მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი სასწორში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი სასწორში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლი­ლი­ტის (შავი მთვა­რე) სას­წორ­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. შავი მთვა­რე სას­წორ­ში - პარტნი­ო­რო­ბის სექ­ტორ­ში 9 თვეს გა­ა­ტა­რეს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ პე­რი­ოდ­ში მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. ამას­თან, მო­ე­რი­დეთ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, უსი­ა­მოვ­ნე­ბას, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, უსა­ფუძ­ვლოდ და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვენ მზის ნიშ­ნით და თუ იცით, სად გყავთ პი­რად რუ­კა­ში ლი­ლი­ტი მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც გა­ე­ცა­ნით.

ვერ­ძი

ლი­ლი­ტი თქვენს პარტნი­ო­რულ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ პარტნი­ო­რულ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს. შე­იძ­ლე­ბა უნ­დობ­ლო­ბა გა­გიჩ­ნდეთ მათ მი­მართ, მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გღა­ლა­ტო­ბენ, გა­ტყუ­ე­ბენ. ფრთხი­ლად იყა­ვით, აკონ­ტრო­ლეთ, მაგ­რამ ზედ­მე­ტო­ბა­ში ნუ გა­და­გი­ვათ, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ. იყა­ვით ალალ-მარ­თა­ლი. გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი რბი­ლად და ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა თუ გა­უ­გებ­რო­ბა მშვი­დად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად უნდა გა­ირ­კვეს და მოგ­ვარ­დეს. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მე­გობ­რებ­თა­ნაც. თუ გგო­ნი­ათ, რომ ისი­ნი მტრე­ბა­და გა­და­გექ­ცნენ, ეცა­დეთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც მშვი­დად გა­ერ­კვი­ოთ.

კურო

ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბი, რუ­ტი­ნა, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. აუჩ­ქა­რებ­ლად, ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. მი­აქ­ცი­ეთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა დე­ტა­ლებს. არ გა­გე­პა­როთ უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლიც კი. გაფრ­თხილ­დით, რომ გა­უ­გებ­რო­ბის, ჭო­რე­ბის ან ინ­ტრი­გე­ბის გამო არ და­გე­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, თქვენ­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე არ ისა­უბ­რებთ კო­ლე­გებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ რო­მა­ნი კო­ლე­გას­თან ან ადა­მი­ან­თან, ვის­თან ერ­თა­დაც საქ­მეს აკე­თებთ. თუ ასე­თი უკვე არის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გონ და ჭო­რე­ბი აგორ­დეს. თუ მკურ­ნა­ლო­ბას ან გა­მოკ­ვლე­ვას იტა­რებთ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შე­ე­შა­ლოთ რე­ცეპ­ტი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, დი­აგ­ნო­ზი. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ა­მოწ­მოთ. აკონ­ტრო­ლეთ საკ­ვე­ბი, დი­დია მო­წამ­ვლის ალ­ბა­თო­ბა. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის გამო ნუ იჩხუ­ბებთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

ტყუ­პი

მო­ი­მა­ტებს ცდუ­ნე­ბა, რომ მი­ი­ღოთ მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს უარი არა­ფერ­ზე არ უთხართ. ეს ეხე­ბა რო­გორ გარ­თო­ბას, ფუ­ლის ფლან­გვას, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს აგ­რეთ­ვე სპორ­ტსა და აზარ­ტულ თა­მა­შებს. თუმ­ცა, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ დიდი ცდუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მეტ დროს და­უთ­მობთ ჰო­ბის, გარ­თო­ბას. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გა­ი­ჩი­ნოთ კი­დეც და მან მო­გი­ტა­ნოთ პო­პუ­ლა­რო­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. მე­გობ­რუ­ლი იყა­ვით ბავ­შვებ­თან, არ და­ტო­ვოთ უყუ­რა­დღე­ბოდ.

კირჩხი­ბი

სა­ო­ჯა­ხო და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სა­ჭი­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იო­ლად და სწრა­ფად არ იო­ლად არ მოგ­ვარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იყოს სახ­ლი და­სა­ლა­გე­ბე­ლი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი - უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვის­გან მი­ი­ღოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბა. მო­ე­რი­დეთ და­ძა­ბუ­ლო­ბას ნა­თე­სა­ვებ­თან, ფრთხი­ლად იყა­ვით, რომ არ და­კარ­გოთ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე წვდო­მა. გირ­ჩევთ მე­ტად იზ­რუ­ნოთ მშობ­ლებ­ზე, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. იყოთ მათ მი­მართ მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ოღონდ არა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი. ნურც გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სა­ვებს და­ი­ვი­წყებთ. რაც უფრო სუფ­თა და და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მით უკე­თე­სად წა­რი­მარ­თე­ბა თქვე­ნი საქ­მე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

ლომი

გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ნუ გახ­დე­ბით ყვე­ლას მე­გო­ბა­რი და ნუ ენ­დო­ბით ყვე­ლას. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე და უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­ვი­დეს მე­გობ­რე­ბის­გან, მე­ზობ­ლე­ბის­გან, და-ძმე­ბის­გა­ნაც კი. ამას­თან, ეცა­დეთ, რომ არც თა­ვად იჭო­რა­ოთ თქვენს მე­გობ­რებ­ზე. იყა­ვით ალალ-მარ­თა­ლი. ისა­უბ­რეთ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად, და­ი­ცა­ვით თქვე­ნი ნათ­ქვა­მი ფაქ­ტე­ბით. თუ რა­მის სწავ­ლას აპი­რებთ, და­აკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნი­სას, გა­და­ა­მოწ­მეთ თა­რი­ღე­ბი, დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე გაფრ­თხილ­დით, არ­სად არა­ფე­რი არ დაგ­რჩეთ. ფრთხი­ლად იყა­ვით სა­ჭეს­თან, არ გირ­ჩევთ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას. არ გირ­ჩევთ გა­ჯე­ტე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას. თუ სად­მე აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, მო­ა­წეს­რი­გეთ ბი­ლე­თე­ბი, ბარ­გი. არ­სად და­აგ­ვი­ა­ნოთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სხვის გამო შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბა მგზავ­რო­ბის დროს.

ქალ­წუ­ლი

გი­ლო­ცავთ, ლი­ლიტ­მა და­ტო­ვა თქვე­ნი ნი­შა­ნი, მაგ­რამ გა­და­ი­ნაც­ვლა ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის სფე­რო­ში. ამი­ტომ ფრთხი­ლად უნდა იყოთ, რომ არ და­კარ­გოთ ფული. გა­და­ა­მოწ­მეთ ხურ­დაც კი. გა­და­რი­ცხვე­ბის დროს შე­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი. მუდ­მი­ვად აწარ­მო­ეთ ხარჯთაღ­რი­ცხვა, აკონ­ტრო­ლეთ ბი­უ­ჯე­ტი. მო­ე­რი­დეთ თაღ­ლი­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საქ­მე ფულს ეხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ნუ შე­ი­ძენთ ნივ­თებს და­უ­ფიქ­რებ­ლად; გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბულს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. ან თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ი­ცი­ლებთ ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბულ, უსარ­გებ­ლო ნივთს და ად­გილს გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლებთ.

