მთავარი მოვლენები
ოქტომბერში მზე გეყოლებათ მეგობრების, დამხმარეების, თანამოაზრეების და სოციალური ცხოვრების სფეროში. მეტად მიზანსწრაფული უნდა იყოთ, თუ გსურთ მიაღწიოთ დამსახურებულ აღიარებას, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. ახლა გექნებათ ახალი იდეები, მაგრამ მათი მარტო განხორციელება ძალიან რთული იქნება - მეგობრების ან კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. მზის წარმატებული ტრანზიტის წყალობით, თქვენ შეძლებთ იპოვოთ არა მხოლოდ დამხმარეები, არამედ სპონსორებიც. ან თქვენს პროექტს მხარს დაუჭერს ვინმე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან. კარგი დროა თქვენი იდეის საფუძველზე ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად - მასში ლიდერისა და ინსპირატორის როლს შეასრულებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უნდა იბრძოლოთ სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ, რაც საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ურთიერთობა პარტნიორთან.
სამუშაო და ბიზნესი
მერკური 5-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება თქვენი სოციალური ცხოვრების სფეროში. თქვენი კონტაქტები ამ პერიოდის განმავლობაში განაწილდება მეგობრებს, ნათესავებს, ბიზნესპარტნიორებსა და კოლეგებს შორის. თქვენ შეხვდებით, განიხილვთ გეგმებს, გაცვლით ინფორმაციას. მოსწავლეებს გაქვთ გამოცდის ხელახლა ჩაბარების რეალური შანსი, საჭიროების შემთხვევაში - პედაგოგი იქნება თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი, შეეცადეთ არ გაუცრუოთ იმედი, კარგად მოემზადეთ. 22 ოქტომბერს კი მერკური შევა შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სახლში. ასეთ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ და არ ჩქარობენ ყველასთან ურთიერთობას. ზოგიერთი შესაძლოა მედიტაციითაც კი დაკავდეთ ან დაინტერესდეს ოკულტური მეცნიერებებით. თვის მეორე ნახევარში ჯობია რეალურ საქმეებზე გადახვიდეთ და გაუგებრობებსა და ილუზიებს მოერიდოთ.
სიყვარული და ფული
9 ოქტომბერს ვენერა გადავა თქვენი პროფესიული რეალიზაციის სექტორში. შესანიშნავი პერიოდია საზოგადოებაში გასასვლელად, სადაც შეგიძლიათ სრულად გამოავლინოთ თქვენი ხიბლი და არაჩვეულებრივი გონება. თუ გსურთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენა, ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ არ უნდა დამალოთ თქვენი უპირატესობები, პირიქით, თქვენ უნდა გამოაჩინოთ ისინი. მარტოხელებს ოქტომბერში გაქვთ ყველა შანსი ახალი სასიყვარულო თავგადასავლისთვის. უფრო მეტიც, თქვენი ახალი რჩეული შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი მფარველობა შემდგომი წინსვლისთვის კარიერულ კიბეზე. ან, მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ზოგიერთი გეგმა, რომელსაც დიდი ხანია ავითარებთ. ზოგიერთი ამ თვეში შესაძლოა დაქორწინდეთ, მიიღებთ არამარტო სიყვარულს, არამედ უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს. დაოჯახებულ მამაკაცებს, ვენერას ამ ტრანზიტის გავლენით, შეიძლება გამოგიჩნდეთ მფარველი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ ზრდას - თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება მეორე ნახევრის ერთგულებასა და პროფესიულ წარმატებას შორის.
ჯანმრთელობა და აქტივობა
12 ოქტომბრამდე მოგინდებათ აქტიურობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას რაიმე სახის ერთობლივ აქტივობებში და დაარწმუნებთ მეგობრებს, რომ შემოგიერთდნენ სავარჯიშო დარბაზში. 12 ოქტომბერს მარსი გადავა თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ახლა ფრთხილად და ყურადღებიანი უნდა იყოთ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ აქტიურობას, გადაღლას.
რაში გაგიმართლებთ მშვილდოსნებს ოქტომბერში
მოგეცემათ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა პროფესიულ სფეროში. მთავარია ზუსტად იცოდეთ რა გინდათ. ახლა გექნებათ შესაძლებლობა დაამყაროთ კავშირი სწორ ადამიანებთან, მოიპოვოთ უნაკლო რეპუტაცია და მიაღწიოთ თქვენი სურვილების ასრულებას. გელოდებათ ფინანსებისა და კლიენტების შემოდინება.
14 ოქტომბერის შემდეგ შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრა გქონდეთ მეგობართან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. არ არის გამორიცხული, მხიარულ კომპანიაში აღმოჩნდეთ, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ თუ საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგიერთ დიდი ხნის მეგობართან თქვენი გზები გაიყრება. მიხვდებით, რომ ურთიერთობა აღარ არის ის, რაც ადრე იყო. არის შანსი, რომ აღმოჩნდეთ ახალ ორგანიზაციაში ან სოციალურ ჯგუფში, სადაც მნიშვნელოვან როლს დაიკავებთ. ბევრი ჩაერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში და დაიწყებს გაჭირვებულთა დახმარებას.
28 ოქტომბერს შემდეგ მოგინდებათ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და მიაღწიოთ ყველაფერში სრულყოფილებას. ეს ეხება სამსახურს, ურთიერთობებს და იმ ნივთებსაც კი, რაც თქვენს გარშემოა. მთავარია საკუთარ თავში და შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. ემოციური ფონი არასტაბილურია, აქედან გამომდინარეობს წუხილი და უმიზეზო ნერვიულობა. გირჩევთ მეტად გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი. ცხოვრებისეულ პრობლემებს წარმატებით მოაგვარებთ. არ არის გამორიცხული, ხარვეზები შეამჩნიოთ იმ პროექტებში, რომლებიც განხორციელების პროცესშია. გაუფრთხილდით ფიზიკურ ჯანმრთელობას და დროულად მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია პრობლემები და განსაკუთრებული ზრუნვა შინაურ ცხოველებზე.