პოლიტიკა
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები
რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

სექ­ტემ­ბერ­ში 7 რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტა გვყავს. ახლა მზე ქალ­წულ­შია და რეტ­როგ­რა­დუ­ლია მისი მმარ­თვე­ლი, თავ­სი სახ­ლში მყო­ფი მერ­კუ­რი (16 სექ­ტემ­ბრამ­დე). 5 სექ­ტემ­ბერს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა (ვე­ნე­რა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს სვლას 2025 წლის 13 აპირ­ლამ­დე). 4-ში რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა კუ­რო­ში მყო­ფი იუ­პი­ტე­რი (31 დე­კემ­ბრამ­დე). აგ­რეთ­ვე რეტ­როგ­რა­დუ­ლე­ბია: სა­ტურ­ნი, ურა­ნი, ნეპ­ტუ­ნი, პლუ­ტო­ნი. ამი­ტომ, ეცა­დეთ, 15 სექ­ტემ­ბრამ­დე და­ის­ვე­ნოთ, გა­და­ა­კე­თოთ, გა­მო­ას­წო­როთ, იყოთ ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

22 სექ­ტემ­ბრამ­დე მზე ქალ­წულ­შია! გი­ლოც­ვათ, ახლა თქვე­ნი დროა, გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ეს არის წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პე­რი­ო­დი. უნდა დახ­ვე­წოთ თქვე­ნი უნა­რე­ბი, თუ რამე გაქვთ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი (საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა. გა­და­ხე­დეთ და­ზი­ა­ნე­ბულ ნივ­თებ­საც, კარ­გია მათი შე­კე­თე­ბა, გა­და­კე­თე­ბა ან სუ­ლაც მო­ცი­ლე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად და და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად.

23 აგ­ვის­ტოს რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვი­და მერ­კუ­რი და დარ­ჩე­ბა 16 სექ­ტემ­ბრამ­დე. მაგ­რამ 19 სექ­ტემ­ბრამ­დე მა­ინც არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას. მგზავ­რო­ბი­სას და სა­ჭეს­თან იყა­ვით ფრთხი­ლად. თუ საჩ­ქა­რო არაა, ნუ შე­ი­ძენთ ავ­ტო­მო­ბილს. სახ­ლი­დან გა­მოს­ვლამ­დე შე­ა­მოწ­მეთ სა­ფუ­ლე, გა­სა­ღე­ბი, მო­ბი­ლუ­რი. მერ­კუ­რი დი­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა 13 დე­კემ­ბრამ­დე.

ახლა მარ­სი სას­წორ­შია და დარ­ჩე­ბა 12 დე­კემ­ბრამ­დე (გა­და­ვი­და 27 აგ­ვის­ტოს). მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ტუ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, კა­მა­თი, ბა­ქი­ბუ­ქო­ბა. ეცა­დეთ, აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი აგ­რე­სია და ენერ­გია, მი­მარ­თეთ ეს უკა­ნას­კნე­ლი მხო­ლოდ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ო­რებ­თან (საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო), იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

4 სექ­ტემ­ბერს რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა კუ­რო­ში მყო­ფი იუ­პი­ტე­რი (31 დე­კემ­ბრამ­დე). გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და გა­ზა­ფხულ­ზე, რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვით, ეცა­დეთ გა­და­ა­კე­თოთ და გა­მო­ას­წო­როთ. იყა­ვით ფრთხი­ლად ფი­ნან­სებ­თან, არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა უცხო­ე­ლებ­თან; ფრთხი­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას.

