ახალმთვარეობას ველოდებით 16 აგვისტოს, 13:39-ზე ლომის 24-ე გრადუსში. ამ დღიდან ურთიერთობებში მოიმატებს რომანტიკულობა, მეტ დროს დაუთმობთ რომანტიკულ პაემნებს, სიურპრიზებს მოუწყობთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებს მოგინდებათ ფლირტი, დაწყვილება და იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა ლომშია, მაგრამ რეტროგრადულს სვლაში, არაა გამორიცხული, მოგინდეთ კავშირის აღდგენა ყოფილთან. გირჩევთ, შვილებსაც დაუთმოთ დრო; უმეტესობამ შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები საჩუქრებით და თავადაც მიიღეთ მადლიერებით. ზოგადად, იყავით მეფურად გულუხვი. მოაწყვეთ დღესასწაულები და დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. გახშირდება თამაშებსა და ქვესტებში ჩართვის სურვილი. ამასთან, გამონახეთ დრო დასვენებისთვის, მოიწყვეთ მეფური შვებულება.
ლომებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია (23 აგვისტომდე). იყავით მიზანსწარფული, მიზანმიმართული, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. იყავით მეფური და ამასთან მოსიყვარულე საყვარელი ადამიანების მიმართ.
ახალმთვარეობაზე დაძაბულობა მომატებულია, - პლანეტებს ერთმანეთთან დაძაბული ასპექტები აქვთ. ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც ლომის ზოდიაქოშია. მათ კი აკვადრატებს მოულოდნელობებისა და რევოლუციების პლანეტა ურანი. მიუხედავად იმისა, რომ უცნაურობი და მოულოდნელი ცვლილებები მთვარის მთელი ამ თვის განმავლობაში გველოდება, მის გავლენას იგრძნობენ ის ადამიანებიც, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 13-19 აგვისტოს შუალედში. ცვლილებები ყოველთვის ცუდს არ გულისხმობს. შეიძლება იყოს სასიამოვნო მოულოდნელობები. ეცადეთ, იყოთ გააზრებული, დაფიქრებული და დაკვირვებული; ნუ შეეცდებით ყველა საქმის ერთად დაწყებას. შესრულებული საქმეები კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, დაიზღვიეთ თავი მოულოდნელობებისგან. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, არ აჰყვეთ კამათში. გარშემო მყოფებში მოიმატებს გაღიზიანებულობა, მოუთმენლობა და აგრესიულობა. არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, რევოლუციების მოწყობებს, ემოციურ აფეთქებებს, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ამბოხს ნუ მოაწყობთ. გაუფრთხილდით ნერვებს, გულს (აკონტროლეთ წნევა); საკუთარსაც და გარშემო მყოფებისასაც.
გარდა ამისა, ლილიტის (ცდუნებები, შიშები) დაპირისპირება მნათობებთან მიგვინიშნებს, რომ ადამიანებში მოიმატებს ეგოცენტრიკულობა, ეგოიზმი. ინდივიდი შეიძლება იყოს მომართული მხოლოდ საკუთარ თავზე, აკეთოს მხოლოდ ის, რაც მისთვის იქნება კარგი და არც მოუსმინოს სხვის აზრს, დააზიანოს სხვები. გამოავლინეთ თქვენი ორიგინალურობა ხელოვნების სფეროებში, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
ამასთან, იყავით გააზრებულები, გათვალეთ თითოეული სიტყვა და ნაბიჯი. არ გირჩევთ აჩქარებას. ნაბიჯ-ნაბიჯ და დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე. იყავით მომართული პრაქტიკული საქმეების შესრულებაზე, სამსახურში, საყოფაცხოვრებო საკითხებშიც. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. მოაწესრიგეთ სამუშაო ზონა, პირადი სივრცე, ფიქრებიც კი დალაგებული უნდა გქონდეთ. არაა გამორიცხული, რომ დაგებადოთ ახალი, ორიგინალური იდეები. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური მუშაობა, საქმიანობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. მიაქციეთ ყურადღება ახალი პროგრამების ათვისებას, თანამედროვე გაჯეტებში გარკვევას.
თუ ახალი საქმეების, პროექტების დაწყებას აპირებთ, ნუ გადადგებთ, ახალმთვარეობის შემდეგ გააქტიურდით, რადგან 27 აგვისტოდან 7 პლატება გვეყოლება რეტროგრადულს სვლაში და ყველაფერი იქნება შენელებული. ამასთან, თუ ახალმთვარეობაზე სურვილის დაწერას აპირებთ, იყავით ფრთხილი და გააზრებული, რადგან ლილიტისა და ურანის გავლენით არ მიიღოთ მოულოდნელი უსიამოვნო შედეგი.
ვისზე იმოქმედებს ფეთქებადი ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ყველა ცეცხლის წარმომადგენელზე - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი ან თუ ამ ნიშნებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები. იყავით აქტიური, მაგრამ გააზრებული და მომართული კეთილ საქმეზე და რაც მთვარია, არ გადაიღალოთ, ისწავლეთ ენერგიის სწორად გადანაწილება, დასვენება. კურო, მორიელი და მერწყული (ან თუ ამ ნიშნებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები) მეტად დაფიქრებული და გაააზრებული უნდა იყოთ, არ გირჩევთ აფეთქებებს, რევოლუციების მოწყობას; წესების წინააღმდეგ გალაშქრებას. არ გირჩევთ კონფლიქტურობას, კოლექტივთან, ჯგუფთან. კავშირების გაწყვეტას, სპონტანურობას, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას ან გადაწყვეტილებების მიღებას.
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!