მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის შენი უმთავრესი ნაკლი და ღირსება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა არის შენი უმთავრესი ნაკლი და ღირსება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ არც ერთი ჩვენ­თა­გა­ნი არ იქ­მნის იმის ილუ­ზი­ას, რომ ამ ქვე­ყა­ნას აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნაკ­ლო და იდე­ა­ლუ­რი მო­ევ­ლი­ნა. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლის სა­კომ­პენ­სა­ცი­ო­დაც ამ უკა­ნას­კნელს, რაღა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბიც ებო­ძა (სამ­ყა­რო ხომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი გახ­ლავთ!). თუმ­ცა, ის თუ რამ­დე­ნად ახერ­ხებს ესა თუ ის ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი და­დე­ბი­თით ჩა­ა­ნაც­ვლოს, ეს უკვე თა­ვად კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა ვარ­სკვლა­ვებ­ზე. მე კი რო­გორც ას­ტრო­ლოგს, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, თორ­მე­ტი­ვე ნიშ­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი გა­გაც­ნოთ...

ვერ­ძის უმ­თავ­რე­სი ნაკ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის არ­ქო­ნა, უკონ­ტრო­ლო სი­ფი­ცხე და უხე­შო­ბაა. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოპ­ტი­მიზ­მი, გულ­წრფე­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და ენერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

კუ­როს ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი მის უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტე­ში მდგო­მა­რე­ობს. ამას მოჰ­ყვე­ბა კი­დევ ერთი ცუდი თვი­სე­ბა - სი­ახ­ლე­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა და შიში. რის გა­მოც ბევ­რი კურო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კარგ შანსს უშ­ვებს ხე­ლი­დან. და­დე­ბით თვი­სე­ბა კუ­როს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბაა.

ტყუ­პის ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბა არის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლაქ­ლა­ქის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სა­შინ­ლად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი. ფიქ­რობს ერთს, ამ­ბობს მე­ო­რეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე­სა­მეს აკე­თებს. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ტყუპ­ში არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, გამ­ჭრი­ა­ხო­ბა და იუ­მო­რის დიდი დოზა.

კირჩხი­ბის უდი­დე­სი ნაკ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, პა­ნი­კი­ო­რო­ბა და მუდ­მი­ვი წუ­წუ­ნის ჩვე­ვაა. მას ძა­ლი­ან უჭირს ასე­ვე წარ­სულ­თან გა­მო­თხო­ვე­ბა. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კირჩხი­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

ლო­მის ხა­სი­ათ­ში გარ­შე­მო მყო­ფებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ქედ­მაღ­ლო­ბა, არა­ჯან­სა­ღად ამ­ბი­ცი­უ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მი­აჩ­ნი­ათ. სა­მა­გი­ე­როდ, ლომს უზო­მოდ კე­თი­ლი გული აქვს. ის არის დიდსუ­ლო­ვა­ნი მე­გო­ბა­რი და სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. უყ­ვარს სუს­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა.

ქალ­წუ­ლის უდი­დე­სი ნაკ­ლი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და სი­ძუნ­წეა. მას ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ასე­ვე ან­გა­რე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა კი ის აქვს, რომ თავ­და­დე­ბუ­ლი ზრუნ­ვა შე­უძ­ლია მათ­თვის, ვინც უყ­ვარს. არის დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

სას­წო­რის ნაკ­ლი მერ­წყე­ვი ხა­სი­ა­თია. მას ხში­რად თა­ვად ვერ გა­უ­გია რა სურს ან სურს კი სა­ერ­თოდ რამე? გა­უ­ბე­და­ო­ბა და უკონ­ფლიქ­ტო ხა­სი­ა­თი ხში­რად ხდე­ბა მის­თვის პრობ­ლე­მე­ბის სა­ბა­ბი. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან სას­წო­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ თა­ვა­ზი­ა­ნი მიდ­გო­მი­თა და მუდ­მი­ვად მო­ღი­მა­რი სა­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მო­რი­ე­ლის ხა­სი­ათ­ში "ჩრდი­ლო­ვან მხა­რედ" შე­იძ­ლე­ბა მისი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამ ხალ­ხის დიდი ნაკ­ლია ბოღ­მი­სა და წყე­ნის ხან­გრძლი­ვი დრო­ით გუ­ლით ტა­რე­ბის ჩვე­უ­ლე­ბა. თუმ­ცა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაც ბევ­რი აქვს მო­რი­ელს. იგი ერ­თგუ­ლი, ამ­ტა­ნი და გამ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნია. არა­სო­დეს ჩაგ­რავს ვინ­მეს უმი­ზე­ზოდ და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად.

მშვილ­დოს­ნე­ბის ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი, ცხოვ­რე­ბი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მია. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კი მათი სა­ო­ცა­რი გუ­ლი­თა­დო­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, მას­შტა­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა აღი­ნიშ­ნოს პირ­ველ რიგ­ში.

თხის რქის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი პირ­ქუ­ში ხა­სი­ა­თი, ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და სნო­ბიზ­მია. არა­ნაკ­ლებ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თხის რქის სი­ჯი­უ­ტეც. და­დე­ბით თვი­სე­ბებს შო­რის თხის რქას შე­უძ­ლია თავი მო­ი­წო­ნოს ერ­თგუ­ლე­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით.

მერ­წყუ­ლის ნაკ­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბაა. და­დე­ბი­თი კი ის აქვთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან. არა­სო­დეს ყო­ფენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფე­ნე­ბად და არ გა­აჩ­ნი­ათ გარ­თუ­ლე­ბა რა­ი­მე ტი­პის რე­გა­ლი­ე­ბის მი­მართ.

თევ­ზე­ბის ნაკ­ლია რბი­ლი ხა­სი­ა­თი, დამ­ყო­ლი ბუ­ნე­ბა და წუ­წუ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მათ ასე­ვე უჭირთ თავი და­აღ­წი­ონ ილუ­ზი­ებს და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­რონ. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან თევ­ზე­ბის ღირ­სე­ბაა თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მოს­მე­ნის ნიჭი.

ავტორი:

რა არის შენი უმთავრესი ნაკლი და ღირსება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა არის შენი უმთავრესი ნაკლი და ღირსება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ არც ერთი ჩვენთაგანი არ იქმნის იმის ილუზიას, რომ ამ ქვეყანას აბსოლუტურად უნაკლო და იდეალური მოევლინა. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია ხასიათში აუტანელი თვისებები, რომლის საკომპენსაციოდაც ამ უკანასკნელს, რაღა თქმა უნდა, დადებითი სახასიათო შტრიხებიც ებოძა (სამყარო ხომ კანონზომიერი გახლავთ!). თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, ეს უკვე თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე. მე კი როგორც ასტროლოგს, მხოლოდ ის შემიძლია, თორმეტივე ნიშნის დამახასიათებელი პლუსები და მინუსები გაგაცნოთ...

ვერძის უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კუროს ძირითადი ნაკლი მის უაპელაციო სიჯიუტეში მდგომარეობს. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება - სიახლეების მიუღებლობა და შიში. რის გამოც ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან. დადებით თვისება კუროს შემთხვევაში ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.

ტყუპის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება არის გაუთავებელი ლაქლაქისკენ მიდრეკილება და საშინლად ცვალებადი ხასიათი. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში მესამეს აკეთებს. დადებითი თვისება ტყუპში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბის უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. მას ძალიან უჭირს ასევე წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვების და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახის სიყვარული მიაჩნიათ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.

ქალწულის უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ასევე ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ. დადებითი თვისება კი ის აქვს, რომ თავდადებული ზრუნვა შეუძლია მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორის ნაკლი მერწყევი ხასიათია. მას ხშირად თავად ვერ გაუგია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე? გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება მისთვის პრობლემების საბაბი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელის ხასიათში "ჩრდილოვან მხარედ" შეიძლება მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივი დროით გულით ტარების ჩვეულება. თუმცა დადებითი თვისებაც ბევრი აქვს მორიელს. იგი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანია. არასოდეს ჩაგრავს ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.

მშვილდოსნების ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათი უნდა აღინიშნოს პირველ რიგში.

თხის რქის ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც. დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.

მერწყულის ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. დადებითი კი ის აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასოდეს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.

თევზების ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ. დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები, მოსმენის ნიჭი.

ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - როგორი იქნება თქვენთვის გაზაფხულის მეორე თვე

"შესაძლოა სწორედ ახლა მოისმინოთ პარტნიორისაგან თქვენთვის ყველაზე სასურველი სიტყვები" - რას წერს ასტროლოგი ვენერასა და მზის შეერთებაზე