5 სექ­ტემ­ბერს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, რო­მე­ლიც ლომ­შია (ვე­ნე­რა ლომ­ში გა­და­ვი­და 5 ივ­ნისს, აქვე მო­უ­წია რეტ­როგ­რა­დულ­მა სვლამ და დარ­ჩე­ბა 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე). მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი სწრაფ­ვა. გახ­შირ­დე­ბა წარ­მოდ­გე­ნებ­სა და ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ნე­რა სწორ სვლას და­უბ­რინ­დე­ბა, ექ­ნე­ბა და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი: 17 სექ­ტემ­ბერს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა იუ­პი­ტერს. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა - სა­კუ­თა­რი თა­ვით და­წყე­ბუ­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­თა და სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ფრთხი­ლად საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, არ გირ­ჩევთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძა­ბავს, საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვას, პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბას. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას, ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 14-20 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში . 29 სექ­ტემ­ბერს გვე­ლო­დე­ბა ვე­ნე­რა-ურა­ნის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი: კლა­სი­კურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ეს არის გან­ქორ­წი­ნე­ბის ას­პექ­ტი, მე­ხის გა­ვარ­დნის. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, ფეთ­ქე­ბა­დე­ბი და სკან­და­ლუ­რე­ბი არი­ან, ხმა­მაღ­ლა და ემო­ცი­უ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ კმა­ყო­ფი­ლე­ბას. ამ დრო­საც არ გირ­ჩევთ და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­მის შე­ძე­ნას. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 26 სექ­ტემ­ბრის-3 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. და ვე­ნე­რას ბოლო უსა­ი­მოვ­ნე­ბა ლი­ლიტ­თან შე­ერ­თე­ბაა. ეს უკვე 9 ოქ­ტომ­ბერს გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა 6-11 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და 28 ივ­ნი­სი­სა და 8 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში, თუ მა­შინ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა გქონ­დათ, უსი­ა­მოვ­ნე­ბა ფუ­ლის ან შეც­ვლი­ლი იმი­ჯის გამო ახლა ამ მოვ­ლე­ნებს უფრო მძაფ­რად შე­იგ­რძნობთ. გარ­და ამი­სა, მო­უფრ­თხილ­დით ფი­ნან­სებს. რთულ დღე­ებ­ში ნუ შე­ი­ძენთ კოს­მე­ტი­კურ ნა­წარმს, ნუ გა­ი­კე­თებთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რებს.

ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 15 სექ­ტემ­ბერს ქალ­წუ­ლის 22 გრა­დუს­ში 5:40-ზე. ამ დღეს მზეც და მთვა­რეც ქალ­წუ­ლის ნი­შან­შია. სა­ინ­ტე­რე­სო დღეა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სრულ სტა­ტი­ას, ას­ტროპ­როგ­ნო­ზით, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ. ახლა კი გე­ტყვით, რომ ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით ფი­ნან­სებ­თან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი მიზ­ნებ­სა და გეგ­მა­ში. იყა­ვით გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი.

19 სექ­ტემ­ბერს მზე-ნეპ­ტუ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა გვე­ლო­დე­ბა. იქ­ნე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა, არ გახ­დეთ ილუ­ზი­ე­ბის, აფე­რის­ტე­ბის მსხვე­რო­ლი, არ მო­ი­ტყუვ­დეთ და არც სხვე­ბი მო­ა­ტყუ­ოთ. ფრთხი­ლად არ­სე­ბობს ვირუ­სე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა; გა­უფრ­თხილ­დით ტერ­ფებ­საც. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა, ცრემ­ლე­ბი. ნუ მი­ი­ღებთ ალ­კოჰოლს, ახალ მე­დი­კა­მენ­ტებს. არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას; მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 16-22 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში.

შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 23 სექ­ტემ­ბერს და ამა­ვე დღეს, 10:50-ზე მზე გა­და­ვა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში. დგე­ბა შე­მოდ­გო­მა, იმა­ტებს ღამე და იკ­ლებს დღე. ამ დღეს მზე 1 თვით გა­და­ვა სას­წო­რის ნი­შან­ში. ეს არის ქორ­წი­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, ურ­თი­ერ­თო­ბის, კა­ნო­ნის, პარტნი­ო­რო­ბის, ბა­ლან­სის, ჰარ­მო­ნი­ის ნი­შა­ნი. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მეტ ღი­რე­ბუ­ლე­ბას შე­ი­ძე­ნენ საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც საქ­მე­ებს აგ­ვა­რებთ.

29 სექ­ტემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით ვერ­ძის მე-7 გრა­დუს­ში, 13:58-ზე. ამ დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. პირ­ველ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით 14 ოქ­ტომ­ბერს , მე­ო­რეს 28-ში, მაგ­რამ გავ­ლე­ნა 2 კვი­რით ადრე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პი­რე ნიშ­ნებ­შია: მზე სას­წორ­ში, ხოლო მთვა­რე - ვერ­ძში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი (საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო) ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ნუ იქ­ნე­ბით პირ­ვე­ლი და ლი­დე­რი, იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი და მზად დათ­მო­ბის­თვის, თა­ნამ­რომ­ლო­ბის­თვის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის, სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნის­თვის. ამას­თან, გა­უფრ­თხილ­დით ფულს, გრძნო­ბებს.

