Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია?! - ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია?! - ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მოქ­მე­დე­ბის, აქ­ტი­უ­რო­ბის, ენერ­გი­ის, ძა­ლის, გამ­ბე­და­ო­ბის, ბრძო­ლის, აგ­რე­სი­ი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის პლა­ნე­ტა მარ­სი კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში 9 ივ­ნისს გა­და­ი­ნაც­ვლებს და იქ 21 ივ­ლი­სამ­დე იმოძ­რა­ვებს.

თუ მა­ნამ­დე (30.04 - 9.06) მარ­სი ვერ­ძის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მისი ენერ­გია სრუ­ლი ძა­ლით ვლინ­დე­ბო­და, კუ­რო­ში მისი ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­და­რე­ბით შემ­ცირ­დე­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვიც იქ­ნე­ბა, რად­გან თუ მარ­სი ვერ­ძის მმარ­თვე­ლია, კუ­რო­ში - ის "გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლია". ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ დო­ღის ცხენს, რო­მე­ლიც ფო­რან­ში შე­ა­ბეს. ეს მისი არა­ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან აქ მისი სის­წრა­ფე და დი­ნა­მი­კა "იზღუ­დე­ბა", ხოლო იმ­პულ­სუ­რო­ბა იძუ­ლე­ბი­თი მოთ­მი­ნე­ბით "იც­ვლე­ბა". თუ ვერ­ძი - იმ­პულ­სია, კურო - უკვე ამ იმ­პულ­სის ფორ­მაა, ამი­ტომ 9 ივ­ნი­სი­დან 21 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა და იდე­ის­თვის ფორ­მის მი­ცე­მის სურ­ვი­ლი.

ადა­მი­ა­ნებ­ში წინ წა­მო­ი­წევს სი­ჯი­უ­ტე და სი­ზარ­მა­ცე, ამი­ტომ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ყვე­ლაფ­რის შე­ჩე­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ის ცე­ცხლო­ვა­ნი ენერ­გია, რო­მე­ლიც თუნ­დაც მა­ის­ში ინ­ტენ­სი­უ­რად და შე­უ­ჩე­რებ­ლად ვლინ­დე­ბო­და, მსგავ­სად უც­ბად მო­ვარ­დნი­ლი წყლის ნი­აღ­ვრი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი მი­აქვს. ამ პე­რი­ოდ­ში კი ეს ენერ­გია შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ხე­ლოვ­ნურ არხში მი­მა­ვალ წყალს, რო­მე­ლიც რწყავს ნა­თე­სებს, ანუ წყალს აქ კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მა აქვს მი­ცე­მუ­ლი და შე­დეგ­ზეა "ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი". ზუს­ტად ასე, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­სი გა­ქა­ნე­ბა და მი­ზან­სწრაფ­ვა პრაქ­ტი­კულ და პრაგ­მა­ტულ ჩარ­ჩო­ში უნდა მო­აქ­ცი­ონ.

აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ ერთი დე­ტა­ლია, შე­საძ­ლოა მო­მენ­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­სა და პრო­ექ­ტებს უნდა მი­ე­ნი­ჭოს. ამას­თა­ნა­ვე, ამ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და ამ­ტა­ნო­ბის გა­მო­ჩე­ნაც. კურო - მშრო­მე­ლი ნი­შა­ნია, ასე რომ, ამ პე­რი­ოდ­ში შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი არ მი­იღ­წე­ვა.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბიც (რო­გორც გლო­ბა­ლურ, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე). შე­საძ­ლოა ამ კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი და­ნაკ­ლი­სე­ბი ან კრი­ზი­სის ნიშ­ნე­ბიც კი გაჩ­ნდეს. ამი­ტომ ეკო­ნო­მი­უ­რო­ბის გა­მო­ჩე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი ახლა რო­გორც არას­დროს, ისე გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც. თუმ­ცა ეს კარ­გი დროა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ენერ­გი­ის, დრო­ი­სა და ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­სის კუ­რო­ში გა­დას­ვლა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა:

>> მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის: კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა. ეს ნიშ­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ ამ პე­რი­ო­დის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბას. მათი ენერ­გი­უ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს. შეძ­ლე­ბენ ბევრ საქ­მეს გა­არ­თვან თავი და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ.

>> გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა კირჩხი­ბი­სა და თევ­ზე­ბის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მათ გა­უჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ი­წყოს ახა­ლი საქ­მე ან წინ წა­ი­წი­ონ სამ­სა­ხურ­ში.

> შე­და­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა მო­რი­ე­ლის­თვის. მარ­სი კუ­რო­დან და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მო­რი­ე­ლის მზეს. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა ან თვი­თონ მო­უ­წი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბა აგ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­ზარ­დოს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

>> ასე­ვე და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იქ­ნე­ბა ლო­მე­ბი­სა და მერ­წყუ­ლე­ბის­თვის. მათ მო­უ­წევთ მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა, რათა თავი გა­არ­თვან მო­ძა­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს და გა­და­ლა­ხონ შექ­მნი­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი.

