ავტორი:

რა ვაჩუქოთ ახლობლებს საახალწლოდ

რა ვაჩუქოთ ახლობლებს საახალწლოდ

ახალი წელი ახლოვდება და ყველა ფიქრობს, რით გაახაროს ახლობლები, რა საჩუქრები შეუჩიოს მათ. წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ბევრი არ იფიქროთ, ახლა რეტროგრადული ვენერას პერიოდში ვიმყოფებით და გემოვნებისა და მოწონების საკითხები ყველას სხვადასხვანაირად გვესმის. ის რაც მოგწონთ თქვენ, სხვა ადამიანმა შეიძლება სართოდ არ გამოიყენოს. უმჯობესია, ისეთი რამე მიართვათ, რაც თავად მას მოეწონება მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საკმარისია, მარტო მისი ზოდიაქოს ნიშანი იცოდეთ.

მაშ ასე, თუ საჩუქრის შეძენას აპირებთ:

ვერძისთვის: გაჯეტები, ქუდი, საყურე, ფიტნესის აბონემენტი, სპორტული ინვენტარი ან ის, რაც მის ჰობისთანაა კავშირში.

კუროსთვის: ლამაზი, ფუნქციური ნივთი, ჭურჭელი, საკოლექციო ნივთები, კოსმეტიკა, ძეწკვი გულსაკიდით, რა თქმა უნდა, ძვირფასი და არა ბიჟუტერია, შარფი ან უკიდურეს შემთხვევაში... ფული.

ტყუპისთვის: გაჯეტები, წიგნი, სამზარეულოს თანამედროვე ნივთი, ტრენინგების ან კურსების დაფინანსება, სერტიფიკაცი მაღაზიიდან, ბეჭედი, სამაჯურები, ხელთათმანები.

კირჩხიბისთვის: ჭურჭელი, დეკორის ელემენტი, ქოთნის ყვავილები, ხელით გაკეთებული ნივთები (სამოსი, აქსესუარები), ვერცხლის სამკაული (საყურე, ძეწკვი), ბროში ან ცოცხალი კნუტი.

ლომისთვის: რამე ბრენდული და ექსკლუზიური, მდიდრული ტორტი, ოქროს სამკაული.

ქალწულისთვის: პირველ რიგში ჰკითხეთ, რა სჭირდება თავად მას. ესიამოვნება სპა-ცენტრის ბარათი, ფული, მდიდრული საკანცელარიო ნივთები, ქამარი, ბეჭდები და სამაჯურები.

სასწორისთვის: კოსმეტიკა, სუნამო, სტატუსისა და სტილის აღმნიშვნელი ნივთი. ხელოვნების ნიმუში (ნახატი, სტატუეტი), რომანტიკული ვახშამი, კოსმეტოლოგთან ვიზიტი ან საშოპინგო ფული.

მორიელისთვის: ქვესტის ბილეთი, თილისმა, სიმბოლური სამკაული, ტრენინგის ან კურსის დაფინანსება, ყავის ნაკრები, მასაჟის კურსი, ინტიმური სახის საჩუქარი ან ფული.

მშვილდოსნისთვის: წიგნი, სამაგიდო თამაში, მისთვის საინტერესო კურსის დაფინანსება, საჩუქარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სტატუსს, მოჰგვრის შთაბეჭდილებას ან მოდაში არსებული ნივთი.

თხის რქისთვის: ნატურალური ტყავის ჩანთა ან საფულე, სახლის ან საოფისე ნივთები, ძვირფასი მეტალის საიუველირო ნაწარმი, ფული ან ნივთი, რომელსაც თავისი ისტორია, ხარისხი აქვს.

მერწყულისთვის: გაჯეტები, ნავიგატორი, ქვესტის თამაში, ყურსასმენი, მობილური, ასტროლოგის კონსულტაციის ანაზღაურება, ორიგინალური სანათი, წიგნები.

თევზებისთვის: სპა-ცენტრის ბარათი, არომატული ზეთები, სუნამო, კოსმეტიკა, თეთრეული (საწოლისაც და ინტიმურიც), აბანოს ხალათი, ფლეერი ან რომანტიკული საჩუქარი.