და­ბო­ლოს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად კარ­გი პე­რი­ო­დია 27 სექ­ტემ­ბრი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით და გან­სა­კუთ­რე­ბით 30 სექ­ტემ­ბერს.

ბედ­ნი­ერ სექ­ტემ­ბერს გი­სურ­ვებთ!

ნინა
0

ვერაფერი გავიგე, ხან კარგია ხან ცუდიო და ეგ ისედაც ეგრეა ან კარგი ხდებ ან ცუდი

ავტორი:

რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

სექტემბერში 7 რეტროგრადული პლანეტა გვყავს. ახლა მზე ქალწულშია და რეტროგრადულია მისი მმართველი, თავსი სახლში მყოფი მერკური (16 სექტემბრამდე). 5 სექტემბერს რეტროგრადული სვლიდან გამოვა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა (ვენერა სწორი მიმართულებით გააგრძელებს სვლას 2025 წლის 13 აპირლამდე). 4-ში რეტროგრადულ სვლაში გადავა კუროში მყოფი იუპიტერი (31 დეკემბრამდე). აგრეთვე რეტროგრადულებია: სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. ამიტომ, ეცადეთ, 15 სექტემბრამდე დაისვენოთ, გადააკეთოთ, გამოასწოროთ, იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

22 სექტემბრამდე მზე ქალწულშია! გილოცვათ, ახლა თქვენი დროა, გააქტიურდით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ განახორციელოთ. ეს არის წესრიგის დამყარების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების პერიოდი. უნდა დახვეწოთ თქვენი უნარები, თუ რამე გაქვთ გამოსასწორებელი (საქმეები, ურთიერთობები) ახლა საუკეთესო დროა. გადახედეთ დაზიანებულ ნივთებსაც, კარგია მათი შეკეთება, გადაკეთება ან სულაც მოცილება. საუკეთესო დროა მოსავლის ასაღებად და დასაბინავებლად.

23 აგვისტოს რეტროგრადულ სვლაში გადავიდა მერკური და დარჩება 16 სექტემბრამდე. მაგრამ 19 სექტემბრამდე მაინც არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. მგზავრობისას და საჭესთან იყავით ფრთხილად. თუ საჩქარო არაა, ნუ შეიძენთ ავტომობილს. სახლიდან გამოსვლამდე შეამოწმეთ საფულე, გასაღები, მობილური. მერკური დირექტული იქნება 13 დეკემბრამდე.

ახლა მარსი სასწორშია და დარჩება 12 დეკემბრამდე (გადავიდა 27 აგვისტოს). მოიმატებს კონკურენტულობა, ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და არაა გამორიცხული დაპირისპირება, კამათი, ბაქიბუქობა. ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი აგრესია და ენერგია, მიმართეთ ეს უკანასკნელი მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო), იყავით მომართული კავშირის გაუმჯობესებაზე.

4 სექტემბერს რეტროგრადულ სვლაში გადავა კუროში მყოფი იუპიტერი (31 დეკემბრამდე). გაიხსენეთ, რა ხდებოდა გაზაფხულზე, რა შეცდომები დაუშვით, ეცადეთ გადააკეთოთ და გამოასწოროთ. იყავით ფრთხილად ფინანსებთან, არ დაძაბოთ ურთიერთობა უცხოელებთან; ფრთხილად საზღვარგარეთ ყოფნისას.

