10 მარტს, 13:00-ზე ახალმთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში. ამ დღეს მზეც და მთვარეც თევზების ზოდიაქოშია . ახალმთვარეობამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები, არაა გამორიცხული, რომ იგრძნოთ დაღლილობა, უენერგიობა, თავის ტკივილი, აგიტანოთ შიშებმა, ნუ შეგეშინდებათ, მალე ყველაფერი გამოსწორდება. ახალმთვარეობაზე ნურაფერს მნიშვნელოვანს ნუ დაგეგმავთ. უმჯობესია, დაისვენოთ.
ახალმთვარეობამდე 1 საათით ადრე, იყავით პოზიტიურ განწყობაზე, აანთეთ სანთელი და იყავით მადლიერი, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მიიღეთ. ახალმთვარეობის შემდეგ, 1 საათის განმავლობაში ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა სურვილი და მიზანი, რაც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში განახორციელოთ.
ახალმთვარეობის დღეს მზე და მთვარე თევზის ოცდამეერთე გრადუსში არიან შეერთებულნი. ნეპტუნი თევზების მმართველი პლანეტა განასახიერეს სულიერებსა და და რწმენას. ნეპტუნი ნელი პლანეტაა და 2012 წლიდან თევზების ზოდიაქოშია და დარჩება 2025 წლამდე. თევზები გრძნობებისა და ემოციების ოკეანეა, ნეპტუნი კი მართვას ამ ოკეანეს. 17 მარტს მზე მიუახლოვდება და შეუერთდება ნეპტუნს; იმატებს ემოციურობა, სულიერება. იყავით კეთილგონიერი, ქველმოქმედი. ამასთან, იმატებს ბუნდოვანება, მოტყუების ალბათობა და ფრთხილად იყავით, კარგად გაერკვიეთ დეტალებში. ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. ენდეთ ინტუიციას. ეცადეთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს.
თევზებში 11 მარტიდან იქნება სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა (ამ ასტროლოგიურ მოვლენაზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). ვენერა თევზებში საუკეთესო მდგომარეობაშია. მოგინდებათ ხელოვნებაში გარკვევა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. სიყვარული და თანაგრძნობა.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, თევზებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისი დაბადების დღეც უწევს 8-12 მარტის შუალედში. ახლა თქვენი დროა, დაიწყეთ იმ საქმის კეთება, რაც წარმატებას მოგიტანთ. შეცალეთ დრო უკეთესობისკენ. ბევრი შრომა და გარჯა მოგიწევთ. ამიტომ ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და შეუდექით მუშაობას, თუ თქვენი დაბადების დღეები უწევს: 8-12 ივნისს, 10-14 სექტემბერს, 9-13 დეკემბერს. თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ: 9-13 იანვარს, 8-21 მაისს,10-14 ივლისს, 10-14 ნოემბერს ფორტუნა თქვენს მხარესაა, აქტიურად ჩაერთეთ საქმეების მოგვარებაში, ცხოვრების გაუმჯობესების საკითხებში. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სფეროში ხვდება თევზების 21 გრადუსი. ცვლილებები მთვარის ამ თვეში ამ სფეროში გელოდებათ.