სას­წო­რი

ლი­ლი­ტი მომ­დევ­ნო 9 თვეს თქვენს ნი­შან­ში გა­ა­ტა­რებს. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით და ეცა­დეთ, ეს ნე­გა­ტი­ვის გამო არ მოხ­დეს. იყა­ვით ფრთხი­ლი, რომ არ შე­უქ­მნათ გარ­შე­მო მყო­ფებს სა­კუ­თარ თავ­ზე ცუდი წარ­მოდ­გე­ნა, იყა­ვით პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი კულ­ტუ­რა, ზრდი­ლო­ბა და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ოთ. ზოგ­მა კი ცუდი რე­პუ­ტა­ცია არ მო­ი­პო­ვოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოთ ინ­ტე­რე­სი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, თქვე­ნი გა­რეგ­ნო­ბის. აკე­თეთ და თქვით ის, რა­საც თვლით სა­ჭი­როდ და სწო­რად და ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებს არ და­ა­ნახ­ვოთ თქვე­ნი აგ­რე­სია. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი არ გა­ფა­სე­ბენ, ცუ­დად გე­პყრო­ბი­ან, სა­ხე­ში გი­ღი­მი­ან და ზურგს უკან კი ინ­ტრი­გებს ხლარ­თა­ვენ. ეცა­დეთ კრი­ტი­კა და შე­ნიშ­ვნე­ბი ობი­ექ­ტუ­რად მი­ი­ღოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, მაგ­რამ გა­ბო­რო­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ყუ­რა­დღე­ბას ნუ გა­ა­მახ­ვი­ლებთ. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­რა­ლურ კა­ნო­ნებს და­გარ­ღვე­ვი­ნებთ. მო­ე­რი­დეთ ტოქ­სი­კურ ადა­მი­ა­ნებს. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი თავი და დრო, და­ი­ცა­ვით პი­რა­დი სა­ზღვრე­ბი.

გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი: 2015 წლის აგ­ვის­ტო­დან 2016 წლის მა­ი­სამ­დე, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

მო­რი­ე­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ. მთა­ვა­რია, არ ჩა­იხ­ვი­ოთ ემო­ცი­ე­ბი, ში­შე­ბი, ფო­ბი­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ნახ­ლდეს ძვე­ლი ამ­ბა­ვი, ის­ტო­რია და მის გამო გა­გიმ­ძაფ­რდეთ ში­შე­ბი. გახ­სოვ­დეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და სა­კუ­თარ თავს თქვენ­ვე უნდა შთა­ა­გო­ნოთ, რომ თქვენ ვე­რა­ფე­რი შე­გა­ში­ნებთ. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი, მო­ი­ცი­ლეთ პე­სი­მიზ­მი და ნე­გა­ტი­ვი. აგ­რეთ­ვე, შე­ამ­ცი­რეთ ან სრუ­ლი­ად გა­წყვი­ტეთ ურ­თი­ერ­თო­ბა უარ­ყო­ფით ადა­მი­ა­ნებ­თან. მათ­თან, ვის­გა­ნაც რამე საფრ­თხეს გრძნობთ ან უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი გა­კავ­ში­რებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ი­ცი­ლებთ მავ­ნე ჩვე­ვებს და ნუ მი­უბ­რუნ­დე­ბით თუ ადრე მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, უყუ­რა­დღე­ბოდ ნუ და­ტო­ვებთ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, ჩა­ი­ტა­როთ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა. ეცა­დეთ არ გა­ამ­ხი­ლოთ პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო და არც სხვე­ბის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ემიგ­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა და გირ­ჩევთ, ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე თა­ვი­დან­ვე მო­იხ­სნათ. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ა­კონ­ტრო­ლოთ და არ აჰ­ყვეთ უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რებს, ნა­ნახ სიზ­მრებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბით, ყვე­ლას­გან და­ფა­რუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ პარტნი­ო­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ რა­ღა­ცას გი­მა­ლა­ვენ, საფრ­თხეს გიქ­მნი­ან ან აღარ შე­გე­ფე­რე­ბათ მათ­თან კონ­ტაქ­ტი. არ გირ­ჩევთ, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სხვებ­თან შე­და­რე­ბა. ნურც სხვა ბავ­შვებს და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ და სა­კუ­თარს გა­ა­მარ­თლებთ. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას გე­რებ­თან. ფრთხი­ლად, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან, აიტი-ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. არ გას­ცეთ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ ინ­ტერ­ნეტშო­პინ­გის დრო­საც.

თხის რქა

საქ­მი­ა­ნო­ბის თემა ითხოვს მეტ დაკ­ვირ­ვე­ბას. ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, უფ­როს­თან. ახლა თქვენ­კენ ათა­სი თვა­ლი და ყური იქ­ნე­ბა მო­მარ­თუ­ლი და ნუ შე­ი­ლა­ხავთ რე­პუ­ტა­ცი­ას სამ­სა­ხურ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მა­კონ­ტრო­ლე­ბელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა შე­გა­მოწ­მოთ. და­ი­ცა­ვით ყვე­ლა წესი, არ და­არ­ღვი­ოთ კა­ნო­ნი. ამას­თან, არ გირ­ჩევთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ტროლს, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბის და­ჩაგ­ვრას. კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის სხვებს ნუ გა­წი­რავთ. იყა­ვით ლმო­ბი­ე­რი ასა­კით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

მერ­წყუ­ლი

მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სწავ­ლას; ურ­თი­ერ­თო­ბას ლექ­ტო­რებ­თან. მო­ე­რი­დეთ ცრუ გუ­რუ­ებს და ნუ გა­იხ­დით ადა­მი­ანს კერ­პად. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ვი­ღაც ცდი­ლობს თქვენს გა­მო­ყე­ნე­ბას. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს; არ გახ­დეთ თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი. თუ უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობთ, დროა შე­ის­წავ­ლოთ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ენა, კულ­ტუ­რა. ზო­გა­დად, უცხო­ეთ­ში და უცხო­ე­ლებ­თან იყა­ვით ფრთხი­ლი. არ გირ­ჩევთ კა­მათს ან და­პი­რის­პი­რე­ბას პო­ლი­ტი­კის, რე­ლი­გი­ის ან ფი­ლო­სო­ფი­ის თე­მა­ზე. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას შვი­ლის მე­უღ­ლეს­თან, ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბით მას. იყა­ვით ფრთხი­ლი, სხვის დაც­ვის, უსა­მარ­თლო­ბის გამო თა­ვად არ გა­ეხ­ვი­ოთ საფრ­თხე­ში.

თევ­ზე­ბი

ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დროა. დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ ყვე­ლა ვალი და და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. პარტნი­ორ­თან ან მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­გე­ძა­ბოთ ფუ­ლის გამო. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დროს. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი იუ­რი­დი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, შეც­დო­მით მო­გი­წი­ოთ ჯა­რი­მის გა­დახ­დამ. ლი­ლიტ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ძაფ­როთ შური სხვა ადა­მი­ა­ნის ფი­ნან­სე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, წარ­მა­ტე­ბის ან რე­სურ­სე­ბის მი­მართ. არ აჰ­ყვეთ ში­შებს, ფო­ბი­ებს, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც სა­ბე­დის­წე­რო როლს ითა­მა­შებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი სასწორში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი სასწორში, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტის (შავი მთვარე) სასწორში გადასვლის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. შავი მთვარე სასწორში - პარტნიორობის სექტორში 9 თვეს გაატარეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში მეტი დაკვირვება, ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების და საქმიანი პარტნიორების მიმართ. ამასთან, მოერიდეთ მათთან დაპირისპირებას, უსიამოვნებას, ეჭვიანობას, უსაფუძვლოდ დადანაშაულებას. ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით თქვენ მზის ნიშნით და თუ იცით, სად გყავთ პირად რუკაში ლილიტი მისი მნიშვნელობასაც გაეცანით.

ვერძი

ლილიტი თქვენს პარტნიორულ სფეროში იქნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებს. შეიძლება უნდობლობა გაგიჩნდეთ მათ მიმართ, მოგეჩვენოთ, რომ გღალატობენ, გატყუებენ. ფრთხილად იყავით, აკონტროლეთ, მაგრამ ზედმეტობაში ნუ გადაგივათ, რომ დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ. იყავით ალალ-მართალი. გამოთქვით თქვენი აზრი რბილად და ზედმეტი ემოციების გარეშე. ნებისმიერი უსიამოვნება თუ გაუგებრობა მშვიდად და დიპლომატიურად უნდა გაირკვეს და მოგვარდეს. სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთანაც. თუ გგონიათ, რომ ისინი მტრებადა გადაგექცნენ, ეცადეთ, ამ სიტუაციაშიც მშვიდად გაერკვიოთ.

კურო

ყოველდღიური საკითხები, რუტინა, პროფესიული საქმიანობა და ჯანმრთელობა ითხოვს ყურადღებას. აუჩქარებლად, ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. მიაქციეთ მეტი ყურადღება დეტალებს. არ გაგეპაროთ უმნიშვნელო დეტალიც კი. გაფრთხილდით, რომ გაუგებრობის, ჭორების ან ინტრიგების გამო არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, თქვენზე დაქვემდებარებულ ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ პირად საკითხებზე, ემოციებზე არ ისაუბრებთ კოლეგებთან. ზოგიერთმა შეიძლება გააბათ რომანი კოლეგასთან ან ადამიანთან, ვისთან ერთადაც საქმეს აკეთებთ. თუ ასეთი უკვე არის თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება გაიგონ და ჭორები აგორდეს. თუ მკურნალობას ან გამოკვლევას იტარებთ, ყურადღებით იყავით, არაა გამორიცხული, რომ შეეშალოთ რეცეპტი, დანიშნულება, დიაგნოზი. უმჯობესია, ყველაფერი გადაამოწმოთ. აკონტროლეთ საკვები, დიდია მოწამვლის ალბათობა. საყოფაცხოვრებო ვალდებულებებისა და საქმეების გამო ნუ იჩხუბებთ ოჯახის წევრებთან.

ტყუპი

მოიმატებს ცდუნება, რომ მიიღოთ მეტი სიამოვნება და არაა გამორიცხული, მომდევნო 9 თვის განმავლობაში საკუთარ თავს უარი არაფერზე არ უთხართ. ეს ეხება როგორ გართობას, ფულის ფლანგვას, სასიყვარულო თავგადასავლებს აგრეთვე სპორტსა და აზარტულ თამაშებს. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდი ცდუნების მიუხედავად, მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული იყოთ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ ჰობის, გართობას. შეიძლება ასეთი გაიჩინოთ კიდეც და მან მოგიტანოთ პოპულარობა, მატერიალური კეთილდღეობა. მეგობრული იყავით ბავშვებთან, არ დატოვოთ უყურადღებოდ.

კირჩხიბი

საოჯახო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შეიძლება ყველაფერი იოლად და სწრაფად არ იოლად არ მოგვარდება. შეიძლება იყოს სახლი დასალაგებელი, ოჯახის წევრები - უყურადღებოდ მიტოვებული. გამორიცხული არაა, რომ უახლოესი ნათესავისგან მიიღოთ უსიამოვნება. მოერიდეთ დაძაბულობას ნათესავებთან, ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ უძრავ ქონებაზე, მემკვიდრეობაზე წვდომა. გირჩევთ მეტად იზრუნოთ მშობლებზე, ოჯახის წევრებზე. იყოთ მათ მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი, ოღონდ არა მომაბეზრებელი. ნურც გარდაცვლილ ნათესავებს დაივიწყებთ. რაც უფრო სუფთა და დალაგებული იქნება თქვენი საცხოვრებელი, მით უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ლომი

გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია. ნუ გახდებით ყველას მეგობარი და ნუ ენდობით ყველას. არაა გამორიცხული, გარკვეული საფრთხე და უსიამოვნება მოვიდეს მეგობრებისგან, მეზობლებისგან, და-ძმებისგანაც კი. ამასთან, ეცადეთ, რომ არც თავად იჭორაოთ თქვენს მეგობრებზე. იყავით ალალ-მართალი. ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად, დაიცავით თქვენი ნათქვამი ფაქტებით. თუ რამის სწავლას აპირებთ, დააკვირდით დეტალებს. ყურადღება გმართებთ საბუთების შედგენისას, გადაამოწმეთ თარიღები, დეტალები. ასევე გაფრთხილდით, არსად არაფერი არ დაგრჩეთ. ფრთხილად იყავით საჭესთან, არ გირჩევთ სიჩქარის გადაჭარბებას. არ გირჩევთ გაჯეტების, ავტომობილის შეძენას. თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას, მოაწესრიგეთ ბილეთები, ბარგი. არსად დააგვიანოთ. არაა გამორიცხული, რომ სხვის გამო შეგექმნათ უსიამოვნება მგზავრობის დროს.

ქალწული

გილოცავთ, ლილიტმა დატოვა თქვენი ნიშანი, მაგრამ გადაინაცვლა ფინანსებისა და საკუთრების სფეროში. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაკარგოთ ფული. გადაამოწმეთ ხურდაც კი. გადარიცხვების დროს შეამოწმეთ ყველა დეტალი. მუდმივად აწარმოეთ ხარჯთაღრიცხვა, აკონტროლეთ ბიუჯეტი. მოერიდეთ თაღლითებს, განსაკუთრებით, თუ საქმე ფულს ეხება. შეიძლება შეგეცვალოთ ღირებულებები. ნუ შეიძენთ ნივთებს დაუფიქრებლად; განსაკუთრებით ძვირად ღირებულს. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ან თავად გადაწყვიტოთ ფულის დაბანდება საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ ყველა დაზიანებულ, უსარგებლო ნივთს და ადგილს გამოათავისუფლებთ.

სასწორი

ლილიტი მომდევნო 9 თვეს თქვენს ნიშანში გაატარებს. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ეცადეთ, ეს ნეგატივის გამო არ მოხდეს. იყავით ფრთხილი, რომ არ შეუქმნათ გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა, იყავით პუნქტუალური, მეტად გამოავლინეთ თქვენი კულტურა, ზრდილობა და არც საზოგადოებაში მოქცევის წესები დაარღვიოთ. ზოგმა კი ცუდი რეპუტაცია არ მოიპოვოთ საზოგადოებაში. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგოთ ინტერესი საკუთარი თავის მიმართ, თქვენი გარეგნობის. აკეთეთ და თქვით ის, რასაც თვლით საჭიროდ და სწორად და ეცადეთ, გარშემო მყოფებს არ დაანახვოთ თქვენი აგრესია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები არ გაფასებენ, ცუდად გეპყრობიან, სახეში გიღიმიან და ზურგს უკან კი ინტრიგებს ხლართავენ. ეცადეთ კრიტიკა და შენიშვნები ობიექტურად მიიღოთ, გაითვალისწინოთ, მაგრამ გაბოროტებულ ადამიანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მორალურ კანონებს დაგარღვევინებთ. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს. დააფასეთ თქვენი თავი და დრო, დაიცავით პირადი საზღვრები.

გაიხსენეთ პერიოდი: 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის მაისამდე, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

