მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7 მარტს აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლი­დან თევ­ზებ­ში გა­და­ვი­და. ვრცე­ლი სტა­ტია ამ ტრან­ზი­სი შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ პროგ­ნოზს, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის, რაც მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. პირ­ვე­ლი 6 ნიშ­ნის პროგ­ნო­ზის სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ.

სას­წო­რი

სა­ტურ­ნი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას შე­ე­ხე­ბა: პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­ტურ­ნი და­გა­ლა­გე­ბი­ნებთ წეს­რიგს ამ თე­მებ­ში. სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, აღ­მოჩ­ნდეთ მკაცრ გრა­ფიკ­ში, და­გე­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, კო­ლე­გებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ თქვენ­გან მაქ­სი­მუმს ითხო­ვენ და მი­ნი­მუმს იღებთ. არ და­ნებ­დეთ, არ შე­უ­შინ­დეთ კონ­კუ­რენ­ცი­ას, გაძ­ლი­ერ­დით და გა­ი­მარ­ჯვებთ. სახ­ლში სი­ზარ­მა­ცის უფ­ლე­ბა არ მო­გე­ცე­მათ. შე­იძ­ლე­ბა მკაცრ პი­რო­ბებ­ში მო­გი­წი­ოთ ცხოვ­რე­ბამ, თუნ­დაც რე­მონ­ტის, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის გამო. ან მო­გი­წი­ოთ ნა­თე­სა­ვებ­ზე ზრუნ­ვამ. სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით მო­ა­ხერ­ხებთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­ი­ცავთ დი­ე­ტას, აღარ შე­ჭამთ მავ­ნე საკ­ვებს. და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს (რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა ივარ­ჯი­შოთ, ია­როთ ფე­ხით). სა­კუ­თარ თავს და­უ­წე­სებთ გრა­ფიკს, რე­ჟიმს. სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა, თუ შა­ბა­თო­ბით მო­ა­წყობთ გან­ტვირ­თვის დღე­ებს, იქ­ნე­ბით ას­კე­ტუ­რი, რად­გან შა­ბა­თი სა­ტურ­ნის დღეა. აგ­რეთ­ვე, მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა, კბი­ლე­ბი და ეცა­დეთ, მათ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ.

მო­რი­ე­ლი

სა­ტურ­ნი მო­გა­შო­რებთ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც გა­ზი­ა­ნებთ, რა­საც არ მო­აქვს შე­დე­გი. შე­გე­ზღუ­დე­ბათ გარ­თო­ბა, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რო­მელ­საც უსარ­გებ­ლოდ ფლან­გავთ. აღარ გექ­ნე­ბათ ფლირ­ტი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის დრო (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გყავთ მუდ­მი­ვი პარტნი­ო­რი), ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის დროა, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გმარ­თებთ შვი­ლე­ბის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მი­მართ. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა უნდა გა­მოვ­ლი­ნოთ ბავ­შვე­ბის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში მშო­ბე­ლი გახ­დეთ. ან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მი­ზე­ზის გამო გა­წყვი­ტოთ შვილ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი (სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის, მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის გამო). ისეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ გა­ყი­ნოთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი და გა­და­წყვი­ტოთ, უარი თქვათ პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე. თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გსურთ, მე­ტად უნდა იშ­რო­მოთ, იყოთ დაკ­ვი­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ჰობი ბიზ­ნე­სად აქ­ცი­ოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ სახლზე, ციხე-სი­მაგ­რედ უნდა აქ­ცი­ოთ იგი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ან კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი ან და­ი­წყოთ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა ბი­ნის სა­ყიდ­ლად. უნდა და­ფუძნ­დეთ კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე. გახ­დე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი, მაგ­რამ იო­ლად ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველს. მო­გი­წევთ შრო­მა. მო­გინ­დე­ბათ ოჯა­ხის შექ­მნა და ეს იქ­ნე­ბა მყა­რი, ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რი. უნდა იყოთ მზრუნ­ვე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ. ცოტა შე­ი­ზღუ­დავთ თავს, რათა ასი­ა­მოვ­ნოთ მშობ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სა­ტურ­ნი ყვე­ლა­ფერს იო­ლად არ მოგ­ცემთ და ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბულ­საც კი გაგხდით, რომ თქვე­ნი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმოქ­მე­დოთ.

თხის რქა

სა­ტურ­ნი და­გა­ფიქ­რებთ, ტყუ­ი­ლად ხომ არ ხარ­ჯავთ დროს?.. გა­მო­ი­ყე­ნებთ კი იმ ცოდ­ნას, რა­საც სწავ­ლობთ. ხომ არ გა­ხა­სი­ა­თებთ არაფ­რის­მომ­ცემ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და მას­ზე დრო­ის და­კარ­გვა. სა­ტურ­ნი თქვე­ნი მმარ­თვე­ლია, მის გავ­ლე­ნას მუდ­მი­ვად გრძნობთ, ის შე­გიკ­ვე­ცავთ ყვე­ლა­ფერს, რაც არ გა­მო­ა­გად­გე­ბათ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, შე­ამ­ცი­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბაც. ახლა დროა, რომ სე­რი­ო­ზულ სწავ­ლას და­უთ­მოთ დრო, მა­გა­ლი­თად, უცხო ენის შეს­წავ­ლას ან ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას. ან შე­იძ­ლე­ბა თა­ვად გახ­სნათ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი. ვერ გე­ტყვით, რომ სწავ­ლა იოლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უნდა მო­ინ­დო­მოთ და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით მი­აღ­წი­ოთ მი­ზანს. ეს თქვენ­თვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი მო­მენ­ტია. დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა შე­ად­გი­ნოთ სა­ბუ­თე­ბი. ახლო მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც კი უნდა შე­ა­მოწ­მოთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, ნივ­თე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლი, დე­ტა­ლე­ბი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტა მო­გი­წევთ. სა­ტურ­ნი ჩა­მო­გა­შო­რებთ ტყუ­ილ მე­გობ­რებს და და­გი­ტო­ვებთ მხო­ლოდ სან­დოს და დრო­ით გა­მოც­დილს.

მერ­წყუ­ლი

სა­ტურ­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ, ფი­ნან­სუ­რი თე­მე­ბი მო­აგ­ვა­როთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ფული მხო­ლოდ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში (იპო­თე­კით) უნდა და­ა­ბან­დოთ. უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი უნდა იყოს სტა­ბი­ლუ­რი და უნდა უზ­რუნ­ვეგ­ყოთ. ფული უნდა ხარ­ჯოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად, შე­გიძ­ლი­ათ შე­მო­სა­ვალ-გა­სავ­ლის აღ­რი­ცხვაც კი აწარ­მო­ოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­გე­ზღუ­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი შე­მო­დი­ნე­ბა. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ხარ­ჯვას ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ზე, ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე. უნდა და­ი­წყოთ ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხის, მაგ­რამ მა­ინც. რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა გა­და­დოთ ფული და 3 წლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხა და­გიგ­როვ­დეთ. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ, უნდა და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, დრო და გა­აძ­ვი­როთ მომ­სა­ხუ­რე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მოხ­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ფი­ნან­სუ­რად მო­გი­წი­ოთ სხვი­სი დახ­მა­რე­ბა.

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბო, სა­ტურ­ნი თქვენს ნი­შან­შია. მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა და გა­ა­ზა­რე­ბუ­ლო­ბა გმარ­თებთ. უნდა იყოთ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­წე­როთ დღის რე­ჟი­მი, სა­მოქ­მე­დო გრა­ფი­კი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზეც და მათ­ზეც, ვინც თქვენ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ან შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოთ და მას­ზე მო­გი­წი­ოთ მზრუნ­ვე­ლო­ბამ. უნდა და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და იბ­რძო­ლოთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თქვენს ენერ­გი­ა­სა და რე­სურს სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნებს სა­თა­ვი­სოდ. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას. შე­იძ­ლე­ბა გამ­კაცრ­დეს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, უფ­რო­სი მე­ტად მომ­თხოვ­ნი გახ­დეს თქვენს მი­მართ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მო­გინ­დეთ ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა, უნდა მი­აქ­ცი­ოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას. გახ­დე­ბით მე­ტად ძლი­ე­რი, მო­გი­წევთ სი­სუს­ტე­ე­ბი­სა და ში­შე­ბის დაძ­ლე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
3

რას მოგვიტანს და თევზები გაიაფდება ხეკი სკუმრია.. წინათ კიდე იყო იუპიტერში გადასული და ცოტა გაძვირდა.. და რა მაინტერესებს დედამიწაზე როდის გადმოვა თევზები მერე ასფალტეზე იქნება დაყრილი იმდენი იქნებაოო.. 

:)
1

დანარცენებმა რა დავაშვეთ? რა არის სასწორით რომ დაიწყეთ და თევზებით დაამთვარეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7 მარტს აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი მერწყულიდან თევზებში გადავიდა. ვრცელი სტატია ამ ტრანზისი შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს, ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა გაითვალისწინოთ. პირველი 6 ნიშნის პროგნოზის სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

სასწორი

სატურნი თქვენი ცხოვრების სამ მნიშვნელოვან თემას შეეხება: პროფესიული რეალიზება, ჯანმრთელობა და საყოფაცხოვრებო ვალდებულებები. სატურნი დაგალაგებინებთ წესრიგს ამ თემებში. სამსახურში შეიძლება მოგემატოთ ვალდებულებები, აღმოჩნდეთ მკაცრ გრაფიკში, დაგეძაბოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, კოლეგებთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან მაქსიმუმს ითხოვენ და მინიმუმს იღებთ. არ დანებდეთ, არ შეუშინდეთ კონკურენციას, გაძლიერდით და გაიმარჯვებთ. სახლში სიზარმაცის უფლება არ მოგეცემათ. შეიძლება მკაცრ პირობებში მოგიწიოთ ცხოვრებამ, თუნდაც რემონტის, სახლის მშენებლობის გამო. ან მოგიწიოთ ნათესავებზე ზრუნვამ. სატურნის გავლენით მოახერხებთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, დაიცავთ დიეტას, აღარ შეჭამთ მავნე საკვებს. დაიწყებთ ვარჯიშს (რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ, იაროთ ფეხით). საკუთარ თავს დაუწესებთ გრაფიკს, რეჟიმს. საუკეთესო იქნება, თუ შაბათობით მოაწყობთ განტვირთვის დღეებს, იქნებით ასკეტური, რადგან შაბათი სატურნის დღეა. აგრეთვე, მოსაფრთხილებელია ძვლოვანი სისტემა, კბილები და ეცადეთ, მათ მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

სატურნი მოგაშორებთ ყველაფერ იმას, რაც გაზიანებთ, რასაც არ მოაქვს შედეგი. შეგეზღუდებათ გართობა, აზარტული თამაშები, თავისუფალი დრო, რომელსაც უსარგებლოდ ფლანგავთ. აღარ გექნებათ ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლების დრო (განსაკუთრებით, თუ გყავთ მუდმივი პარტნიორი), ახლა სერიოზული კავშირების დამყარების დროა, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ შვილების, საყვარელი ადამიანი მიმართ. მეტი მზრუნველობა უნდა გამოვლინოთ ბავშვების მიმართ. შეიძლება ამ პერიოდში მშობელი გახდეთ. ან შეიძლება რაღაც მიზეზის გამო გაწყვიტოთ შვილთან მჭიდრო კავშირი (საზღვარგარეთ გამგზავრების, მშობლიური სახლის დატოვების გამო). ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გაყინოთ თქვენი გრძნობები და გადაწყვიტოთ, უარი თქვათ პირად ბედნიერებაზე. თუ შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, მეტად უნდა იშრომოთ, იყოთ დაკვირებული დეტალებისადმი. შეიძლება თქვენი ჰობი ბიზნესად აქციოთ.

მშვილდოსანი

მეტად უნდა იზრუნოთ სახლზე, ციხე-სიმაგრედ უნდა აქციოთ იგი. შეიძლება დაიწყოთ ბინის მშენებლობა ან კაპიტალური რემონტი ან დაიწყოთ ფულის შეგროვება ბინის საყიდლად. უნდა დაფუძნდეთ კონკრეტულ მისამართზე. გახდებით უძრავი ქონების მფლობელი, მაგრამ იოლად ვერ მიიღებთ სასურველს. მოგიწევთ შრომა. მოგინდებათ ოჯახის შექმნა და ეს იქნება მყარი, ხანგრძლივი კავშირი. უნდა იყოთ მზრუნველი პარტნიორის მიმართ. ცოტა შეიზღუდავთ თავს, რათა ასიამოვნოთ მშობლებს, ოჯახის წევრებს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სატურნი ყველაფერს იოლად არ მოგცემთ და ზოგჯერ იძულებულსაც კი გაგხდით, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ.

თხის რქა

სატურნი დაგაფიქრებთ, ტყუილად ხომ არ ხარჯავთ დროს?.. გამოიყენებთ კი იმ ცოდნას, რასაც სწავლობთ. ხომ არ გახასიათებთ არაფრისმომცემ თემებზე საუბარი და მასზე დროის დაკარგვა. სატურნი თქვენი მმართველია, მის გავლენას მუდმივად გრძნობთ, ის შეგიკვეცავთ ყველაფერს, რაც არ გამოაგადგებათ. არაა გამორიცხული, შეამციროთ სოციალურ ქსელებში აქტიურობაც. ახლა დროა, რომ სერიოზულ სწავლას დაუთმოთ დრო, მაგალითად, უცხო ენის შესწავლას ან ავტომობილის მართვას. ან შეიძლება თავად გახსნათ სასწავლო კურსები. ვერ გეტყვით, რომ სწავლა იოლი იქნება, მაგრამ უნდა მოინდომოთ და სირთულეების გადალახვით მიაღწიოთ მიზანს. ეს თქვენთვის ძალიან ბუნებრივი მომენტია. დაკვირვებით უნდა შეადგინოთ საბუთები. ახლო მანძილზე მოგზაურობის დროსაც კი უნდა შეამოწმოთ დოკუმენტები, ნივთები, ავტომობილი, დეტალები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ ადამიანთან კავშირის გაწყვეტა მოგიწევთ. სატურნი ჩამოგაშორებთ ტყუილ მეგობრებს და დაგიტოვებთ მხოლოდ სანდოს და დროით გამოცდილს.

მერწყული

სატურნი დაგეხმარებათ, ფინანსური თემები მოაგვაროთ თქვენს ცხოვრებაში. ფული მხოლოდ სარფიან ბიზნესში, უძრავ ქონებაში (იპოთეკით) უნდა დააბანდოთ. უნდა იყოთ მობილიზებული, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, შემოსავალი უნდა იყოს სტაბილური და უნდა უზრუნვეგყოთ. ფული უნდა ხარჯოთ რაციონალურად და გააზრებულად, შეგიძლიათ შემოსავალ-გასავლის აღრიცხვაც კი აწარმოოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეზღუდებათ ფინანსური შემოდინება. არ გირჩევთ ფულის ხარჯვას ძვირად ღირებულ ნივთებზე, ფუფუნებაზე. უნდა დაიწყოთ ფულის მოგროვება, თუნდაც უმნიშვნელო თანხის, მაგრამ მაინც. რეგულარულად უნდა გადადოთ ფული და 3 წლის შემდეგ შეიძლება შთამბეჭდავი თანხა დაგიგროვდეთ. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ და პროფესიონალი ხართ, უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, დრო და გააძვიროთ მომსახურება. გამორიცხული არაა, მოხდეს ღირებულებების გადაფასება და ფინანსურად მოგიწიოთ სხვისი დახმარება.

თევზები

თევზებო, სატურნი თქვენს ნიშანშია. მაქსიმალური დაკვირვება და გააზარებულობა გმართებთ. უნდა იყოთ დისციპლინირებული, ჩამოწეროთ დღის რეჟიმი, სამოქმედო გრაფიკი. შეიძლება მიიღოთ ხელმძღვანელი პირის თანამდებობა და მოგემატოთ ვალდებულებები, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზეც და მათზეც, ვინც თქვენზე იქნება დამოკიდებული. ან შეიძლება შვილი გააჩინოთ და მასზე მოგიწიოთ მზრუნველობამ. უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზანი და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ენერგიასა და რესურს სხვა ადამიანი გამოიყენებს სათავისოდ. ნუ შეუშინდებით საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. შეიძლება გამკაცრდეს სამუშაო პირობები, უფროსი მეტად მომთხოვნი გახდეს თქვენს მიმართ. გამორიცხული არაა, მოგინდეთ ზედმეტი წონის დაკლება, უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას. გახდებით მეტად ძლიერი, მოგიწევთ სისუსტეებისა და შიშების დაძლევა.