პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 31 დეკემბრის ახალმთვარეობა?! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 31 დეკემბრის ახალმთვარეობა?! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

31 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 2:26 სა­ათ­ზე, 2024 წლის უკა­ნას­კნე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა დად­გე­ბა.

მარ­სის ძლი­ე­რი პო­ზი­ცია მე-10 სახ­ლში ხაზს უს­ვამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აგ­რე­სი­ულ მოქ­მე­დე­ბებს, მათ შო­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ან სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბის წინ წა­მო­წე­ვას (შე­საძ­ლოა, ვი­ხი­ლოთ ჯარ­თან, არ­მი­ას­თან, სამ­ხედ­რო საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი). მარ­სი რო­გორც მე-7 სახ­ლის მმარ­თვე­ლი, აჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, მი­მარ­თუ­ლი იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან (ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან) ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის­კენ. და­ძა­ბუ­ლი მარ­სი მე-10 სახ­ლში, ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვერ­ტი­კა­ლის რყე­ვა. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი (ასე­თის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა საქ­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დეც კი მი­ვი­დეს).

ამ ჰო­როს­კოპ­ში და­ძა­ბუ­ლი მე-4 სახ­ლი (პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნა) მი­ა­ნიშ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ში­ნა­გან პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2025 წლის იან­ვარ­ში არა­თუ და­იკ­ლებს, არა­მედ გაღ­რმავ­დე­ბა. ეს უკავ­შირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ზე­მოთ აღ­წე­რილ კრი­ზისს, არა­მედ ძლი­ერ გარ­დაქ­მნას და მო­მავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი ას­პექ­ტი წარ­მო­ად­გენს და­ძა­ბუ­ლო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის. მე-10 სახ­ლის მარ­სი "ეჯა­ხე­ბა" მე-4 სახ­ლის პლუ­ტონს, რაც მი­უ­თი­თებს მკვეთრ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში.

იან­ვარ­ში იქ­ნე­ბა მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტე­ბი ან ფსევ­დო-რე­ფორ­მე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედ­მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კით, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კი­დევ უფრო ძლი­ე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დახ­ვდე­ბა. გრძელ­ვა­დი­ან დი­ნა­მი­კა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხა­რეს იქ­ნე­ბა.

ეს ახალმთვა­რე­ო­ბა მე-3 მუნ­და­ლურ სახ­ლშია, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მარ­თავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2025 წლის იან­ვარ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ხალ­ხის მხრი­დან გაძ­ლი­ერ­დე­ბა ბრძო­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ე­თე­რო დრო­ის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვე­ბიც ვი­ხი­ლოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ტესტს უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს.

axalmtvareoba

არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს, რომ მე-3 სახ­ლი ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე. ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი იყოს ან სა­ერ­თოდ, და­ი­წყოს რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მელ­შიც დიდი ალ­ბა­თო­ბით უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბიც იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი. მით უმე­ტეს, რომ ამ ჰო­როს­კო­პის სას­წო­რის ას­ცენ­დენ­ტი ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს ორ მხა­რეს შო­რის გარ­კვე­ულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სვლებ­ზე და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მზა­ო­ბა­ზე.

ამ ჰო­როს­კოპ­ში ნე­გა­ტი­უ­რად ას­პექ­ტი­რე­ბუ­ლია მე-8 სახ­ლი (ვე­ნე­რა-ურა­ნის კვად­რა­ტი), რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე, კრი­ზი­სებ­ზე და ესეც 2025 წლის იან­ვარ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის სექ­ტორს, არა­მედ ბევრ სხვა სფე­როს. კი­დევ ერთი ვა­რი­ან­ტია, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ ვი­ხი­ლოთ უფრო მეტი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აი­ძუ­ლებს გარ­კვე­ულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­ვი­დეს (ან რა­ი­მეს და­თან­ხმდეს).

იან­ვრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი უფრო და­ძა­ბუ­ლია, ვიდ­რე მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი. თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს იან­ვარ­ში დას­რუ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, მა­შინ ეს 16-29 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში მოხ­დე­ბა. თუ კრი­ზი­სი იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვერ მოგ­ვარ­და, მა­შინ ის დიდი ალ­ბა­თო­ბით 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე გას­ტანს.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 31 დეკემბრის ახალმთვარეობა?! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 31 დეკემბრის ახალმთვარეობა?! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

31 დეკემბერს, თბილისის დროით 2:26 საათზე, 2024 წლის უკანასკნელი ახალმთვარეობა დადგება.

მარსის ძლიერი პოზიცია მე-10 სახლში ხაზს უსვამს ხელისუფლების აგრესიულ მოქმედებებს, მათ შორის ძალაუფლების დემონსტრირებას ან სამხედრო საკითხების წინ წამოწევას (შესაძლოა, ვიხილოთ ჯართან, არმიასთან, სამხედრო საქმესთან დაკავშირებული ცვლილებები). მარსი როგორც მე-7 სახლის მმართველი, აჩვენებს, რომ ასეთი მოქმედებები, შესაძლოა, მიმართული იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან (ან მოწინააღმდეგეებთან) ურთიერთობების გადახედვისკენ. დაძაბული მარსი მე-10 სახლში, ეს არის ძალაუფლების ვერტიკალის რყევა. არ გამოირიცხება შიდა კონფლიქტები და დაპირისპირებები (ასეთის შემთხვევაში შესაძლოა საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს).

ამ ჰოროსკოპში დაძაბული მე-4 სახლი (პლუტონის გავლენა) მიანიშნებს ქვეყანაში არსებულ შინაგან პრობლემებზე, რომლებიც 2025 წლის იანვარში არათუ დაიკლებს, არამედ გაღრმავდება. ეს უკავშირდება არა მხოლოდ ზემოთ აღწერილ კრიზისს, არამედ ძლიერ გარდაქმნას და მომავლის ჩამოყალიბებას.

მარსისა და პლუტონის ოპოზიციური ასპექტი წარმოადგენს დაძაბულობას ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მე-10 სახლის მარსი „ეჯახება“ მე-4 სახლის პლუტონს, რაც მიუთითებს მკვეთრ პოლარიზაციაზე ძალაუფლების განაწილების საკითხებში.

იანვარში იქნება მწვავე კონფლიქტები ან ფსევდო-რეფორმების მცდელობები, რომლებიც გამოწვეული იქნება ხელისუფლების ზედმეტად აგრესიული პოლიტიკით, რაც საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობა დახვდება. გრძელვადიან დინამიკაში უპირატესობა საზოგადოების მხარეს იქნება.

ეს ახალმთვარეობა მე-3 მუნდალურ სახლშია, რომელიც ინფორმაციასა და კომუნიკაციას მართავს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის იანვარში, დიდი ალბათობით ხალხის მხრიდან გაძლიერდება ბრძოლა საზოგადოებრივი ტელევიზიის საეთერო დროის მოპოვებასთან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევებიც ვიხილოთ. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციასთან, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ამ პროტესტს უფრო გააძლიერებს.

axalmtvareoba

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მე-3 სახლი ასევე მიანიშნებს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და მოლაპარაკებაზე. ასე რომ, არ არის გამორიცხული, დიალოგის დაწყების მცდელობები იყოს ან საერთოდ, დაიწყოს რაიმე ტიპის მოლაპარაკება, რომელშიც დიდი ალბათობით უცხოელი პარტნიორებიც იქნებიან ჩართული. მით უმეტეს, რომ ამ ჰოროსკოპის სასწორის ასცენდენტი ასევე მიანიშნებს ორ მხარეს შორის გარკვეულ დიპლომატიურ სვლებზე და მოლაპარაკებების მზაობაზე.

ამ ჰოროსკოპში ნეგატიურად ასპექტირებულია მე-8 სახლი (ვენერა-ურანის კვადრატი), რომელიც მიანიშნებს ქვეყანაში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებზე, კრიზისებზე და ესეც 2025 წლის იანვარში გამოვლინდება. ეს შეეხება არა მხოლოდ ბიზნესის სექტორს, არამედ ბევრ სხვა სფეროს. კიდევ ერთი ვარიანტია, კონკრეტული პოლიტიკოსების თუ თანამდებობის პირების მიმართ ვიხილოთ უფრო მეტი ფინანსური სანქცია, რომლებიც ხელისუფლებას აიძულებს გარკვეულ მოლაპარაკებებზე წავიდეს (ან რაიმეს დათანხმდეს).

იანვრის პირველი ნახევარი უფრო დაძაბულია, ვიდრე მეორე ნახევარი. თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისს იანვარში დასრულების პოტენციალი გააჩნია, მაშინ ეს 16-29 იანვრის შუალედში მოხდება. თუ კრიზისი იანვრის მეორე ნახევარში ვერ მოგვარდა, მაშინ ის დიდი ალბათობით 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე გასტანს.

ასტროლოგი რამაზ გიგაური