მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

16 მა­ისს, 8:11-ზე, მო­რი­ე­ლის ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და ამით და­ი­ხუ­რე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. მზე ახლა კუ­რო­შია, მთვა­რე მო­რი­ელ­ში. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია კურო-მო­რი­ე­ლის ღერ­ძი - ფი­ნან­სე­ბი, რე­სურ­სე­ბი. მო­რი­ე­ლის არის ტრანსფორ­მა­ცია, კრი­ზი­სი, პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი, კრე­დი­ტი, გა­და­სა­ხა­დე­ბი, ექ­სტრი­მი, ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი არის პლუ­ტო­ნი, რო­მე­ლიც ახლა თხის რქა­ში და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა­შია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში, ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სფე­რო­ში, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის თე­მებ­ში.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ეს არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, პა­ტი­ე­ბის­თვის, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ავად­მყო­ფო­ბის­გან, ში­შე­ბის­გან, ვა­ლე­ბის­გან.

უნდა და­ფიქ­რდეთ, რა რე­სურ­სებს ფლობთ, რამ უნდა მო­გი­ტა­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ შე­დე­გი ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან, პრო­ექ­ტის­გან. ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ წარ­სულ­მა, გა­ნახ­ლდეს ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, საქ­მე­ე­ბი. 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე იყო ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა და გა­იხ­სე­ნეთ, რისი დას­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­შინ, სად გსურ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი? გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2004 წლის აპ­რილ­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. ან და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც მა­შინ და­ი­წყეთ.

ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ შე­ფერ­ხდე­ბა ზო­გი­ერ­თი საქ­მე, ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ასა­კით და თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, გა­ცივ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, - მზე სა­ტურნ­თან კონ­ფლიქ­ტშია. ამას­თან, მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. არ გა­და­ი­ღა­ლოთ, არ გა­დატ­ვირ­თოთ გული, ხერ­ხე­მა­ლი.

გარ­და ამი­სა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, შხამ-ქი­მი­კა­ტებ­თან (სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ას­თა­ნაც). საქ­მე იმა­შია, რომ 18 მა­ისს მარ­სი­სა (ომის ღმერ­თი) და ნეპ­ტუ­ნის (ილუ­ზი­ე­ბი, ტყუ­ი­ლე­ბი) შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 14-დან 22 მა­ი­სის ჩათ­ვლით და თან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ამ­ძაფ­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრიმ­ზი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­მომ­ჟღავ­ნდეს სა­ი­დუმ­ლო. გაფრ­თხილ­დით, ილუ­ზი­ებ­ში, ტყუ­ი­ლებ­ში გა­და­ვარ­დნილ­მა არ ჩა­ი­დი­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლით არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ქი­მი­უ­რი ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­ბინ­ძურ­დეს წყა­ლი (შემ­თხვე­ვით ან გან­ზრახ), ან კა­ტაკ­ლიზ­მებ­მა იმა­ტოს წყალ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მათ­რო­ბე­ლა (ალ­კოჰო­ლი, ნარ­კო­ტი­კი) ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, აგ­რეთ­ვე, მე­დი­კა­მენ­ტებ­თა­ნაც (მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მო­წამ­ვლა).

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა? რა თქმა უნდა, მო­რი­ე­ლებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით 15-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვი­საც მო­რი­ელ­ში, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 23-29 გრა­დუს­ში გყავთ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. კირჩხი­ბებს (15-21 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და თევ­ზებს (13-19 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) გაქვთ შან­სი, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო და გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოთ. ცოტა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ კუ­რო­ებს (13-19 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს), ლო­მებს (15-21 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და მერ­წყუ­ლებს (11-17 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი და სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბი. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ.

პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ფი­ნა­ნურ თე­მას: გახ­დე­ბით ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბის­გან, მემ­კვიდ­რე­ო­ბა. უმე­ტე­სო­ბა გა­ის­ტუმ­რებთ ვა­ლებს, გა­და­სა­ხა­დებს. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა უსარ­გებ­ლო ნივ­თი. გა­თა­ვი­სუფ­ლდით არაფ­რის­მომ­ცე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და­შო­რე­ბა თქვენს სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორ­თან ან პი­რი­ქით, ახალ­გაც­ნო­ბილ­თან გა­ხა­დოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი.

