებულ გარემოში, კომუნიკაციაში, სწავლასა და მოძრაობაში. ეს არის დრო, როდესაც საუბრებს ან დოკუმენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. შეიძლება იყოს მოულოდნელი სიახლე, რომელიც გავლენას მოახდენს გეგმებზე, რაიმე გადაწყვეტილებაზე მოთხოვნილ დოკუმენტებზე.
ლომი
14 მარტს მთვარის დაბნელება ფინანსურ სფეროში მოხდება, რაც გავლენას მოახდენს თვითშეფასებაზე და პირად რესურსებზე. გადახედეთ ფულთან, ღირებულებებთან და მატერიალურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აკონტროლეთ პრიორიტეტები დაზოგვისა და ხარჯვისას. ამ დაბნელებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობები მოგიტანოთ მატერიალურ სფეროში.
ქალწული
14 მარტს მთვარის დაბნელება მოხდება თქვენს ნიშანში, რაც გახდება ძლიერი კატალიზატორი თქვენს ცხოვრებაში ტრანსფორმაციისთვის. ეს არის საკუთარი თავის, სამყაროში თქვენი როლისა და თქვენი იმიჯის გადახედვის პერიოდი. შეიცვლება თქვენი საჭიროებები და პრიორიტეტები, მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება სენსორულ-ემოციურ სფეროში.
სასწორი
14 მარტს მთვარის დაბნელება მოხდება თქვენს მე-12 სიმბოლურ სახლში და შეიძლება მოიტანოს რეალიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკურ პროცესებთან, წარსულ სიტუაციებთან და სულიერ ზრდასთან. ეს არის დასრულების დრო, როდესაც რაღაც მიდის, რათა ადგილი ჰქონდეს რაღაც ახალს. ინტუიცია და ბედის ნიშნები დაგეხმარებათ გაიგოთ, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ სვლა.
მორიელი
14 მარტს მთვარის დაბნელება მოხდება თქვენი მეგობრობის, კოლექტიური პროექტებისა და სამომავლო მიზნების სახლში. შესაძლებელია ცვლილებები თქვენს სოციალურ წრეში, მნიშვნელოვანი კოლექტიური პროექტის დასრულება ან დაწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც ოცნებები შეიძლება ახდეს და მეგობრებმა თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინონ.
მშვილდოსანი
14 მარტს მთვარის დაბნელება გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე, რეპუტაციასა და ცხოვრებისეულ მიზნებზე. ამ დროს შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიულ სფეროში, დამსახურების აღიარება ან სამუშაო და სოციალური სტატუსის შეცვლა. ეს დაბნელება გიბიძგებთ მზის ქვეშ თქვენი ახალ ადგილის ძიებაში.
თხის რქა
14 მარტს მთვარის დაბნელება გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მსოფლმხედველობასთან და რწმენასთან, განათლებასთან ან შორ მანძილზე მოგზაურობასთან. შესაძლებელია განვითარების ერთი ეტაპის დასრულება და ახალი მიმართულების რეალიზება. ეს არის საზღვრების გაფართოების დრო. დროა გაიუმჯობესოთ უნარები, მიიღოთ ახალი ცოდნა ან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადახვიდეთ.
მერწყული
14 მარტს მთვარის დაბნელება მოხდება თქვენს VIII სიმბოლურ სახლში და გარკვეულწილად, გაიძულებთ დაიწყოთ ცხოვრება ნულიდან. მნიშვნელოვანი ხდება გარდაქმნების თემები ცხოვრების ყველა სფეროში, ფინანსური ინვესტიციები და ღრმა ფსიქოლოგიური პროცესები. შესაძლებელია ცვლილებები საერთო რესურსების, მემკვიდრეობის, ან შინაგანი შიშებისა და შეზღუდვების გაცნობიერების სფეროში.
თევზები
14 მარტს მთვარის დაბნელება გავლენას მოახდენს თქვენი პირადი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და ოფიციალური გაერთიანებების სფეროზე. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად თუ საქმიან ცხოვრებაში, ძველი ურთიერთობების დასრულება ან პარტნიორობის ახალი ეტაპის დაწყება. ასევე, შესაძლოა წინა პლანზე წამოვიდეს საკითხები, რომლებიც საჭიროებს ადვოკატის დახმარებას.