პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირშია ძლიერი კარმა საკუთარი თავის სიყვარულთან?
რა კავშირშია ძლიერი კარმა საკუთარი თავის სიყვარულთან?

ეზო­ტე­რი­კო­სე­ბის აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი უმ­თავ­რე­სი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა, არამ­ხო­ლოდ პარტნი­ო­რუ­ლი, დე­დაშ­ვი­ლურ-მა­მაშ­ვი­ლუ­რი ან მე­გობ­რუ­ლი, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის ჯან­სა­ღი სიყ­ვა­რუ­ლი. თუკი ადა­მი­ა­ნი იწყებს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბას, იგი სამ­ყა­რო­საც ცვლის. ამ პრო­ცეს­ში, რა თქმა უნდა, კარ­მაც გარ­და­ი­სა­ხე­ბა.

კარ­მა სუ­ლაც არ გახ­ლავთ სას­ჯე­ლი ან და­ნა­შა­უ­ლი. კარ­მა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი მუხ­ტის სწო­რად რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პია. მისი მეშ­ვე­ო­ბით ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი სწო­რად გან­კარ­გოს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და ირ­ჩევს (ან უხ­დე­ბა აირ­ჩი­ოს) სა­კუ­თა­რი გზა.

როცა ჩვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის ჯან­სა­ღი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი გაგ­ვაჩ­ნია, ჩვენ გარ­შე­მო იქ­მნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აურა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ველი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ არა­მარ­ტო სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვე­ბის ცხოვ­რე­ბაც. ფიქ­რე­ბი, აზ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად გა­ნიც­დის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ენერ­გი­აა, იგი მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად იღებს სა­მო­მავ­ლოდ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის სა­ხეს. სწო­რედ ამი­ტო­მაა ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის ჯან­სა­ღი სიყ­ვა­რუ­ლი შეგ­ვეძ­ლოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა ადა­მი­ანს არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი, პა­ტივს არ სცემს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მუდ­მი­ვად ადა­რებს სხვებს სა­კუ­თარ თავს და ფიქ­რობს, რომ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან შე­და­რე­ბით ბედ­მა მის­თვის ძალ­ზე ცოტა გა­მო­ი­მე­ტა იქ­მნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ველი, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად უკვე ნე­გა­ტი­უ­რა­დაა და­მუხ­ტუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ქმნის სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­დაც მას არა­ერ­თი ბა­რი­ე­რი ხვდე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის, გან­საც­დე­ლე­ბის ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით. სამ­ყა­რო კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, ამი­ტომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რას ვა­ტა­რებთ ჩვენ შიგ­ნით, იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნის ნე­გა­ტი­ურ სუ­ლი­ერ ვიბ­რა­ცი­ას ხში­რად, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. გა­აჩ­ნია რამ­დე­ნად ძლი­ე­რია თქვენ­ში ზი­ზღი, შიში, მრის­ხა­ნე­ბა, თა­ვის შე­ცო­დე­ბის სურ­ვი­ლი ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მუდ­მი­ვი გან­ცდა.

ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გა­აჩ­ნია სურ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ, იპო­ვოს ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, გამ­დიდ­რდეს, შე­ი­ძი­ნოს მეტი ცოდ­ნა და ა.შ. სურ­ვი­ლე­ბის ნუს­ხა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მაგ­რამ სურ­ვი­ლი ერ­თია და მისი ას­რუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა მე­ო­რე. საქ­მე იმა­შია, რომ კარ­მა ჩვე­ნი ფან­ტა­ზი­ის შე­დე­გად კი არა ში­ნა­გა­ნი ენერ­გი­ის მი­ხედ­ვით გვა­ჯილ­დო­ებს ამა თუ მიზ­ნის მიღ­წე­ვის უნა­რით. ამი­ტომ თუ თქვენ ში­ნა­გა­ნად ნე­გა­ტი­უ­რად იქ­ნე­ბით გან­წყო­ბი­ლი სამ­ყა­როს, სა­კუ­თა­რი თა­ვის, თქვე­ნი შე­ფის ან თუნ­დაც კა­რის მე­ზობ­ლის მი­მართ არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, რომ ხელი არ გე­მარ­თე­ბათ საქ­მე­ში. და რომ თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი ოც­ნე­ბე­ბად რჩე­ბა.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ე­ძებს სიყ­ვა­რულს, სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ერ­თგულ პარტნი­ორს... და­ე­ძებს ამა­ოდ. თა­ვად სურ­ვი­ლი იპო­ვო რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამას ეძებს ხში­რად ქვეც­ნო­ბი­ე­რად ცდი­ლობს პარტნი­ორს და­ა­კის­როს იმის კომ­პენ­სა­ცია, რომ მას თა­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­უძ­ლია. იმე­დოვ­ნებს, რომ პარტნი­ო­რის მხრი­დან მის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­უ­ბა­ლან­სებს მას და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას.

ენერ­გო­ინ­ფორ­მა­ცი­ულ დო­ნე­ზე კი გა­მო­დის, რომ ოც­ნე­ბას იდე­ა­ლურ სიყ­ვა­რულ­ზე, თა­ვად­ვე ვაპ­როგ­რა­მებთ ნე­გა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კით, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი არა­საკ­მა­რის სიყ­ვა­რულ­ში მდგო­მა­რე­ობს. და რას ვი­ღებთ შე­დე­გად? ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ვხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან გვი­ღა­ლა­ტონ... არა­სო­დეს გაგ­ვი­წი­ონ ან­გა­რი­ში და მე­ტიც, ითა­მა­შონ ჩვენს ნერ­ვებ­ზე. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში შე­იყ­ვა­რეთ სა­კუ­თა­რი თავი, იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად, გა­ე­ცით პო­ზი­ტი­ვი და სულ მალე სამ­ყა­რო თქვენ გარ­შე­მო უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მოვ­ლენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

რა კავშირშია ძლიერი კარმა საკუთარი თავის სიყვარულთან?

რა კავშირშია ძლიერი კარმა საკუთარი თავის სიყვარულთან?

ეზოტერიკოსების აზრით, სიყვარული უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა, არამხოლოდ პარტნიორული, დედაშვილურ-მამაშვილური ან მეგობრული, არამედ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული. თუკი ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შეყვარებას, იგი სამყაროსაც ცვლის. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კარმაც გარდაისახება.

კარმა სულაც არ გახლავთ სასჯელი ან დანაშაული. კარმა, ენერგეტიკული მუხტის სწორად რეალიზაციის პრინციპია. მისი მეშვეობით ახერხებს ადამიანი სწორად განკარგოს საკუთარი ცხოვრება და ირჩევს (ან უხდება აირჩიოს) საკუთარი გზა.

როცა ჩვენ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარულის უნარი გაგვაჩნია, ჩვენ გარშემო იქმნება განსაკუთრებული აურა, ენერგეტიკული ველი, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება შევცვალოთ არამარტო საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრებაც. ფიქრები, აზრები, ემოციები, რომელსაც ადამიანი შინაგანად განიცდის ჩვეულებრივი ენერგიაა, იგი მატერიალიზდება და აუცილებლად იღებს სამომავლოდ რაიმე კონკრეტული მოვლენის სახეს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული შეგვეძლოს.

იმ შემთხვევაში კი, როცა ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, პატივს არ სცემს საკუთარ შესაძლებლობებს, მუდმივად ადარებს სხვებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ გარშემო მყოფებთან შედარებით ბედმა მისთვის ძალზე ცოტა გამოიმეტა იქმნება გარკვეული ენერგეტიკული ველი, რომელიც ამჯერად უკვე ნეგატიურადაა დამუხტული, რომელიც თავის მხრივ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში ქმნის სიტუაციებს, სადაც მას არაერთი ბარიერი ხვდება მოვლენების, განსაცდელების ან კონკრეტული ადამიანების სახით. სამყარო კანონზომიერია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია რას ვატარებთ ჩვენ შიგნით, იმიტომ რომ ადამიანის ნეგატიურ სულიერ ვიბრაციას ხშირად, ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია. გააჩნია რამდენად ძლიერია თქვენში ზიზღი, შიში, მრისხანება, თავის შეცოდების სურვილი ან წარუმატებლობის მუდმივი განცდა.

ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია სურვილი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ, იპოვოს ნამდვილი სიყვარული, გამდიდრდეს, შეიძინოს მეტი ცოდნა და ა.შ. სურვილების ნუსხა მრავალფეროვანია, მაგრამ სურვილი ერთია და მისი ასრულების ალბათობა მეორე. საქმე იმაშია, რომ კარმა ჩვენი ფანტაზიის შედეგად კი არა შინაგანი ენერგიის მიხედვით გვაჯილდოებს ამა თუ მიზნის მიღწევის უნარით. ამიტომ თუ თქვენ შინაგანად ნეგატიურად იქნებით განწყობილი სამყაროს, საკუთარი თავის, თქვენი შეფის ან თუნდაც კარის მეზობლის მიმართ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ხელი არ გემართებათ საქმეში. და რომ თქვენი ოცნებები ოცნებებად რჩება.

ძალიან ბევრი ადამიანი დაეძებს სიყვარულს, სერიოზულ ურთიერთობებს და ერთგულ პარტნიორს... დაეძებს ამაოდ. თავად სურვილი იპოვო რეალური სიყვარული თავისთავად შესანიშნავია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ამას ეძებს ხშირად ქვეცნობიერად ცდილობს პარტნიორს დააკისროს იმის კომპენსაცია, რომ მას თავად საკუთარი თავის სიყვარული არ შეუძლია. იმედოვნებს, რომ პარტნიორის მხრიდან მის მიმართ გამოხატული სიყვარული დაუბალანსებს მას დაბალ თვითშეფასებას.

ენერგოინფორმაციულ დონეზე კი გამოდის, რომ ოცნებას იდეალურ სიყვარულზე, თავადვე ვაპროგრამებთ ნეგატიული ენერგეტიკით, რომელიც საკუთარი თავისადმი არასაკმარის სიყვარულში მდგომარეობს. და რას ვიღებთ შედეგად? ცხოვრების გზაზე ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გვიღალატონ... არასოდეს გაგვიწიონ ანგარიში და მეტიც, ითამაშონ ჩვენს ნერვებზე. ამიტომ, პირველ რიგში შეიყვარეთ საკუთარი თავი, იფიქრეთ პოზიტიურად, გაეცით პოზიტივი და სულ მალე სამყარო თქვენ გარშემო უკეთესობისკენ შეიცვლება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგი ადამიანები შემოვლენ თქვენს ცხოვრებაში.