სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ იცით, ცხოვ­რე­ბა კი­ბეა. ხან აღმა მივ­ყა­ვართ სა­ფე­ხუ­რებს, ხა­ნაც დაღ­მა. თუმ­ცა, ბე­დის­წე­რის ამ­გვარ მო­ნაც­ვლე­ო­ბას ზოგი ტრა­გე­დი­ად აღიქ­ვამს, ზოგ­საც კი ერ­თობ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ეჩ­ვე­ნე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი, როცა კონ­კრე­ტუ­ლი ნი­შა­ნი ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლია... მოკ­ლედ, "ბო­ლომ­დე ანა­თებს" და იხარ­ჯე­ბა.

ვერ­ძი - ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს მი­ი­პყროს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბა.

კურო - და­ახ­ლო­ე­ბით 34-37 წლის ასა­კი­დან აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას. თუმ­ცა, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ხში­რად იმა­ტებს წო­ნა­ში და ზარ­მაც­დე­ბა.

ტყუ­პი - ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია, თუმ­ცა სიყ­მაწ­ვი­ლის წლებ­ში მე­ტად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

კირჩხი­ბი - მას შემ­დეგ იძენს მისი ცხოვ­რე­ბა სრულ­ფა­სო­ვან აზრს, როცა ოჯახს ქმნის და ხდე­ბა დედა (მამა).

ლომი - ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ემა­ტე­ბა სიბ­რძნე, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­გორც წესი, ხან­დაზ­მულ ასაკ­ში ბრწყი­ნავს.

ქალ­წუ­ლი - ბავ­შვო­ბა­ში სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა აქვს, დიდ ასაკ­ში მა­შინ, როცა სხვე­ბი ცხოვ­რე­ბის­გან იღ­ლე­ბი­ან და ბერ­დე­ბი­ან, თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

სას­წო­რი - ყო­ველ­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლია, მაგ­რამ არა­სო­დეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს პარტნი­ო­რის ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ლენს ან როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

მო­რი­ე­ლი - თუკი ექ­სტრი­მის სიყ­ვა­რუ­ლით სა­სი­ცო­ცხლო წლე­ბი თა­ვად არ შე­ი­მოკ­ლა, ხან­დაზ­მულ ასაკ­ში აღ­წევს დიდ ცოდ­ნას და ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი - არა­სო­დეს იზ­რდე­ბა. სუ­ლით ბავ­შვუ­რია და ეს არის მისი მუდ­მი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ი­დუმ­ლო.

თხის რქა - წლებ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა. ხში­რად უღიმ­ღა­მო და უფე­რუ­ლი მო­ზარ­დია. დიდ ასაკ­ში კი გა­სა­ო­ცა­რი შარ­მის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

მერ­წყუ­ლი - აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­გრი­ლია იმი­ჯი­სა და სტა­ტუ­სე­ბის მი­მართ. თუ ისე მოხ­და, რომ ასაკ­ში წარ­მა­ტე­ბა ეწ­ვია, სხვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ იც­ვლის.

თევ­ზე­ბი - თა­ვი­დან­ვე ირ­ჩევს დი­ნე­ბას გაჰ­ყვეს თუ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცურ­ვა შეძ­ლოს. თუკი ნე­ბის­ყო­ფას და­ძა­ბავს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვაც შე­უძ­ლია ხან­დაზ­მულ ასაკ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ იცით, ცხოვრება კიბეა. ხან აღმა მივყავართ საფეხურებს, ხანაც დაღმა. თუმცა, ბედისწერის ამგვარ მონაცვლეობას ზოგი ტრაგედიად აღიქვამს, ზოგსაც კი ერთობ კანონზომიერი და საინტერესო ეჩვენება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არსებობს ცხოვრების გარკვეული ეტაპები, როცა კონკრეტული ნიშანი ყველაზე პროდუქტიული, წარმატებული და მომხიბვლელია... მოკლედ, "ბოლომდე ანათებს" და იხარჯება.

ვერძი - ახალგაზრდობაში გამოირჩევა თანატოლებისგან. აქტიურად ცდილობს მიიპყროს საპირისპირო სქესის ყურადღება.

კურო - დაახლოებით 34-37 წლის ასაკიდან აღწევს სრულყოფილებას. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად იმატებს წონაში და ზარმაცდება.

ტყუპი - ყოველთვის ფორმაშია, თუმცა სიყმაწვილის წლებში მეტად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

კირჩხიბი - მას შემდეგ იძენს მისი ცხოვრება სრულფასოვან აზრს, როცა ოჯახს ქმნის და ხდება დედა (მამა).

ლომი - ასაკის მატებასთან ერთად ემატება სიბრძნე, ძალაუფლება და გამოცდილება. როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკში ბრწყინავს.

ქალწული - ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობა აქვს, დიდ ასაკში მაშინ, როცა სხვები ცხოვრებისგან იღლებიან და ბერდებიან, თინეიჯერულად გამოიყურება.

სასწორი - ყოველთვის მომხიბვლელია, მაგრამ არასოდეს გამაღიზიანებელი. შესაძლებლობების მაქსიმუმს პარტნიორის ყოლის შემთხვევაში ავლენს ან როცა შეყვარებულია.

მორიელი - თუკი ექსტრიმის სიყვარულით სასიცოცხლო წლები თავად არ შეიმოკლა, ხანდაზმულ ასაკში აღწევს დიდ ცოდნას და ძალაუფლებას.

მშვილდოსანი - არასოდეს იზრდება. სულით ბავშვურია და ეს არის მისი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო.

თხის რქა - წლებთან ერთად ახალგაზრდავდება. ხშირად უღიმღამო და უფერული მოზარდია. დიდ ასაკში კი გასაოცარი შარმის მატარებელი ხდება.

მერწყული - აბსოლუტურად გულგრილია იმიჯისა და სტატუსების მიმართ. თუ ისე მოხდა, რომ ასაკში წარმატება ეწვია, სხვებთან დამოკიდებულებას არ იცვლის.

თევზები - თავიდანვე ირჩევს დინებას გაჰყვეს თუ მის საწინააღმდეგოდ ცურვა შეძლოს. თუკი ნებისყოფას დაძაბავს, წარმატების მიღწევაც შეუძლია ხანდაზმულ ასაკში.

ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან