მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა კირჩხიბში და რატომ ეძახიან მას “მგლის მთვარეს“
რას მოგვიტანს 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა კირჩხიბში და რატომ ეძახიან მას “მგლის მთვარეს“

14 იან­ვარს 02:26 სა­ათ­ზე წლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე თხის რქა­შია, მთვა­რე - კირჩხიბ­ში. თხის რქის სფე­როა სა­მუ­შაო, კა­რი­ე­რა, მიზ­ნე­ბი; კირჩხი­ბი არის ოჯა­ხი, სახ­ლი, სამ­შობ­ლო, ფეს­ვე­ბი. გარ­და ამი­სა, კირჩხი­ბი ემო­ცი­უ­რი ნი­შა­ნია და ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მოგ­ვი­წო­დებს მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს. შევ­ქმნათ უსაფრ­თხო სივ­რცე ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბის­თვის... სივ­რცე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პა­ტი­ე­ბა, ტრანსფორ­მა­ცია და გან­კურ­ნე­ბა...

ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხსნის ფან­ჯა­რას ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, ჩვენს წარ­სულ­ში და ჩვენს არაც­ნო­ბი­ერ­ში, გვი­ბიძ­გებს დავ­ფიქ­რდეთ ჩვენს პირ­ველ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, ბავ­შვო­ბის ჭრი­ლო­ბებ­ზე, ჩვენს ოჯა­ხურ ის­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბას. ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვიგ­რძნოთ ნოს­ტალ­გია ჩვე­ნი წარ­სუ­ლის მი­მართ ან გა­ვიხ­სე­ნოთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

ამას­თან, მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლია (23 თე­ბერ­ვლამ­დე) და გვა­ი­ძუ­ლებს შე­ვა­ნე­ლოთ ქმე­დე­ბა, შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბი, ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა და გა­ვა­ტა­როთ დრო ფა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბის შე­სას­წავ­ლად. გახ­სოვ­დეთ, რომ ბა­ლან­სი თქვენს ქმე­დე­ბებ­სა და ახლა მიღ­წე­ულ ემო­ცი­ურ სფე­როს შო­რის გახ­დე­ბა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი მთე­ლი წლის­თვის. მარსთან კავ­ში­რის გამო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და იმ­პულ­სუ­რო­ბა მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა. მო­ე­რი­დეთ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას; ფრთხი­ლად ია­რა­ღებ­თან, იმა­ტებს უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვე­ბი, ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ავად­მყო­ფო­ბის უე­ცა­რი შე­ტე­ვე­ბი. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა ლი­ლიტ­თან - ემო­ცი­ე­ბი, ინ­ტუ­ი­ცია, ში­შე­ბი, უძი­ლო­ბა, გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა მძაფ­რდე­ბა.

რა­ტომ უწო­დე­ბენ ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას "მგლის მთვა­რეს"? რად­გან იან­ვრის ცივ ღა­მე­ებ­ში მტა­ცებ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, მათი მგრძნო­ბე­ლო­ბა, ინ­სტინ­ქტე­ბი იზ­რდე­ბა და მათი ყვი­რი­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია. გარ­და ამი­სა, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ეძა­ხი­ან "ძველ მთვა­რეს", "ყი­ნუ­ლის მთვა­რეს", რად­გან ის ასა­ხავს ად­რე­უ­ლი ზამ­თრის მკაცრ, ყინ­ვა­გამ­ძლე ატ­მოს­ფე­როს.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ყო­ველ­თვის ვწერთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებს, სურ­ვი­ლებს. ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზეც შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ტა­როთ პა­ტა­რა რი­ტუ­ა­ლი: ამი­სათ­ვის ფურ­ცელ­ზე და­წე­რეთ ყვე­ლა­ფე­რი ის (შიში, უსი­ა­მოვ­ნე­ბა. ტკი­ვი­ლი), რაც გინ­დათ, რომ წარ­სულ­ში და­ტო­ვოთ, რის­გა­ნაც გსურთ, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ. მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის და დაწ­ვით ფურ­ცე­ლი.

დაე, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ კირჩხიბ­ში ყვე­ლას მოგ­ვი­ტა­ნოს გან­წმენ­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გან­კურ­ნე­ბა გა­სუ­ლი წლის უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან და მიგ­ვი­თი­თოს გზა უსაფრ­თხო და და­ცუ­ლი მო­მავ­ლის­კენ.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას მოგვიტანს 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა კირჩხიბში და რატომ ეძახიან მას “მგლის მთვარეს“

რას მოგვიტანს 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა კირჩხიბში და რატომ ეძახიან მას “მგლის მთვარეს“

14 იანვარს 02:26 საათზე წლის პირველი სავსემთვარეობა გველოდება კირჩხიბის ზოდიაქოში. სავსემთვარეობაზე მზე თხის რქაშია, მთვარე - კირჩხიბში. თხის რქის სფეროა სამუშაო, კარიერა, მიზნები; კირჩხიბი არის ოჯახი, სახლი, სამშობლო, ფესვები. გარდა ამისა, კირჩხიბი ემოციური ნიშანია და ეს სავსემთვარეობა მოგვიწოდებს მივაქციოთ ყურადღება ჩვენს შინაგან სამყაროს. შევქმნათ უსაფრთხო სივრცე ჩვენი გრძნობებისთვის... სივრცე, სადაც შეიძლება მოხდეს პატიება, ტრანსფორმაცია და განკურნება...

ეს სავსემთვარეობა ხსნის ფანჯარას ჩვენს შინაგან სამყაროში, ჩვენს წარსულში და ჩვენს არაცნობიერში, გვიბიძგებს დავფიქრდეთ ჩვენს პირველ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ბავშვობის ჭრილობებზე, ჩვენს ოჯახურ ისტორიაზე, რომლებიც აგრძელებენ ჩვენი დღევანდელი რეალობის ფორმირებას. ასევე შეგვიძლია ვიგრძნოთ ნოსტალგია ჩვენი წარსულის მიმართ ან გავიხსენოთ ცხოვრებისეული გაკვეთილები.

ამასთან, მარსის რეტროგრადულია (23 თებერვლამდე) და გვაიძულებს შევანელოთ ქმედება, შევცვალოთ ჩვენი მიდგომები, ჩვენი აზროვნება და გავატაროთ დრო ფარული მიზეზების შესასწავლად. გახსოვდეთ, რომ ბალანსი თქვენს ქმედებებსა და ახლა მიღწეულ ემოციურ სფეროს შორის გახდება მყარი საფუძველი მთელი წლისთვის. მარსთან კავშირის გამო გაღიზიანება და იმპულსურობა მრავალი სირთულის მიზეზი გახდება. მოერიდეთ ამბიციურობას; ფრთხილად იარაღებთან, იმატებს უსიამოვნო შემთხვევები, ანთებითი დაავადებები და ავადმყოფობის უეცარი შეტევები. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად. ნუ დაგვავიწყდება დაძაბულობა ლილიტთან - ემოციები, ინტუიცია, შიშები, უძილობა, განწყობის ცვალებადობა მძაფრდება.

რატომ უწოდებენ ამ სავსემთვარეობას "მგლის მთვარეს"? რადგან იანვრის ცივ ღამეებში მტაცებლები აქტიურდებიან, აგრესიულები ხდებიან, მათი მგრძნობელობა, ინსტინქტები იზრდება და მათი ყვირილი სავსემთვარეობის ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია. გარდა ამისა, ამ სავსემთვარეობას ეძახიან "ძველ მთვარეს", "ყინულის მთვარეს", რადგან ის ასახავს ადრეული ზამთრის მკაცრ, ყინვაგამძლე ატმოსფეროს.

ახალმთვარეობაზე ყოველთვის ვწერთ სამომავლო მიზნებს, სურვილებს. ამ სავსემთვარეობაზეც შეგვიძლია ჩავატაროთ პატარა რიტუალი: ამისათვის ფურცელზე დაწერეთ ყველაფერი ის (შიში, უსიამოვნება. ტკივილი), რაც გინდათ, რომ წარსულში დატოვოთ, რისგანაც გსურთ, რომ გათავისუფლდეთ. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის და დაწვით ფურცელი.

დაე, ამ სავსემთვარეობამ კირჩხიბში ყველას მოგვიტანოს განწმენდა, გათავისუფლება და განკურნება გასული წლის უსიამოვნებისგან და მიგვითითოს გზა უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!