მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?
რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?

უნაკ­ლო და იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ეს იცის ნე­ბის­მი­ერ­მა ქალ­მა, ვი­საც პრინ­ცე­ბი­სა და რა­ინ­დე­ბის დი­ნო­ზავ­რებ­თან ერ­თად გა­და­შე­ნე­ბის პრე­ცე­დენ­ტში ეჭვი არ ეპა­რე­ბა. თუმ­ცა, მოდი, უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე თუ რა სა­ხის სი­სუს­ტე­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ყვე­ლა­ზე ხში­რად რა თვი­სე­ბე­ბის გამო გარ­ბის მათ­გან ქალი. მოკ­ლედ, ვსა­უბ­რობთ მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კის შე­სა­ხებ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

ვერ­ძი

ვერ­ძი მა­მა­კა­ცი ფი­ცხი, მო­უთ­მე­ნე­ლი და სა­შინ­ლად ინ­ფან­ტი­ლუ­რია. მას და­უ­ღა­ლა­ვად სჯე­რა, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე უკეთ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის კე­თე­ბა, ამი­ტომ მისი "მტკივ­ნე­უ­ლი წერ­ტი­ლი" თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე გა­დის. დიახ, დიახ ვერ­ძი კაცი "გა­ჭედ­ვას" მა­შინ იწყებს, როცა მას ვინ­მე პრო­ფე­სი­ულ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ეხე­ბა. ზუს­ტად აქ იწყე­ბა მისი "ის­ტე­რი­კა". ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მთე­ლი სული და გული ჩა­დოს საქ­მე­ში, რო­მე­ლიც უყ­ვარს და ამ დროს სრუ­ლი­ად და­ი­ვი­წყოს, რომ სახ­ლში საყ­ვა­რე­ლი ქალი ელო­დე­ბა და დღი­თი დღე ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბა გამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის არა­ერ­თგზის გა­ცხე­ლე­ბით. თუ ეს ქალი ცხო­ნე­ბუ­ლი დედა ტე­რე­ზას რე­ინ­კარ­ნა­ცია არ გახ­ლავთ ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ერთ დღეს მას აუ­ცი­ლებ­ლად ამო­უ­ვა ყელ­ში ვერ­ძის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და ბავ­შვუ­რი მიდ­გო­მა ზო­გა­დად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მო­დანს სწრა­ფი ტემ­პით ჩა­ა­ლა­გებს და რო­მე­ლი­მე უფრო სტა­ბი­ლურ პარტნი­ორ­თან გა­და­ბარ­გდე­ბა.

Astrologia

კურო

კუ­როს ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი ალ­ბათ სი­ზან­ტე და კომ­ფორ­ტის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. პრინ­ციპ­ში ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ფული და მისი შოვ­ნაც არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ, მაგ­რამ ამ ფულს კურო, რო­გორც წესი, იმი­ტომ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ ისევ ოჯახს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მო­ახ­მა­როს. თუმ­ცა კუ­რო­ებ­საც ტო­ვე­ბენ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად იმ მი­ზე­ზით, რომ მათ გვერ­დით ყოფ­ნა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი ხდე­ბა. მისი მო­ნო­ტო­ნუ­რი სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი-სამ­სა­ხუ­რი-სახ­ლი, კვი­რა­ში ერთხელ "დი­ვა­ნის დღე" (შა­ბა­თი) და "ლუ­დის დღე" (კვი­რა) შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ტა­ნელ რუ­ტი­ნად იქ­ცეს. მით უმე­ტეს, თუკი პარტნი­ო­რი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, იგი ისე მი­ა­ტო­ვებს კუ­როს ეს უკა­ნას­კნე­ლი, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გა­ი­გებს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ და როცა გა­ი­გებს, კი­დევ დიდ­ხანს არ და­ი­ჯე­რებს.

Astrologia

ტყუ­პი

მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ქალ­მა ტყუ­პი მა­მა­კა­ცი უამ­რა­ვია. თუმ­ცა ამ მი­ზე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამ ქა­რიზ­მა­ტულ ხუ­ლი­გან­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიდი ხნის მან­ძილ­ზე პა­ტი­ო­ბენ მას ათას­გვა­რი სა­ხის უგ­ვან საქ­ცი­ელს, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ ყელ­ში არ ამო­უ­ვათ მისი ქცე­ვა და იმ დას­კვნამ­დე არ მივ­ლენ, რომ ეს კაცი არა­სო­დეს შე­იც­ვლე­ბა. ტყუ­პის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, თუმ­ცა მა­ინც შე­ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მო­ვიყ­ვა­ნო "ნივთმტკი­ცე­ბად" – გა­მუდ­მე­ბით ცვა­ლე­ბა­დი გან­წყო­ბა, და­უ­ღა­ლა­ვი ლაქ­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლო? მგო­ნი საკ­მა­რი­სია ეს ნუს­ხა სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­მა ასე­თი კა­ცის გვერ­დით გა­ჩე­რე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით უბ­რა­ლოდ ვე­ღარ აი­ტა­ნოს. მარ­თა­ლია, მას­თან არა­სო­დეს მო­ი­წყენ და იგი ამ ქვეყ­ნად ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მას, მათ შო­რის თქვე­ნი და მისი სა­მუ­და­მო და­შო­რე­ბის სა­კითხს იუ­მო­რით გა­ნი­ხი­ლავს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ხომ არ ეცი­ნე­ბა ადა­მი­ანს?

Astrologia

კირჩხი­ბი

აი, თუ მარ­თლა გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენს მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით ე.წ. " მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კა" კირჩხიბ­თან გა­ა­ბით რო­მა­ნი, მერე კი უგზო-უკვლოდ მი­ა­ტო­ვეთ. კიბო მა­მა­კა­ცე­ბი მარ­თა­ლია ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ მათ აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი თა­ვი­სი ამ ზრუნ­ვით სუ­ლის ხუთ­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნონ ადა­მი­ა­ნი. კირჩხი­ბი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნი ნა­ტუ­რაა. ამი­ტომ თუ ერთხელ მა­ინც წა­მოგცდათ, რომ სა­მა­რად­ჟა­მოდ მისი ხართ და იგი კუ­ბოს კა­რამ­დე გეყ­ვა­რე­ბათ, მერ­წმუ­ნეთ, აზ­რის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ამ კა­რის დი­ზა­ინ­ზე თა­ვად თქვე­ნი ყო­ფი­ლი კირჩხი­ბი იზ­რუ­ნებს. კირჩხი­ბის აუ­ტა­ნელ თვი­სე­ბებს შო­რის შე­დის წუ­წუ­ნი, ფსევ­დო-დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა (როცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ცუ­დად კი არ არის, უბ­რა­ლოდ დაყ­ვა­ვე­ბა და მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა თქვენ­გან), სი­ძუნ­წე – რა­ტომ უნდა ხარ­ჯოს "მაკ­დო­ნალდსის" უხა­რის­ხო საკ­ვებ­ში ფული, როცა არ­სე­ბობს ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც თვე­ში ერთხელ თუ არა წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც მო­ა­ხერ­ხებთ წას­ვლას და ნორ­მა­ლურ კერ­ძებს და­ა­გე­მოვ­ნებთ. არა­და, ხომ ხდე­ბა ხან­და­ხან კაცს "მაკ­დო­ნალდსის" ფრი ურ­ჩევ­ნია მდიდ­რუ­ლი რეს­ტორ­ნის კუს სუპს, მაგ­რამ კირჩხი­ბის გა­დარ­წმუ­ნე­ბა ამა­ოა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მის მი­ტო­ვე­ბას გა­და­წყვე­ტეთ, ცოტა ხნით მა­ინც, იმ მო­ტი­ვით, რომ თქვენს ჭკუ­ა­ზე მო­კა­ლათ­დეთ "მაკ­დო­ნალდსში" საყ­ვა­რე­ლი ბიგ-მა­კის საჭ­მე­ლად, მო­გი­წევთ შეც­ვა­ლოთ არა­მარ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, არა­მედ სამ­სა­ხუ­რი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თიც. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კის მთელ სე­რი­ალს ნა­ხავთ.

Astrologia

ლომი

მა­მა­კა­ცი ლო­მის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ მას თავი და­ბა­დე­ბი­დან იმ­პე­რა­ტო­რად ან სულ მცი­რე, მე­ფედ წარ­მო­უდ­გე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ იმ ქა­ლე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, ვი­საც ჩად­რის ტა­რე­ბა და რე­ვე­რან­სის კე­თე­ბა ეხერ­ხე­ბა ან ეხა­ლი­სე­ბა, მა­შინ რო­გორ­მე აი­ტანთ სახ­ლში "სა­ო­ჯა­ხო ტი­რანს", თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ მოკ­ლე ხან­ში აორ­თქლდე­ბა ლო­მუ­რი ის­ტე­რი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მებ­ზე ამ მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბი­დან. თქვენ მე­კი­თხე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად რა დროს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კა? ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ ცუ­ნა­მი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა და­გა­ტყდეთ თავ­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­შინ, როცა აბა­ზა­ნა­ში კომ­ფორ­ტუ­ლად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ნე­ბივ­რობთ, ის კი უკვე მე­ო­რე შე­ტყო­ბი­ნე­ბას გწერთ და ამა­ოდ ელის თქვენ­გან პა­სუხს, ამა­სო­ბა­ში კი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თმა თან­და­თან უხუ­ჭუჭ­დე­ბა. პრინ­ციპ­ში, ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ისე­დაც ტალ­ღო­ვა­ნი თმა აქვს. თუმ­ცა მი­მიხ­ვდით ალ­ბათ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით ნათ­ქვამს. მოკ­ლედ, თუკი თავს მორ­ჩი­ლი ქა­ლე­ბის სი­ა­ში მო­ი­აზ­რებთ, და­ტეს­ტეთ იქ­ნებ მო­გე­წო­ნოთ კი­დეც "ლო­მუ­რი ის­ტე­რი­კა" და კი­დევ დიდ­ხანს შერ­ჩეთ ერ­თმა­ნეთს თქვენ და თქვე­ნი "ჯუნ­გლე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი".

Astrologia

ქალ­წუ­ლი

აი, ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი ის ერ­თა­დერ­თი, უნი­კა­ლუ­რი ეგ­ზემპლა­რია, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს იქეთ და­მარ­თოს ის­ტე­რი­კა. იგი უზო­მოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ფრთხი­ლია. ალ­ბათ იტყვით, განა ასეთ მა­მა­კაც­ზე არ ოც­ნე­ბობს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაო? არა, არა და არა. მისი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა პე­დან­ტიზ­მია, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ როცა იგი ოთხის თხუთ­მეტ წუთ­ზე გი­ნიშ­ნავთ პა­ე­მანს, თქვენ ოთხის ოც წუთ­ზე მი­სულს ად­გილ­ზე აღარ დაგ­ხვდე­ბათ და სულ არ აინ­ტე­რე­სებს მას ე.წ. "ქა­ლუ­რი თა­ვის და­ფა­სე­ბე­ბი" და მი­თე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბის სინ­დრომ­ზე, რო­მელ­საც სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს სხვა მა­მა­კა­ცე­ბი დიდსუ­ლოვ­ნად პა­ტი­ო­ბენ. მისი დახ­ვე­წი­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ჰალ­სტუ­ხის ფე­რის და თქვე­ნი ფრჩხი­ლის ლა­ქის ზუსტ შე­ხა­მე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. მისი სიფრ­თხი­ლე კი გა­მუდ­მე­ბუ­ლი პა­რა­ნო­ი­აა არარ­სე­ბუ­ლი (მე­დი­ცინს სფე­რო­ში ჯერ არ­გა­მო­გო­ნი­ლი) და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ჰოდა, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოქ­მუ­ლის შემ­დეგ, თუ თქვენ თა­ვად არ და­გე­მარ­თე­ბათ ის­ტე­რი­კის მწვა­ვე შე­ტე­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი ბა­ტო­ნო, გზა ხსნი­ლია ქალ­წუ­ლი ზუს­ტად ის მა­მა­კა­ცია, ვინც თქვენ გჭირ­დე­ბათ.

