ავტორი:

რა გველოდება მაისში, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

რა გველოდება მაისში, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

წლის ყველაზე მშვიდი თვე თებერვალი გვქონდა, მარტიდან პლანეტები გააქტიურდნენ და მათმა ტრანზიტმა უამრავი ცვლილება გამოიწვია სამყაროშიც და ადამიანების ცხოვრებაშიც. ახლა ვნახოთ, რას მოგვიტანს მაისი, თავიდავე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მეტად აქტიური დრო მოდის. პლანეტების ტრანზიტი ამ თვეშიც მნიშვნელოვანი გველოდება და საინტერესო ისაა, რომ თვე დაბნელებების დერეფნით და რეტროგრადული მერკურით დაიწყო. მაისშივე გველოდება მთვარის დაბნელებაც. თუმცა, დავიწყოთ თანმიმდევრობით.

21 მაისამდე მზე კუროშია. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. შეიძინეთ ლამაზი, ძვირად ღირებული, ხარისხიანი ნივთები. მოაწესრიგეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. იზრუნეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გახდეს ჰარმონიული. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ. კუროებს მნიშვნელოვანი მოვლენება გელოდებათ, - მთელი წლის განმავლობაში თქვენს ნიშანში გადმოვა დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, რომელიც მოგცემთ წინსვლის, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იუპიტერმა იცის ზედმეტი კილოგრამების მომატება, კურო ისედაც მიმართულია სიმსუქნისკენ და გაფრთხილდით, შეამცირეთ ტკბილეულის ჭამა.

პირველ მაისს პლუტონი რეტროგრადულ სვლაში გადადის, 11 ოქტომბრამდე და ბრუნდება მერწყულიდან თხის რქაში. ცვლილებები, რაც დაიწყო, შეიძლება გადაიხედოს და გამოსწორდეს. გადახედეთ პირად რუკას და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება პლუტონი, სწორედ ამ სფეროებში გელოდებათ ცვლილებები.

ორ მაისს გველოდება მზე მერკურის შეერთება. უნდა გადახედოთ თქვენს საქმეებს, სწავლას, ურთიერთობებს, მიმოსვლებს. სასურველია, სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ ამ სფეროებში. არაა გამორიცხული მიუბრუნდეთ მიტოვებულ კურსებს, ლექციებს; გაემგზავროთ იქ, სადაც ადრე გეგმავდით, თუმცა, რეტროგრადული მერკურის დროს მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებული სიზუსტით უნდა მოაგვაროთ. ეს არის გაანალიზების გადახედვის, გამოსწორებს დრო. აი, 15 მაისიდან, როცა მერკური გაასწორებს სვლას, შეგიძლია გააქტიურდეთ და დაიწყოთ ახალი საქმეები, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულებები.

4 მაისს ვენერა-ნეპტუნის დაპირისპირება გველოდება; შეიძლება მიხვდეთ, რომ იჩქარეთ და იმედგაცრუება იგრძნოთ. ეს ეხება შემოქმედებასაც, პირად ურთიერთობებსაც. სასურველია, ამ პერიოდში (პლუს/მინუს 3 დღე) გქონდეთ კავშირი თქვენთვის საიმედო ადამიანებთან, რომლებიც განუგეშებენ. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ისინი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს ან მომავალში აღარ მოგეწონოთ. აგრეთვე, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ჭორებს, არ გაუნაწყენდეთ საყვარელ ადამიანს. მოგეჩვენებათ, რომ მას არ უყვარხართ, არასათანადო ყურადღებას გაქცევთ.

მერკურის რეტროგრადული სვლა 15 მაისამდე გაგრძელდება (დაიწყო 21 აპრილს). მერკური კუროშია 11 ივლისამდე. ამ პერიოდში მოიმატებს პრაქტიკულობა, გააზრებულობა. ადამიანები მიიღებენ დაფიქრებულ გადაწყვეტილებებს. მერკურის რეტროგრადულობის დროს კარგია საბუთების, ნივთების გადაკეთება. მაგრამ არ გირჩევთ ავტომობილის, ახალი კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას.

ვენერა ტყუპში იქნება 7 მაისამდე. შემდეგ 5 ივნისამდე გადავა კირჩხიბში. ტყუპში მყოფი ვენერა მსუბუქი და ჰაეროვანია. არ გაგიჭირდებათ რომანტიკული ურთიერთობების გაბმა, ფლირტი. უბრალოდ, ეს კავშირი შეიძლება არ გახდეს ხანგრძლივი და სერიოზული. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია სწავლის, ექსკურსიის დროს, მგზავრობისას. რეტროგრადული მერკურის გავლენით გამორიცხული არაა, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ყოფილები. თუ ნივთების შეძენას აპირებთ, უპირატესობა მიანიჭეთ ჰაეროვან, მსუბუქ ქსოვილებს. ის, რასაც იოლად შეელევით.

მარსი კირჩხიბში იქნება 20 მაისამდე, შემდეგ 10 ივლისამდე გადავა ლომში. კარგი იქნება, თუ მოაგვარებთ ოჯახთან, ნათესავებთან დაკავშირებული საკითხებს. მეტად დაიცავთ თქვენი ოჯახის, ნათესავების უფლებებს. ოღონდ იმოქმედებთ გააზრებულად და არააგრესიულად. ზომიერი ვარჯიში არ გაწყენთ. 29 მაისიდან მარსი ლომში იქნება. ადამიანებში მოიმატებს ენერგიულობა. მოუნდებათ საკუთარი უპირატესობის აგრესიულობით დამტკიცება. ეცადეთ, მარსიანული ენერგია სასარგებლო საქმიანობას მოახმაროთ, არ გირჩევთ ძალის, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებას.

5 მაისს, 21:34-ზე მორიელის მე-15 გრადუსში გველოდება სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. ასპექტი აქტიურია პლუს/მინუს 3 დღე. ახლა ვართ დაბნელებების დერეფანში, რომელიც 20 აპრილს გაიხსნა და დაიხურება 5-ში. სავსემთვარეობა ისედაც ემოციური დღეა და მას ემატება მთვარის დაბნელება. ამიტომ, აქედანვე გაფრთხილებთ, რომ იყოთ მშვიდი და გააზრებული. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ფინანსური საკითხების მოგვარებას. არ აიღოთ ახალი ვალი, კრედიტი. მაქსიმალურად გააზრებული იყავით პარტნიორული ურთიერთობების დროს. მოერიდეთ საქმეების გარჩევას, დაპირისპირებას. გაფრთხილდით, იმატებს ვენერიული დაავადებების რისკი. მოგვიანებით ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას. თუმცა, მოულოდნელობები რომ გვექნება აქედანვე უნდა გაგაფრთხილოთ. განსაკუთრებით მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საბანკო სფეროებში.

იუპიტერი კუროში გადავა 16 მაისს და დარჩება მთელი წლის განმავლობაში, 2024 წლის 26 მაისამდე. კუროებო, იყავით მომართული სიყვარულსა და ჰარმონიაზე. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება, მოგზაურობა, ცოდნის გაღრმავება. არაა გამორიცხული მოსინჯოთ საკუთარი შესაძლებლობები ლიტერატურაში, მოიგოთ იურიდიული დავები, დაიწყოთ ლექციების ჩატარება.

მზე ტყუპს 1 თვით ესტუმრება 21 მაისს. გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა, გახშირდება კონტაქტები, მოგინდებათ გადაადგილება. საუკეთესო დროა ახლის შესასწავლად. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, კლიენტებს, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. იყავით მოსიყვარულე და-ძმებთან, მეზობლებთანაც კი. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე, უცხო ენების, ავტომობილის მართვის. საუკეთესო დრო ელოდებათ პიარის, მარკეტინგის, ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს.

ახალმთვარეობას ველოდებით 19 მაისს, 19:54-ზე, კუროს 29-ე გრადუსში. ახალმთვარეობა ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ყველას და განსაკუთრებით კუროებს. ამ პერიოდში (პლუს/მინუს 3 დღე) იყავით ფრთხილად, ცვლილებები მოსალოდნელია სამყაროშიც და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაშიც. არაა გამორიცხული, დაიწყოს აქტიური მოქმედებები ძალაუფლების მოსაპოვებლად; იმატებს აგრესიულობა და მანიპულაციები, ძალის გამოყენება. იყავით გააზრებული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს, ნუ გააბუქებთ მოვლენებს. არ გირჩევთ მჭრელი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. აგრეთვე, სიფრთხილე გამოავლინეთ საბანკო საქმიანობისას, მოუფრთხილდით პირად ნივთებს. მოგვიანებით ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას.

ბედნიერ მაისს გისურვებთ!