თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
როგორია პირველ თებერვალს დაბადებული ადამიანი
პირველ თებერვალს დაბადებული ადამიანები, დიპლომატიის უნარითა და წინდახედულობით გამოირჩევიან. ამ ადამიანების უმრავლესობას გააჩნია გასაოცრად დახვეწილი, ტაქტიანი ქცევის მანერა და კარგი ინტუიციური შესაძლებლობები. რაც საშუალებას აძლევს მათ, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან იპოვონ პრაქტიკული და ოპტიმალური გამოსავალი.