სას­წო­რი

სას­წო­რი მა­მა­კა­ცი ბუ­ნე­ბით რბი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. ის იმ იშ­ვი­ათ მა­მა­კაც­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვის­თვი­საც ემო­ცი­ე­ბის მო­ფე­რე­ბით, ჩა­ხუ­ტე­ბით და ზოგ­ჯერ ენის მო­ჩლე­ქით გა­მო­ხატ­ვაც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გა­რან­ტი­ას არ აძ­ლევს მას, რომ საყ­ვა­რე­ლი ქალი მას­თან სა­მა­რად­ჟა­მოდ გაძ­ლებს. აი, სწო­რედ აქ იწყე­ბა სას­წო­რის ის­ტე­რი­კა. მისი ის­ტე­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა კი მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. გა­იხ­სე­ნეთ სას­წო­რის გა­მუდ­მე­ბით მერ­ყე­ვი ორი პინა, რო­მე­ლიც ხე­ლის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე მრა­ვალ­სა­ა­თი­ან რყე­ვას იწყებს. ზუს­ტად იგი­ვე ემარ­თე­ბა სას­წორ მა­მა­კაცს, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ვებს. მისი ჰარ­მო­ნი­უ­ლი სამ­ყა­რო რღვე­ვას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბაც. რაც, რაღა თქმა უნდა, სა­ბო­ლო­ოდ მას ის­ტე­რი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვანს. რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ სხვა დროს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნად მომ­ღი­მა­რი სას­წო­რი გარ­შე­მო მყო­ფებს სა­კუ­თა­რი "ბომ­ჟუ­რი" იმი­ჯით, გა­უ­პარ­სა­ვი წვე­რი­თა და ალ­კოჰო­ლის ამო­ნა­ორ­თქლით გა­ა­ოგ­ნებს. და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ სა­ნამ იგი არ იპო­ვის ახალ ობი­ექტს სა­კუ­თა­რი, რყე­ვა­შერ­ყე­უ­ლი პი­ნე­ბის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად.

Astrologia

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­დან კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხედ­ვის უნა­რით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ის­ტე­რი­კა­ში ჩაგ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. უფრო პი­რი­ქით, ის თა­ვად აგ­დებს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პა­ნი­კა­სა და ის­ტრი­კა­ში, შემ­დეგ კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხა­ლი­სობს ამით. მო­რი­ე­ლის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ხომ ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბაა. თუმ­ცა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მოკ­ვდავს, მო­რი­ელ მა­მა­კაც­საც გა­აჩ­ნია, მარ­თა­ლია, კარ­გად შე­ნიღ­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი. მო­რი­ე­ლი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია. ამი­ტომ ქალი, რო­მე­ლიც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­დის მზად უნდა იყოს იმის­თვის, რომ მისი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბი­დან, ვი­ღა­ცის "მფლო­ბე­ლო­ბით" შე­იც­ვლე­ბა. დიახ, დიახ განა სხვა სა­ხე­ლი ჰქვია მდგო­მა­რე­ო­ბას როცა მა­მა­კა­ცი აზ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს თქვენ გარ­შე­მო: დღის გან­რიგს, სა­მუ­შაო გრა­ფიკს, მე­გობ­რებს, მტრებს, ნა­თე­სა­ვებს, ყო­ფი­ლებს და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი არაა რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეს სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კურ ქალს მო­რი­ე­ლის მარ­წუ­ხე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ თქვენ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეთ, მო­რი­ელს მა­ინც ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ეყო­ლე­ბით მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში და ყვე­ლა თქვენს ნა­ბიჯს გულ­მოდ­გი­ნედ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლოდ მო­ი­მა­ტებს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ფა­ტა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი (მაგ. ქუ­ჩა­ში მშვი­დად მო­სე­ირ­ნეს თავ­ში ყვა­ვი­ლის ქო­თა­ნი და­გე­ცე­მათ, თქვე­ნი ჩავ­ლი­სას მო­უნ­დე­ბათ მუ­შებს კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ლუ­კის ახდა და ა.შ.)

Astrologia

მშვილ­დო­სან

მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, ამი­ტომ მისი ბუ­ნე­ბა და სი­ტყვა "ის­ტე­რი­კა" ერ­თმა­ნე­თის­გან ისე შორ­საა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო და სამ­ხრეთ აფ­რი­კა. მარ­თა­ლია, სა­ი­მი­სოდ რომ მას­ზე გაბ­რაზ­დეს ნე­ბის­მი­ერ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი აქვს – და­წყე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მისი გაზ­ვი­ა­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბით და ამაო და­პი­რე­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი მშვილ­დო­სა­ნი იმ უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მყა­რად სჯე­რა, რომ შე­უც­ვლე­ლი ქა­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. უფრო მე­ტიც, იგი ხში­რად რამ­დე­ნი­მე იდე­ა­ლის დევ­ნა­საც ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს ისე, რომ ამის გამო სინ­დი­სის ქენ­ჯნა ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებს. მან ხომ ზუს­ტად არ იცის, რო­მე­ლი ერთი აღ­მოჩ­ნდე­ბა "ის ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი" რომ­ლის პოვ­ნა­ზეც იგი მთე­ლი სი­ცო­ცხლე ოც­ნე­ბობ­და. მშვილ­დო­სა­ნი ბავ­შვუ­რი, იდე­ა­ლის­ტი და მე­ოც­ნე­ბეა. ამი­ტომ მისი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თვის წა­ა­გავს ანცი თი­ნე­ი­ჯე­რის ქცე­ვას და რა ასაკ­შიც არ უნდა იყოს იგი, ამ­გვარ საქ­ცი­ელს ვერც ვე­რა­სო­დეს მო­იშ­ლის. ამი­ტომ ქალს, რო­მელ­საც მისი ხან­გრძლი­ვი ვა­დით "გა­მო­ჭე­რა" უნდა, დიდი მოთ­მი­ნე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ეს მო­უს­ვე­ნა­რი არ­სე­ბა დიდი ხნით გა­ა­ბას მა­ხე­ში თუ არა­და გზა ხსნი­ლია. მშვილ­დო­სა­ნი ის­ტე­რი­კა­ში მა­ინც არა­სო­დეს ჩა­ვარ­დე­ბა თქვენ გამო. ამ­ქვეყ­ნად ხომ უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ქალი და­დის სრუ­ლი­ად მარ­ტო, მე­წყვი­ლის გა­რე­შე.

