Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები გამოვა ზედაპირზე და როდის ჩამოვწეროთ სამომავლო მიზნები, - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები გამოვა ზედაპირზე და როდის ჩამოვწეროთ სამომავლო მიზნები, - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ჯა­დოს­ნუ­რი კვი­რა გვე­ლო­დე­ბა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს გან­ვლილ წელს ახალ­თან, გვე­ლო­დე­ბა წლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლი - კა­ლენ­და­რუ­ლი ახა­ლი წელი. კარ­გი ისაა, რომ 31 დე­კემ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა თხის რქის მე­ა­თე გრა­დუს­ზე, 02:26 სა­ათ­ზე. ახა­ლი წელი ახალმთვა­რე­ო­ბით იწყე­ბა და ახ­ლის შე­მოს­ვლას უწყობს ხელს. ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ კა­რი­ე­რი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე. ამა­ვე დღეს გირ­ჩევთ, 2025 წლის­თვის სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

2025 წლის პირ­ვე­ლი­დან 5 იან­ვრამ­დე ცაში ყა­ლიბ­დე­ბა მძლავ­რი ას­პექ­ტი - მერ­წყულ­ში მყო­ფი პლუ­ტო­ნის ოპო­ზი­ცია რეტ­როგ­რა­დულ მარსთან ლომ­ში. ეს პე­რი­ო­დი ხდე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი ენერ­გი­ის დრო, რო­დე­საც ფა­რუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი გა­მო­ვა ზე­და­პირ­ზე. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

მერ­წყულ­ში მყო­ფი პლუ­ტო­ნი სიმ­ბო­ლოა ტრანსფორ­მა­ცი­ის, კო­ლექ­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის, იდე­ე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის. ის ავ­ლენს ფა­რულ პრო­ცე­სებს, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ჩვენს აზ­როვ­ნე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ზე. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი ლომ­ში ხაზს უს­ვამს პი­როვ­ნულ ნე­ბას, ლი­დე­რო­ბის და აღი­ა­რე­ბის სურ­ვილს. თუმ­ცა, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მარ­სის ენერ­გი­ას ნაკ­ლე­ბად ხდის ნა­თელს, აბ­რუ­ნებს მას შიგ­ნით და გი­ბიძ­გებთ გა­და­ხე­დოთ თქვენს მოქ­მე­დე­ბებ­სა და მო­ტი­ვებს. მათი და­პი­რის­პი­რე­ბა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ძა­ლა­სა და კო­ლექ­ტი­ურ პრო­ცე­სებს შო­რის, კონ­ტრო­ლის სურ­ვილ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას შო­რის. ეს არის დრო, რო­დე­საც შიდა კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს გარე მოვ­ლე­ნე­ბით.

ზე­მოთ­ქმუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ემო­ცი­უ­რი ფონი მდი­და­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი იქ­ნე­ბა. გაჩ­ნდე­ბა ღრმა ში­შე­ბი და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა შიდა და გარე დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა. ეს არის ღრმა ანა­ლი­ზის დრო, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოვ­ლე­ნა და ჭეშ­მა­რი­ტი მიზ­ნე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის გა­გე­ბა.

3 იან­ვარს ვე­ნე­რა მთე­ლი თვით გა­და­ვა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სტა­ტუ­სი აქვს. პლა­ნე­ტის ეს ტრან­ზი­ტი თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და რო­მან­ტი­კას შე­მო­ი­ტანს. ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბულ­თათ­ვის.

მშვი­დი, ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კვი­რა გქონ­დეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები გამოვა ზედაპირზე და როდის ჩამოვწეროთ სამომავლო მიზნები, - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები გამოვა ზედაპირზე და როდის ჩამოვწეროთ სამომავლო მიზნები, - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ჯადოსნური კვირა გველოდება, რომელიც აკავშირებს განვლილ წელს ახალთან, გველოდება წლის ყველაზე მთავარი დღესასწაული - კალენდარული ახალი წელი. კარგი ისაა, რომ 31 დეკემბერს ახალმთვარეობა გველოდება თხის რქის მეათე გრადუსზე, 02:26 საათზე. ახალი წელი ახალმთვარეობით იწყება და ახლის შემოსვლას უწყობს ხელს. ადამიანები ყურადღებას გაამახვილებენ კარიერისა და თვითრეალიზაციის საკითხებზე. ამავე დღეს გირჩევთ, 2025 წლისთვის სამომავლო მიზნებისა და სურვილების ჩამოწერას. იყავით მომართული მიზნების განხორციელებაზე.

2025 წლის პირველიდან 5 იანვრამდე ცაში ყალიბდება მძლავრი ასპექტი - მერწყულში მყოფი პლუტონის ოპოზიცია რეტროგრადულ მარსთან ლომში. ეს პერიოდი ხდება ინტენსიური ენერგიის დრო, როდესაც ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები გამოვა ზედაპირზე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.

მერწყულში მყოფი პლუტონი სიმბოლოა ტრანსფორმაციის, კოლექტიური ცვლილებების, იდეებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის. ის ავლენს ფარულ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს აზროვნებასა და სოციალურ სტრუქტურებზე. რეტროგრადული მარსი ლომში ხაზს უსვამს პიროვნულ ნებას, ლიდერობის და აღიარების სურვილს. თუმცა, რეტროგრადული მოძრაობა მარსის ენერგიას ნაკლებად ხდის ნათელს, აბრუნებს მას შიგნით და გიბიძგებთ გადახედოთ თქვენს მოქმედებებსა და მოტივებს. მათი დაპირისპირება ხდება ინდივიდუალურ ძალასა და კოლექტიურ პროცესებს შორის, კონტროლის სურვილსა და თავისუფლების მოთხოვნილებას შორის. ეს არის დრო, როდესაც შიდა კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს გარე მოვლენებით.

ზემოთქმულის გათვალისწინებით კვირის განმავლობაში ემოციური ფონი მდიდარი და ინტენსიური იქნება. გაჩნდება ღრმა შიშები და საჭირო იქნება შიდა და გარე დაბრკოლებების გადალახვა. ეს არის ღრმა ანალიზის დრო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გამოვლენა და ჭეშმარიტი მიზნებისა და მოტივაციის გაგება.

3 იანვარს ვენერა მთელი თვით გადავა თევზების ნიშანში, სადაც ყველაზე ძლიერი სტატუსი აქვს. პლანეტის ეს ტრანზიტი თქვენს პირად ცხოვრებაში შემოქმედებასა და რომანტიკას შემოიტანს. ფინანსურად წარმატებული პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულთათვის.

მშვიდი, ბედნიერი და წარმატებული კვირა გქონდეთ!