>> ვერ­ძე­ბის­თვის, ტყუ­პის­თვის, სას­წო­რე­ბი­სა და მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის - ეს პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ასე რომ, და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა მათ წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა­სა და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია?! - ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია?! - ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მოქმედების, აქტიურობის, ენერგიის, ძალის, გამბედაობის, ბრძოლის, აგრესიისა და სექსუალურობის პლანეტა მარსი კუროს ზოდიაქოში 9 ივნისს გადაინაცვლებს და იქ 21 ივლისამდე იმოძრავებს.

თუ მანამდე (30.04 - 9.06) მარსი ვერძის ნიშანში იმყოფებოდა, სადაც მისი ენერგია სრული ძალით ვლინდებოდა, კუროში მისი ინტენსივობა შედარებით შემცირდება. ეს ბუნებრივიც იქნება, რადგან თუ მარსი ვერძის მმართველია, კუროში - ის “გამოძევებულია“. ეს შეიძლება შევადაროთ დოღის ცხენს, რომელიც ფორანში შეაბეს. ეს მისი არაბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან აქ მისი სისწრაფე და დინამიკა “იზღუდება“, ხოლო იმპულსურობა იძულებითი მოთმინებით “იცვლება“. თუ ვერძი - იმპულსია, კურო - უკვე ამ იმპულსის ფორმაა, ამიტომ 9 ივნისიდან 21 ივლისამდე პერიოდში მნიშვნელოვანი გახდება კონკრეტული შედეგის მიღება და იდეისთვის ფორმის მიცემის სურვილი.

ადამიანებში წინ წამოიწევს სიჯიუტე და სიზარმაცე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ყველაფრის შეჩერება, უბრალოდ, ის ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც თუნდაც მაისში ინტენსიურად და შეუჩერებლად ვლინდებოდა, მსგავსად უცბად მოვარდნილი წყლის ნიაღვრისა, რომელსაც ყველაფერი მიაქვს. ამ პერიოდში კი ეს ენერგია შეიძლება შევადაროთ ხელოვნურ არხში მიმავალ წყალს, რომელიც რწყავს ნათესებს, ანუ წყალს აქ კონკრეტული ფორმა აქვს მიცემული და შედეგზეა “ორიენტირებული“. ზუსტად ასე, ადამიანებმა თავისი გაქანება და მიზანსწრაფვა პრაქტიკულ და პრაგმატულ ჩარჩოში უნდა მოაქციონ.

აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალია, შესაძლოა მომენტალური შედეგის მიღება შეუძლებელი გახდეს. ამიტომ უპირატესობა გრძელვადიან მიზნებსა და პროექტებს უნდა მიენიჭოს. ამასთანავე, ამ გზაზე მნიშვნელოვანი იქნება შეუპოვრობისა და ამტანობის გამოჩენაც. კურო - მშრომელი ნიშანია, ასე რომ, ამ პერიოდში შრომის გარეშე არაფერი არ მიიღწევა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური საკითხებიც (როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე). შესაძლოა ამ კუთხით გარკვეული დანაკლისები ან კრიზისის ნიშნებიც კი გაჩნდეს. ამიტომ ეკონომიურობის გამოჩენა აუცილებელი იქნება. საერთოდ, ფინანსური მენეჯმენტი ახლა როგორც არასდროს, ისე გახდება მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. თუმცა ეს კარგი დროა ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების დაწყება-განვითარებისთვის, ამ მიმართულებით ენერგიის, დროისა და ფულის ინვესტირებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით მარსის კუროში გადასვლა, მნიშვნელოვანი იქნება:

>> მიწის სტიქიის ნიშნებისთვის: კურო, ქალწული, თხის რქა. ეს ნიშნები შეძლებენ ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენებას. მათი ენერგიულობა მოიმატებს. შეძლებენ ბევრ საქმეს გაართვან თავი და წარმატებას მიაღწიონ.

>> გარკვეულწილად სასიკეთო იქნება კირჩხიბისა და თევზებისთვის დაბადებული ადამიანებისთვის. მათ გაუჩნდებათ ახალი შესაძლებლობა დაიწყოს ახალი საქმე ან წინ წაიწიონ სამსახურში.

> შედარებით რთული იქნება მორიელისთვის. მარსი კუროდან დაუპირისპირდება მორიელის მზეს. ამიტომ ამ ადამიანებში მოიმატებს აგრესიულობა ან თვითონ მოუწიოთ ურთიერთობა აგრესიულ ადამიანებთან, რამაც შესაძლოა გაზარდოს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა.

>> ასევე დაძაბული იქნება იქნება ლომებისა და მერწყულებისთვის. მათ მოუწევთ მუხლჩაუხრელი შრომა, რათა თავი გაართვან მოძალებულ პრობლემებს და გადალახონ შექმნილი წინაღობები.

>> ვერძებისთვის, ტყუპისთვის, სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის - ეს პერიოდი შედარებით ნეიტრალური იქნება. ასე რომ, დადებითი შედეგების მიღება მათ წინდახედულობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე იქნება დამოკიდებული.

ასტროლოგი რამაზ გიგაური