მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად, ეზოტერიკული ახსნა
რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად, ეზოტერიკული ახსნა

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სიზ­მა­რი ადა­მი­ა­ნის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ჩა­შიფ­რუ­ლი ფა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მელ­საც სამ­ყა­რო აწ­ვდის მას ამ გზით. ეზო­ტე­რი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ სიზ­მრე­ბის სა­ხით ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი გვე­ლა­პა­რა­კე­ბა და გვაფრ­თხი­ლებს მო­სა­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სიმ­ბო­ლო­ე­ბის სა­ხით. არ­სე­ბობს ცხრა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიზ­მრის სცე­ნა­რი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ნა­ხუ­ლო­ბენ. დღეს მათ ახ­სნას გთა­ვა­ზობთ:

სი­მაღ­ლი­დან ვად­რე­ბით - ნერ­ვულ გა­და­ძაბ­ვა­ზე მი­გა­ნიშ­ნებთ. ადა­მი­ანს აქვს და­უც­ვე­ლო­ბის გრძნო­ბა. ეში­ნია ცვლი­ლე­ბე­ბის.

და­კარ­გეთ ხმა - სიზ­მა­რი, რო­მელ­შიც ვერ ვლა­პა­რა­კობთ (არ ამოგ­ვდის ხმა) ძალ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა­ზე მი­გი­თი­თებთ. მო­გი­წევთ სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და­ი­ო­კოთ.

შიშ­ვე­ლი ხართ - თუკი სა­კუ­თარ თავს სიზ­მარ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­დი­შო­ბი­ლას ხე­დავთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­მიზ­ნედ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეთ. თუმ­ცა, თუკი თქვენ სიზ­მარ­ში სა­კუ­თა­რი სი­შიშ­ვლის სუ­ლაც არ გრცხვე­ნი­ათ, ეს ბრალ­დე­ბე­ბი ვე­რა­ფერს და­გაკ­ლებთ.

კბი­ლე­ბი გცვი­ვათ - ერთ-ერთი პირ­ქუ­ში სცე­ნა­რია სიზ­მრის­თვის. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის როდი ნიშ­ნავს რამე ავ­ბე­დითს. მისი მეშ­ვე­ო­ბით ქვეც­ნო­ბი­ე­რი კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბა­ზე მი­გა­ნიშ­ნებთ. იქ­ნებ დროა ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ გა­უშ­ვათ?

ვი­ღაც მოგ­დევთ და გარ­ბი­ხართ - ეგო­იზ­მის დონე გაქვთ მა­ღა­ლი ხა­სი­ათ­ში. ასე­თი სიზ­მა­რი გაფრ­თხი­ლებთ, რომ დროა სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ას შე­ეშ­ვათ და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას თვა­ლი თა­მა­მად გა­უს­წო­როთ.

დაფ­რი­ნავთ - სიზ­მარ­ში ფრე­ნა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მზად­ყოფ­ნის ნი­შა­ნია. თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ახალ პრო­ექ­ტებს შე­ე­ჭი­დოთ.

გარ­და­იც­ვა­ლეთ - ამ სიზ­მრის ბა­ნა­ლუ­რი და უძ­ვე­ლე­სი ახ­სნა ასე­თია - დიდ­ხანს იცო­ცხლებთ. რე­ა­ლუ­რად კი მისი მეშ­ვე­ო­ბით სამ­ყა­რო მი­ნიშ­ნე­ბას გაძ­ლევთ, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე ასას­ვლე­ლად ხართ მზად და შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად, ეზოტერიკული ახსნა

რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად, ეზოტერიკული ახსნა

არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერში ჩაშიფრული ფარული ინფორმაციაა, რომელსაც სამყარო აწვდის მას ამ გზით. ეზოტერიკოსები თვლიან, რომ სიზმრების სახით ჩვენი ქვეცნობიერი გველაპარაკება და გვაფრთხილებს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ სიმბოლოების სახით. არსებობს ცხრა ყველაზე გავრცელებული სიზმრის სცენარი, რომელსაც ადამიანები ხშირად ნახულობენ. დღეს მათ ახსნას გთავაზობთ:

სიმაღლიდან ვადრებით - ნერვულ გადაძაბვაზე მიგანიშნებთ. ადამიანს აქვს დაუცველობის გრძნობა. ეშინია ცვლილებების.

დაკარგეთ ხმა - სიზმარი, რომელშიც ვერ ვლაპარაკობთ (არ ამოგვდის ხმა) ძალზე გავრცელებული ფენომენია. გამოუვალი სიტუაციის ალბათობაზე მიგითითებთ. მოგიწევთ საკუთარი ამბიციები დაიოკოთ.

შიშველი ხართ - თუკი საკუთარ თავს სიზმარში აბსოლუტურად დედიშობილას ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში აბსურდული ბრალდებების სამიზნედ შეიძლება იქცეთ. თუმცა, თუკი თქვენ სიზმარში საკუთარი სიშიშვლის სულაც არ გრცხვენიათ, ეს ბრალდებები ვერაფერს დაგაკლებთ.

კბილები გცვივათ - ერთ-ერთი პირქუში სცენარია სიზმრისთვის. თუმცა, ყოველთვის როდი ნიშნავს რამე ავბედითს. მისი მეშვეობით ქვეცნობიერი კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის გართულებაზე მიგანიშნებთ. იქნებ დროა ესა თუ ის ადამიანი საკუთარი ცხოვრებიდან საბოლოოდ გაუშვათ?

ვიღაც მოგდევთ და გარბიხართ - ეგოიზმის დონე გაქვთ მაღალი ხასიათში. ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ, რომ დროა სირაქლემას პოზიციას შეეშვათ და რეალურ ცხოვრებას თვალი თამამად გაუსწოროთ.

დაფრინავთ - სიზმარში ფრენა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მზადყოფნის ნიშანია. თამამად შეგიძლიათ ახალ პროექტებს შეეჭიდოთ.

გარდაიცვალეთ - ამ სიზმრის ბანალური და უძველესი ახსნა ასეთია - დიდხანს იცოცხლებთ. რეალურად კი მისი მეშვეობით სამყარო მინიშნებას გაძლევთ, რომ ცნობიერების ახალ ეტაპზე ასასვლელად ხართ მზად და შეგიძლიათ საკუთარ ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალოთ.