ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას"

ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. ზოგიერთი თქვენთვის სასარგებლოც კი იქნება. იმოქმედეთ მიზანმიმართულად და დაკვირვებულად. მოიმატებს გადაღლილობის, სიცარიელის შეგრძნება და ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, დაუთმეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. ნუ გაჩერდებით გვიანობამდე სამსახურში, მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. კარგი იქნება განმარტოება, მშვიდ გარემოში დასვენება, გამოძინება. გაგიტაცებთ ოკულტური და ფსიქოლოგიური ლიტერატურა. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას, უსაფუძვლო ეჭვებმა შეიძლება დაგაზიანოთ.

ბიზნესი, სამსახური

თვის პირველ დეკადაში გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები, ახალი იდეების განხილვა და განხორციელება მოგინდებათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, შეიძლება ინტერნეტნაცნობებსაც დაუმეგობრდეთ ან ასაკით უმცროსებს. სოციალურად გააქტიურების სურვილი მოგეძალებათ. შუა ოქტომბრიდან მოხდება ღირებულებების გადაფასება, გადახედეთ თქვენს წარსულს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და შეფასებები. დაფიქრდით და ჩამოწერეთ თქვენი სამომავლო გეგმა. ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად. ბიზნესპარტნიორების წინაშე იყავით პირნათელი. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას.

სიყვარული

დაწყვილებულებმა შეინარჩუნეთ არსებული ურთიერთობა. ხანდახან მოგინდებათ განმარტოება, დაფიქრება თქვენს პირად ცხოვრებაზე, მის გაუმჯობესებაზე. ნუ ჩაიხვევთ უსიამოვნო ფიქრებს. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას, პარტნიორის კონტროლს. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, მან შეიძლება შემოსავალიც კი მოგიტანოთ. თუ ხვდებით, რომ მარტოს უსიამოვნებებთან გამკლავება გიჭირთ, დაელაპარაკეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, მეგობარს, ფსიქოლოგს. ამ თვეში ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. ზოგიერთებს მოგინდებათ ფარული კავშირების გაბმა. ზოგიერთმა კი შეიძლება ყოფილთან გადაწყვიტოთ შერიგება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

დაბადების დღემდე მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას და ადამიანებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თქვენზე. თუ ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, მიაკითხეთ ფსიქოლოგს, ნევროლოგს. არ გირჩევთ ფიზიკურ გადაღლას, მსუბუქად ივარჯიშეთ, კარგია ცურვა. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები, ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ შებოლილ და შემწვარ პროდუქტებს. ასაკოვანმა მორიელებმა ყურადღება მიაქცეთ არტერიულ წნევას.

9 ოქტომბრის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, დაასრულეთ დაწყებული პროექტები. მეტად იზრუნეთ ჯამრთელობაზე, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი. ზოგიერთმა შეიძლება საქმიანობის მიტოვება ან ასაკის გამო პენსიაზე გასვლა გადაწყვიტოთ.

25 ოქტომბრის შემდეგ მზე თქვენს ნიშანში იქნება და უნდა გააქტიურდეთ. მოგინდებათ სიახლეები, ცვლილებები. დაიწყეთ მიზნების განხორციელება. ზოგიერთს იმიჯის შეცვლა მოგინდებათ.