Astrologia

თხის რქა

ამ გა­რეგ­ნუ­ლად ამაყ, ჯმუხ და ყი­ნუ­ლის­სა­ხი­ან მა­მა­კაცს სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ რბი­ლი გული და სა­თუ­თი ნევ­რუ­ლი სის­ტე­მა გა­აჩ­ნია. თხის რქა სა­ტურ­ნის შვი­ლია. სა­ტურ­ნი კი ნე­ბის­მი­ერ მის გავ­ლე­ნა­ში მყოფს დეპ­რე­სი­ის მძი­მე ხუნ­დე­ბით აჯილ­დო­ებს. ამი­ტომ, რაც არ უნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მდი­და­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყოს მა­მა­კა­ცი თხის რქა, ში­ნა­გა­ნად ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნია მას კომ­პლექ­სე­ბის ვრცე­ლი ნუს­ხა, რო­მელ­საც იგი გულ­მოდ­გი­ნედ მა­ლავს, მა­ნამ სა­ნამ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში რო­მე­ლი­მე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­მოშ­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას და­უშ­ვებს. თუმ­ცა, ეს რომ მოხ­დეს, თხის რქა მა­ნამ­დე ამ უკა­ნას­კნელს ყვე­ლა სა­ხის "პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბას" ჩა­უ­ტა­რებს. ვა­ი­და, ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტმა მისი იმე­დე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლოს. თუმ­ცა, შეც­დო­მე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არც ერთი მოკ­ვდა­ვი არ გახ­ლავთ, მათ შო­რის არც თხის რქა. ამი­ტომ ისეც ხდე­ბა, რომ იგი ე.წ. "ჩუმ ის­ტე­რი­კა­ში" ვარ­დე­ბა, როცა ცოლი მას სი­ძუნ­წის, ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ან უე­მო­ცი­ო­ბის გამო მი­ა­ტო­ვებს. თხის რქას არ უყ­ვარს გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბა, ამი­ტომ იგი ის­ტე­რი­კა­საც თა­ვის­თვის, ჯი­უ­ტი მდუ­მა­რე­ბით გა­და­ა­გო­რებს. თუმ­ცა ამ დროს მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა საგ­რძნობ­ლად და­ზი­ან­დე­ბა და სა­ტურ­ნუ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­იდ­გამს ფეს­ვებს მის გულ­ში. რაც, რაღა თქმა უნდა, მის მო­მა­ვალ პარტნი­ორს და­ა­ზა­რა­ლებს და ასე მო­მა­ვალ "ის­ტე­რი­კამ­დე".

Astrologia

მერ­წყუ­ლი

მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი, მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცის მსგავ­სად ის­ტე­რი­კის შე­ტე­ვე­ბით ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად იტან­ჯე­ბა. პი­რი­ქით, მას თა­ვად აქვს უნა­რი ის­ტე­რი­კამ­დე მი­იყ­ვა­ნოს ქალი, თუმ­ცა შემ­დეგ არც მისი და­წყნა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. გა­საკ­ვი­რი რო­დია, რომ მერ­წყუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბი­ან ფსი­ქი­ატ­რე­ბი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი. მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და კვლე­ვა. ამას­თან ერ­თად, მერ­წყულს არა­სო­დეს მი­აჩ­ნია სა­ჭი­როდ ვინ­მეს წი­ნა­შე თავი იმარ­თლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით აპი­რებს ყოფ­ნას, იმ ფაქტსაც უნდა იყოს შე­გუ­ე­ბუ­ლი რომ მისი მერ­წყუ­ლი მას არა­სო­დეს ჩა­ა­ყე­ნებს საქ­მის კურ­სში იმის თა­ო­ბა­ზე თუ რას, რა­ტომ და რო­დის აკე­თებს. მერ­წყუ­ლი ბუ­ნე­ბით ჰუ­მა­ნის­ტია, იგი ყო­ველ­თვის მზა­დაა დახ­მა­რე­ბის და მე­გობ­რო­ბის ხელი გა­უ­წო­დოს ნე­ბის­მი­ერს და­წყე­ბუ­ლი მე­ე­ზო­ვი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტამ­დე. თუ მისი ამ­გვა­რი "გუ­ლუხ­ვო­ბა" გა­ღი­ზი­ა­ნებთ და ისე­თი მა­მა­კა­ცი გირ­ჩევ­ნი­ათ, ვინც სა­კუ­თარ ფულს, ემო­ცი­ებ­სა და ძა­ლებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ­ზე და­ხარ­ჯავს, და­მი­ჯე­რეთ, მერ­წყულ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას თქვენ თვი­თონ გექ­ნე­ბათ ის­ტე­რი­კა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. იმი­ტომ რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს არ შე­უძ­ლია ისეთ "ვიწ­რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია რო­გო­რი­ცაა – ოჯა­ხი და სახ­ლი.

