მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ გიგაური: რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება
რამაზ გიგაური: რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება

გავ­ლე­ნა: 2-18 აპ­რი­ლი

მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნა: 5-15 აპ­რი­ლი

პიკი: 11 აპ­რი­ლი

2 აპ­რილს მარ­სი შე­უ­ერ­თდა სა­ტურნს და მისი გავ­ლე­ნა 18 აპ­რი­ლამ­დე გას­ტანს (პიკი 11 აპ­რილს იქ­ნე­ბა). ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ეს ორი პლა­ნე­ტა მკვეთ­რად ნე­გა­ტი­ურ გა­მოვ­ლე­ნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ერთი მხრივ ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბა, ბრძო­ლა და ომი, მე­ო­რე მხრივ კი - პრობ­ლე­მა, წი­ნა­ღო­ბა, კრი­ზი­სი და საფრ­თხე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს 2024 წლის თე­ბერ­ვლის მე­ო­რე დე­კა­დის შემ­დეგ (რო­დე­საც მარ­სი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა იყო), ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია. უფრო მე­ტიც, 2-18 აპ­რი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ფო­ნით ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე თე­ბერ­ვა­ლი (მით უმე­ტეს, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი 8 აპ­რილს მოხ­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბაც და ეს უფრო და­ამ­ძი­მებს სა­ერ­თო სუ­რათს).

ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში ეს იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის მკვეთ­რი ზრდა და კონ­ფლიქ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შექ­მნა. ადა­მი­ა­ნებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სი­სას­ტი­კე და შე­უბ­რა­ლებ­ლო­ბა. შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის საფრ­თხეც. შე­საძ­ლოა შე­იქ­მნას მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ამი­ტომ ყვე­ლას წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის, მოთ­მი­ნე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ასე­თი მიდ­გო­მა შე­ამ­ცი­რებს და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის და კონ­ფლიქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მკვეთ­რად მო­ი­მა­ტებს ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბის და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ან უკვე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დიდ მას­შტაბ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. მო­ი­მა­ტებს ტე­რაქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბაც.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო იქ­ნე­ბა 27 თე­ბერ­ვლი­დან 10 მარ­ტამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მათ მარ­თებთ ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, და­ნად­გა­რებ­თან მუ­შა­ო­ბას, ბასრ და მჭრელ საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ექ­სტრე­მა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს. წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა და სიფრ­თხი­ლე მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რებს ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გის დად­გო­მას.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რამაზ გიგაური: რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება

რამაზ გიგაური: რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება

გავლენა: 2-18 აპრილი

მაქსიმალური გამოვლენა: 5-15 აპრილი

პიკი: 11 აპრილი

2 აპრილს მარსი შეუერთდა სატურნს და მისი გავლენა 18 აპრილამდე გასტანს (პიკი 11 აპრილს იქნება). ასტროლოგიაში ეს ორი პლანეტა მკვეთრად ნეგატიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. ერთი მხრივ ეს არის დაპირისპირება, ბრძოლა და ომი, მეორე მხრივ კი - პრობლემა, წინაღობა, კრიზისი და საფრთხე. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2024 წლის თებერვლის მეორე დეკადის შემდეგ (როდესაც მარსი-პლუტონის შეერთება იყო), ეს ყველაზე რთული პერიოდია. უფრო მეტიც, 2-18 აპრილი ნეგატიური ფონით ბევრად უარესია, ვიდრე თებერვალი (მით უმეტეს, რომ ამავე პერიოდში, კონკრეტულად კი 8 აპრილს მოხდება მზის დაბნელებაც და ეს უფრო დაამძიმებს საერთო სურათს).

ზოგადი ტენდენციები

ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იქნება აგრესიული ფონის მკვეთრი ზრდა და კონფლიქტური გარემოებების შექმნა. ადამიანებში გაძლიერდება სისასტიკე და შეუბრალებლობა. შესაძლოა გაჩნდეს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის საფრთხეც. შესაძლოა შეიქმნას მაპროვოცირებელი გარემოებები. ამიტომ ყველას წინდახედულობის, მოთმინების და დიპლომატიურობის გამოჩენა მართებს. ასეთი მიდგომა შეამცირებს დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობას.

გლობალურ დონეზე მკვეთრად მოიმატებს ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შესაძლოა გაჩნდეს ახალი შეიარაღებული კონფლიქტების საშიშროება ან უკვე არსებული კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო დიდ მასშტაბში გადაიზარდოს. მოიმატებს ტერაქტების ალბათობაც.

ინდივიდუალურ დონეზე საყურადღებო იქნება 27 თებერვლიდან 10 მარტამდე დაბადებული ადამიანებისთვის. მათ მართებთ ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა. განსაკუთრებით თუ მათი საქმიანობა უკავშირდება ცეცხლსასროლ იარაღს, დანადგარებთან მუშაობას, ბასრ და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას და ნებისმიერი ტიპის ექსტრემალურ გარემოებებს. წინდახედულობა და სიფრთხილე მკვეთრად შეამცირებს ნეგატიური შედეგის დადგომას.

ასტროლოგი რამაზ გიგაური