საინტერესო პერიოდი გელოდებათ. მთავარია, არ ჩაიხვიოთ ემოციები, შიშები, ფობიები. შეიძლება განახლდეს ძველი ამბავი, ისტორია და მის გამო გაგიმძაფრდეთ შიშები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და საკუთარ თავს თქვენვე უნდა შთააგონოთ, რომ თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი, მოიცილეთ პესიმიზმი და ნეგატივი. აგრეთვე, შეამცირეთ ან სრულიად გაწყვიტეთ ურთიერთობა უარყოფით ადამიანებთან. მათთან, ვისგანაც რამე საფრთხეს გრძნობთ ან უსიამოვნო მომენტები გაკავშირებთ. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ მავნე ჩვევებს და ნუ მიუბრუნდებით თუ ადრე მიტოვებული გქონდათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ქრონიკულ დაავადებებს. უმჯობესი იქნება, ჩაიტაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. ეცადეთ არ გაამხილოთ პირადი საიდუმლო და არც სხვების. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციაში გამგზავრება და გირჩევთ, ვარდისფერი სათვალე თავიდანვე მოიხსნათ. უმჯობესია, გააკონტროლოთ და არ აჰყვეთ უსიამოვნო ფიქრებს, ნანახ სიზმრებს. ზოგიერთს შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებით, ყველასგან დაფარული შემოსავალი.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ პარტნიორებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობისას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაცას გიმალავენ, საფრთხეს გიქმნიან ან აღარ შეგეფერებათ მათთან კონტაქტი. არ გირჩევთ, საკუთარი შვილების სხვებთან შედარება. ნურც სხვა ბავშვებს დაადანაშაულებთ და საკუთარს გაამართლებთ. არ გირჩევთ ურთიერთობის გაფუჭებას გერებთან. ფრთხილად, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული ინტერნეტთან, სოციალურ ქსელებთან, აიტი-ტექნოლოგიებთან. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, დაკვირვება გმართებთ ინტერნეტშოპინგის დროსაც.

თხის რქა

საქმიანობის თემა ითხოვს მეტ დაკვირვებას. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასთან, უფროსთან. ახლა თქვენკენ ათასი თვალი და ყური იქნება მომართული და ნუ შეილახავთ რეპუტაციას სამსახურში, საზოგადოებაში. შეიძლება მაკონტროლებელმა ორგანოებმა შეგამოწმოთ. დაიცავით ყველა წესი, არ დაარღვიოთ კანონი. ამასთან, არ გირჩევთ სხვა ადამიანების კონტროლს, დაქვემდებარებულების დაჩაგვრას. კარიერული წინსვლისთვის სხვებს ნუ გაწირავთ. იყავით ლმობიერი ასაკით უფროსი ადამიანების მიმართ.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ სწავლას; ურთიერთობას ლექტორებთან. მოერიდეთ ცრუ გურუებს და ნუ გაიხდით ადამიანს კერპად. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ცდილობს თქვენს გამოყენებას. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული უცხოეთში მოგზაურობის დროს; არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. თუ უცხოეთში ცხოვრობთ, დროა შეისწავლოთ ადგილობრივების ენა, კულტურა. ზოგადად, უცხოეთში და უცხოელებთან იყავით ფრთხილი. არ გირჩევთ კამათს ან დაპირისპირებას პოლიტიკის, რელიგიის ან ფილოსოფიის თემაზე. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას შვილის მეუღლესთან, ნუ დაუპირისპირდებით მას. იყავით ფრთხილი, სხვის დაცვის, უსამართლობის გამო თავად არ გაეხვიოთ საფრთხეში.

თევზები

ფინანსური საკითხების მოგვარების დროა. დროულად გადაიხადეთ ყველა ვალი და დავალიანება. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. პარტნიორთან ან მშობლებთან ურთიერთობა შეიძლება დაგეძაბოთ ფულის გამო. დაკვირვება გმართებთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარების დროს. ყველა დოკუმენტი იურიდიულად დამოწმებული უნდა გქონდეთ. არაა გამორიცხული, შეცდომით მოგიწიოთ ჯარიმის გადახდამ. ლილიტმა შეიძლება გაგიმძაფროთ შური სხვა ადამიანის ფინანსების, უძრავი ქონების, წარმატების ან რესურსების მიმართ. არ აჰყვეთ შიშებს, ფობიებს, აკონტროლეთ ემოციები. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც საბედისწერო როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.