მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გველოდება მარტში
რა გველოდება მარტში

მარ­ტში პლა­ნე­ტე­ბის ინ­ტენ­სი­ურ­მა ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა ტრან­ზი­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი...

სა­ტურ­ნი - კარ­მის პლა­ნე­ტა, გა­და­ვი­და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2025 წლის მა­ი­სამ­დე. სა­ტურ­ნის გა­დას­ვლა ცვლი­ლე­ბე­ბის წინა პი­რო­ბაა. ის არის სის­ტე­მი­სა და წეს­რი­გის მცვე­ლი და გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას და კა­ნონს. სა­ტურ­ნის მიერ ნიშ­ნის შეც­ვლა ცვლის კა­ნო­ნი­ე­რი წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრინ­ცი­პებს. სიმ­ბო­ლუ­რად, სა­ტურ­ნი თით­ქოს წყლის უფსკრულ­ში ჩაყ­ვინ­თვის. და ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს წინა სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის კო­ლაფ­სი. ძველ სის­ტე­მას არ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ენერ­გია ამის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ამ ცვლი­ლე­ბე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი ისაა, რომ თუ მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს და­ეყ­რდნო­ბით და გულს მო­უს­მენთ, კა­რის პლა­ნე­ტა და­გეხ­მა­რე­ბათ სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბა­ში და ხელ­საყ­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­გიყ­ვანთ.

13-19 მარ­ტის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სტრე­სუ­ლი. მარ­სი და­ტო­ვებს ტყუ­პის ნი­შანს, სა­დაც სტუმ­რობ­და წე­ლი­წა­დის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს საკ­მა­ოდ მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც სი­ურპრი­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წყლი­სა და ცე­ცხლის ელე­მენ­ტებ­თან. ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო შე­იძ­ლე­ბა გა­ცხად­დეს. სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ფა­რუ­ლი ფაქ­ტე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ზე­და­პირ­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ და­ეყ­რდნოთ ზნე­ო­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის კა­ნო­ნებს ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა­ში, სი­ტყვა­ში და თუნ­დაც აზრში.

17 მარ­ტი­დან ვე­ნე­რას ტრან­ზი­ტი კუ­რო­ში და­გეხ­მა­რე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რი­სა და ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

17-დან 22 მარ­ტამ­დე ძა­ლი­ან კარ­გი დროა ყვე­ლა გა­გე­ბით.

21-დან 25 მარ­ტამ­დე სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ნე­ბის­მი­ე­რი წა­მო­წყე­ბის­თვის. 21 მარტს გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა იქ­ნე­ბა.

23 მარტს პლუ­ტო­ნი ტო­ვებს თხის რქას და გა­და­დის მერ­წყულ­ში. პლუ­ტო­ნი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში იყო მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და სწო­რედ მა­შინ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აჯან­ყე­ბე­ბი. ივ­ნის­ში პლუ­ტო­ნი მერ­წყულს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბით და­ტო­ვებს. მაგ­რამ ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, პლუ­ტო­ნი გვაჩ­ვე­ნებს რას უნდა ვე­ლო­დოთ, რო­დე­საც ის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა მერ­წყულ­ში 2024 წლის იან­ვარ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პლუ­ტო­ნის გა­დას­ვლა მერ­წყულ­ში მოგ­ვი­ტანს პროგ­რე­სის უპ­რე­ცე­დენ­ტო აჩ­ქა­რე­ბას და მის­ტი­კურ ტრანსფორ­მა­ცი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­სა და აჯან­ყე­ბის დრო, რო­დე­საც ძველ სტრუქ­ტუ­რებს მო­უ­წევთ ად­გი­ლის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახ­ლის­თვის.

27 მარ­ტი­დან ორ აპ­რი­ლამ­დე ვე­ნე­რას ურან­თან შე­ერ­თე­ბის პე­რი­ო­დია. ცვლი­ლე­ბის დრო გვე­ლო­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - ვინ­მე შეხ­ვდე­ბა სიყ­ვა­რულს, ვი­ღაც მი­ი­ღებს და­ქორ­წი­ნე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. შე­იძ­ლე­ბა კავ­ში­რის გა­წყვე­ტაც, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა უნა­ყო­ფო და უპერ­სპექ­ტი­ვოა. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს, არა­მედ კო­ლე­გებ­თან და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა გველოდება მარტში

რა გველოდება მარტში

მარტში პლანეტების ინტენსიურმა ასტროლოგიურმა ტრანზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი ცვლილებები...

