ავტორი:

რას მოგვიტანს ცეცხლოვანი სავსემთვარეობა ვერძში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს ცეცხლოვანი სავსემთვარეობა ვერძში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10 ოქტომბერს, 00:56-ზე სავსემთვარეობას ველოდებით ვერძის ზოდიაქოში. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებში, მზე სასწორში, ხოლო მთვარე ვერძშია. მათ დაპირისპირებას ვიგრძნობთ ემოციების, გრძნობების და ფიზიკურ დონეზეც. სავსემთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, მაქსიმალურად გაფრთხილდით საჭესთან. თუ წვევა გაწუხებთ, წინასწარ მიიღეთ სათანადო ზომები.

სავსემთვარეობაზე მთვარე ვერძშია, ვერძი არის ცეცხლოვანი ნიშანი; ადამიანებშიც მოიმატებს აგრესიულობა, მოუთმენლობა, გაღიზიანებულობა. სასწორში მყოფი მზე კი დიპლომატიურობასა და ჰარმონიულობაზეა მომართული. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს და სიტუაციებს. მთვარის ვერძში ყოფნის დროს ადამიანების უმეტესობას აწუხებს მაღალი წნევა და თავის ტკივილები. სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების პერიოდი. გაიხსენეთ, რა საქმეები გქონდათ დაწყებული 2022 წლის მარტის ბოლოს აპრილში. სავსემთვარეობის დღეებში ფრთხილად აალებად და მჭრელ საგნებთან. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ, ამ დღეებში მომატებულია ინფექციების გავრცელების ალბათობა. სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენი პროფესია დაკავშირებულია ექსტრიმთან, სამაშველო სამსახურთან.

ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენების თვეა (ოქტომბრის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ) და სავსემთვარეობაზე ყველა ვიგრძნობთ ცვლილებებს. მიუხედავად მნათობების დაძაბული ასპექტისა, პლანეტები მაინც ქმნიან სასიამოვნო კონფიგურაციებს. სასურველია, იყოთ მომართული კეთილი საქმეების შესრულებაზე, იყოთ გააზრებული და დაგეგმილი გქონდეთ თითოეული ნაბიჯი. ნუ მოგერიდებათ და ჰკითხეთ რჩევა ასაკოვან, გამოცდილ ადამიანებს. იყავით ორგანიზებული და კონსტრუქციული. ამასთან, მოერიდეთ ბუნდოვანებას, ცდუნებას. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ნუ გექნებათ ფულის იოლად მიღების ცდუნება. გამორიცხული არაა, ადამიანების უმეტესობამ გადაწყვიტოს სამშობლოს მიტოვება. გირჩევთ, მეტად იზრუნოთ მშობლებზე, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ვისზე იქონიებს ყველაზე მეტად გავლენას სავსემთვარეობა? რა თქმა უნდა, სასწორებსა და ვერძებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 7-11 ოქტომბრისა და 4-8 აპრილს შუალედში. იყავით სამართლიანი და დიპლომატიური, მოერიდეთ აგრესიულობას. აგრეთვე თხის რქებსა (და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაიბადა 4-8 იანვრის შუალედში) და კირჩხიბებზე (განსაკუთრებით, თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 6-10 ივლისის დღეებში). აქტიური პერიოდი გელოდებათ, უნდა იმოქმედოთ გაბედულად და სამართლიანად. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელი სახლები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ვერძისა და სასწორის 16-20 გრადუსებში.

სავსემთვარეობის ასტროპროგნოზს გაეცანით მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

გადახედეთ საქმეებს, რა უნდა დაასრულოთ, რა საჭიროებს კორექტირებას. მეტი დრო დაუთმეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ნუ გაჯიუტდებით, მოისმინეთ ოპონენტის მოსაზრებაც. თქვენ კი გიყვართ დამოუკიდელად მოქმედება, მაგრამ კარგი იქნება, თუ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედებთ; ასე უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ. ნუ შეეჭიდებით ათას საქმეს ერთდროულად, გეგმაზომიერი და გააზრებული უნდა იყოთ. ჯერ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ.

კურო

მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რასაც აქამდე გიმალავდნენ ან თუ რამე აქამდე დაფარული იყო თქვენთვის, გაიგებთ. ზოგიერთმა თავად შეიძლება გადაწყვიტოთ ცხოვრებისეული საიდუმლოებების გამოვლენა. თუ ემიგრაციაზე ფიქრობდით, მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ან საბუთებს, რომ გაემგზავროთ შორს საცხოვრებლად. უმეტესობა გამოხვალთ იზოლაციიდან, მოიცილებთ შეზღუდვას, რაც განვითარებაში გიშლიდათ ხელს.

ტყუპი

თანამოაზრეებთან ერთად ადრე დაწყებული საქმე ახლა მოგიტანთ შედეგს. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მათგან. ზოგიერთმა კი შეიძლება საბოლოოდ გაწყვიტოთ კავშირი ზოგიერთ თანამოაზრესთან ან მეგობართან. ზოგიერთი მიატოვებთ ჯგუფს ან კავშირს (ინტერნეტჯგუფსაც), რომელიც აღარ აკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს. ვერძში სავსემთვარეობა მოგიტანთ სურვილის ასრულებას.

კირჩხიბი

კარგად შესრულებული საქმისთვის შექება გელოდებათ; ზოგიერთი მიიღებთ იმ თანამდებობას, რისკენაც ისწრაფოდით. დაასრულებთ პროექტზე მუშაობას, რომელზეც დიდი ხანი მუშაობდით. თუ სამსახურის მაძიებელი იყავით, ეს სავსემთვარეობა მოგიტანთ სასურველ თანამდებობას და ზოგიერთს შეიძლება დამატებითი საქმე გამოგიჩნდეთ. შეგეცვლებათ სტატუსი დაქორწინებით, შვილის ან შვილიშვილის დაბადებით. ან საცხოვრებელ მისამართს შეიცვლით.

ლომი

სიახლეები გელოდებათ უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან. მათთან ერთად შეიძლება ახალი საქმეები დაიწყოთ ან მიიღოთ ცნობები, რაც თქვენ მომავალზე იქონიებს გავლენას. სიახლეები გელოდებათ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან მიმართებაშიც. გამორიცხული არაა, ზოგიერთთან დაასრულოთ ურთიერთობა. თუ სწავლობდით, მიიღებთ შედეგს, დიპლომს; თუ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდით, მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ქალწული

სავსემთვარეობაზე მომხდარი ამბების შემდეგ შეგეცვლებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი, ზოგიერთი მოვლენისადმი. იყავით დაკვირვებული, რომ თავად დარჩეთ მოგებული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; ზოგიერთის მეუღლეს მოემატება ხელფასი. მიიღებთ დივიდენდს ადრე დაბანდებული ფულისგან, ალიმენტს ან დახმარებას სახელმწიფოსგან, ზარალის ანაზღაურებას. ზოგი დაფარავთ ვალის, კრედიტის გადახდას.

სასწორი

სავსემთვარეობა გამოავლენს პარტნიორულ - სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობებს. თქვენ ისედაც მომართული ხართ პარტნიორის კეთილდღეობაზე, მისთვის ჰარმონიის შექმნაზე, მაგრამ ახლა დაფიქრდით, ვინ უნდა იყოს თქვენ გვერდით; გჭირდებათ კი ის ადამიანი, რას გაძლევთ ის თქვენ. ნუ გადაჰყვებით მას, ვინც ამას არ იმსახურებს. ნუ გაუკეთებთ სიკეთეს ადამიანს, თუ არ იმსახურებს. მეტად დააფასეთ საკუთარი თავი. აგრეთვე, სასურველია, გააუმჯობესოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო საქმე გაკავშირებთ ან მომავალში ითანამშრომლებთ. მიაქციეთ ყურადღება რომანტიკულ კავშირს. მარტოხელებს გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა.

მორიელი

მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან. დაასრულეთ იმ ვალდებულებებს, რაც საკუთარ თავზე გქონდათ აღებული. ცვლილებები გელოდებათ სამსახურის სფეროში. მიიღებთ სასურველ თანამდებობას, ან შეიძლება კოლეგა, დაქირავებული თანამშრომელი წავიდეს თქვენგან. დასრულდება რემონტი, ბინის კეთილმოწყობა. თუ ავად იყავით, გამოჩნდება მკურნალობის ეფექტური მეთოდი. კარგი იქნება დიეტის დაცვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ჩაიტარეთ სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევა, ესტუმრეთ მკურნალ ექიმს.

მშვილდოსანი

დაასრულებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მიიღებთ შედეგს და აღიარებას თქვენი ჰობით, გასართობით. იყავით მზრუნველი საყვარელი შვილების მიმართ, ისინი გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფული შეიძლება საჩუქრად მიიღოთ. ცვლილებები გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში - ან გადაწყვეტთ კავშირის გაუმჯობესებას დასერიოზულებასა, ახალ ეტაპზე გადასვლას, ან შეწყვეტთ ურთიერთობას. უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე კულტური წვეულებაზე, კონკურსში ჩართვაზე.

თხის რქა

უნდა დაასრულოთ საოჯახო საქმეების შესრულება, რემონტი, ბინის კეთილმოწყობა, საოჯახო ავეჯის შეძენა. თუ აქამდე ვერ აგვარებდით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ახლა გაერკვევით სირთულეებში და გადალახავთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ მათგან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ მშობლიური ბინის, სამშობლოს დატოვება და სხვა მისამართზე, ქვეყანაში გადაცხოვრება.

მერწყული

მოაგვარებთ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს, დაასრულებთ, მიიღებთ სერთიფიკატს. გააფორმებთ დოკუმენტებს, საბუთებს, რასაც აქამდე რაღაც მიზეზის გამო ვერ აგვარებდით. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან. მათთან ერთად დაიწყებთ საქმის კეთებას. ზოგიერთმა შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა ზოგიერთ მეზობელთან ან მეგობართან.

თევზები

მოაგვარებთ მატერიალურ საკითხებს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური და ქონებრივი საკითხები, თუ დავა გქონდათ. შეიძლება გახდეთ რაღაც ძვირფასის (უძრავ-მოძრავი) მფლობელი. შეიძლება გამოგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში ან დაიბრუნებთ ძველ ვალს. კარგი იქნება, თუ შეიძენთ ძირად ღირებულ ნივთებს, რაზეც ადრე გქონდათ ნაფიქრი. ეცადეთ, სავსემთვარეობაზე აკონტროლოთ ემოციები, მოერიდეთ გადაწყვეტილებების ცხელ გულზე მიღებას.