მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლი­ლი­ტი ქალ­წულ­ში 4 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ვა და დარ­ჩე­ბა მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და გაფრ­თხილ­დით:

ვერ­ძი : ფრთხი­ლად სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას; შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბით. და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან არ გირ­ჩევთ მასთთვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას. ში­ნა­უ­რებს კრის­ტა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვის გამო. მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტო­ბას ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის, დი­ე­ტის დროს. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ შვი­ლე­ბი უმა­დუ­რე­ბი არი­ან და მხო­ლოდ ფული უნ­დათ თქვენ­გან.

კურო : გა­გიჩ­ნდე­ბათ ფიქ­რე­ბი, რომ არ გა­ფა­სე­ბენ არც შვი­ლე­ბი და არც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლია. ფრთხი­ლად სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­თან, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. იფიქ­რეთ იმა­ზე, რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებთ ამ კავ­ში­რის­გან. მო­გინ­დე­ბათ იმ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ფულს მო­გი­ტანთ. არ გირ­ჩევთ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვას, გან­სა­კუთ­რე­ბით ფულ­ზე, თუმ­ცა, ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თის ყიდ­ვა არ გეკ­რძა­ლე­ბათ.

ტყუ­პი : ეჭ­ვე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი გი­ყე­ნე­ბენ, ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბენ თქვე­ნი მათ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბით. შე­იძ­ლე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­გექ­მნათ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან; გან­სა­კუთ­რე­ბით თუ აქი­რა­ვებთ. შინ ნუ მი­ი­ტანთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. არ გირ­ჩევთ და­უ­ფიქ­რებ­ლად ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ მშობ­ლე­ბის მი­მართ. ილო­ცეთ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი­სად­მი.

კირჩხი­ბი : ფრთხი­ლად მგზავ­რო­ბი­სას, გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნი­სას. ჩა­ე­წე­რეთ მხო­ლოდ იმ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე, რაც სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან. თუ სკო­ლის მოს­წავ­ლე ხართ, უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ სკო­ლა­ში, სწავ­ლას­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თან. მო­ე­რი­დეთ ჭო­რე­ბის, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, ცუდი სი­ტყვე­ბის თქმას. მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ახ­ლობ­ლე­ბი გა­ვიწ­რო­ე­ბენ, ბო­რო­ტად გი­ყე­ნე­ბენ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ბი­სას, არ და­კარ­გოთ დო­კუ­მენ­ტე­ბი.

ლომი : იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში: გა­და­რი­ცხვი­სას. აწარ­მო­ეთ ხარჯთაღ­რი­ცხვა. დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სა­ხა­დე­ბი. ნუ იყი­დით უსარ­გებ­ლო ნივ­თებს. და­ა­ბან­დეთ ფული მხო­ლოდ სა­ი­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. არ ენ­დოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დიდი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვებს გპირ­დე­ბი­ან. არ გირ­ჩევთ საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან ფუ­ლის გამო კა­მათს. შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღოთ და­პი­რე­ბუ­ლი ფული, პრე­მია. მო­გინ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­ძი­ე­ბა და ეს უნდა იყოს პა­ტი­ო­სა­ნი გზით. არ და­კარ­გოთ ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი.

ქალ­წუ­ლი : ლი­ლი­ტის ტრან­ზი­ტი გან­სა­კუ­თე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის, რად­გან ის მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. გირ­ჩევთ, არ აჰ­ყვეთ ცდუ­ნე­ბებს, არ მი­ი­ღოთ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, უნდა იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ნათ­ლად და­ი­ნა­ხოთ მოვ­ლე­ნე­ბი და მი­იღთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ან­და­ზა: შვიდ­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რი თქვენს დე­ვი­ზად უნდა გა­და­იქ­ცეს. მო­ე­რი­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­და­მე­ტე­ბას და ნურც იმას იფიქ­რებთ, რომ არა­ფერს წარ­მო­ად­გენთ და არა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ. იყა­ვით ობი­ექ­ტუ­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბი­სას. არ გირ­ჩევთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, გა­რეგ­ნო­ბის კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბას. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძა­ბავს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თქვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­თვის. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბაც, მაგ­რამ იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი.

სას­წო­რი: მო­ე­რი­დეთ წარ­სულ­ზე ფიქ­რს და წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბას. წარ­სუ­ლი მხო­ლოდ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ გაკ­ვე­თი­ლის­თვის, რათა მო­მა­ვალ­ში აღარ ჩა­ი­დი­ნოთ მსგავ­სი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მიღ­წე­ვებს. პი­რი­ქით, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. უფრო მე­ტიც, მო­გე­ცე­მათ კი­დეც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ი­მარ­ჯვოთ იქ, სა­დაც ადრე წა­ა­გეთ. მო­ი­მა­ტებს ფა­რუ­ლი რო­მა­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მაგ­რამ თუ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, ფა­რუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მას არ გირ­ჩევთ. აგ­რეთ­ვე, ფრთხი­ლად ემიგ­რა­ცი­ას­თან. ნუ გგო­ნი­ათ, რომ სხვა­გან უკე­თე­სია, იფიქ­რეთ მი­ნუ­სებ­ზეც. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან. კარ­გია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ყვე­ლას, ვინც გა­წყე­ნი­ნათ, პა­ტი­ე­ბა, ამით, თა­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით. და რა­საც უნდა მი­აქ­ცი­ოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა: არ გათ­ქვათ სხვი­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი და არც სა­კუ­თა­რი.

მო­რი­ე­ლი: ლი­ლი­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ მი­აღ­წი­ოთ იმას, რაც გსურთ, მაგ­რამ უნდა იყოთ ფრთხი­ლი, ცდუ­ნე­ბე­ბი ბევ­რი იქ­ნე­ბა. ნუ ენ­დო­ბით სა­ეჭ­ვო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, ადა­მი­ა­ნებს, გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას; გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. მეტ ავ­ტო­რი­ტეტს მი­აღ­წევთ სო­ცი­უმ­შიც და კო­ლექ­ტივ­შიც. მო­გინ­დე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით. კარ­გი იქ­ნე­ბა ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გახ­შირ­დე­ბა აფე­რის­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა. საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც. ამას­თან, იყა­ვით ფრთხი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბებ­თა­ნაც.

მშვილ­დო­სა­ნი: სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­ში, არ უნდა შე­ირ­ცხვი­ნოთ რე­პუ­ტა­ცია, ეცა­დეთ, და­ი­ცავთ წე­სე­ბი, სამ­სა­ხურ­შიც და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ სამ­სა­ხურ­ში მტრე­ბი გყავთ, თქვე­ნი მო­ცი­ლე­ბა სურთ. ეცა­დეთ, არ იჩხუ­ბოთ და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად, მშვი­დად მო­აგ­ვა­როთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მე­ო­რე მხრივ, და­წი­ნა­უ­რე­ბის გამო მო­გინ­დე­ბათ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით სი­ა­რუ­ლი, სხვე­ბის და­ზა­რა­ლე­ბა. სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სის­თვის შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა და გაფრ­თხილ­დით, ცდუ­ნე­ბას აყო­ლი­ლი, ვა­ლებ­ში არ გა­და­ვარ­დეთ. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი და არა­ამ­ბი­ცი­უ­რი, ნუ მო­გინ­დე­ბათ რომ ყვე­ლამ პა­ტი­ვი გცეთ, გა­გა­მე­ფონ.

თხის რქაც: დუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს უცხო­ე­თი­დან, მო­გინ­დე­ბათ გამ­გზავ­რე­ბა, იქ საქ­მი­ა­ნო­ბის, ბიზ­ნე­სის აწყო­ბა, უცხო ენის შეს­წავ­ლა. ფრთხი­ლად უცხო­ეთ­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას, ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნი­სას. ეცა­დეთ, მო­ე­რი­დოთ ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­უბ­რებს და ყვე­ლას­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას, რჩე­ვე­ბის გა­ცე­მას. აგ­რეთ­ვე, ნუ ენ­დო­ბით ცრუ გუ­რუ­ებს. მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბით უნდა მო­აგ­ვა­როთ იუ­რი­დი­უ­ლი და სა­გა­მომ­ცემ­ლო სა­კი­თხე­ბი. მო­გე­ცე­მათ სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა თქვენს მზეს­თან ლი­ლი­ტი ას­პექტს შექ­მნის, მაგ­რამ იყა­ვით ფრთხი­ლი, რომ არ და­ზა­რალ­დეთ, ვერ შე­ამ­ჩნი­ოთ ის საფრ­თხე, რაც სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შე­გემ­თხვეთ. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან.