სატურნი - კარმის პლანეტა, გადავიდა თევზების ნიშანში, სადაც დარჩება 2025 წლის მაისამდე. სატურნის გადასვლა ცვლილებების წინა პირობაა. ის არის სისტემისა და წესრიგის მცველი და განასახიერებს ძალაუფლებას და კანონს. სატურნის მიერ ნიშნის შეცვლა ცვლის კანონიერი წესრიგის განხორციელების პრინციპებს. სიმბოლურად, სატურნი თითქოს წყლის უფსკრულში ჩაყვინთვის. და ამან შეიძლება გამოიწვიოს წინა სტრუქტურებისა და სისტემების კოლაფსი. ძველ სისტემას არ ექნება საკმარისი ენერგია ამის წინააღმდეგობის გაწევისთვის. თითოეული ადამიანისთვის ამ ცვლილებების პოზიტიური მომენტი ისაა, რომ თუ მორალურ პრინციპებს დაეყრდნობით და გულს მოუსმენთ, კარის პლანეტა დაგეხმარებათ სხვადასხვა ვითარებაში და ხელსაყრელი მიმართულებით მიგიყვანთ.

13-19 მარტის პერიოდი შეიძლება იყოს ყველაზე რთული და სტრესული. მარსი დატოვებს ტყუპის ნიშანს, სადაც სტუმრობდა წელიწადის ნახევარზე მეტია. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები, ისევე როგორც სიურპრიზები, რომლებიც დაკავშირებულია წყლისა და ცეცხლის ელემენტებთან. ბევრი საიდუმლო შეიძლება გაცხადდეს. საგულდაგულოდ დაფარული ფაქტები და ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს ზედაპირზე. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაეყრდნოთ ზნეობისა და სულიერების კანონებს ყველა მოქმედებაში, სიტყვაში და თუნდაც აზრში.

17 მარტიდან ვენერას ტრანზიტი კუროში დაგეხმარებათ ურთიერთობების, მატერიალური სიმდიდრისა და ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

17-დან 22 მარტამდე ძალიან კარგი დროა ყველა გაგებით.

21-დან 25 მარტამდე საუკეთესო პერიოდია ნებისმიერი წამოწყებისთვის. 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობა იქნება.

23 მარტს პლუტონი ტოვებს თხის რქას და გადადის მერწყულში. პლუტონი მერწყულის ნიშანში იყო მე-18 საუკუნის ბოლოს და სწორედ მაშინ მოხდა საზოგადოებაში რევოლუციური აჯანყებები. ივნისში პლუტონი მერწყულს რეტროგრადული მოძრაობით დატოვებს. მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში, პლუტონი გვაჩვენებს რას უნდა ველოდოთ, როდესაც ის საბოლოოდ გადავა მერწყულში 2024 წლის იანვარში. მოსალოდნელია, რომ პლუტონის გადასვლა მერწყულში მოგვიტანს პროგრესის უპრეცედენტო აჩქარებას და მისტიკურ ტრანსფორმაციას. ეს შეიძლება იყოს რევოლუციებისა და აჯანყების დრო, როდესაც ძველ სტრუქტურებს მოუწევთ ადგილის გამოთავისუფლება ახლისთვის.

27 მარტიდან ორ აპრილამდე ვენერას ურანთან შეერთების პერიოდია. ცვლილების დრო გველოდება. შეიძლება სერიოზული ცვლილებები მოხდეს ურთიერთობაში - ვინმე შეხვდება სიყვარულს, ვიღაც მიიღებს დაქორწინების შემოთავაზებას. შეიძლება კავშირის გაწყვეტაც, თუ ურთიერთობა უნაყოფო და უპერსპექტივოა. ეს ეხება არა მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ კოლეგებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობას.