2025 წლის 12 თებერვალს, 17:53 საათზე, სავსემთვარეობა გველოდება ლომის ნიშანში. ამ დროს მზე მერწყულშია, მთვარე - ლომში, ემოციური დღეა და სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
ლომი, რა თქმა უნდა, არის ენერგია, საკუთარი თავით აღფრთოვანება, სანახაობრივი ღონისძიებები - ლომს სჭირდება ქათინაურები და აპლოდისმენტები. მერწყული მოგვმართავს სოციალურ, ჯგუფურ აქტივობებზე, მაგალითად, ზოგიერთი ერთობლივ საქმიანობაში გაერთიანდება თანამოაზრეებთან, კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად.
იყავით ფრთხილად, თუ მოულოდნელად გაგიჩნდათ სურვილი, წახვიდეთ საყიდლებზე. თუ ადამიანები მოულოდნელად დაიწყებენ რაიმე სასიამოვნოს თქმას, გაფილტრეთ მლიქვნელობა გულწრფელი კომპლიმენტებისგან, არსებობს შანსი, რომ უმარტივეს სატყუარას წამოეგოთ. აგრეთვე, ჯობია ყველა ფინანსური ტრანზაქცია და მნიშვნელოვანი სერიოზული კონტრაქტები მინიმუმ სამი დღით გადადოთ. შეიძლება წარმატებაში სრულიად დარწმუნებული იყოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად აღმოჩნდეს.
სავსემთვარეობაზე ყოველთვის მომატებულია ენერგია, ემოციები შეიძლება გამწვავდეს, ინტუიცია კი გაძლიერდეს.
ზოგიერთი იგრძნობს შემოქმედებითი სამუშაოს შესრულების აუცილებლობას, რაც მოუტანს სიხარულს და სიამოვნებას, ან მოგინდებათ მეტი დრო გაატაროთ შვილებთან, საყვარელ ადამიანთან.
ამასთან, მოსალოდნელია მოვლენების მკვეთრი შემობრუნება და გეგმებისა და შეთანხმებების დარღვევა, ექსცენტრიკულობისკენ მიდრეკილება. მეტი ყურადღება გმართებთ კუროს (13-15 მაისს დაბადებულებს), მორიელს (14-16 ნოემბერს დაბადებულს) და ლომს (15-17 აგვისტოს დაბადებულს).
სავსემთვარეობის დროს ინდივიდის აზროვნება შეიძლება იყოს სუბიექტური, როდესაც მხოლოდ ჩვენი აზრია სწორი და არა სხვისი და ამიტომ კომუნიკაცია შეიძლება იყოს ძალიან ემოციური. ამან შეიძლება გამოიწვიოს უხეში სიტყვები, დემონსტრაციულობა, მოჩვენებითი ემოციები და ფსიქოლოგიური არასტაბილურობა. ეს ეხება როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს გარშემო მყოფ ყველა სხვა ადამიანს. გირჩევთ, ყურადღებით აწონ-დაწონოთ ამ დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილება და თითოეული სიტყვაც!
პლანეტარული ასპექტაციის გავლენით რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ვნება, გრძნობების მხურვალე და მძაფრი გამოხატვა, არტისტულობა, მაგრამ ასევე ეჭვიანობა.
სავსემთვარეობიდან მეორე დღეს, მთვარის კლების პერიოდში, გირჩევთ დაასრულოთ ის, რაც ადრე დაიწყეთ.
გირჩევთ:
გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი, დროა გამოხვიდეთ ჩრდილიდან. ლომის ენერგია დაგეხმარებათ იყოთ უფრო თამამი და თავდაჯერებული.
დაასრულოთ ძველი საქმეები, გადააფასოთ თქვენი მიზნები და გაუშვათ ის, რაც აღარ ემსახურება თქვენს ზრდას.
გააძლიეროთ ურთიერთობები, რადგან ლომი სიყვარულისა და ვნების ნიშანია. ეს ხელსაყრელი პერიოდია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ან გრძნობების აღიარებისთვის.
გამოავლინოთ შემოქმედებითობა, რაიმე ახალი შექმნათ: დახატეთ, დაწერეთ, იცეკვეთ ან უბრალოდ, გააკეთეთ ის, რასაც სიხარული მოაქვს. სხვათა შორის, რაც შეეხება შემოქმედებას - სახვითი ხელოვნება, პოეზია, მუსიკა, ფოტოგრაფია, ვიდეომონტაჟი - სავსებით შესაძლებელია ამ სფეროში ახალი გამოცდილება მიიღოთ.
ახლა კი ვნახოთ რას მოგიტანთ ლომში სავსემთვარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.
ვერძი
დაასრულებთ საკითხებს სასიყვარულო ურთიერთობების, ბავშვებისა და შემოქმედებითი პროექტების სფეროში. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ სასიყვარულო ურთიერთობაც.
კურო
ბევრი გადაწყვეტს საცხოვრებლის ან მიწის ყიდვას, ახალ სახლში გადასვლას ან ოჯახის წევრებთან. ზოგიერთი დაბრუნდება სამშობლოში ან მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლის შესახებ.
ტყუპი
დაასრულებთ მოგზაურობას. თუ გქონდათ საერთო საქმეები ახლო ნათესავებთან ან სიტუაციები, რომლებიც საჭიროებდა თქვენს მონაწილეობას, მაშინ მოაგვარებთ პრობლემებს.
კირჩხიბი
გაირკვევა შემოსავლისა და ფინანსების საკითხები. შეიძლება დაიბრუნოთ ვალი, გადაგიხადონ ხელფასი ან საფასური. შესაძლებელია დაფინანსების მიღებაც.
ლომი
სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია და ყველა საქმეს თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ. მთავარია, იყოთ დაკვირვებული და თქვენი კეთილდღეობის გამო არ დააზიანოთ გარშემო მყოფები. ზოგიერთი გადაწყვეტთ იმიჯის შეცვლას.
ქალწული
შესაძლოა გაიგოთ რაიმე საიდუმლო, რომელიც შეეხება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს ან შვილებს. ზოგიერთს მოგინდებათ საყვარელი ადამიანებისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა.
სასწორი
დაასრულეთ საკითხები, რომლებიც ეხება თქვენს მეგობრობას, საზოგადოებრივ გაერთიანებებს. ზოგიერთი შეასრულებთ შეთანხმებებს მეგობრებთან ან უბრალოდ გაერთობით მათთან მხიარულ წვეულებაზე. ზოგი ჩამოიცილებთ მეგობრობის მძიმე ურთიერთობებს.
მორიელი
კარიერას და პროფესიულ მოვალეობას მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება დაასრულოთ სამუშაო ან პროექტი. უმეტესობა კი გადაწყვეტთ სამსახურიდან წამოსვლას, მის შეცვლას.
მშვილდოსანი
უმეტესობა დიდი ალბათობით დაასრულებთ საინტერესო მოგზაურობას ან უცხო ენის კურსს. ასევე შეიძლება უმაღლესში გამოცდების ან ტესტების წარმატებით ჩაბარება.
თხის რქა
შეძლებთ დახუროთ სესხი და დაფაროთ ვალები. ან, შესაძლოა, დაგიმტკიცონ სესხი და დაგიბრუნონ ძველი ვალები. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ პარტნიორებთან საერთო საქმე.
მერწყული
გაირკვევა პარტნიორობასთან - ქორწინება, ბიზნესი - დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელია ზოგიერთი ბიზნესის დასრულება, ქორწინება ან განქორწინება. ასევე, დასრულდება ხელშეკრულებები ბიზნესპარტნიორობის, საქმიანი კავშირების კუთხით, ან, პირიქით, მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელშეკრულების გაფორმებაზე.
თევზები
სავსემთვარეობა დაკავშირებული იქნება თქვენი ჯანმრთელობის ან დასაქმების საკითხებთან. შეგიძლიათ დაასრულოთ დაწყებული მკურნალობა ან გადაწყვიტოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა. სამსახურში შეიძლება დაასრულოთ პროექტი ან გაირკვეს თქვენს სამუშაო პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული სიტუაცია.