პირველ იანვარს დაბადებულ ადამიანში რამ შეიძლება გამოიწვიოს ტირანიისკენ მისწრაფება

პირველ იანვარს დაბადებულ ადამიანში რამ შეიძლება გამოიწვიოს ტირანიისკენ მისწრაფება

იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.

როგორია პირველ იანვარს დაბადებული ადამიანი

პირველ იანვარს დაბადებული ადამიანები ბუნებით უზომოდ ერთგულები და მზრუნველები არიან. მათ უმრავლესობას კარგად ესმის ერუდიციის ჭეშმარიტი დანიშნულება და ისინი გამუდმებით ცდილობენ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები განავითარონ. თუმცა, მოთხოვნილებამ მუდმივად აკონტროლონ გარშემო მყოფთა ბედი, ამ ხალხში შესაძლოა ტირანიისკენ მისწრაფებაც გამოიწვიოს.