პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 27 აპრილის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 27 აპრილის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

27 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 23:31 სა­ათ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქოს მე-8 გრა­დუს­ში იქ­ნე­ბა. ეს გრა­დუ­სი სიმ­ბო­ლუ­რად უკავ­შირ­დე­ბა ლო­გი­კურ, რა­ცი­ო­ნა­ლურ და პრაგ­მა­ტულ მიდ­გო­მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს ერთი თვის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. საქ­მე­ებ­ში, პრო­ექ­ტებ­ში და თუნ­დაც, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ზედ­მე­ტი ფან­ტა­ზია შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მალე იქ­ცეს ილუ­ზი­ად და სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა შექ­მნას.

ამ ახალმთვა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლი კვი­რა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი, ხის­ტი და დი­ნა­მი­კუ­რი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა თავ­და­ჯე­რე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნონ, რად­გან ამ "სწრაფ­მა დი­ნე­ბებ­მა" მათ არა პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა, არა­მედ პერ­სპექ­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მო­უ­ტა­ნოს. თუმ­ცა აჩ­ქა­რე­ბამ, წინ­და­უ­ხე­და­ო­ბამ და მო­უთ­მენ­ლო­ბამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი შექ­მნას.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს ნე­გა­ტი­უ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ე.წ. ტაუ-კვად­რა­ტის წვერს, სა­დაც მზე-მთვა­რის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ მარ­სი და პლუ­ტო­ნი. სა­ერ­თოდ, პლუ­ტო­ნი მარ­სის ასე ვთქვათ, "მა­ღალ ოქ­ტა­ვას" წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ ამ ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა ავა­რი­ე­ბის და ხან­ძრე­ბის ალ­ბა­თო­ბა. რო­გორც წინა პროგ­ნოზ­შიც მი­ვუ­თი­თეთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია გაჩ­ნდეს ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის კე­რე­ბიც.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მთვა­რე - კუ­როს ნი­შან­ში ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის მთე­ლი სი­სავ­სით ავ­ლენს თა­ვის და­დე­ბით თვი­სე­ბებს. ამი­ტომ ეს ახალმთვა­რე­ო­ბა სა­ფუძ­ველს და­უ­დებს სა­ინ­ტე­რე­სო ერ­თთვი­ან პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას­თან, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­აზ­რე­ბას­თან და მათ მოგ­ვა­რე­ბას­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფი­ნან­სუ­რი სფე­რო მა­ინც ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის სფე­რო­ე­ბი, სა­დაც რის­კის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სჯობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

გარ­და ფი­ნან­სუ­რი სფე­რო­სი, ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირ­თან, სა­დაც ემო­ცია უფრო ძლი­ე­რად ვლინ­დე­ბა, ვიდ­რე გო­ნე­ბა. ასე რომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წინ წა­მო­ი­წი­ოს ოჯა­ხურ სა­კი­თხებ­მა, პი­რად­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა, რათა ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ან და ჰარ­მო­ნი­ულ კა­ლა­პოტ­ში გან­ვი­თარ­დეს.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცხა­დია, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა:

* კუ­როს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ­თვის, ვინც აპ­რი­ლის ბო­ლოს არის და­ბა­დე­ბუ­ლი (25-30 აპ­რი­ლის შუ­ა­ლე­დი);

* ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის პი­რად ჰო­როს­კოპ­შიც კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს მე-7, მე-8 ან მე-9 გრა­დუს­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 27 აპრილის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 27 აპრილის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

27 აპრილს, თბილისის დროით 23:31 საათზე ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს მე-8 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად უკავშირდება ლოგიკურ, რაციონალურ და პრაგმატულ მიდგომას. აქედან გამომდინარე, უახლოეს ერთი თვის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული და რაც მთავარია, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. საქმეებში, პროექტებში და თუნდაც, ურთიერთობებში ზედმეტი ფანტაზია შესაძლოა ძალიან მალე იქცეს ილუზიად და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის საშიშროება შექმნას.

ამ ახალმთვარეობის პირველი კვირა საკმაოდ ინტენსიური, ხისტი და დინამიკური იქნება, თუმცა თავდაჯერებულმა ადამიანებმა მოსალოდნელია სასიკეთოდ გამოიყენონ, რადგან ამ „სწრაფმა დინებებმა“ მათ არა პრობლემების შექმნა, არამედ პერსპექტივების განვითარება მოუტანოს. თუმცა აჩქარებამ, წინდაუხედაობამ და მოუთმენლობამ მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები შექმნას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ახალმთვარეობა წარმოადგენს ნეგატიური კონფიგურაციის ე.წ. ტაუ-კვადრატის წვერს, სადაც მზე-მთვარის გარდა, მონაწილეობას იღებენ მარსი და პლუტონი. საერთოდ, პლუტონი მარსის ასე ვთქვათ, „მაღალ ოქტავას“ წარმოადგენს, ამიტომ ამ ახალმთვარეობის პერიოდში გაზრდილი იქნება ავარიების და ხანძრების ალბათობა. როგორც წინა პროგნოზშიც მივუთითეთ, მოსალოდნელია გაჩნდეს ახალი შეიარაღებული შეტაკებების კერებიც.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, მთვარე - კუროს ნიშანში ეგზალტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელი სისავსით ავლენს თავის დადებით თვისებებს. ამიტომ ეს ახალმთვარეობა საფუძველს დაუდებს საინტერესო ერთთვიან პერიოდს, რომელიც დიდწილად კავშირში იქნება ფინანსური სფეროს განვითარებასთან, ფინანსური პრობლემების გააზრებასთან და მათ მოგვარებასთან. მიუხედავად ამისა, ფინანსური სფერო მაინც ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებული ის სფეროები, სადაც რისკის ალბათობა ძალიან მაღალია. სჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საფუძვლიანი გააზრების შემდეგ იქნას მიღებული.

გარდა ფინანსური სფეროსი, ეს პერიოდი ასევე კავშირში იქნება პირად ცხოვრებასთან, სასიყვარულო ურთიერთობებთან და საერთოდ, ყველანაირ კავშირთან, სადაც ემოცია უფრო ძლიერად ვლინდება, ვიდრე გონება. ასე რომ, მოსალოდნელია წინ წამოიწიოს ოჯახურ საკითხებმა, პირადმა ურთიერთობებმა. ამ მიმართულებით აუცილებელი გახდება გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რათა ყველაფერი მშვიდობიან და ჰარმონიულ კალაპოტში განვითარდეს.

ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით, ცხადია, ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:

* კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც აპრილის ბოლოს არის დაბადებული (25-30 აპრილის შუალედი);

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვის პირად ჰოროსკოპშიც კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს მე-7, მე-8 ან მე-9 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.

ასტროლოგი რამაზ გიგაური