5 სექტემბერს რეტროგრადული სვლიდან გამოვა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა, რომელიც ლომშია (ვენერა ლომში გადავიდა 5 ივნისს, აქვე მოუწია რეტროგრადულმა სვლამ და დარჩება 9 ოქტომბრამდე). მოიმატებს ურთიერთობაში რომანტიკულობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისადმი სწრაფვა. გახშირდება წარმოდგენებსა და ელიტურ წვეულებებზე დასწრების სურვილი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სწორ სვლას დაუბრინდება, ექნება დაძაბული ასპექტები: 17 სექტემბერს დაუპირისპირდება იუპიტერს. ადამიანებში მოიმატებს ყველაფრით უკმაყოფილება - საკუთარი თავით დაწყებული გარშემო მყოფებითა და სიტუაციის დამთავრებული. ფრთხილად საყვარელ ადამიანთან, არ გირჩევთ მასთან ურთიერთობის დაძაბავს, საქმეების გარჩევას, პრეტენზიულობას. აგრეთვე, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ასპექტი აქტიურია 14-20 სექტემბრის შუალედში . 29 სექტემბერს გველოდება ვენერა-ურანის დაძაბული ასპექტი: კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის განქორწინების ასპექტი, მეხის გავარდნის. ადამიანები მეტად გაღიზიანებულები, ფეთქებადები და სკანდალურები არიან, ხმამაღლა და ემოციურად გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. ამ დროსაც არ გირჩევთ დაუფიქრებლად რამის შეძენას. ასპექტი აქტიურია 26 სექტემბრის-3 ოქტომბრის შუალედში. და ვენერას ბოლო უსაიმოვნება ლილიტთან შეერთებაა. ეს უკვე 9 ოქტომბერს გველოდება, მაგრამ გავლენა ექნება 6-11 ოქტომბრის შუალედში. გაიხსენეთ რა ხდებოდა 28 ივნისისა და 8 აგვისტოს პერიოდში, თუ მაშინ საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა გქონდათ, უსიამოვნება ფულის ან შეცვლილი იმიჯის გამო ახლა ამ მოვლენებს უფრო მძაფრად შეიგრძნობთ. გარდა ამისა, მოუფრთხილდით ფინანსებს. რთულ დღეებში ნუ შეიძენთ კოსმეტიკურ ნაწარმს, ნუ გაიკეთებთ სილამაზის პროცედურებს.

ახალმთვარეობა გველოდება 15 სექტემბერს ქალწულის 22 გრადუსში 5:40-ზე. ამ დღეს მზეც და მთვარეც ქალწულის ნიშანშია. საინტერესო დღეა და მოგვიანებით სრულ სტატიას, ასტროპროგნოზით, შემოგთავაზებთ ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ. ახლა კი გეტყვით, რომ ფრთხილი და დაკვირვებული იყავით ფინანსებთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან. მოსალოდნელია ცვლილებები მიზნებსა და გეგმაში. იყავით გეგმაზომიერი და გააზრებული.

19 სექტემბერს მზე-ნეპტუნის დაპირისპირება გველოდება. იქნება იმედგაცრუება, არ გახდეთ ილუზიების, აფერისტების მსხვეროლი, არ მოიტყუვდეთ და არც სხვები მოატყუოთ. ფრთხილად არსებობს ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების საშიშროება; გაუფრთხილდით ტერფებსაც. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა, ცრემლები. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ახალ მედიკამენტებს. არ გირჩევთ ხელშეკრულებების, კონტრაქტების გაფორმებას; მოლაპარაკებისას იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და ფრთხილი. ასპექტი აქტიურია 16-22 სექტემბრის შუალედში.

შემოდგომის ბუნიობას ველოდებით 23 სექტემბერს და ამავე დღეს, 10:50-ზე მზე გადავა სასწორის ზოდიაქოში. დგება შემოდგომა, იმატებს ღამე და იკლებს დღე. ამ დღეს მზე 1 თვით გადავა სასწორის ნიშანში. ეს არის ქორწინების, სიყვარულის, ურთიერთობის, კანონის, პარტნიორობის, ბალანსის, ჰარმონიის ნიშანი. იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მეტ ღირებულებას შეიძენენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, ადამიანები, ვისთანაც საქმეებს აგვარებთ.

29 სექტემბერს სავსემთვარეობას ველოდებით ვერძის მე-7 გრადუსში, 13:58-ზე. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი. პირველ დაბნელებას ველოდებით 14 ოქტომბერს , მეორეს 28-ში, მაგრამ გავლენა 2 კვირით ადრე შეინიშნება. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებშია: მზე სასწორში, ხოლო მთვარე - ვერძში. იყავით მომართული პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ნუ იქნებით პირველი და ლიდერი, იყავით ჰარმონიული და მზად დათმობისთვის, თანამრომლობისთვის, პასუხისმგებლობის განაწილებისთვის, სხვისი აზრის მოსმენისთვის. ამასთან, გაუფრთხილდით ფულს, გრძნობებს.

დაბოლოს, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად კარგი პერიოდია 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით და განსაკუთრებით 30 სექტემბერს.

ბედნიერ სექტემბერს გისურვებთ!