მერ­წყუ­ლი: უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მხრი­დან. შე­იძ­ლე­ბა ის სარ­გებ­ლოს თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბით და მად­ლი­ე­რიც კი არაა თქვე­ნი, არ ცდი­ლობს ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დეს. დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ეცა­დეთ, ნა­თე­სა­ვებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად იმოქ­მე­დოთ, რომ არც თა­ვად და­ზა­რალ­დეთ და სხვე­ბი და­ა­ზა­რა­ლოთ. დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, ვა­ლე­ბი, ალი­მენ­ტი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ადა­მი­ან­მა არ და­გიბ­რუ­ნოთ ნა­სეს­ხე­ბი ფული. მო­ე­რი­დეთ კრი­ზი­სულ და ექ­სტრე­მა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას. არ გირ­ჩევთ მა­გი­ურ ქმე­დე­ბებს. სა­ბე­დის­წე­რო ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­მან­გრე­ვე­ლი, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გეს თქვენ­თვის.

თევ­ზე­ბი: ლი­ლი­ტი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­გი­ტანთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლას არ უნდა გა­უ­ღი­მოთ, არ გა­ა­ბათ საქ­მი­ა­ნი თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ხა­დოთ მტრად. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვენთ, რომ პარტნი­ო­რი სა­თა­ნა­დოდ არ გა­ფა­სებთ. ან თქვენ გახ­დე­ბით ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი მის მი­მართ. ზო­გა­დად, ფრთხი­ლად იყა­ვით, რომ მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დარ­ჩეთ მარ­ტო. ეცა­დეთ, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად ისა­უბ­როთ და თა­ვა­დაც კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ პარტნი­ო­რე­ბის მო­თხოვ­ნებ­ში. გა­ურ­კვევ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­გი­ტა­ნოთ. და­აკ­ვირ­დით, რა გა­ღი­ზი­ა­ნებთ გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჩა­მო­შორ­დეთ ზო­გი­ერთ მე­გო­ბარს, საქ­მი­ან პარტნი­ორს, მე­გო­ბარს. ნუ გგო­ნი­ათ, რომ პარტნი­ო­რი ნერ­ვებს გიშ­ლით, ეს ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნაა. მარ­ტო­ხე­ლებს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. ენ­დეთ, არ გა­აკ­რი­ტი­კოთ, მაგ­რამ ყვე­ლა გა­და­ა­მოწ­მეთ სან­დო­ო­ბა­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლილიტი ქალწულში 4 ოქტომბერს გადავა და დარჩება მომდევნო 9 თვის განმავლობაში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაითვალისწინეთ და გაფრთხილდით:

ვერძი : ფრთხილად სილამაზის პროცედურების ჩატარებისას; შედეგით უკმაყოფილო იქნებით. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, მეზობლებთან არ გირჩევთ მასთთვის ჭკუის სწავლებას. შინაურებს კრისტალური სისუფთავის გამო. მოერიდეთ ზედმეტობას ფიზიკური დატვირთვის, დიეტის დროს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შვილები უმადურები არიან და მხოლოდ ფული უნდათ თქვენგან.

კურო : გაგიჩნდებათ ფიქრები, რომ არ გაფასებენ არც შვილები და არც საყვარელი ადამიანი. თქვენი შემოქმედება დაუფასებელია. ფრთხილად სასიყვარულო თავგადასავლებთან, აკონტროლეთ ემოციები. იფიქრეთ იმაზე, რა სარგებელს მიიღებთ ამ კავშირისგან. მოგინდებათ იმ იდეების განხორციელება, რაც ფულს მოგიტანთ. არ გირჩევთ აზარტულ თამაშებში ჩართვას, განსაკუთრებით ფულზე, თუმცა, ლატარიის ბილეთის ყიდვა არ გეკრძალებათ.

ტყუპი : ეჭვები გაგიჩნდებათ, რომ ნათესავები გიყენებენ, ბოროტად სარგებლობენ თქვენი მათდამი კეთილგანწყობით. შეიძლება სირთულეები შეგექმნათ ოჯახის წევრებთან, უძრავ ქონებასთან; განსაკუთრებით თუ აქირავებთ. შინ ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. არ გირჩევთ დაუფიქრებლად ემიგრაციაში წასვლას. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. ილოცეთ გარდაცვლილი ნათესავებისადმი.

კირჩხიბი : ფრთხილად მგზავრობისას, გადაადგილებისას, ავტომობილის შეძენისას. ჩაეწერეთ მხოლოდ იმ სასწავლო კურსებზე, რაც სარგებელს მოგიტანთ. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. თუ სკოლის მოსწავლე ხართ, უსიამოვნება შეიძლება გქონდეთ სკოლაში, სწავლასთან, მასწავლებელთან. მოერიდეთ ჭორების, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ცუდი სიტყვების თქმას. მოგეჩვენებათ, რომ ახლობლები გავიწროებენ, ბოროტად გიყენებენ. იყავით დაკვირვებული საბუთების შედგებისას, არ დაკარგოთ დოკუმენტები.

ლომი : იყავით დაკვირვებული ფულთან მიმართებაში: გადარიცხვისას. აწარმოეთ ხარჯთაღრიცხვა. დროულად გადაიხადეთ გადასახადები. ნუ იყიდით უსარგებლო ნივთებს. დააბანდეთ ფული მხოლოდ საიმედო საქმიანობაში. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ფულის გამომუშავებს გპირდებიან. არ გირჩევთ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორებთან ფულის გამო კამათს. შეიძლება ვერ მიიღოთ დაპირებული ფული, პრემია. მოგინდებათ დამატებითი შემოსავლის მოძიება და ეს უნდა იყოს პატიოსანი გზით. არ დაკარგოთ ძვირფასი ნივთები.

ქალწული : ლილიტის ტრანზიტი განსაკუთებით მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან ის მომდევნო 9 თვის განმავლობაში თქვენს ნიშანში იქნება. გირჩევთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილი, გააზრებული და დაკვირვებული. მიეცით საკუთარ თავს დაფიქრების საშუალება და ეს დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ მოვლენები და მიიღთ სწორი გადაწყვეტილებები. ანდაზა: შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი თქვენს დევიზად უნდა გადაიქცეს. მოერიდეთ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებას და ნურც იმას იფიქრებთ, რომ არაფერს წარმოადგენთ და არაფერი შეგიძლიათ. იყავით ობიექტური საკუთარი თავის შეფასებისას. არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, გარეგნობის კარდინალურ ცვლილებას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები თქვენი განვითარებისა და წინსვლისთვის. ეს შეიძლება იყოს ბიზნესსაქმიანობაც, მაგრამ იყავით გააზრებული.

სასწორი: მოერიდეთ წარსულზე ფიქრს და წარსულით ცხოვრებას. წარსული მხოლოდ უნდა გამოიყენოთ გაკვეთილისთვის, რათა მომავალში აღარ ჩაიდინოთ მსგავსი. ეს განსაკუთრებით ეხება მიღწევებს. პირიქით, იყავით მომართული გამარჯვებაზე. უფრო მეტიც, მოგეცემათ კიდეც შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოთ იქ, სადაც ადრე წააგეთ. მოიმატებს ფარული რომანებისა და შემოსავლების რაოდენობა. მაგრამ თუ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებით, ფარული კავშირის გაბმას არ გირჩევთ. აგრეთვე, ფრთხილად ემიგრაციასთან. ნუ გგონიათ, რომ სხვაგან უკეთესია, იფიქრეთ მინუსებზეც. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, დამოკიდებულებისგან. კარგია შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ყველას, ვინც გაწყენინათ, პატიება, ამით, თავად გათავისუფლდებით. და რასაც უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: არ გათქვათ სხვისი საიდუმლოებები და არც საკუთარი.

მორიელი: ლილიტი დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილი, ცდუნებები ბევრი იქნება. ნუ ენდობით საეჭვო შემოთავაზებებს, ადამიანებს, გადაუმოწმებელ ინფორმაციას; განსაკუთრებით, თუ სოციალურად აქტიური ადამიანი ხართ, ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იყავით მიზანმიმართული და პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. მეტ ავტორიტეტს მიაღწევთ სოციუმშიც და კოლექტივშიც. მოგინდებათ განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და ეს ყველაფერი ინტერნეტით. კარგი იქნება ახალი საქმიანობის დაწყება ინტერნეტით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გახშირდება აფერისტების შემოტევა. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს საყვარელი ადამიანისგანაც. ამასთან, იყავით ფრთხილი ინტერნეტნაცნობებთანაც.

