ასტროლოგი ხათუნა ნოელი მორიელის ზოდიაქოში სიყვარულისა და ფულის ფლანეტა ვენერას ტრანზიტის შესახებ წერს, რომელიც 11 სექტმებრიდან გააქტიურდება. აი, რა ტენდენციებს გააძლიერებს ვენერას ეს კონკრეტული ინგრესია:
"11 სექტემბერს, ღამის პირველის ნახევრისათვის, ვენერა ტოვებს თავისი მმართველობის ნიშანს - სასწორს და ღრიანკალის ( მორიელი ) ზოდიაქოში გადადის. პლუტონის ენერგიებთან შეჯახების გამო, აქ მას უჭირს თავის გამოვლენა და ცოტა არ იყოს არაადექვატურადაც კი იქცევა.
მორიელი ვნებიანი, იდუმალი და პროვოკაციული ნიშანია. ვენერას აქ მოძრაობის პერიოდი გამორჩეულია ხოლმე მაღალი ემოციურობით. ადამიანები ბევრად უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ხშირად ნებისმიერი წვრილმანის დრამატიზირებას ახდენენ... და ამავდროულად ძლიერდება ვნება და სექსუალური მოთხოვნილებები, რასაც ფონად სდევდეს მესაკუთრული გრძნობები და ეჭვიანობა. გრძნობები იმდენად შეიძლება მოზღვავდნენ, რომ ინდივიდს გაუჭირდეს მათი კონტროლი. ადრენალინის მოთხოვნილება მატულობს, თანაც როგორც ცნობილია - აკრძალული ხილი უფრო გემრიელია, და ადამიანები თითქოს ნებით ეძებენ ხიფათს და თავგადასავალს.
იზრდება შემთხვევითი ურთიერთობების რიცხვი, შედეგად კი მატულობს "ვენერიანული" დაავადებების და არასასურველი ფეხმძიმობების რისკიც.
არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად! წაიკითხეთ სრულად