მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გვიმზადებენ პლანეტები და ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად
რას გვიმზადებენ პლანეტები და ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად

და­ძა­ბუ­ლო­ბას, შე­ფერ­ხე­ბებს და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში პი­რად, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს, ტრა­გე­დი­ებს ყვე­ლა­ნი შე­ამ­ჩნევ­დით და ეს შემ­თხვე­ვი­თი არაა. ჩვენ ახლა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც 25 ოქ­ტომ­ბერს, მზის დაბ­ნე­ლე­ბით და­ი­წყო. 8 ნო­ემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი და­ი­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ალაგმვას (ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში კი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად 6 თვის თავ­ზე გა­ნახ­ლდეს). ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ზოგი მძაფ­რად გრძნობს დაბ­ნე­ლე­ბა­სა და ზოგი - მსუ­ბუ­ქად. ყვე­ლა­ფე­რი პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზე და პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

8 ნო­ემ­ბერს, 14:59-ზე, კუ­როს მე-17 გრა­დუს­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე გვე­ლო­დე­ბა მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა. მთვა­რის ან მზის დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა არაა, ის წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა, მთა­ვა­რია, ჩვენ ვი­ყოთ მზად, გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ, რათა არ და­ვუშ­ვათ შეც­დო­მე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად გა­ვი­ა­როთ რთუ­ლი პე­რი­ო­დი.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე ემო­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს და ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს, პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბას. სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და კარ­გზე იფიქ­რეთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის გა­დატ­ვირ­თვა, ადა­მი­ა­ნი თავს უფრო ცუ­დად გრძნობს, ვიდ­რე სხვა დღე­ებ­ში, აქ­ტი­ურ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. არ და­გეგ­მოთ ამ დღე­ებ­ში გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. გა­და­დეთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბიც. არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­ცავთ ზო­მი­ე­რე­ბას კვე­ბა­ში: არ მი­ი­ღებთ ალ­კოჰოლს და რთუ­ლად გა­და­სა­მუ­შა­ვე­ბელ საკ­ვებს. მო­უს­მი­ნეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას, იფიქ­რეთ სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე. ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რეთ რის­გან გსურთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა: წყე­ნა, საქ­მე, ურ­თი­ერ­თო­ბა და სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­დან 1 სა­ა­თის შემ­დეგ დაწ­ვით.

გან­ვი­ხი­ლოთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეა: მთვა­რე, მთა­ვა­რი გმი­რი კუ­რო­ში მდე­ბა­რე­ობს, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურან­თან და აღ­მა­ვალ კვანძთა­ნაა შე­ერ­თე­ბა­ში. კუ­რო­სე­ულ მთვა­რეს სურს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე, შეჩ­ვე­უ­ლი ურ­ჩევ­ნია, სი­ახ­ლე­ე­ბი აფრ­თხობს, მაგ­რამ ურა­ნი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს და ადა­მი­ა­ნებს სი­ახ­ლე­ე­ბი­სა ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. უნდა იბ­რძო­ლოთ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, ურა­ნი ვერ იტანს შე­ზღუდ­ვებს და ყვე­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. ამას­თან, ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფერს იო­ლად მი­აღ­წევთ, სა­ტურ­ნი, რო­მე­ლიც მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის რუ­კა­ში არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს იკა­ვებს, ყვე­ლა­ფერს ზღუ­დავს, აწე­სეს აკ­რძალ­ვებს და ჩარ­ჩო­ებს. ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებს არ მო­უნ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ებ­თან შე­გუ­ე­ბა. გახ­შირ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, აგ­რე­სი­ი­სა და და­ში­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. კონ­ფლიქ­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლია გო­ნე­ბა­სა და ემო­ცი­ებს შო­რი­საც. გარ­თულ­დე­ბა პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. ზო­გი­ერ­თი კონ­ტარ­ქტი შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს, ახ­ლის გა­ფორ­მე­ბა გა­და­ი­დოს. ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. ფრთხი­ლად იყა­ვით ელექტრო­ნივ­თებ­თან, სა­ჭეს­თან. გირ­ჩევთ, ენერ­გია მი­მარ­თოთ ქველ­მოქ­მე­დე­ბის­კენ, და­ეხ­მა­რეთ გარ­შე­მო მყო­ფებს მო­რა­ლუ­რად. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­ნა­ხავთ დროს სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა, კუ­რო­ებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით 4-10 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე და მო­რი­ე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ბა­დებს დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ 5-11 ნო­ემ­ბრს. ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ მერ­წყუ­ლებს (გან­სა­კუთ­რე­ბით 3-7 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და ლო­მებს (გან­სა­კუთ­რე­ბით 7-11 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს). უნდა იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, უნდა მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. დაძ­ლი­ეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რათა მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. სა­სი­ა­მო­ვო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბათ თხის რქებს (4-8 იან­ვარს და­ბა­დე­ბუ­ლებს), თევ­ზებს (5-9 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლებს), კირჩხი­ბებ­სა (6-10 ივ­ლისს და­ბა­დე­ბუ­ლებს) და ქალ­წუ­ლებს (7-11 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებს). თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მელ სფე­რო­ებ­ში ხვდე­ბა კუ­როს და მო­რი­ე­ლის მე-17 გრა­დუ­სი, ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ მანდ გე­ლო­დე­ბათ.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას გვიმზადებენ პლანეტები და ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად

რას გვიმზადებენ პლანეტები და ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად

დაძაბულობას, შეფერხებებს და ზოგ შემთხვევაში პირად, თუ საზოგადოებრივ უსიამოვნებებს, ტრაგედიებს ყველანი შეამჩნევდით და ეს შემთხვევითი არაა. ჩვენ ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით, რომელიც 25 ოქტომბერს, მზის დაბნელებით დაიწყო. 8 ნოემბერს სავსემთვარეობაზე დაბნელებების დერეფანი დაიხურება, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება უსიამოვნებების ალაგმვას (ზოგიერთის ცხოვრებაში კი მოვლენები შეიძლება ზუსტად 6 თვის თავზე განახლდეს). ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ზოგი მძაფრად გრძნობს დაბნელებასა და ზოგი - მსუბუქად. ყველაფერი პირად ასტროლოგიურ რუკაზე და პლანეტების განლაგებაზეა დამოკიდებული.

8 ნოემბერს, 14:59-ზე, კუროს მე-17 გრადუსში სავსემთვარეობაზე გველოდება მთვარის სრული დაბნელება. მთვარის ან მზის დაბნელება განსაკუთრებული მოვლენა არაა, ის წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად, გვქონდეს ინფორმაცია, როგორ ვიმოქმედოთ, რათა არ დავუშვათ შეცდომები და მაქსიმალურად ფრთხილად გავიაროთ რთული პერიოდი.

მთვარის დაბნელებაზე ემოციები ბობოქრობს და ეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი თავი. მოერიდეთ კამათს, პრეტენზიულობას. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კარგზე იფიქრეთ.

სავსემთვარეობაზე მომატებულია ორგანიზმის გადატვირთვა, ადამიანი თავს უფრო ცუდად გრძნობს, ვიდრე სხვა დღეებში, აქტიურდება ქრონიკული დაავადებები. არ დაგეგმოთ ამ დღეებში გეგმიური ოპერაციები. გადადეთ სილამაზის პროცედურებიც. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. კარგი იქნება, თუ დაიცავთ ზომიერებას კვებაში: არ მიიღებთ ალკოჰოლს და რთულად გადასამუშავებელ საკვებს. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, იფიქრეთ სასიამოვნოზე. ფურცელზე ჩამოწერეთ რისგან გსურთ გათავისუფლება: წყენა, საქმე, ურთიერთობა და სავსემთვარეობიდან 1 საათის შემდეგ დაწვით.

განვიხილოთ სავსემთვარეობის დღეა: მთვარე, მთავარი გმირი კუროში მდებარეობს, მოულოდნელობების პლანეტა ურანთან და აღმავალ კვანძთანაა შეერთებაში. კუროსეულ მთვარეს სურს სტაბილურობა და სიმშვიდე, შეჩვეული ურჩევნია, სიახლეები აფრთხობს, მაგრამ ურანი მოსვენებას არ აძლევს და ადამიანებს სიახლეებისა ცვლილებებისკენ მოუწოდებს. უნდა იბრძოლოთ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, ურანი ვერ იტანს შეზღუდვებს და ყველას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამასთან, ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს იოლად მიაღწევთ, სატურნი, რომელიც მთვარის დაბნელების რუკაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს იკავებს, ყველაფერს ზღუდავს, აწესეს აკრძალვებს და ჩარჩოებს. ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებს არ მოუნდებათ სიახლეებთან შეგუება. გახშირდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, აგრესიისა და დაშინების შემთხვევებიც. კონფლიქტი მოსალოდნელია გონებასა და ემოციებს შორისაც. გართულდება პროექტების რეალიზება. ზოგიერთი კონტარქტი შეიძლება გაუქმდეს, ახლის გაფორმება გადაიდოს. ადამიანებს გაუჭირდებათ ერთმანეთის მოსმენა. მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ფრთხილად იყავით ელექტრონივთებთან, საჭესთან. გირჩევთ, ენერგია მიმართოთ ქველმოქმედებისკენ, დაეხმარეთ გარშემო მყოფებს მორალურად. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს სულიერი პრაქტიკებისთვის.

ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, კუროებზე და განსაკუთრებით 4-10 მაისის შუალედში დაბადებულებზე და მორიელებზე, რომლებიც დაბადებს დღეს აღნიშნავენ 5-11 ნოემბრს. ცვლილებები ელოდებათ მერწყულებს (განსაკუთრებით 3-7 თებერვლის შუალედში დაბადებულებს) და ლომებს (განსაკუთრებით 7-11 აგვისტოს შუალედში დაბადებულებს). უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო და დაზიანებული. დაძლიეთ სირთულეები, რათა მომავალში წარმატებას მიაღწიოთ. სასიამოვო ცვლილებები შეეხებათ თხის რქებს (4-8 იანვარს დაბადებულებს), თევზებს (5-9 მარტს დაბადებულებს), კირჩხიბებსა (6-10 ივლისს დაბადებულებს) და ქალწულებს (7-11 სექტემბერს დაბადებულებს). თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სფეროებში ხვდება კუროს და მორიელის მე-17 გრადუსი, ცვლილებები სწორედ მანდ გელოდებათ.

აუცილებლად გაეცანით მთვარის დაბნელების ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.