სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვჭამოთ და დავლიოთ იდეალური წონა რომ შევინარჩუნოთ, დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რა ვჭამოთ და დავლიოთ იდეალური წონა რომ შევინარჩუნოთ, დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

იან­ვა­რი ის თვეა, როცა ყვე­ლა წო­ნის მა­ტე­ბას უჩი­ვის. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი უკან მო­ვი­ტო­ვეთ და დროა, ჩვე­ულ ფორ­მას და­ვუბ­რუნ­დეთ. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ წე­ლი­წა­დის სხვა დროს არ ვი­მა­ტებთ წო­ნა­ში. ას­ტრო­ლო­გია და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლი წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს.

ვერ­ძი

თქვენ მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბი უნდა მი­ი­ღოთ. უარი არ უნდა თქვათ ხახვსა და ნი­ორ­ზე, სა­ნე­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი უნდა შე­ზღუ­დოთ. თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა გრე­ი­პფ­რუ­ტი და სა­ზამ­თრო. ბოსტნე­უ­ლი­დან - სტა­ფი­ლო, ბო­ლო­კი, ნე­ბის­მი­ე­რი წი­წა­კა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ცხვრი­სა და თხის ხორცსაც.

სას­მე­ლე­ბი­დან მი­სა­ღე­ბია შამ­პა­ნუ­რი, ოღონდ მხო­ლოდ ორი-სამი ბო­კა­ლი. თუ არ გინ­დათ, თა­ვის ტკი­ვი­ლებ­მა შე­გა­წუ­ხოთ, უარი თქვით წი­თელ ღვი­ნო­ზე. ვერ­ძებ­მა ალ­კოჰო­ლი ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნოთ და სას­მე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არ უნდა აუ­რი­ოთ.

კურო

თქვენ სიმ­სუქ­ნის­კენ გაქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ამი­ტომ მუდ­მი­ვად უნდა აკონ­ტრო­ლოთ წონა. მთა­ვა­რი საკ­ვე­ბი სა­ქონ­ლის ხორ­ცია, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხილი და კენკროვ­ნე­ბი. კურო პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა წი­თელ ღვი­ნო­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ხევ­რად მშრალ­სა და ნა­ხევ­რად ტკბილს.

ტყუ­პი

ტყუ­პის ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი მსუ­ბუ­ქი უნდა იყოს. მათ­თვის უპირ­ვე­ლე­სია ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი. ხი­ლი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გარ­გა­რი და ბრო­წე­უ­ლი. ბოსტნე­უ­ლი­დან - ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, პარ­კოს­ნე­ბი, ნი­ა­ხუ­რი. საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თხი­ლი, ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სპორ­ტის გუნ­დუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე ჩოგ­ბურ­თი და სირ­ბი­ლი. ტყუ­პის­თვის სა­სარ­გებ­ლოა გა­უ­ფილტრა­ვი ლუდი, ასე­ვე ხე­რე­სი, მუს­კა­ტის ღვი­ნო.

კირჩხი­ბი

ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი თქვენ­თვის თევ­ზე­უ­ლია. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ხილი და კენკრო­ვა­ნე­ბი. აგ­რეთ­ვე ლი­მო­ნი, ყუ­რძე­ნი, ქო­ქო­სი, პა­პა­ია. რა­ცი­ო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად მდი­და­რი უნდა იყოს კარ­ტო­ფი­ლით, კომ­ბოს­ტო­თი, კიტ­რით, თალ­გა­მით, გოგ­რით, ნივ­რით, კა­მი­თა და ოხ­რა­ხუ­შით. უმ­ჯო­ბე­სია, ერთი კა­თხა ლუ­დის ნაც­ვლად, ერთი სირ­ჩა არა­ყი და­ლი­ოთ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლოა მსუ­ბუ­ქი ღვი­ნო­ე­ბის და­ლე­ვა.

ლომი

ლო­მებ­მა, რომ­ლებ­საც ხში­რად აწუ­ხებთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, წონა მუდ­მი­ვად უნდა აკონ­ტრო­ლონ. მათ რა­ცი­ონ­ში ძი­რი­თა­დი ად­გი­ლი უნდა ეჭი­როს ნა­ნა­დი­რევ­სა და ში­ნა­უ­რი წყლის ფრინ­ვე­ლე­ბის ხორცს. ხი­ლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ციტ­რუ­სე­ბი და ანა­ნა­სი. ბოსტნე­უ­ლი­დან - ყა­ბა­ყი, ნი­ო­რი, პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, ტკბი­ლი და მწა­რე წი­წა­კა. მარ­ცვლე­უ­ლი­დან - ბრინ­ჯი. ქალი ლო­მე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნი­გო­ზი, მზე­სუმ­ზი­რა და ზე­თის­ხი­ლი. ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო სას­მე­ლი კი მწვა­ნე ჩაია. თუ საქ­მე ალ­კოჰო­ლამ­დე მი­ვი­და, უმ­ჯო­ბე­სია, წი­თე­ლი ან თეთ­რი კარ­გი სა­მარ­კო ღვი­ნო შე­არ­ჩი­ოთ.

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­კენ აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ამი­ტომ მათ ბოჭ­კო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი უნდა მი­ი­ღონ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა კარ­ტო­ფი­ლი და სტა­ფი­ლო. თუ მის­თვის ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, უპი­რა­ტე­სო­ბა ხბოს ხორცს უნდა მი­ა­ნი­ჭოს. სა­სარ­გებ­ლო ხილი - გარ­გა­რი და ბრო­წე­უ­ლი, ბოსტნე­უ­ლი - ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, მწვა­ნე ბარ­და და სხვა პარ­კოს­ნე­ბი, ნი­ა­ხუ­რი. ნე­ბის­მი­ე­რი თხი­ლე­უ­ლი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მშრა­ლი ღვი­ნო­ე­ბი ან მუქი ლუდი. უარი უნდა თქვან კო­ნი­აკ­ზე, ვის­კი­სა და რომ­ზე.

სას­წო­რი

სას­წო­რე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბი. რა თქმა უნდა, ხორ­ცი­სა და თევ­ზის ჭა­მაც შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ, ას­ტრო­ლოგ­თა აზ­რით, ეს საკ­ვე­ბი სას­წო­რე­ბის­თვის მძი­მეა. უარი უნდა თქვან ტკბი­ლე­ულ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჭარ­ბობ­დეს ვაშ­ლი და ყუ­რძე­ნი, ასე­ვე ფა­ფე­უ­ლი. მათ­თვის სამ­კურ­ნა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სიდ­რსა და ახალ­და­წუ­რულ ყუ­რძნის ღვი­ნოს, - ორ­გა­ნიზმს იოდს, სპი­ლენძსა და მარ­გა­ნეცს აწ­ვდი­ან, რო­მელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას სას­წო­რე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­ან.

მო­რი­ე­ლი

სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი ზღვის პრო­დუქ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თე­ლი თევ­ზი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გრე­იფ­რუ­ტი, სა­ზამ­თრო, გოგ­რა. ბოსტნე­უ­ლი­დან სა­სარ­გებ­ლოა სტა­ფი­ლო, ხახ­ვი, პარ­კოს­ნე­ბი, ტკბი­ლი წი­წა­კა, ბო­ლო­კი, ნი­ო­რი. სას­მე­ლე­ბი­დან - შამ­პა­ნუ­რი და ნე­ბის­მი­ე­რი ღვი­ნო.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნებ­მა ზამ­თრის რა­ცი­ონ­ში უნდა ჩარ­თონ და­რი­ჩი­ნი. ის სტრე­სის მო­სახ­სნე­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბია - ღო­რის ხორ­ცი, ლორი, სო­სი­სე­ბი­სა და ძეხ­ვე­ბის სა­ხე­ო­ბა. ხი­ლი­დან მათ­თვის სა­სარ­გებ­ლოა ფი­ნი­კი, ლეღ­ვი, მან­გო. რა­ცი­ონ­ში მუდ­მი­ვად უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის კომ­ბოს­ტო, ნი­ო­რი, კამა, ოხ­რა­ხუ­ში. სა­სარ­გებ­ლოა წაბ­ლი, გარ­გა­რის ჩირი. ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი და დე­სერ­ტე­ბი კი მკაც­რა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი. მშვილ­დოს­ნებს იტა­ცებთ სას­მე­ლე­ბი, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბა მშრალ ღვი­ნო­ებს უნდა მი­ა­ნი­ჭონ და არა ძლი­ერ სას­მე­ლებს.