მშვილდოსანი: სიფრთხილე გმართებთ კარიერულ საკითხებში, არ უნდა შეირცხვინოთ რეპუტაცია, ეცადეთ, დაიცავთ წესები, სამსახურშიც და ზოგადად, საზოგადოებაში მიღებული. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამსახურში მტრები გყავთ, თქვენი მოცილება სურთ. ეცადეთ, არ იჩხუბოთ და დიპლომატიურად, მშვიდად მოაგვაროთ უსიამოვნებები. მეორე მხრივ, დაწინაურების გამო მოგინდებათ შემოვლითი გზებით სიარული, სხვების დაზარალება. საკუთარი სტატუსისთვის შეიძლება მოგინდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა და გაფრთხილდით, ცდუნებას აყოლილი, ვალებში არ გადავარდეთ. იყავით სამართლიანი და არაამბიციური, ნუ მოგინდებათ რომ ყველამ პატივი გცეთ, გაგამეფონ.

თხის რქაც: დუნება შეიძლება მოდიოდეს უცხოეთიდან, მოგინდებათ გამგზავრება, იქ საქმიანობის, ბიზნესის აწყობა, უცხო ენის შესწავლა. ფრთხილად უცხოეთში გასამგზავრებელი საბუთების მოგვარებისას, ბილეთების შეძენისას. ეცადეთ, მოერიდოთ ფილოსოფიურ საუბრებს და ყველასთვის ჭკუის სწავლებას, რჩევების გაცემას. აგრეთვე, ნუ ენდობით ცრუ გურუებს. მაქსიმალური დაკვირვებულობით უნდა მოაგვაროთ იურიდიული და საგამომცემლო საკითხები. მოგეცემათ სურვილების ასრულების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როცა თქვენს მზესთან ლილიტი ასპექტს შექმნის, მაგრამ იყავით ფრთხილი, რომ არ დაზარალდეთ, ვერ შეამჩნიოთ ის საფრთხე, რაც სასურველის მიღების შემდეგ შეიძლება შეგემთხვეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლის ნათესავებთან.

მერწყული: უსიამოვნება შეიძლება მოდიოდეს საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან. შეიძლება ის სარგებლოს თქვენი ფინანსებით და მადლიერიც კი არაა თქვენი, არ ცდილობს ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს. დაკვირვებით მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ, ნათესავებთან შეთანხმებულად იმოქმედოთ, რომ არც თავად დაზარალდეთ და სხვები დააზარალოთ. დროულად გადაიხადეთ გადასახადები, ვალები, ალიმენტი. არაა გამორიცხული, რომ ადამიანმა არ დაგიბრუნოთ ნასესხები ფული. მოერიდეთ კრიზისულ და ექსტრემალურ საქმიანობას. არ გირჩევთ მაგიურ ქმედებებს. საბედისწერო ნაცნობობა შეიძლება დამანგრეველი, დამაზიანებელი გამოდგეს თქვენთვის.

თევზები: ლილიტი ურთიერთობებში მოგიტანთ უსიამოვნებებს. გახსოვდეთ, რომ ყველას არ უნდა გაუღიმოთ, არ გააბათ საქმიანი თუ სასიყვარულო ურთიერთობა საეჭვო ადამიანებთან. არაა გამორიცხული საყვარელი ადამიანი გაიხადოთ მტრად. შეიძლება მოგეჩვენთ, რომ პარტნიორი სათანადოდ არ გაფასებთ. ან თქვენ გახდებით ზედმეტად კრიტიკული მის მიმართ. ზოგადად, ფრთხილად იყავით, რომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში არ დარჩეთ მარტო. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ და თავადაც კარგად გაერკვიეთ პარტნიორების მოთხოვნებში. გაურკვევლობამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. დააკვირდით, რა გაღიზიანებთ გარშემო მყოფებში. არაა გამორიცხული, ჩამოშორდეთ ზოგიერთ მეგობარს, საქმიან პარტნიორს, მეგობარს. ნუ გგონიათ, რომ პარტნიორი ნერვებს გიშლით, ეს ლილიტის გავლენაა. მარტოხელებს სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ენდეთ, არ გააკრიტიკოთ, მაგრამ ყველა გადაამოწმეთ სანდოობაზე.