ავტორი:

რას მოგვიტანს მარწყვის სავსემთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

რას მოგვიტანს მარწყვის სავსემთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

რას მოგვიტანს მარწყვის სავსემთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

სავსემთვარეობას ველოდებით 4 ივნისს 7:42-ზე, მშვილდოსნის მე-14 გრადუსში. სავსემთავრეობა არის კულმინაცია, შედეგი ან დასასრული იმ საქმეებისა, რაც დაიწყეთ ახალმთვარეობაზე. ახალმთვარეობა გვქონდა 19 მაისს. გაიხსენეთ ეს დღეს და ის საქმეები, თუ მოვლენები, რაც ამ დღეს დაიწყეთ.

რატომ მარწყვის სავსემთვარეობა? არსებობს ამერიკელი ინდიელების კალენდარი, რომელშიც თითოეულ სავსემთვარეობას თავისი სახელი აქვს. ივნისისას ეძახიან მარწყვისას, ვარდისფერს, თაფლისას...

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებშია: მზე ტყუპში და მთვარე - მშვილდოსანში - და დაძაბულობა პიკს აღწევს. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რასაც სავსემთვარეობის დღეებში მიიღებთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. სავსემთვარეობა, როგორც წესი, მომდევნო 2 კვირის განმავლობაშია აქტიური, მომდევნო ახალმთვარეობამდე, რომელიც გველის 18 ივნისს, 8:38-ზე, ტყუპის 27-ე გრადუსში.

სავსემთვარეობა მშვილდოსანში მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ პირადი ავტორიტერის ამაღლებაზე, გავხდეთ ცნობადები, პროფესიონალები, მოვიპოვოთ პატივისცემა სოციუმში. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ განათლებას, ცოდნის მიღებას ან გაცემას, საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ გაემგზავრებით უცხოეთში სამოგზაუროდ, უცხო კულტურის ტრადიციების, ენის შესასწავლად; სწავლისთვის ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, დიპლომატიური საქმიანობისთვის. მოგეცემათ იურიდიული საკითხების მოგვარების შესაძლებლობა. უმეტესობა მიიღებს უცხოეთში გასამგზავრებელ საბუთებს, მოქალაქეობას, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას. ნუ იქნებით ამპარტავანი; არ გირჩევთ კანონის უგულებელყოფას, თანამდებობის პირების მიმართ უპატივცემლობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ნუ ჩაერევით კონფლიქტებში, ნუ მოახდენთ უსიამოვნების პროვოცირებას.

სავსემთვარეობამ შეიძლება ცვლილებები მოგვიტანოს კანონმდებობაში, ეკონომიკაში, რელიგიურ თემებში, ოჯახურ და საზოგადოებრივ ტრადიციებში ან საზღვრებში. მეტად მოსაფრთხილებელია ოჯახური და სასიყვარულო თემატიკა; არ გირჩევთ ძალადობას საყვარელი ადამიანების მიმართ. ან შეიძლება ასეთის შესახებ გაიგოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან; ეჭვიანობას. ზოგიერთმა შეიძლება უკანონოდ ჩაიგდოს ხელში უძრავი ქონება. გირჩევთ, იყოთ მეტად სულიერები, მშვიდები და გააზრებულები.

სავსემთვარეობა მოგიტანთ პასუხებს კითხვებზე. კარგი იქნება, თუ მეტ დრო დაუთმობთ თვითგანათლებას. კარგია ქველმოქმედებაც. მოხდება ღირებულებების გადაფასება. იყავით მომართული გამარჯვებაზე, ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. თუ შესაძლებელია, ნუ აიღებთ ვალებს.

ვისზე იმოქმედებს მარწყვის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მშვილდოსანზე (და განსაკუთრებით 3-9 დეკემბერს დაბადებულებზე), დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იმოქმედეთ. აგრეთვე ლომზე (3-9 აგვისტოს დაბადებულებზე) და ვერძზე (პირველ-7 აპრილს დაბადებულებზე), ელოდეთ უსიამოვნებების თქვენთვის სასიკეთოდ მოგვარებას. მაგრამ არ გირჩევთ აგრესიულობას, ძალის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ცოტა მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გმართებთ ტყუპის წარმომადგებლებს (და განსაკუთრებით პირველ-7 ივნისს დაბადებულებს), ქალწულს (და განსაკუთრებით 3-9 სექტემბერს დაბადებულებს) და თევზებს (და განსაკუთრებით (პირველ-7 მარტს დაბადებულებს). მოერიდეთ აგრესიულობას, კონფლიქტს და საქმეების გარჩევას გარშემო მყოფებთან. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, დააკვირდით, რომელ სახლში ხვდება მშვილდოსნის 11-17 გრადუსი. ან თუ გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები ამ გრადუსებში.

გაეცანით სავსემთვარეობის პროგნოზს, რათა უკეთ შეძლოთ სიტუაციაში გარკვევა და თქვენი ცხოვრების უკეთ წარმართვა.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!