თხის რქა

მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბა. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სახ­სრე­ბის, ძვლე­ბის, კა­ნი­სა და კბი­ლე­ბი აწუ­ხებთ. ამი­ტომ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მი­ირ­თვან ხაჭო, მა­გა­რი ყვე­ლი, კედ­რის თხი­ლი, სე­ზა­მი. უარი არ უნდა თქვან ცხვრის ხორ­ცზე. სა­სარ­გებ­ლოა - კომ­ში და ნეს­ვი. ბოსტნე­უ­ლი­დან - ჭარ­ხა­ლი, ბად­რი­ჯა­ნი, ნი­ო­რი, ოხ­რა­ხუ­ში. თხის რქამ ბევ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი უნდა და­ლი­ოს. სხვა­თა შო­რის, ისი­ნი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბი­ან ქრო­ნი­კუ­ლი ალ­კოჰო­ლი­კე­ბი. მათ შე­უძ­ლი­ათ და­ლი­ონ ერთი სირ­ჩა არა­ყი ჭა­მის წინ ან ერთი ჭიქა ღვი­ნო სა­დი­ლო­ბი­სას.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლე­ბის რა­ცი­ონ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ციტ­რუ­სი უნდა იყოს. უპირ­ვე­ლე­სი საკ­ვე­ბი წყალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზღვებ­ში, მდი­ნა­რე­ებ­სა და ტბებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა. ხი­ლი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კომ­ში და ნეს­ვი. სა­სურ­ვე­ლია, რა­ცი­ონ­ში მუდ­მი­ვად ფი­გუ­რი­რებ­დეს ბად­რი­ჯა­ნი, ჭარ­ხა­ლი, კამა, ოხ­რა­ხუ­ში. მერ­წყულ­მა მცი­რე დო­ზით უნდა მი­ირ­თვას ვის­კი და კო­ნი­ა­კი

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბის ძი­რი­თად საკ­ვებს ზღვის ნო­ბა­თი, ლი­მო­ნი­თა და პიტ­ნით შე­ზა­ვე­ბუ­ლი სა­ლა­თე­ბი უნდა იყოს. იდე­ა­ლუ­რი გარ­ნი­რია ბრინ­ჯი და წი­წი­ბუ­რა. ხი­ლი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭონ ლეღვს, ფი­ნიკს, მან­გოს, ბოსტნე­უ­ლი­დან - კომ­ბოს­ტოს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას, ნი­ორს. შე­უძ­ლი­ათ მი­ირ­თვან წი­წა­კა ჩილი, პირ­შუშ­ხა, მდოგ­ვი. სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი ჩაი ან ყავა, ალ­კოჰოლ­თან კი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ. ცო­ტა­ო­დე­ნი კო­ნი­ა­კი ან ვის­კი არ აწყენთ, მაგ­რამ ზედ­მე­ტი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა ვჭამოთ და დავლიოთ იდეალური წონა რომ შევინარჩუნოთ, დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რა ვჭამოთ და დავლიოთ იდეალური წონა რომ შევინარჩუნოთ, დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

იანვარი ის თვეა, როცა ყველა წონის მატებას უჩივის. საახალწლო დღესასწაულები უკან მოვიტოვეთ და დროა, ჩვეულ ფორმას დავუბრუნდეთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ წელიწადის სხვა დროს არ ვიმატებთ წონაში. ასტროლოგია დაგეხმარებათ გააკონტროლოთ თქვენი რაციონი და შეინარჩუნოთ იდეალური სხეული წელიწადის ნებისმიერ დროს.