კურო

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ზო­გი­ერთ საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან და­ას­რუ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას; ან გა­დახ­ვალთ ახალ სა­ფე­ხურ­ზე. გა­და­წყვეტთ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ან და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი და­გემ­შვი­დო­ბოთ, ად­გი­ლი გა­უ­თა­ვი­სუფ­ლოს სხვას. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა ან გა­ი­გებთ, რომ გე­ყო­ლე­ბათ. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-21 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ტყუ­პი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­როს. მო­გეხ­სნე­ბათ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­მო­იც­ვლით სამ­სა­ხურს ან სა­მუ­შაო გრა­ფიკს. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, თუ შინ გყავთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გექ­ცეთ. თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა გა­წუ­ხებ­დათ, გა­მო­ნა­ხავთ ექიმს ან მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს და გა­ნი­კურ­ნე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მე­დიც­ნო კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ძი­ლის, კვე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

კირჩხი­ბი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­როს: გა­და­წყვეტთ და­წყვი­ლე­ბას, დას­რულ­დე­ბა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა. და­ას­რუ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექტს, ზო­გი­ერ­თი კი პი­რი­ქით, გა­იხ­სე­ნებს და გა­ნა­ვი­თა­რებს ჰო­ბის. იმა­ტებს დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­წრე­ბის, მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი, სა­ბავ­შვო­სიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ ან ცვლი­ლე­ბე­ბი ელით თქვენ შვი­ლებს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ლომი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს სა­ო­ჯა­ხო სფე­როს: და­კავ­დით უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით (ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, არენ­და). შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ მი­სა­მარ­თის შეც­ვლა, ემიგ­რა­ცია. თუ ბი­ნა­ში რე­მონ­ტი გქონ­დათ ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, და­ას­რუ­ლებთ. ზო­გი­ერთს შე­გეც­ვლე­ბათ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: და­ქორ­წი­ნე­ბა ან გან­ქორ­წი­ნე­ბა გე­ლით. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ქალ­წუ­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი სწავ­ლის, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­როს: შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სას­წავ­ლო კურ­სი (მაგ., ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის) ან პი­რი­ქით, გა­და­წყვი­ტოთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა. მო­გინ­დე­ბათ გა­ჯე­ტე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის შეც­ვლა, მაგ­რამ სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან არ გა­მო­ვა არ გირ­ჩევთ. და­ფიქ­რდით, რა გიშ­ლით ხელს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა უნდა მო­ი­ცი­ლოთ, რის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სა­მე­გობ­რო, სა­მე­ზობ­ლო. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და-ძმებ­თან. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 სექ­ტემ­ბერს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

სას­წო­რი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­როს: მი­ი­ღებთ შე­დეგს, ფულს, ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბით წყა­როს. აი­მაღ­ლებთ თვით­შე­ფა­სე­ბას, თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში ხართ, გა­აძ­ვი­რებთ თქვენს მომ­სა­ხუ­რე­ბას. გა­ა­ფორ­მებთ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­ბუ­თებს. დას­რულ­დე­ბა საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი იყი­დით ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივთს.

მო­რი­ე­ლი

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს პი­როვ­ნე­ბას. და­ფიქ­რდით, რო­გორ უნდა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ჯან­მრთე­ლო­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში: ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა ან დას­რუ­ლე­ბა. და­ფიქ­რდით, რა საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას. და­ას­რუ­ლებთ პრო­ექტს ან წა­მოხ­ვალთ სამ­სა­ხუ­რი­დან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლა (იმი­ჯი, სტი­ლი). მთვა­რის ამ დაბ­ნე­ლე­ბის დროს უნდა და­ტო­ვოთ წარ­სუ­ლი წარ­სულ­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან; ყვე­ლაფ­რის­გან, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ გა­ნი­ჭებთ. ნუ გა­ე­კი­დე­ბით იმას, რაც თქვენ­გან მი­დის, პი­რი­ქით, გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ახალს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბის დრო და­გიდ­გათ. უნდა გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლოთ ად­გი­ლი ყვე­ლა­ფერ ძველს, უსარ­გებ­ლოს, რათა და­ი­წყოთ ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, კე­თე­ბა. მი­ი­ღებთ შე­დეგს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან. თუ იყა­ვით იზო­ლა­ცი­ა­ში ან და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­დით, გა­მოხ­ვალთ იზო­ლა­ცი­ი­დან. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით უსარ­გებ­ლოს­გან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­სა­ხუ­რი, ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ა­ვა­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი კი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­და­წყვეტს წას­ვლას. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ფი­ნან­სუ­რი და მო­რა­ლუ­რი ვა­ლე­ბის­გან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ლოც­ვა. იმა­ტებს უჩ­ვე­უ­ლო მო­მენ­ტე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ, ან და­ა­ას­რუ­ლებთ, ან გა­მო­ამ­ჟღავ­ნებთ.

თხის რქა

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს სო­ცი­უ­მის სფე­როს. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - გა­და­წყვეტთ, გა­აგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ წერ­ტი­ლი და­უს­ვათ. მო­მა­ვალ მე­წყვილს შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­მა შე­გახ­ვედ­რონ ან ინ­ტერ­ნეტ­ში გა­იც­ნოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ ინ­ტერნტპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გა­მოხ­ვი­დეთ ჯგუ­ფი­დან, თუ ის აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვენს ინ­ტე­რე­სებს, გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. მი­ი­ღოთ შე­დე­გი ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან. შე­გეც­ვლე­ბათ სა­მე­გობ­რო წრე; ზო­გი­ერთს და­ემ­შვი­დო­ბე­ბით. მი­ი­ღებთ შე­დეგს, აგის­რულ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, მი­ზა­ნი. ახა­ლი ბავ­შვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში: ნათ­ლუ­ლი, გერი. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-19 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

მერ­წყუ­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს კა­რი­ე­რულ სფე­როს. შე­იც­ვლით სტა­ტუსს, მი­ი­ღებთ შე­დეგს, თა­ნამ­დე­ბო­ბას ან გა­და­წყვეტთ, სამ­სა­ხუ­რი­დან, ბიზ­ნე­სი­დან წა­მოს­ვლას ან პენ­სი­ა­ში გახ­ვალთ. შე­გეც­ვლე­ბათ სტა­ტუ­სი: თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ შე­იძ­ლე­ბა გან­ქორ­წინ­დეთ ან და­ა­კა­ნონთ თქვე­ნი კავ­ში­რი. მი­ი­ღებთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, გა­დახ­ვალთ სა­ცხოვ­რებ­ლად მდიდ­რულ ბი­ნა­ში, პრეს­ტი­ჟულ უბან­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ელით თქვენს მშობ­ლებს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 13-18 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

თევ­ზე­ბი

სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­დით გამ­გზავ­რე­ბას სწავ­ლის, მოგ­ზა­უ­რო­ბის ან ცხოვ­რე­ბის მიზ­ნით, სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ი­ღებთ. გა­იც­ნობთ უცხო­ელს, რო­მე­ლიც შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. გა­და­წყვეტთ უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბას ან და­ას­რუ­ლებთ სწავ­ლას და და­ი­წყებთ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, შექ­მნით თქვენს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა წე­რას­თა­ნაა კავ­შირ­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბეჭ­დოს თქვე­ნი სტა­ტია, გა­მოს­ცეთ წიგ­ნი. თუ იუ­რი­დი­ულ სა­ბუ­თებს აგ­რო­ვებთ ან სა­სა­მარ­თლო­ში გაქვთ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი, მი­ი­ღებთ შე­დეგს. გა­ი­გებთ, რომ გე­ყო­ლე­ბათ შვი­ლიშ­ვი­ლი ან მათ ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი შე­წყვი­ტავთ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან. თქვე­ნი მი­ზე­ზით ან თქვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-19 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ლაოძი
0

მოკლედ ვისი მზე ვის მთვარეშია ვერ გაიგებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

16 მაისს, 8:11-ზე, მორიელის ოცდამეექვსე გრადუსში ველოდებით მთვარის დაბნელებას, სავსემთვარეობაზე და ამით დაიხურება გაზაფხულის დაბნელებების დერეფანი. მზე ახლა კუროშია, მთვარე მორიელში. გააქტიურებულია კურო-მორიელის ღერძი - ფინანსები, რესურსები. მორიელის არის ტრანსფორმაცია, კრიზისი, პარტნიორის ფინანსები, კრედიტი, გადასახადები, ექსტრიმი, ფორსმაჟორული სიტუაცია. მორიელის მმართველი არის პლუტონი, რომელიც ახლა თხის რქაში და რეტროგრადული სვლაშია. მოსალოდნელია ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში, ფინანსურ და საბანკო სფეროში, გაზისა და ნავთობის თემებში.

მთვარის დაბნელებაზე მომატებულია ემოციურობა. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მთვარის დაბნელება ეს არის საუკეთესო პერიოდი საქმეების, პროექტების დასასრულებლად, პატიებისთვის, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. გათავისუფლდებით დამოკიდებულებების, ავადმყოფობისგან, შიშებისგან, ვალებისგან.

უნდა დაფიქრდეთ, რა რესურსებს ფლობთ, რამ უნდა მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. შეიძლება მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული საქმისგან, პროექტისგან. ზოგადად, შეიძლება თავი შეგახსენოთ წარსულმა, განახლდეს ძველი ურთიერთობები, საქმეები. 2021 წლის შემოდგომაზე უკვე იყო ასეთი დაბნელება და გაიხსენეთ, რისი დასრულება დაიწყეთ, რას საქმიანობდით მაშინ, სად გსურდათ ცვლილებები? გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2004 წლის აპრილში, შეიძლება განმეორდეს მოვლენები. ან დაასრულოთ საქმეები, ურთიერთობები, რაც მაშინ დაიწყეთ.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეფერხდება ზოგიერთი საქმე, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ასაკით და თანამდებობით უფროს ადამიანებთან, მოგინდებათ განმარტოება, გაცივდება ურთიერთობები, - მზე სატურნთან კონფლიქტშია. ამასთან, მერკურიც რეტროგრადულია. იყავით მეტად დაკვირვებული. მოიმატებს დაძაბულობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა. იყავით მომართული სულიერებაზე. კარგი იქნება შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ქველმოქმედება; მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. არ გადაიღალოთ, არ გადატვირთოთ გული, ხერხემალი.

გარდა ამისა, სიფრთხილე გმართებთ ქიმიურ ნივთიერებებთან, შხამ-ქიმიკატებთან (საოჯახო ქიმიასთანაც). საქმე იმაშია, რომ 18 მაისს მარსისა (ომის ღმერთი) და ნეპტუნის (ილუზიები, ტყუილები) შეერთება გველოდება, მაგრამ ასპექტი აქტიურია 14-დან 22 მაისის ჩათვლით და თან მთვარის დაბნელება ამძაფრებს სიტუაციას. შეიძლება გააქტიურდეს რელიგიური ექსტრიმზი. გამორიცხული არაა, გამომჟღავნდეს საიდუმლო. გაფრთხილდით, ილუზიებში, ტყუილებში გადავარდნილმა არ ჩაიდინოთ აგრესიული ქმედება ან ქველმოქმედების სახელით არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. გამორიცხული არაა, დაბინძურდეს წყალი (შემთხვევით ან განზრახ), ან კატაკლიზმებმა იმატოს წყალზე. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მათრობელა (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) ნივთიერებებთან, აგრეთვე, მედიკამენტებთანაც (მედიკამენტური მოწამვლა).

ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად მთვარის დაბნელება? რა თქმა უნდა, მორიელებზე. განსაკუთრებით 15-21 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს, აგრეთვე, მათზე, ვისაც მორიელში, უფრო კონკრეტულად კი 23-29 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. კირჩხიბებს (15-21 ივლისის შუალედში დაბადებულებს) და თევზებს (13-19 მარტის შუალედში დაბადებულებს) გაქვთ შანსი, მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო და განვითარების უმაღლეს საფეხურზე გადაინაცვლოთ. ცოტა მეტი დაკვირვება გმართებთ კუროებს (13-19 მაისის შუალედში დაბადებულებს), ლომებს (15-21 აგვისტოს შუალედში დაბადებულებს) და მერწყულებს (11-17 თებერვლის შუალედში დაბადებულებს) დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხები. არ გაართულოთ დამოკიდებულება მშობლებთან, პარტნიორებთან, ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით:

ვერძი

ცვლილებები შეეხება თქვენს ფინანურ თემას: გახდებით ფინანსურად დამოუკიდებელი. მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში. შეიძლება მიიღოთ სარგებელი პარტნიორის ფინანსებისგან, მემკვიდრეობა. უმეტესობა გაისტუმრებთ ვალებს, გადასახადებს. მთვარის დაბნელების შემდეგ მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. გათავისუფლდით არაფრისმომცემი ვალდებულებებისგან. შეიძლება გადაწყვიტოთ დაშორება თქვენს სექსუალურ პარტნიორთან ან პირიქით, ახალგაცნობილთან გახადოთ ურთიერთობა მეტად სერიოზული.

კურო

ცვლილებები შეეხება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგიერთ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან დაასრულებთ ურთიერთობას; ან გადახვალთ ახალ საფეხურზე. გადაწყვეტთ გააფორმოთ ხელშეკრულება ან დაასრულოთ პროექტი, თანამშრომლობა. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, შეიძლება ზოგიერთი კლიენტი დაგემშვიდობოთ, ადგილი გაუთავისუფლოს სხვას. შეიძლება გადაწყვიტოთ მეორე შვილის გაჩენა ან გაიგებთ, რომ გეყოლებათ. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 15-21 მაისის შუალედში დაბადებულები.

ტყუპი

ცვლილებები შეეხება თქვენს ყოველდღიურობას, ჯანმრთელობის სფეროს. მოგეხსნებათ ზედმეტი ვალდებულებები. გამოიცვლით სამსახურს ან სამუშაო გრაფიკს. ცვლილებები გელით, თუ შინ გყავთ შინაური ცხოველები. გაფრთხილდით, რომ არ გაგექცეთ. თუ რამე დაავადება გაწუხებდათ, გამონახავთ ექიმს ან მკურნალობის ახალ მეთოდს და განიკურნებით. კარგი იქნება სამედიცნო კვლევის ჩასატარებლად. მთვარის დაბნელება საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ძილის, კვებისა და დასვენების გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი

ცვლილებები შეეხება პირადი ურთიერთობების სფეროს: გადაწყვეტთ დაწყვილებას, დასრულდება თქვენი მარტოობა. დაასრულებთ შემოქმედებით პროექტს, ზოგიერთი კი პირიქით, გაიხსენებს და განავითარებს ჰობის. იმატებს დღესასწაულებზე დასწრების, მოწყობის სურვილი, საბავშვოსიც. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან ცვლილებები ელით თქვენ შვილებს. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 17-22 ივლისის შუალედში დაბადებულები.

ლომი

ცვლილებები შეეხება თქვენს საოჯახო სფეროს: დაკავდით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით (ყიდვა-გაყიდვა, არენდა). შეიძლება მოგიწიოთ მისამართის შეცვლა, ემიგრაცია. თუ ბინაში რემონტი გქონდათ ან სახლის მშენებლობა, დაასრულებთ. ზოგიერთს შეგეცვლებათ ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინება ან განქორწინება გელით. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 17-22 აგვისტოს შუალედში დაბადებულები.

ქალწული

ცვლილებები შეეხება თქვენი სწავლის, ახლო ურთიერთობების სფეროს: შეიძლება დაასრულოთ სასწავლო კურსი (მაგ., ავტომობილის მართვის) ან პირიქით, გადაწყვიტოთ სასწავლო კურსებზე ჩაწერა. მოგინდებათ გაჯეტების, ავტომობილის შეცვლა, მაგრამ სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა არ გირჩევთ. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს განვითარებაში, რა უნდა მოიცილოთ, რისგან უნდა გათავისუფლდეთ რომ წარმატებას მიაღწიოთ. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ სამეგობრო, სამეზობლო. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას და-ძმებთან. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 17-22 სექტემბერს შუალედში დაბადებულები.

სასწორი

ცვლილებები შეეხება თქვენს მატერიალურ სფეროს: მიიღებთ შედეგს, ფულს, ფინანსურ დამოუკიდებლობას ან შემოსავლის დამატებით წყაროს. აიმაღლებთ თვითშეფასებას, თუ მომსახურების სფეროში ხართ, გააძვირებთ თქვენს მომსახურებას. გააფორმებთ ყიდვა-გაყიდვის საბუთებს. დასრულდება საქმეები, ურთიერთობები. ზოგიერთი იყიდით ძვირად ღირებულ ნივთს.

