საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი
რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი

თე­ბერ­ვა­ლი შე­და­რე­ბით მშვიდ თვეა. მოვ­ლე­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა ეს და სი­ტუ­ა­ცი­ებ­საც. 19 თე­ბერ­ვლამ­დე მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია. მერ­წყუ­ლე­ბო, ახლა თქვე­ნი დროა, გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს.

4 თე­ბერ­ვალს მზე და ურა­ნის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. არ მი­ი­ღოთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­ში მა­მას­თან ან მე­უღ­ლეს­თან და სამ­სა­ხურ­ში - ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. ნუ გა­ი­ლაშ­ქრებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ. ას­პექ­ტი მალე გა­ივ­ლი­სა და ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად გა­და­ა­ფა­სებთ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა, მწყობ­რი­დან გა­მო­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, დრო­უ­ლად ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ამი­ტომ ეცა­დეთ პლუს/მი­ნუს 2 დღე არ და­ნიშ­ნოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. შე­ამ­ცი­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. მით უმე­ტეს, რომ 5-ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა ემო­ცი­უ­რო­ბა პიკ­ზეა.

5 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ამ დღეს მზე მერ­წყულ­შია, მთვა­რე - ლომ­ში. ეს არის ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი დღე. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. არ გირ­ჩევთ ლი­დე­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ყვი­რი­ლი­თა და ბა­ქი­ბუ­ქით საქ­მე­ებს ვერ მო­აგ­ვა­რებთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა არის შე­დე­გის მი­ღე­ბის, წერ­ტი­ლის დას­მის დრო. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 6 თვის წინ და­ი­წყეთ ან მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. ამ დღეს პლუს/მი­ნუს 2 დღე არ გირ­ჩევთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან (საქ­მი­ან­თან და სა­სიყ­ვა­რუ­ლოს­თან) ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­ჩე­ვას. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ არას­ტან­დარ­ტულ გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნოთ და გა­მოხ­ვი­დეთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იმ საქ­მი­დან, რო­მე­ლიც დიდი ხანი არ გაძ­ლევ­დათ მოს­ვე­ნე­ბას. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი კი არა გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­და­არ­ჩი­ნოთ. ამას­თან, სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ თქვე­ნი ნი­ჭის და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მაგ­რამ არა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

10 თე­ბერ­ვალს პლუ­ტო­ნი მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა. ეს შე­ერ­თე­ბა მოგ­ვი­ტანს ტრანსფორ­მა­ცი­ას, შაბ­ლო­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პლუ­ტო­ნი ყვე­ლას გა­და­კე­თე­ბას ცდი­ლობს. მერ­კუ­რი კი არის გო­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სო დროა უსარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ რა­დი­კა­ლუ­რად ახა­ლი სფე­როს შეს­წავ­ლა. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ან გა­ი­გებთ იმას, რაც აქამ­დე თქვენ­თვის და­მა­ლუ­ლი იყო. იყა­ვით ფრთხი­ლად მგზავ­რო­ბი­სას. გაწ­მენ­დის შემ­დეგ 11 თე­ბერ­ვალს მერ­კუ­რი მერ­წყულს ეს­ტუმ­რე­ბა, სა­დაც და­ჩე­ბა 3 მარ­ტამ­დე. მერ­წყუ­ლი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი არის კონ­ტაქ­ტუ­რი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია, უყ­ვარს აღ­მო­ჩე­ნე­ბი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, ახალ ჯგუფ­ში და და­ი­წყოთ ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

27 იან­ვრი­დან ვე­ნე­რა თევ­ზებ­შია, სა­დაც დარ­ჩე­ბა 20 თე­ბერ­ვლამ­დე. ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, - და­ი­წყოთ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. და­ნიშ­ნეთ პა­ემ­ნე­ბი, ფლირ­ტი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის დან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გან­წყო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. მთვა­რია, არ ენ­დოთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს, რომ­ლებ­საც თქვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა სურთ. ნუ შეს­წი­რავთ სა­კუ­თარ გრძნო­ბებს სხვებს მსხვერ­პლად. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ქველ­მოქ­მე­დე­ბის, სხვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის, შე­ფა­რე­ბის სურ­ვი­ლი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის, მუ­სი­კის­თვის, ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გეს მი­ი­ღებთ. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ არტთე­რა­პია, ლოც­ვა და მე­დი­ტა­ცია, და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

15 თე­ბერ­ვალს გვე­ლო­დე­ბა ვე­ნე­რა ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა. ეს არის სა­უ­კე­თე­სო დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მარ­ტო­ხე­ლებს - და­წყვი­ლე­ბა. ამას­თან, ვე­ნე­რა არის ფუ­ლიც და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას და მით უმე­ტეს, ფი­ნან­სურ მა­ხე­ში გაბ­მას. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ სიყ­ვა­რუ­ლის გამო მსხვერ­პლის გა­ღე­ბას. მე­ო­რე დღეს - 16 თე­ბერ­ვალს გვე­ლო­დე­ბა ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბა სა­ტურ­თან და სა­ტურ­ნი მე­ტად გა­ა­სე­რი­ო­ზუ­ლებს ვე­ნე­რას. უფრო გა­აზ­რე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­დე­ბით. მო­გინ­დე­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რის შექ­მნა. გა­მო­ავ­ლი­ნეთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი მის მი­მართ.

19 თე­ბერ­ვალს მზე თევ­ზე­ბის ნი­შან­ში ნი­შან­ში გა­და­ვა ერთი თვით. თევ­ზე­ბი არის ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი წრის მე­თორ­მე­ტე ნი­შა­ნი, მის შემ­დეგ მო­დის ვერ­ძი და რო­გორც კი მზე გა­და­ვა ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში იწყე­ბა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი ამი­ტომ, თევ­ზე­ბის პე­რი­ოდ­ში მე­ტად და­ის­ვე­ნეთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ქველ­მოქ­მე­დე­ბის, სუ­ლი­ე­რი სა­უბ­რე­ბის, გან­მარ­ტო­ე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ლტოლ­ვის სურ­ვი­ლი. მეტი დრო და­უთ­მეთ მუ­სი­კის მოს­მე­ნას, ლოც­ვას, მე­დი­ტა­ცი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში გარ­კვე­ვას, არტ-თე­რა­პია. ხშირ-ხში­რად მო­უ­მის­მი­ნეთ სა­კუ­თარ თავს, გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია, სიზ­მრე­ბი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ფოტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბე­ბის­თვის.

20 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა თევ­ზებ­ში მე­ო­რე გრა­დუს­ში 11:06-ზე. ამ დღეს მზე და მთვა­რე თევ­ზებ­შია. ამ დღეს სე­რი­ო­ზუ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად უნდა მი­ვუდ­გეთ საქ­მე­ებ­საც, ცხოვ­რე­ბა­საც და იმ პრო­ექ­ტებ­საც, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვა­პი­რებთ ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ. კარ­გი ისაა, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლი დღეა და და­ძა­ბუ­ლო­ბა თით­ქმის არ იქ­ნე­ბა. ამას­თან, ენერ­გი­ი­სა და გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის სწო­რად მოძ­რა­ო­ბენ. უფრო მე­ტიც, სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­გე­ცე­მათ სწავ­ლის­თვის, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს და­წყვი­ლე­ბას. ახალმთვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ვრცელ სტა­ტი­ას.

მარ­სი 25 მარ­ტამ­დე კვლავ ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ორა­ტო­რუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი, კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის. და­ი­წყეთ რა­მის შეს­წავ­ლა. კარ­გი პე­რი­ო­დია მათ­თვის, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც თი­თებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (ხელ­საქ­მე, პი­ა­ნის­ტი). ამას­თან, ფრთხი­ლად იყა­ვით, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ. გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან ისი­ნი, ვინც ხე­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებს.

2023 წლის 16 მა­ი­სამ­დე გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი ვერ­ძში იქ­ნე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა ვერ­ძე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავთ 29 მარ­ტი­დან 3 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით. ახლა იუ­პი­ტე­რი თქვენს მზეს შე­ურთდე­ბა და სა­უ­კე­თე­სო შან­სებს მოგ­ცემთ წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის), ლო­მე­ბი­სა და მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო დროა სა­ყიდ­ლე­ბის­თვის: 30 იან­ვა­რი-პირ­ველ თე­ბერ­ვა­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­მოც­ვა­ლოთ გა­ჯე­ტე­ბი, აპა­რა­ტუ­რა. არ გირ­ჩევთ კომ­პი­უ­ტე­რი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას 20-24 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში. აგ­რეთ­ვე, არ და­გეგ­მოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

ბედ­ნი­ერ თე­ბერ­ვალს გი­სურ­ვებთ!

მამა ჯემალი
0

"16 თე­ბერ­ვალს გვე­ლო­დე­ბა ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბა სა­ტურ­თან". ვენერა სატურნის შეერთება 22 იანვარს იყო. 16 თებერვალს მზე უერთდება სატურნს.

ავტორი:

რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი

რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი შედარებით მშვიდ თვეა. მოვლენებსაც შეეხება ეს და სიტუაციებსაც. 19 თებერვლამდე მზე მერწყულის ზოდიაქოშია. მერწყულებო, ახლა თქვენი დროა, გააქტიურდით, რომ მიაღწიოთ სასურველს.

4 თებერვალს მზე და ურანის დაძაბული ასპექტი გველოდება. მაქსიმალურად გააზრებულად იმოქმედეთ. აკონტროლეთ ემოციები. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. არ დაძაბოთ ურთიერთობა ოჯახში მამასთან ან მეუღლესთან და სამსახურში - ხელმძღვანელობასთან. ნუ გაილაშქრებთ საზოგადოების, კონკრეტული ჯგუფების მიმართ. ასპექტი მალე გაივლისა და ყველაფერს სხვანაირად გადააფასებთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელობები გახშირდება, მწყობრიდან გამოვა კომპიუტერული ტექნიკა, დროულად ვერ მიიღებთ სასურველ ინფორმაციას, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. ამიტომ ეცადეთ პლუს/მინუს 2 დღე არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები. შეამცირეთ კომუნიკაციები. მით უმეტეს, რომ 5-ში სავსემთვარეობაა ემოციურობა პიკზეა.

5 თებერვალს ველოდებით სავსემთვარეობას ლომის ზოდიაქოში. ამ დღეს მზე მერწყულშია, მთვარე - ლომში. ეს არის ემოციურად არასტაბილური დღე. აკონტროლეთ ემოციები. არ გირჩევთ ლიდერობის გამოვლენას. ყვირილითა და ბაქიბუქით საქმეებს ვერ მოაგვარებთ. სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების, წერტილის დასმის დრო. შეიძლება დაასრულოთ საქმეები, რომლებიც 6 თვის წინ დაიწყეთ ან მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ახლა უნდა გამოავლინოთ. ამ დღეს პლუს/მინუს 2 დღე არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან, პარტნიორებთან (საქმიანთან და სასიყვარულოსთან) ურთიერთობების გარჩევას. არაა გამორიცხული, რომ არასტანდარტულ გამოსავალს მიაგნოთ და გამოხვიდეთ გამარჯვებული იმ საქმიდან, რომელიც დიდი ხანი არ გაძლევდათ მოსვენებას. ისე იმოქმედეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავი კი არა გარშემო მყოფებიც გადაარჩინოთ. ამასთან, საუკეთესო დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეიძლება მიიღოთ თქვენი ნიჭის დაფასება და აღიარება. იყავით მოსიყვარულე, მაგრამ არა მომაბეზრებელი საყვარელი ადამიანის მიმართ.

10 თებერვალს პლუტონი მერკურის შეერთება გველოდება. ეს შეერთება მოგვიტანს ტრანსფორმაციას, შაბლონებისგან გათავისუფლებას. პლუტონი ყველას გადაკეთებას ცდილობს. მერკური კი არის გონება, ინფორმაცია, კომუნიკაციაა. ამიტომ საუკეთესო დროა უსარგებლო კონტაქტების გასათავისუფლებლად. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ რადიკალურად ახალი სფეროს შესწავლა. მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას. ან გაიგებთ იმას, რაც აქამდე თქვენთვის დამალული იყო. იყავით ფრთხილად მგზავრობისას. გაწმენდის შემდეგ 11 თებერვალს მერკური მერწყულს ესტუმრება, სადაც დაჩება 3 მარტამდე. მერწყულისეული მერკური არის კონტაქტური, გამომგონებელია, უყვარს აღმოჩენები და ექსპერიმენტები. შეიძლება გაერთიანდეთ თანამოაზრეებთან, ახალ ჯგუფში და დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა.

27 იანვრიდან ვენერა თევზებშია, სადაც დარჩება 20 თებერვლამდე. ვენერა თევზებში ეგზალტირებულია. გამოიყენეთ ეს დრო, რომ გააუმჯობესოთ რომანტიკული ურთიერთობები, თუ მარტოხელა ხართ, - დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა. დანიშნეთ პაემნები, ფლირტი და შემოქმედებითი იდეების დანხორციელება განწყობას გაგიუმჯობესებთ. მთვარია, არ ენდოთ ახალგაცნობილებს, რომლებსაც თქვენი გამოყენება სურთ. ნუ შესწირავთ საკუთარ გრძნობებს სხვებს მსხვერპლად. ადამიანებში მოიმატებს ქველმოქმედების, სხვების გადარჩენის, შეფარების სურვილი. გამონახეთ დრო ხელოვნებისთვის, მუსიკისთვის, ლიტერატურისთვის. საუკეთესო შედეგეს მიიღებთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ არტთერაპია, ლოცვა და მედიტაცია, დააკვირდით სიზმრებს. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

15 თებერვალს გველოდება ვენერა ნეპტუნის შეერთება. ეს არის საუკეთესო დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ადამიანებს მოუნდებათ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება, მარტოხელებს - დაწყვილება. ამასთან, ვენერა არის ფულიც და არაა გამორიცხული, გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ არ გირჩევთ ფულის ფლანგვას და მით უმეტეს, ფინანსურ მახეში გაბმას. აგრეთვე, არ გირჩევთ სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღებას. მეორე დღეს - 16 თებერვალს გველოდება ვენერას შეერთება სატურთან და სატურნი მეტად გაასერიოზულებს ვენერას. უფრო გააზრებული და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ სერიოზული და ხანგრძლივი სასიყვარულო კავშირის შექმნა. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის მიმართ. იყავით მზრუნველი მის მიმართ.

19 თებერვალს მზე თევზების ნიშანში ნიშანში გადავა ერთი თვით. თევზები არის ზოდიაქალური წრის მეთორმეტე ნიშანი, მის შემდეგ მოდის ვერძი და როგორც კი მზე გადავა ვერძის პირველ გრადუსში იწყება ასტრონომიული ახალი წელი ამიტომ, თევზების პერიოდში მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის. ადამიანებში მოიმატებს ქველმოქმედების, სულიერი საუბრების, განმარტოების, ხელოვნებისადმი ლტოლვის სურვილი. მეტი დრო დაუთმეთ მუსიკის მოსმენას, ლოცვას, მედიტაციას, ფსიქოლოგიაში გარკვევას, არტ-თერაპია. ხშირ-ხშირად მოუმისმინეთ საკუთარ თავს, გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, სიზმრები. გამონახეთ დრო ფოტო და ვიდეოგადაღებებისთვის.

20 თებერვალს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში მეორე გრადუსში 11:06-ზე. ამ დღეს მზე და მთვარე თევზებშია. ამ დღეს სერიოზულად და პრაქტიკულად უნდა მივუდგეთ საქმეებსაც, ცხოვრებასაც და იმ პროექტებსაც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ახალმთვარეობის შემდეგ. კარგი ისაა, რომ ჰარმონიული დღეა და დაძაბულობა თითქმის არ იქნება. ამასთან, ენერგიისა და გონების მმართველი პლანეტების სწორად მოძრაობენ. უფრო მეტიც, საუკეთესო შესაძლებლობები მოგეცემათ სწავლისთვის, მიზნების განხორციელებისთვის. უმეტესობა გადაწყვეტს დაწყვილებას. ახალმთვარეობის შესახებ, ტრადიციულად, მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას.

მარსი 25 მარტამდე კვლავ ტყუპის ზოდიაქოში იქნება. საუკეთესო პერიოდია ორატორული გამოსვლებისთვის, საქმიანი, კომერციული გარიგებებისთვის. დაიწყეთ რამის შესწავლა. კარგი პერიოდია მათთვის, ვისი საქმიანობაც თითებთანაა დაკავშირებული (ხელსაქმე, პიანისტი). ამასთან, ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოგატყუოთ. გაძლიერდებიან ისინი, ვინც ხელებით მანიპულირებს.

2023 წლის 16 მაისამდე გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ვერძში იქნება. საუკეთესო დროა ვერძების (განსაკუთრებით, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით. ახლა იუპიტერი თქვენს მზეს შეურთდება და საუკეთესო შანსებს მოგცემთ წინსვლისა და წარმატებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის), ლომებისა და მშვილდოსნებისთვის.

საუკეთესო დროა საყიდლებისთვის: 30 იანვარი-პირველ თებერვალი. ამ პერიოდში შეგიძლიათ გამოცვალოთ გაჯეტები, აპარატურა. არ გირჩევთ კომპიუტერი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას 20-24 თებერვლის შუალედში. აგრეთვე, არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების გაფორმება.

ბედნიერ თებერვალს გისურვებთ!