Astrologia

თევ­ზე­ბი

თევ­ზი მა­მა­კა­ცი ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი პი­როვ­ნე­ბაა. იმ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, როცა მისი პი­რა­დი რუკა ცე­ცხლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი­თაა "გა­მაგ­რე­ბუ­ლი". ტი­პი­უ­რი თევ­ზი კა­ცის ის­ტე­რი­კა­ში ჩაგ­დე­ბა მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. უფრო მე­ტიც, იგი ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­კე­თებს, თევ­ზე­ბი ხომ ბუ­ნე­ბით მა­ზო­ხის­ტე­ბი არი­ან, თა­ნაც ასე ხომ მო­რი­გი სა­ბა­ბი გა­უჩ­ნდე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ჭი­ქის ასა­წე­ვად". ჰოდა, ასეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას რო­მე­ლი თავ­მოყ­ვა­რე თევ­ზი გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან? ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რობთ, თუმ­ცა ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად რომ ვი­სა­უბ­როთ, მი­ზე­ზი იმი­სა რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს ქალს თევ­ზი მა­მა­კა­ცის მი­ტო­ვე­ბა ხში­რად არა­თუ საკ­მა­რი­სი, საკ­მა­რის­ზე ბევ­რად მე­ტია. და­წყე­ბუ­ლი მისი ინ­ფან­ტი­ლუ­რი ხა­სი­ა­თით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბით. მას ხომ ახ­ლან­დე­ლი, ყო­ფი­ლი და მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რი ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს, რა ქნას თუ არც ერთი ეთ­მო­ბა და­სა­კარ­გად? იგი ხომ ძა­ლი­ან ხათ­რი­ა­ნია, ჰოდა, თუკი ოდეს­მე არა­ბი შე­ი­ხის ცო­ლო­ბა­ზე გი­ოც­ნე­ბი­ათ, შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, რომ მა­მა­კა­ცი თევ­ზი ამ ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად გიქ­ცევთ. თუმ­ცა ამ ოც­ნე­ბას ბო­ნუ­სად აღ­მო­სავ­ლუ­რი ეგ­ზო­ტი­კა და მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად არ მოჰ­ყვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?

რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?

უნაკლო და იდეალური მამაკაცები არ არსებობენ. ეს იცის ნებისმიერმა ქალმა, ვისაც პრინცებისა და რაინდების დინოზავრებთან ერთად გადაშენების პრეცედენტში ეჭვი არ ეპარება. თუმცა, მოდი, უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმაზე თუ რა სახის სისუსტეები გააჩნიათ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს და ყველაზე ხშირად რა თვისებების გამო გარბის მათგან ქალი. მოკლედ, ვსაუბრობთ მამაკაცური ისტერიკის შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძი მამაკაცი ფიცხი, მოუთმენელი და საშინლად ინფანტილურია. მას დაუღალავად სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი საქმის კეთება, ამიტომ მისი "მტკივნეული წერტილი" თავმოყვარეობაზე გადის. დიახ, დიახ ვერძი კაცი "გაჭედვას" მაშინ იწყებს, როცა მას ვინმე პროფესიულ თავმოყვარეობაზე ეხება. ზუსტად აქ იწყება მისი "ისტერიკა". ამ ადამიანს შეუძლია, მთელი სული და გული ჩადოს საქმეში, რომელიც უყვარს და ამ დროს სრულიად დაივიწყოს, რომ სახლში საყვარელი ქალი ელოდება და დღითი დღე ნერვები ეშლება გამზადებული კერძის არაერთგზის გაცხელებით. თუ ეს ქალი ცხონებული დედა ტერეზას რეინკარნაცია არ გახლავთ ამ ცხოვრებაში, ერთ დღეს მას აუცილებლად ამოუვა ყელში ვერძის უყურადღებობა და ბავშვური მიდგომა ზოგადად პასუხისმგებლობის საკითხის მიმართ. შესაბამისად, ჩემოდანს სწრაფი ტემპით ჩაალაგებს და რომელიმე უფრო სტაბილურ პარტნიორთან გადაბარგდება.

Astrologia

კურო

კუროს ყველაზე დიდი ნაკლი ალბათ სიზანტე და კომფორტის გადამეტებული სიყვარულია. პრინციპში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ფული და მისი შოვნაც არანაკლებად უყვართ, მაგრამ ამ ფულს კურო, როგორც წესი, იმიტომ გამოიმუშავებს, რომ ისევ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოახმაროს. თუმცა კუროებსაც ტოვებენ საყვარელი ქალები, ძირითადად იმ მიზეზით, რომ მათ გვერდით ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი ხდება. მისი მონოტონური სახლი-სამსახური-სამსახური-სახლი, კვირაში ერთხელ "დივანის დღე" (შაბათი) და "ლუდის დღე" (კვირა) შეიძლება ბუნებით აქტიური ადამიანისთვის აუტანელ რუტინად იქცეს. მით უმეტეს, თუკი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, იგი ისე მიატოვებს კუროს ეს უკანასკნელი, ალბათ ყველაზე ბოლოს გაიგებს ამ ფაქტის შესახებ და როცა გაიგებს, კიდევ დიდხანს არ დაიჯერებს.

Astrologia

ტყუპი

მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიატოვოს ქალმა ტყუპი მამაკაცი უამრავია. თუმცა ამ მიზეზების მიუხედავად ამ ქარიზმატულ ხულიგანზე შეყვარებული სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდი ხნის მანძილზე პატიობენ მას ათასგვარი სახის უგვან საქციელს, სანამ საბოლოოდ ყელში არ ამოუვათ მისი ქცევა და იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ ეს კაცი არასოდეს შეიცვლება. ტყუპის ნაკლოვანებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც შევეცდები რამდენიმე მათგანი მოვიყვანო "ნივთმტკიცებად" – გამუდმებით ცვალებადი განწყობა, დაუღალავი ლაქლაქის სიყვარული, არაპროგნოზირებადობა, მუდმივი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და პასუხისმგებლობების აბსოლუტური უგულვებელყოფა. კიდევ გავაგრძელო? მგონი საკმარისია ეს ნუსხა საიმისოდ, რომ ქალმა ასეთი კაცის გვერდით გაჩერება ხანგრძლივი დროით უბრალოდ ვეღარ აიტანოს. მართალია, მასთან არასოდეს მოიწყენ და იგი ამ ქვეყნად ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის თქვენი და მისი სამუდამო დაშორების საკითხს იუმორით განიხილავს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ეცინება ადამიანს?

Astrologia

კირჩხიბი

აი, თუ მართლა გაინტერესებთ, რას წარმოადგენს მთელი თავისი სისავსით ე.წ. " მამაკაცური ისტერიკა" კირჩხიბთან გააბით რომანი, მერე კი უგზო-უკვლოდ მიატოვეთ. კიბო მამაკაცები მართალია ძალიან მზრუნველები არიან, მაგრამ მხოლოდ მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი თავისი ამ ზრუნვით სულის ხუთვამდე მიიყვანონ ადამიანი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანი ნატურაა. ამიტომ თუ ერთხელ მაინც წამოგცდათ, რომ სამარადჟამოდ მისი ხართ და იგი კუბოს კარამდე გეყვარებათ, მერწმუნეთ, აზრის შეცვლის შემთხვევაში ამ კარის დიზაინზე თავად თქვენი ყოფილი კირჩხიბი იზრუნებს. კირჩხიბის აუტანელ თვისებებს შორის შედის წუწუნი, ფსევდო-დეპრესიული მდგომარეობა (როცა სინამდვილეში ცუდად კი არ არის, უბრალოდ დაყვავება და მოფერება სჭირდება თქვენგან), სიძუნწე – რატომ უნდა ხარჯოს "მაკდონალდსის" უხარისხო საკვებში ფული, როცა არსებობს ფეშენებელური რესტორნები, სადაც თვეში ერთხელ თუ არა წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხებთ წასვლას და ნორმალურ კერძებს დააგემოვნებთ. არადა, ხომ ხდება ხანდახან კაცს "მაკდონალდსის" ფრი ურჩევნია მდიდრული რესტორნის კუს სუპს, მაგრამ კირჩხიბის გადარწმუნება ამაოა. შესაბამისად, თუ მის მიტოვებას გადაწყვეტეთ, ცოტა ხნით მაინც, იმ მოტივით, რომ თქვენს ჭკუაზე მოკალათდეთ "მაკდონალდსში" საყვარელი ბიგ-მაკის საჭმელად, მოგიწევთ შეცვალოთ არამარტო ტელეფონის ნომერი, არამედ სამსახური და საცხოვრებელი მისამართიც. სხვა შემთხვევაში მამაკაცური ისტერიკის მთელ სერიალს ნახავთ.

Astrologia

ლომი

მამაკაცი ლომის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას თავი დაბადებიდან იმპერატორად ან სულ მცირე, მეფედ წარმოუდგენია. შესაბამისად, თუ იმ ქალების რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც ჩადრის ტარება და რევერანსის კეთება ეხერხება ან ეხალისება, მაშინ როგორმე აიტანთ სახლში "საოჯახო ტირანს", თუმცა თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალი სავარაუდოდ მოკლე ხანში აორთქლდება ლომური ისტერიკის გამოვლინების პირველივე სიმპტომებზე ამ მამაკაცის ცხოვრებიდან. თქვენ მეკითხებით, კონკრეტულად რა დროს არის მოსალოდნელი ზემოხსენებული ისტერიკა? ამის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ცუნამი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგატყდეთ თავზე. მაგალითად, მაშინ, როცა აბაზანაში კომფორტულად მოკალათებული ნებივრობთ, ის კი უკვე მეორე შეტყობინებას გწერთ და ამაოდ ელის თქვენგან პასუხს, ამასობაში კი ნერვიულობისგან თმა თანდათან უხუჭუჭდება. პრინციპში, ლომების უმრავლესობას ისედაც ტალღოვანი თმა აქვს. თუმცა მიმიხვდით ალბათ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამს. მოკლედ, თუკი თავს მორჩილი ქალების სიაში მოიაზრებთ, დატესტეთ იქნებ მოგეწონოთ კიდეც "ლომური ისტერიკა" და კიდევ დიდხანს შერჩეთ ერთმანეთს თქვენ და თქვენი "ჯუნგლების მბრძანებელი".

Astrologia

ქალწული

აი, ქალწული მამაკაცი ის ერთადერთი, უნიკალური ეგზემპლარია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს იქეთ დამართოს ისტერიკა. იგი უზომოდ მოწესრიგებული, პუნქტუალური, დახვეწილი, გაწონასწორებული და ფრთხილია. ალბათ იტყვით, განა ასეთ მამაკაცზე არ ოცნებობს ქალების უმრავლესობაო? არა, არა და არა. მისი მოწესრიგებულობა პედანტიზმია, პუნქტუალურობა ნიშნავს იმას, რომ როცა იგი ოთხის თხუთმეტ წუთზე გინიშნავთ პაემანს, თქვენ ოთხის ოც წუთზე მისულს ადგილზე აღარ დაგხვდებათ და სულ არ აინტერესებს მას ე.წ. "ქალური თავის დაფასებები" და მითები ქრონიკული დაგვიანების სინდრომზე, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს სხვა მამაკაცები დიდსულოვნად პატიობენ. მისი დახვეწილობა, საკუთარი ჰალსტუხის ფერის და თქვენი ფრჩხილის ლაქის ზუსტ შეხამებაში მდგომარეობს. მისი სიფრთხილე კი გამუდმებული პარანოიაა არარსებული (მედიცინს სფეროში ჯერ არგამოგონილი) დაავადებების შესახებ. ჰოდა, ყოველივე ზემოქმულის შემდეგ, თუ თქვენ თავად არ დაგემართებათ ისტერიკის მწვავე შეტევა მასთან ურთიერთობისას კი ბატონო, გზა ხსნილია ქალწული ზუსტად ის მამაკაცია, ვინც თქვენ გჭირდებათ.

სასწორი

სასწორი მამაკაცი ბუნებით რბილი, თავაზიანი და მოსიყვარულეა. ის იმ იშვიათ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება, ვისთვისაც ემოციების მოფერებით, ჩახუტებით და ზოგჯერ ენის მოჩლექით გამოხატვაც კი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა ეს ყველაფერი იმის გარანტიას არ აძლევს მას, რომ საყვარელი ქალი მასთან სამარადჟამოდ გაძლებს. აი, სწორედ აქ იწყება სასწორის ისტერიკა. მისი ისტერიულ მდგომარეობამდე მიყვანა კი მარტივზე მარტივი საქმეა. გაიხსენეთ სასწორის გამუდმებით მერყევი ორი პინა, რომელიც ხელის შეხებისთანავე მრავალსაათიან რყევას იწყებს. ზუსტად იგივე ემართება სასწორ მამაკაცს, რომელსაც საყვარელი ქალი მოულოდნელად ტოვებს. მისი ჰარმონიული სამყარო რღვევას იწყებს. შესაბამისად, ირღვევა მისი ფსიქოლოგიური წონასწორობაც. რაც, რაღა თქმა უნდა, საბოლოოდ მას ისტერიკულ მდგომარეობამდე მიიყვანს. რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა დროს მოწესრიგებული, გემოვნებიანი და თავაზიანად მომღიმარი სასწორი გარშემო მყოფებს საკუთარი "ბომჟური" იმიჯით, გაუპარსავი წვერითა და ალკოჰოლის ამონაორთქლით გააოგნებს. და ეს მდგომარეობა გაგრძელდება მანამ სანამ იგი არ იპოვის ახალ ობიექტს საკუთარი, რყევაშერყეული პინების დასაბალანსებლად.

Astrologia

მორიელი

მორიელები დაბადებიდან კარგი ფსიქოლოგიური ხედვის უნარით არიან დაჯილდოებული. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ისტერიკაში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელია. უფრო პირიქით, ის თავად აგდებს ქალების უმრავლესობას პანიკასა და ისტრიკაში, შემდეგ კი შესანიშნავად ხალისობს ამით. მორიელის საყვარელი საქმიანობა ხომ ადამიანებით მანიპულირებაა. თუმცა, როგორც ნებისმიერ მოკვდავს, მორიელ მამაკაცსაც გააჩნია, მართალია, კარგად შენიღბული, მაგრამ მაინც სუსტი წერტილები. მორიელი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანია. ამიტომ ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობაზე მიდის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი საზოგადოებრივი სტატუსი თავისუფალი პიროვნებიდან, ვიღაცის "მფლობელობით" შეიცვლება. დიახ, დიახ განა სხვა სახელი ჰქვია მდგომარეობას როცა მამაკაცი აზრებით დაწყებული ყველაფერს აკონტროლებს თქვენ გარშემო: დღის განრიგს, სამუშაო გრაფიკს, მეგობრებს, მტრებს, ნათესავებს, ყოფილებს და ა.შ. შესაბამისად, გასაკვირი არაა რატომ შეიძლება მოუნდეს საშუალოსტატისტიკურ ქალს მორიელის მარწუხებისგან თავის დაღწევა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მისგან თავის დაღწევა მოახერხეთ, მორიელს მაინც ხანგრძლივი დროის მანძილზე ეყოლებით მხედველობის არეში და ყველა თქვენს ნაბიჯს გულმოდგინედ გააკონტროლებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში უჩვეულოდ მოიმატებს მოულოდნელი და ფატალური მოვლენები (მაგ. ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს თავში ყვავილის ქოთანი დაგეცემათ, თქვენი ჩავლისას მოუნდებათ მუშებს კანალიზაციის ლუკის ახდა და ა.შ.)

Astrologia

მშვილდოსან

მშვილდოსანი მამაკაცი პლანეტა იუპიტერის მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მისი ბუნება და სიტყვა "ისტერიკა" ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც საქართველო და სამხრეთ აფრიკა. მართალია, საიმისოდ რომ მასზე გაბრაზდეს ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს უამრავი მიზეზი აქვს – დაწყებული არასტაბილური ხასიათით, დამთავრებული მისი გაზვიადებისკენ მიდრეკილებით და ამაო დაპირებების სიყვარულით, მაგრამ მამაკაცი მშვილდოსანი იმ უნიკალური ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მყარად სჯერა, რომ შეუცვლელი ქალები არ არსებობენ. უფრო მეტიც, იგი ხშირად რამდენიმე იდეალის დევნასაც ოსტატურად ახერხებს ისე, რომ ამის გამო სინდისის ქენჯნა ნაკლებად აწუხებს. მან ხომ ზუსტად არ იცის, რომელი ერთი აღმოჩნდება "ის ერთადერთი და განუმეორებელი" რომლის პოვნაზეც იგი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. მშვილდოსანი ბავშვური, იდეალისტი და მეოცნებეა. ამიტომ მისი საქციელი ყოველთვის წააგავს ანცი თინეიჯერის ქცევას და რა ასაკშიც არ უნდა იყოს იგი, ამგვარ საქციელს ვერც ვერასოდეს მოიშლის. ამიტომ ქალს, რომელსაც მისი ხანგრძლივი ვადით "გამოჭერა" უნდა, დიდი მოთმინება და ძალისხმევა დასჭირდება საიმისოდ, რომ ეს მოუსვენარი არსება დიდი ხნით გააბას მახეში თუ არადა გზა ხსნილია. მშვილდოსანი ისტერიკაში მაინც არასოდეს ჩავარდება თქვენ გამო. ამქვეყნად ხომ უამრავი ლამაზი ქალი დადის სრულიად მარტო, მეწყვილის გარეშე.

Astrologia

თხის რქა

ამ გარეგნულად ამაყ, ჯმუხ და ყინულისსახიან მამაკაცს სინამდვილეში საკმაოდ რბილი გული და სათუთი ნევრული სისტემა გააჩნია. თხის რქა სატურნის შვილია. სატურნი კი ნებისმიერ მის გავლენაში მყოფს დეპრესიის მძიმე ხუნდებით აჯილდოებს. ამიტომ, რაც არ უნდა წარმატებული, მდიდარი და განათლებული იყოს მამაკაცი თხის რქა, შინაგანად ყოველთვის გააჩნია მას კომპლექსების ვრცელი ნუსხა, რომელსაც იგი გულმოდგინედ მალავს, მანამ სანამ საკუთარ ცხოვრებაში რომელიმე დამსახურებული სუსტი სქესის წარმომადგენლის შემოშვების პერსპექტივას დაუშვებს. თუმცა, ეს რომ მოხდეს, თხის რქა მანამდე ამ უკანასკნელს ყველა სახის "პროფილაქტიკურ შემოწმებას" ჩაუტარებს. ვაიდა, ინტერესის ობიექტმა მისი იმედები ვერ გაამართლოს. თუმცა, შეცდომებისგან დაზღვეული არც ერთი მოკვდავი არ გახლავთ, მათ შორის არც თხის რქა. ამიტომ ისეც ხდება, რომ იგი ე.წ. "ჩუმ ისტერიკაში" ვარდება, როცა ცოლი მას სიძუნწის, ზედმეტი ბიუროკრატიის ან უემოციობის გამო მიატოვებს. თხის რქას არ უყვარს გრძნობების აფიშირება, ამიტომ იგი ისტერიკასაც თავისთვის, ჯიუტი მდუმარებით გადააგორებს. თუმცა ამ დროს მისი ნერვული სისტემა საგრძნობლად დაზიანდება და სატურნული დეპრესიულობა კიდევ უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს მის გულში. რაც, რაღა თქმა უნდა, მის მომავალ პარტნიორს დააზარალებს და ასე მომავალ "ისტერიკამდე".

Astrologia

მერწყული

მამაკაცი მერწყული, მშვილდოსანი მამაკაცის მსგავსად ისტერიკის შეტევებით ძალზე იშვიათად იტანჯება. პირიქით, მას თავად აქვს უნარი ისტერიკამდე მიიყვანოს ქალი, თუმცა შემდეგ არც მისი დაწყნარება გაუჭირდება. გასაკვირი როდია, რომ მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები. მათ ძალიან მოსწონთ ადამიანების ემოციურ რეაქციებზე დაკვირვება და კვლევა. ამასთან ერთად, მერწყულს არასოდეს მიაჩნია საჭიროდ ვინმეს წინაშე თავი იმართლოს. შესაბამისად, ქალი, რომელიც მის გვერდით აპირებს ყოფნას, იმ ფაქტსაც უნდა იყოს შეგუებული რომ მისი მერწყული მას არასოდეს ჩააყენებს საქმის კურსში იმის თაობაზე თუ რას, რატომ და როდის აკეთებს. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია, იგი ყოველთვის მზადაა დახმარების და მეგობრობის ხელი გაუწოდოს ნებისმიერს დაწყებული მეეზოვიდან დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტამდე. თუ მისი ამგვარი "გულუხვობა" გაღიზიანებთ და ისეთი მამაკაცი გირჩევნიათ, ვინც საკუთარ ფულს, ემოციებსა და ძალებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დახარჯავს, დამიჯერეთ, მერწყულთან თანაცხოვრებისას თქვენ თვითონ გექნებათ ისტერიკა გარანტირებული. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ შეუძლია ისეთ "ვიწრო ტერიტორიაზე" მოახდინოს საკუთარი ძალებისა და რესურსების რეალიზაცია როგორიცაა – ოჯახი და სახლი.

Astrologia

თევზები

თევზი მამაკაცი ემოციური, სენტიმენტალური და ინტუიციური პიროვნებაა. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა მისი პირადი რუკა ცეცხლოვანი ასპექტებითაა "გამაგრებული". ტიპიური თევზი კაცის ისტერიკაში ჩაგდება მარტივზე მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, იგი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თევზები ხომ ბუნებით მაზოხისტები არიან, თანაც ასე ხომ მორიგი საბაბი გაუჩნდება მეგობრებთან ერთად "ჭიქის ასაწევად". ჰოდა, ასეთ სიამოვნებას რომელი თავმოყვარე თევზი გაუშვებს ხელიდან? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობთ, თუმცა ცოტა უფრო სერიოზულად რომ ვისაუბროთ, მიზეზი იმისა რატომ უნდა მოუნდეს ქალს თევზი მამაკაცის მიტოვება ხშირად არათუ საკმარისი, საკმარისზე ბევრად მეტია. დაწყებული მისი ინფანტილური ხასიათით, დამთავრებული საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობით. მას ხომ ახლანდელი, ყოფილი და მომავალი პარტნიორი ერთნაირად უყვარს, რა ქნას თუ არც ერთი ეთმობა დასაკარგად? იგი ხომ ძალიან ხათრიანია, ჰოდა, თუკი ოდესმე არაბი შეიხის ცოლობაზე გიოცნებიათ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მამაკაცი თევზი ამ ოცნებას რეალობად გიქცევთ. თუმცა ამ ოცნებას ბონუსად აღმოსავლური ეგზოტიკა და მდიდრული აპარტამენტები ნამდვილად არ მოჰყვება.