ვერძი

თქვენ მსუბუქი საკვები უნდა მიიღოთ. უარი არ უნდა თქვათ ხახვსა და ნიორზე, სანელებლების რაოდენობა კი უნდა შეზღუდოთ. თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გრეიპფრუტი და საზამთრო. ბოსტნეულიდან - სტაფილო, ბოლოკი, ნებისმიერი წიწაკა, ყურადღება მიაქციეთ ცხვრისა და თხის ხორცსაც.

სასმელებიდან მისაღებია შამპანური, ოღონდ მხოლოდ ორი-სამი ბოკალი. თუ არ გინდათ, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, უარი თქვით წითელ ღვინოზე. ვერძებმა ალკოჰოლი ბოროტად არ გამოიყენოთ და სასმელები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ.

კურო

თქვენ სიმსუქნისკენ გაქვთ მიდრეკილება, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლოთ წონა. მთავარი საკვები საქონლის ხორცია, თუმცა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ხილი და კენკროვნები. კურო პატივისცემით ეპყრობა წითელ ღვინოებს, განსაკუთრებით ნახევრად მშრალსა და ნახევრად ტკბილს.

ტყუპი

ტყუპის ძირითადი საკვები მსუბუქი უნდა იყოს. მათთვის უპირველესია ფრინველის ხორცი. ხილიდან რეკომენდებულია გარგარი და ბროწეული. ბოსტნეულიდან - ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ნიახური. საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია თხილი, ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სპორტის გუნდური სახეობები, აგრეთვე ჩოგბურთი და სირბილი. ტყუპისთვის სასარგებლოა გაუფილტრავი ლუდი, ასევე ხერესი, მუსკატის ღვინო.

კირჩხიბი

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები თქვენთვის თევზეულია. რეკომენდებულია ხილი და კენკროვანები. აგრეთვე ლიმონი, ყურძენი, ქოქოსი, პაპაია. რაციონი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს კარტოფილით, კომბოსტოთი, კიტრით, თალგამით, გოგრით, ნივრით, კამითა და ოხრახუშით. უმჯობესია, ერთი კათხა ლუდის ნაცვლად, ერთი სირჩა არაყი დალიოთ. თუმცა ყველაზე სასარგებლოა მსუბუქი ღვინოების დალევა.

ლომი

ლომებმა, რომლებსაც ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წონა მუდმივად უნდა აკონტროლონ. მათ რაციონში ძირითადი ადგილი უნდა ეჭიროს ნანადირევსა და შინაური წყლის ფრინველების ხორცს. ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები და ანანასი. ბოსტნეულიდან - ყაბაყი, ნიორი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი და მწარე წიწაკა. მარცვლეულიდან - ბრინჯი. ქალი ლომებისთვის რეკომენდებულია ნიგოზი, მზესუმზირა და ზეთისხილი. ყველაზე სასარგებლო სასმელი კი მწვანე ჩაია. თუ საქმე ალკოჰოლამდე მივიდა, უმჯობესია, წითელი ან თეთრი კარგი სამარკო ღვინო შეარჩიოთ.

ქალწული

ქალწულებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ მათ ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი საკვები უნდა მიიღონ. განსაკუთრებით სასარგებლოა კარტოფილი და სტაფილო. თუ მისთვის ვეგეტარიანული საკვები მიუღებელია, უპირატესობა ხბოს ხორცს უნდა მიანიჭოს. სასარგებლო ხილი - გარგარი და ბროწეული, ბოსტნეული - ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა და სხვა პარკოსნები, ნიახური. ნებისმიერი თხილეული. რეკომენდებულია მშრალი ღვინოები ან მუქი ლუდი. უარი უნდა თქვან კონიაკზე, ვისკისა და რომზე.

სასწორი

სასწორებისთვის სასარგებლოა ვეგეტარიანული საკვები. რა თქმა უნდა, ხორცისა და თევზის ჭამაც შეუძლიათ, მაგრამ, ასტროლოგთა აზრით, ეს საკვები სასწორებისთვის მძიმეა. უარი უნდა თქვან ტკბილეულზე. სასურველია, ყოველდღიურ რაციონში ჭარბობდეს ვაშლი და ყურძენი, ასევე ფაფეული. მათთვის სამკურნალო მნიშვნელობა აქვს სიდრსა და ახალდაწურულ ყურძნის ღვინოს, - ორგანიზმს იოდს, სპილენძსა და მარგანეცს აწვდიან, რომელთა ნაკლებობას სასწორები მუდმივად განიცდიან.

მორიელი

სასარგებლოა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. განსაკუთრებით წითელი თევზი. რეკომენდებულია გრეიფრუტი, საზამთრო, გოგრა. ბოსტნეულიდან სასარგებლოა სტაფილო, ხახვი, პარკოსნები, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ნიორი. სასმელებიდან - შამპანური და ნებისმიერი ღვინო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ზამთრის რაციონში უნდა ჩართონ დარიჩინი. ის სტრესის მოსახსნელი საუკეთესო საშუალებაა. ძირითადი პროდუქტებია - ღორის ხორცი, ლორი, სოსისებისა და ძეხვების სახეობა. ხილიდან მათთვის სასარგებლოა ფინიკი, ლეღვი, მანგო. რაციონში მუდმივად უნდა ფიგურირებდეს სხვადასხვა სახეობის კომბოსტო, ნიორი, კამა, ოხრახუში. სასარგებლოა წაბლი, გარგარის ჩირი. ეგზოტიკური კერძები და დესერტები კი მკაცრადაა აკრძალული. მშვილდოსნებს იტაცებთ სასმელები, მაგრამ უპირატესობა მშრალ ღვინოებს უნდა მიანიჭონ და არა ძლიერ სასმელებს.

თხის რქა

მათთვის დამახასიათებელია კალციუმის ნაკლებობა. მათ უმრავლესობას სახსრების, ძვლების, კანისა და კბილები აწუხებთ. ამიტომ ყოველდღიურად უნდა მიირთვან ხაჭო, მაგარი ყველი, კედრის თხილი, სეზამი. უარი არ უნდა თქვან ცხვრის ხორცზე. სასარგებლოა - კომში და ნესვი. ბოსტნეულიდან - ჭარხალი, ბადრიჯანი, ნიორი, ოხრახუში. თხის რქამ ბევრი მინერალური წყალი უნდა დალიოს. სხვათა შორის, ისინი იშვიათად ხდებიან ქრონიკული ალკოჰოლიკები. მათ შეუძლიათ დალიონ ერთი სირჩა არაყი ჭამის წინ ან ერთი ჭიქა ღვინო სადილობისას.

მერწყული

მერწყულების რაციონში რაც შეიძლება მეტი ციტრუსი უნდა იყოს. უპირველესი საკვები წყალთანაა დაკავშირებული - ყველაფერი, რაც ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში მოიპოვება. ხილიდან რეკომენდებულია კომში და ნესვი. სასურველია, რაციონში მუდმივად ფიგურირებდეს ბადრიჯანი, ჭარხალი, კამა, ოხრახუში. მერწყულმა მცირე დოზით უნდა მიირთვას ვისკი და კონიაკი

თევზები

თევზების ძირითად საკვებს ზღვის ნობათი, ლიმონითა და პიტნით შეზავებული სალათები უნდა იყოს. იდეალური გარნირია ბრინჯი და წიწიბურა. ხილიდან უპირატესობა უნდა მიანიჭონ ლეღვს, ფინიკს, მანგოს, ბოსტნეულიდან - კომბოსტოს სხვადასხვა სახეობას, ნიორს. შეუძლიათ მიირთვან წიწაკა ჩილი, პირშუშხა, მდოგვი. სასარგებლოა ნებისმიერი ჩაი ან ყავა, ალკოჰოლთან კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ცოტაოდენი კონიაკი ან ვისკი არ აწყენთ, მაგრამ ზედმეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.