ავტორი:

რა ელოდებათ სხვადასხვა წელში დაბადებულ მშვილდოსნებს - 2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

რა ელოდებათ სხვადასხვა წელში დაბადებულ მშვილდოსნებს - 2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი
  • მშვილდოსანი - ხარი

მარტივი წელი არ გელით. შეცდომებსაც დაუშვებთ და დაუფიქრებელ ნაბიჯებსაც გადადგამთ. თუმცა, ამისგან დაზღვეული არც არავინაა. უბრალოდ, თქვენ უფრო მეტი დაკვირვება გმართებთ. იყავით მეტად თავდაჯარებული, არ იწუწუნოთ, იმოქმედეთ. ოპტიმისტურად იყავით განწყობლი. შეუძლებელი მისია არ არსებობს. პროფესიული და საოჯახო საქმეების შესრულებისას ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით იმ მშვილდოსან-ხარს ეხება, ვინც ემოციურად დაძაბულია და ბევრს მუშაობს.

  • მშვილდოსანი - ვირთხა

წელს მოაგვარებთ იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე ან რთულად გეჩვენებოდათ, ან ვერ მოიცალეთ მათთვის. თქვენთვის ყველა კარი გაიღება. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. ახალი ნაცნობების გაჩენისა და თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. გაფრთხილდით, რომანტიკულმა თავგადასავალმა და სასიყვარულო ურთიერთობება თავი არ დაგაკარგვინოთ. ზოგიერთი დაქორწინედება ან მუდმივ პარტნიორს გაიჩენს.

  • მშვილდოსანი - ვეფხვი

მეტალის ვირთხის წელში ერთ დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხშირად შეგეცვლებათ განწყობა და ამის გამო არც საქმეები გაიფუჭოთ და არც დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ემოციებს აყოლილმა არავის უთხრათ ზედმეტი. იყავით ფრთხილი და ყურადღებიანი მუშაობისას, ახლობლებთან. შეიძლება ხშირად შეეჩეხოთ სხვის უპასუხისმგებლობას.

  • მშვილდოსანი - დრაკონი

გარდამტეხი პერიოდი დაგიდგათ. თუ დიდი ხანი მუშაობთ და არც ფინანსურად ხართ მოძლიერებული და ნერვებიც დაწყვეტაზე გაქვთ, ახალი სამსახური უნდა მოძებნოთ. ვირთხის წელიწადში გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც "შეგინახვათ". წარმატებას მოგიტანთ ნიჭისა და უნარების კარგად გამოყენება. სპორტული აქტიურობა გაგიძლიერებთ ჯანმრთელობას და დაგავიწყებთ ზოგიერთ დაავადებას. ფული ეკონომიურად უნდა ხარჯოთ, რათა ზაფხულში თავს დასვენების უფლება მისცეთ.

  • მშვილდოსანი - კატა/კურდღელი

ბედნიერების მეშვიდე ცაზე იქნებით. იღბალი სიურპრიზებითა და საჩუქრებით გაგანებივრებთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოიმატებს კონფლიქტი საყოფაცხოვრებო საკითხებზე. შეიძლება პარტნიორმა თქვენი "სუსტი წერტილების" გამოცდა გადაწყვიტოს. იყავით ფრთხილი და ტაქტიკური.

  • მშვილდოსანი - გველი

ხშირად დაესწარით წვულებებს, უნდა გამოჩნდეთ ხალხის თავშეყრის ადგლებში. განსაკუთრებით, თუ მარტო ხართ და პირადი ცხოვრების მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი. ეცადეთ, ახლობლებიც კი არ ჩაახედოთ თქვენ პირად საქმეებში. სხვათა შორის, სიმშვიდე პირად გრძნობებში გადაგატანინებთ ყველა უსიამოვნებსა და დაძაბულობას. ორგანიზმის გასაძლიერებლად დილაობით სირბილი გმართებთ და საღამოობით - ცურვა.

  • მშვილდოსანი - თხა/ცხვარი

უნდა გაფართოვდეთ, გარშემო მყოფებს თქვენი თავი ახლებულად უნდა გააცნოთ. უარი უნდა უთხრათ ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას და მეტად უნდა გამხიარულდეთ. მოსალოდნელია რომანი კოლეგასთან, მაგრამ ახალ ამბავს მთელ ქვეყანას ნუ მოსდებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, რისკისა და ავანტიურისგან უნდა გათავისუფლდეთ. ქრონიკულ დაავადებებთან საბრძოლველად, შინაურული მეთოდები უნდა გამოიყენოთ.

  • მშვილდოსანი - ცხენი

მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ნერვულ სისტემას. გადახედეთ გარემოცვას, იქნებ, საახლობლოში გყავთ ადამიანები, რომლებისგანაც უნდა გათავისუფლდეთ?.. კარგი წელი ელით მათ, ვინც კერძო ბიზნესითაა დაკავებული და მის განვითარებაზე ფიქრობს. წარმატება ელით ბიზნესში ახალბედებსაც. ნათესავებისგან სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ. გაფრთხილდით, წლის განმავლობაში არსებობს მოწამვლის საშიშრობა. განსაკუთრებით, თუ კუჭ-ნაწლავის სისტემა გაქვთ დაზიანებული.

  • მშვილდოსანი - ღორი

წელს მიაღწევთ იმას, რისკენაც ჯიუტად და მიზანმიმართულად მიდიხართ. თქვენი გამარჯვება სულ ახლოსაა. მთავარია, არ ჩამოყაროთ ყურები და გააგრძელოთ ბრძოლა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. რომანტიკასა და სასიყვარულო სფეროში დიდ აღმოჩენებს გააკეთებთ. ახლობლებისგან მატერიალურ დახმარებასაც მიიღებთ და მორალურსაც.

  • მშვილდოსანი - მაიმუნი

ახალ სამსახურს მიიღებთ ან მეგობარი საერთო საქმეში შემოგთავაზებთ ჩართვას. გაანალიზეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც 2020 წელს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში საქმე მოსალოცად გექნებათ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც ცხოვრებას გაგილამაზებთ. გახშირდება მივლინება. ზოგიერთი ქალაქიდან სოფელში გადაწყვეტს საცხოვრებლად გადასვლას.

  • მშვილდოსანი - მამალი

მშვიდი წელი დაგიდგათ. პროფესიონალები თავისი საქმის გახსნას გადაწყვეტენ. წარსულის გამოცდილებით კი შეიძლება ჰობიც განავითარონ, რაც შემოსავალს გაუზრდით. კარგ შედეგებს მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საინტერესო და ერთგულ თანამოაზრეებთან. ნუ ეცებით საყვარელი ადამიანის გადაკეთებას, მისი ჩვევების შეცვლას.

  • მშვილდოსანი - ძაღლი

დაისახეთ მიზანი და იყავით მიზანმიმართული. გამარჯვება ახლოსაა, ნუ შეუშინდებით სირთულეებს, პატარა ბავშვი აღარ ხართ. გაგიუმჯობესდებათ მატერალური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ხელმომჭირნე უნდა იყოთ. ეცადეთ, ერთგული იყოთ საყვარელი ადამიანის. ახალი საქმე კარგ ბონუსებს მოგიტანთ და საზღვარგარეთ გამგზავრებას შეძლებთ.

დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

რა ჩავიცავთ 2020 წლის შესახვედრად - ვირთხის წელიწადის  ტრენდული ფერები, სამოსი და აქსესუარები

10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალები