სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად
ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად

გსურთ, თქვე­ნი სახ­ლი მყუდ­რო ბუ­დედ აქ­ცი­ოთ, სა­დაც კარ­გი იქ­ნე­ბა დრო­ის გა­ტა­რე­ბა, დას­ვე­ნე­ბა, და­ი­სად­გუ­რებს ჰარ­მო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის? მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რამ­დე­ნი­მე სა­კითხს.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არ ღირს სახ­ლში სი­ა­რუ­ლი იმა­ვე ტან­საც­მლით, რაც ქუ­ჩა­ში გეც­ვათ. არ გირ­ჩევთ სა­გა­რეო ფეხ­საც­მლით ოთახ­შებ­ში სი­ა­რულს და მით უმე­ტეს, სა­წოლ­ზე დაჯ­დო­მას. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ფეხ­საც­მე­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­იწ­მინ­დოს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ჩუ­მად. ან თუ ვერ ძლებთ, შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­თოთ ბუ­ნე­ბის ხმე­ბი, ვი­ო­ლი­ნო­ე­ბი, ფლე­ი­ტე­ბი ან მშვი­დი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა. სა­დი­ლის გა­კე­თე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რის ან რა­დი­ოს ხმის თან­ხლე­ბით, სა­დაც, რო­გორც წესი, უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცია ჟღერს, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

სა­სურ­ვე­ლია, სტუმ­რე­ბის წას­ვლის­თა­ნა­ვე სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ეს გა­ა­ნად­გუ­რებს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის კვალს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სახ­ლში უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

მოწ­მინ­დეთ ია­ტა­კი ნეს­ტი­ა­ნი ქსო­ვი­ლით და გა­რე­ცხეთ წვე­უ­ლე­ბი­დან დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა ჭურ­ჭე­ლი. ან სუ­ლაც მო­ა­შო­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი საკ­ვე­ბი თეფ­შებს და წყლით შე­ავ­სეთ.

ზო­გა­დად ნა­გა­ვი არის მკვდა­რი ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის წარ­მა­ტე­ბას და იწ­ვევს ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბას. ამი­ტომ ნაგ­ვის­გან სახ­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი, წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი: ტუ­ა­ლე­ტი, აბა­ზა­ნა, ნი­ჟა­რა მუ­დამ სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ, არ­სა­ი­დან არ უნდა ჟო­ნავ­დეს წყა­ლი; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფული თქვე­ნი სახ­ლი­და­ნაც გა­ჟო­ნავს.

ნუ გა­ა­ჩე­რებთ სახ­ლში გამ­ხმარ და მო­მაკ­ვდავ მცე­ნა­რე­ებს, ცხო­ვე­ლე­ბის ფი­ტუ­ლებს. სახ­ლის კედ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა არაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით და გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის პორ­ტრე­ტე­ბით, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა ავად­მყო­ფო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე არ ჩა­მო­კი­დოთ ნა­ხა­ტე­ბი უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღე­ბი­თა და ძლი­ე­რი ჩანჩქე­რით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სახ­ლში ცხოვ­რე­ბა მო­უს­ვე­ნა­რი გახ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად

ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად

გსურთ, თქვენი სახლი მყუდრო ბუდედ აქციოთ, სადაც კარგი იქნება დროის გატარება, დასვენება, დაისადგურებს ჰარმონიული დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის? მაშინ ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე საკითხს.

უპირველეს ყოვლისა, არ ღირს სახლში სიარული იმავე ტანსაცმლით, რაც ქუჩაში გეცვათ. არ გირჩევთ საგარეო ფეხსაცმლით ოთახშებში სიარულს და მით უმეტეს, საწოლზე დაჯდომას. სახლში დაბრუნებისთანავე, ფეხსაცმელი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს.

მნიშვნელოვანია საჭმლის მომზადება ჩუმად. ან თუ ვერ ძლებთ, შეგიძლიათ ჩართოთ ბუნების ხმები, ვიოლინოები, ფლეიტები ან მშვიდი კლასიკური მუსიკა. სადილის გაკეთება ტელევიზორის ან რადიოს ხმის თანხლებით, სადაც, როგორც წესი, უარყოფით ინფორმაცია ჟღერს, არასახარბიელოა.

სასურველია, სტუმრების წასვლისთანავე სახლის დასუფთავების ჩვევის გამომუშავება. ეს გაანადგურებს უარყოფითი ენერგიის კვალს, რომელიც შეიძლება შემოვიდეს სახლში უცხო ადამიანებთან ერთად.

მოწმინდეთ იატაკი ნესტიანი ქსოვილით და გარეცხეთ წვეულებიდან დარჩენილი ყველა ჭურჭელი. ან სულაც მოაშორეთ დარჩენილი საკვები თეფშებს და წყლით შეავსეთ.

ზოგადად ნაგავი არის მკვდარი ენერგიის წყარო, რომელიც ხელს უშლის წარმატებას და იწვევს ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობას. ამიტომ ნაგვისგან სახლი რაც შეიძლება ხშირად გაათავისუფლეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, წყალთან დაკავშირებული წერტილები: ტუალეტი, აბაზანა, ნიჟარა მუდამ სუფთა და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ, არსაიდან არ უნდა ჟონავდეს წყალი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული თქვენი სახლიდანაც გაჟონავს.

ნუ გააჩერებთ სახლში გამხმარ და მომაკვდავ მცენარეებს, ცხოველების ფიტულებს. სახლის კედლების გაფორმება არაა რეკომენდებული შიშველი სხეულების გამოსახულებებით და გარდაცვლილი ნათესავების პორტრეტებით, რადგან ამან შეიძლება ავადმყოფობა გამოიწვიოს. ასევე არ ჩამოკიდოთ ნახატები უზარმაზარი ტალღებითა და ძლიერი ჩანჩქერით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ცხოვრება მოუსვენარი გახდება.