მორიელი

მთვარის დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება და ცვლილებები შეეხება თქვენს პიროვნებას. დაფიქრდით, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ საკუთარი თავი, ჯანმრთელობა, მდგომარეობა საზოგადოებაში. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში: ახალი ნაცნობობა, ურთიერთობების გაუმჯობესება, განვითარება ან დასრულება. დაფიქრდით, რა საქმიანობა, მიმართულება მოგიტანთ წარმატებას. დაასრულებთ პროექტს ან წამოხვალთ სამსახურიდან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ გარეგნობის შეცვლა (იმიჯი, სტილი). მთვარის ამ დაბნელების დროს უნდა დატოვოთ წარსული წარსულში. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან; ყველაფრისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. ნუ გაეკიდებით იმას, რაც თქვენგან მიდის, პირიქით, გაუთავისუფლეთ ადგილი ახალს. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 17-21 ნოემბრის შუალედში დაბადებულები.

მშვილდოსანი

საინტერესო ცვლილებების დრო დაგიდგათ. უნდა გამოუთავისუფლოთ ადგილი ყველაფერ ძველს, უსარგებლოს, რათა დაიწყოთ ახლის მშენებლობა, კეთება. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან. თუ იყავით იზოლაციაში ან დახურული ტიპის დაწესებულებაში მუშაობდით, გამოხვალთ იზოლაციიდან. გათავისუფლდებით უსარგებლოსგან. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ურთიერთობა, დაავადება. ზოგიერთი კი ემიგრაციაში გადაწყვეტს წასვლას. გათავისუფლდებით ფინანსური და მორალური ვალებისგან. კარგ შედეგს მოგიტანთ წმინდა ადგილების მონახულება, ლოცვა. იმატებს უჩვეულო მომენტები თქვენს ცხოვრებაში. თუ ფარული ურთიერთობა გქონდათ, ან დააასრულებთ, ან გამოამჟღავნებთ.

თხის რქა

ცვლილებები შეეხება თქვენს სოციუმის სფეროს. ცვლილებები გელით პირად ურთიერთობაში - გადაწყვეტთ, გააგრძელოთ ურთიერთობა, თუ წერტილი დაუსვათ. მომავალ მეწყვილს შეიძლება მეგობრებმა შეგახვედრონ ან ინტერნეტში გაიცნოთ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ ინტერნტპროექტზე მუშაობა გამოხვიდეთ ჯგუფიდან, თუ ის აღარ შეესაბამება თქვენს ინტერესებს, გაწყვიტოთ კავშირი თანამოაზრეებთან. მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული საქმისგან. შეგეცვლებათ სამეგობრო წრე; ზოგიერთს დაემშვიდობებით. მიიღებთ შედეგს, აგისრულდებათ სურვილი, მიზანი. ახალი ბავშვები შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში: ნათლული, გერი. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 15-19 იანვრის შუალედში დაბადებულები.

მერწყული

ცვლილებები შეეხება თქვენს კარიერულ სფეროს. შეიცვლით სტატუსს, მიიღებთ შედეგს, თანამდებობას ან გადაწყვეტთ, სამსახურიდან, ბიზნესიდან წამოსვლას ან პენსიაში გახვალთ. შეგეცვლებათ სტატუსი: თუ დაქორწინებული ხართ შეიძლება განქორწინდეთ ან დააკანონთ თქვენი კავშირი. მიიღებთ მემკვიდრეობას, გადახვალთ საცხოვრებლად მდიდრულ ბინაში, პრესტიჟულ უბანში. მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით თქვენს მშობლებს. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 13-18 თებერვლის შუალედში დაბადებულები.

თევზები

სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თუ საზღვარგარეთ აპირებდით გამგზავრებას სწავლის, მოგზაურობის ან ცხოვრების მიზნით, სასურველ შედეგს მიიღებთ. გაიცნობთ უცხოელს, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. გადაწყვეტთ უმაღლესში ჩაბარებას ან დაასრულებთ სწავლას და დაიწყებთ პედაგოგიურ საქმიანობას, შექმნით თქვენს სასწავლო პროგრამას. თუ თქვენი საქმიანობა წერასთანაა კავშირში, შეიძლება დაიბეჭდოს თქვენი სტატია, გამოსცეთ წიგნი. თუ იურიდიულ საბუთებს აგროვებთ ან სასამართლოში გაქვთ შეტანილი სარჩელი, მიიღებთ შედეგს. გაიგებთ, რომ გეყოლებათ შვილიშვილი ან მათ ცხოვრებაში მოხდება ცვლილებები. ზოგიერთი შეწყვიტავთ ურთიერთობას მეუღლის ნათესავებთან. თქვენი მიზეზით ან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 15-19 მარტის შუალედში დაბადებულები.