პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში
პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში

2024 წლის 21 იან­ვარს პლუ­ტო­ნი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვა და დარ­ჩე­ბა 2043 წლამ­დე. ამ დღი­დან სამ­ყა­რო სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­წყებს ცხოვ­რე­ბას. სამ­ყა­როს ელო­დე­ბა პროგ­რე­სი, ისე­თი, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნაც ახლა არ შეგ­ვიძ­ლია. მოხ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა და ჩვენც უნდა შევ­ძლოთ სწრა­ფად გა­ვერ­კვეთ სი­ახ­ლე­ებ­ში.

პლუ­ტო­ნი - არის ჩვე­ნი სამ­ყა­როს უში­შა­რი, და­უნ­დო­ბე­ლი, ძლი­ე­რი და მწმენ­და­ვი. კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში ტრან­ზი­ტის დროს, პლუ­ტო­ნი ან­გრევს იმას, რაც არის დრო­მოჭ­მუ­ლი, რაც არ სა­ჭი­რო­ებს გა­დარ­ჩე­ნას, რაც უსი­ცო­ცხლოა. მერ­წყულ­ში გა­დას­ვლამ­დე პლუ­ტო­ნი იქ­ნე­ბა თხის რქა­ში და ამ ნიშ­ნი­დან გა­მოს­ვლამ­დე მო­ას­წრებს ცვლი­ლე­ბებს იერ­არ­ქი­ულ სამ­ყა­რო­ში. მო­ახ­დენს ძვე­ლი სის­ტე­მის დან­გრე­ვას. მერ­წყუ­ლი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სო­ცი­უ­მის, პროგ­რე­სის, მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სიმ­ბო­ლო და პლუ­ტო­ნის ტრან­ზი­ტის დროს მოხ­დე­ბა ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სფე­რო­ებ­ში.

ახლა ისე­დაც მერ­წყუ­ლის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც პროგ­რე­სი იგ­რძნო­ბა და მერე უფრო შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბა, რომ რე­ა­ლო­ბა თვალს დ ხელს შუა იც­ვლე­ბა. შე­იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის, აზ­როვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. შე­იც­ვლე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო­ე­ბი. შე­იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ან­სა და სო­ცი­უმს შო­რის. თა­ვი­სუფ­ლე­ბას სულ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭი­ე­ბა; უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი სივ­რცის დაც­ვა. ერთი სფე­როს, ინ­ტე­რე­სე­ბის, მიზ­ნე­ბის, იდე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კი მო­უნ­დე­ბათ ერთ ჯგუფ­ში გა­წევ­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ჯგუ­ფე­ბი უკვე დღეს იქ­მნე­ბა, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად; სა­ერ­თო იდე­ის, მიზ­ნე­ბის­თვის.

სამ­ყა­რო მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი გახ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლად არ­სე­ბო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ: ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ასა­კობ­რივ შე­ზღუდ­ვას. გახ­შირ­დე­ბა რა­ღაც ახ­ლის შეს­წავ­ლის, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­მო­ხატ­ვის სურ­ვი­ლი და ასაკს აღარ ექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა და აკ­რძალ­ვა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა და შეც­ნო­ბა. მერ­წყულ­ში პლუ­ტო­ნის გა­დას­ვლის შემ­დეგ მსოფ­ლიო შე­იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბებს ბევრ სა­კი­თხზე. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად და­ა­ფა­სე­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

პლუ­ტო­ნის მერ­წყულ­ში ყოფ­ნის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ი­შა­ლოს ზო­გი­ერ­თი ალი­ან­სი და კავ­ში­რი და ქვეყ­ნე­ბის ჯგუ­ფი გა­ერ­თი­ან­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის; ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის ან სხვა მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

მერ­წყუ­ლი არის პროგ­რე­სი, გან­ვი­თა­რე­ბა და პლუ­ტო­ნის 20-წლი­ა­ნი სტუმ­რო­ბის დროს მი­ვი­ღებთ ფან­ტას­ტი­კურ შე­დე­გებს მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში. გა­იხ­სნე­ბა ის კარი, რო­მე­ლიც აქამ­დე და­ხუ­რუ­ლი იყო. ინ­ტერ­ნე­ტი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტილ­ში და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ შე­იც­ვა­ლოს ინ­ტერ­ნეტ­კო­მუ­ნი­კა­ცი­აც და ამის­თვის გა­მო­ი­გო­ნონ ახა­ლი გა­ჯე­ტე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, გა­და­ად­გი­ლე­ბებ­საც. უფრო მეტი დრო და­ეთ­მო­ბა კოს­მო­სის შეს­წავ­ლას და მის ათ­ვი­სე­ბას. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა ფან­ტას­ტი­კუ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ, მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. მოხ­დე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­ციფ­რუ­ლე­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილმში მოხ­ვდნენ.

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­საც. ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ცოდ­ნა­ზე წვდო­მა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი. ინ­ტერ­ნე­ტით მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან შე­გეძ­ლე­ბათ სწავ­ლა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლე­ბელ­ში; სწრა­ფად და უფა­სოდ. გაჩ­ნდე­ბა უამ­რა­ვი ონა­ლინ­სკო­ლა და ინ­სტი­ტუ­ტი. სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად მი­ი­ღებთ ცოდ­ნას, მთა­ვა­რია, ამის სურ­ვი­ლი გქონ­დეთ.

მერ­წყულ­ში მზე ცუდ პო­ზი­ცი­ა­შია, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კი მზე გა­მო­ხა­ტავს მე­ფეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შე­ი­ცავ­ლოს მმარ­თვის სის­ტე­მე­ბი. მი­ვი­ღოთ ამა­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა. ერთი სი­ტყვით, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა სფე­როს და ყვე­ლა ადა­მი­ანს. შე­იც­ვლე­ბა მე­დი­ცი­ნის სფე­როც. მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­გო­ნე­ბენ ინი­ექ­ცი­ებს, აპა­რა­ტუ­რე­ბა­სა და მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჯანრ­თე­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს და მისი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­საც. ერთი სი­ტყვით, სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში გვე­ლო­დე­ბა ცხოვ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანინო
6

ერთსქესიანების ქორწინება არის პროგრესი? გადაშენდეს ეგეთი პროგრესი.

NN
9

ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაკანონდება ყველგან კონკრეტულად ეგ როგორ ამოიკითხა ასტროლოგმა ეგ არის "საინტერესო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში

პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში

2024 წლის 21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში გადავა და დარჩება 2043 წლამდე. ამ დღიდან სამყარო სრულიად განსხვავებულად დაიწყებს ცხოვრებას. სამყაროს ელოდება პროგრესი, ისეთი, რომლის წარმოდგენაც ახლა არ შეგვიძლია. მოხდება განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჩვენც უნდა შევძლოთ სწრაფად გავერკვეთ სიახლეებში.

პლუტონი - არის ჩვენი სამყაროს უშიშარი, დაუნდობელი, ძლიერი და მწმენდავი. კონკრეტულ ნიშანში ტრანზიტის დროს, პლუტონი ანგრევს იმას, რაც არის დრომოჭმული, რაც არ საჭიროებს გადარჩენას, რაც უსიცოცხლოა. მერწყულში გადასვლამდე პლუტონი იქნება თხის რქაში და ამ ნიშნიდან გამოსვლამდე მოასწრებს ცვლილებებს იერარქიულ სამყაროში. მოახდენს ძველი სისტემის დანგრევას. მერწყული არის თავისუფლების, სოციუმის, პროგრესის, მეცნიერების, ტექნოლოგიების სიმბოლო და პლუტონის ტრანზიტის დროს მოხდება ძირეული ცვლილებები ამ სფეროებში.

ახლა ისედაც მერწყულის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც პროგრესი იგრძნობა და მერე უფრო შესამჩნევი გახდება, რომ რეალობა თვალს დ ხელს შუა იცვლება. შეიცვლება ადამიანების, აზროვნება საზოგადოება და მისი შეხედულებები. შეიცვლება კოლექტიური და სოციალური სფეროები. შეიცვლება დამოკიდებულება ადამიანსა და სოციუმს შორის. თავისუფლებას სულ სხვა ღირებულება მიენიჭიება; უმეტესობას მოუნდება საკუთარი პირადი სივრცის დაცვა. ერთი სფეროს, ინტერესების, მიზნების, იდეების მქონე ადამიანებს კი მოუნდებათ ერთ ჯგუფში გაწევრება. სხვათა შორის, ასეთი ჯგუფები უკვე დღეს იქმნება, თუნდაც სოციალურ ქსელებში, ადამიანები ერთიანდებიან ერთმანეთის ან კონკრეტული ადამიანის დასახმარებლად; საერთო იდეის, მიზნებისთვის.

სამყარო მეტად ლიბერალური და ტოლერანტული გახდება. ადამიანებს მოუნდებათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, სურვილები. ადამიანებს თავისუფლად არსებობის და განვითარების სურვილი გაუჩნდებათ: ნაკლები ყურადღება მიექცევა ასაკობრივ შეზღუდვას. გახშირდება რაღაც ახლის შესწავლის, საკუთარი შესაძლებლობის სხვადასხვა სფეროში გამოხატვის სურვილი და ასაკს აღარ ექნება მნიშვნელობა და აკრძალვა. ადამიანებს მოუნდებათ ურთიერთობა, მოგზაურობა, ახალი სამყაროს გაცნობა და შეცნობა. მერწყულში პლუტონის გადასვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვლის შეხედულებებს ბევრ საკითხზე. ადამიანები მეტად დააფასებენ სხვა ადამიანების თავისუფლებასა და შეხედულებებს.

პლუტონის მერწყულში ყოფნის დროს შესაძლებელია დაიშალოს ზოგიერთი ალიანსი და კავშირი და ქვეყნების ჯგუფი გაერთიანდეს პოლიტიკური შეხედულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოების; ეკონომიკური სარგებლის ან სხვა მოსაზრებების მიხედვით.

მერწყული არის პროგრესი, განვითარება და პლუტონის 20-წლიანი სტუმრობის დროს მივიღებთ ფანტასტიკურ შედეგებს მეცნიერების სფეროში. გაიხსნება ის კარი, რომელიც აქამდე დახურული იყო. ინტერნეტი იქნება მსოფლიოს ყველა წერტილში და ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. გამორიცხული არაა, რომ შეიცვალოს ინტერნეტკომუნიკაციაც და ამისთვის გამოიგონონ ახალი გაჯეტები. ცვლილებები შეეხება კომუნიკაციას, გადაადგილებებსაც. უფრო მეტი დრო დაეთმობა კოსმოსის შესწავლას და მის ათვისებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ახლა ფანტასტიკურად გეჩვენებათ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეიძლება რეალობად იქცეს. მოხდება ყველაფრის გაციფრულება. დოკუმენტებიდან დაწყებული ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. ადამიანებს ექნებათ შეგრძნება, თითქოს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში მოხვდნენ.

ცვლილებები შეეხება განათლებასაც. ინფორმაციასა და ცოდნაზე წვდომა იქნება თავისუფალი. ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეგეძლებათ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ სასწავლებელში; სწრაფად და უფასოდ. გაჩნდება უამრავი ონალინსკოლა და ინსტიტუტი. სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ ცოდნას, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ.

მერწყულში მზე ცუდ პოზიციაშია, ასტროლოგიაში კი მზე გამოხატავს მეფეს, ხელისუფლებას, ხელმძღვანელობას და არაა გამორიცხული, რომ შეიცავლოს მმართვის სისტემები. მივიღოთ ამაჟამად არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული მმართველობის ფორმა. ერთი სიტყვით, ცვლილებები შეეხება ყველა სფეროს და ყველა ადამიანს. შეიცვლება მედიცინის სფეროც. მეცნიერებები გამოიგონებენ ინიექციებს, აპარატურებასა და მედიკამენტებს, რაც ადამიანის გამოჯანრთელებას შეუწყობს ხელს და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებასაც. ერთი სიტყვით, საინტერესო და განსხვავებულ სამყაროში გველოდება ცხოვრება.