მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

სექ­ტემ­ბე­რიც გა­და­ვა­გო­რეთ, თით­ქოს, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა უკან მო­ვი­ტო­ვეთ, მაგ­რამ არც ისე მარ­ტი­ვა­დაა ყვე­ლა­ფე­რი, წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა. დღეს ოქ­ტომ­ბე­რი გან­ვი­ხი­ლოთ. რო­გორც წესი, თითო თვე­ში 5 ან 7 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გვაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­ცი­ლე­ბით მეტი გვექ­ნე­ბა. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა. ასე­თი მოვ­ლე­ნა იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წი­ნაც ასე იყო. თუმ­ცა ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. თა­ნაც, სწო­რედ ოქ­ტომ­ბერ­ში იც­ვლის ლი­ლი­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას (და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვე­ში ერთხელ), კუ­რო­ში გა­და­დის და ახა­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ.

  • ოქ­ტომ­ბრის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე ანონ­სი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ოქ­ტომ­ბე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა: 2-ში ვერ­ძის ათ გრა­დუს­ში, 1:05-ზე.

პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა 2 ოქ­ტომ­ბერს ეს­ტუმ­რე­ბა ქალ­წუ­ლის ნი­შანს და იქ დარ­ჩე­ბა 28-მდე.

4 ოქ­ტომ­ბერს პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი გა­ას­წო­რებს მოძ­რა­ო­ბას და რეტ­როგ­რა­დუ­ლი­დან დი­რექ­ტულ სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა.

14 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) 3 ნო­ემ­ბრამ­დე მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 16 ოქ­ტომ­ბერს 23:30-ზე სას­წო­რის 24 გრა­დუს­ში.

შავი მთვა­რე - ლი­ლი­ტი კუ­რო­ში გა­და­ვა 21 ოქ­ტომ­ბერს .

ვე­ნე­რა სას­წორ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს 28 ოქ­ტომ­ბერს და აქ დარ­ჩე­ბა 21 ნო­ემ­ბრამ­დე.

და­ბო­ლოს, 31 ოქ­ტომ­ბერს , 18:49-ზე კუ­როს მე-9 გრა­დუს­ში ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის მე­ცა­მე­ტე "ცის­ფე­რი მთვა­რის" სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას.

  • ახლა კი ცოტა ვრცლად:

მზე 23 ოქ­ტომ­ბე­რამ­დე სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­შია. აქვე გი­ლო­ცავთ ყვე­ლა სას­წორს და­ბა­დე­ბის დღეს. მთე­ლი თვე უნდა მი­ვუ­ძღვნათ ისე­თი თე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბა, პარტნი­ო­რო­ბა, ჰარ­მო­ნია, კონ­სულ­ტი­რე­ბა, ბა­ლან­სი ქა­ლურ­სა და მა­მა­კა­ცურს შო­რის, პარტნი­ო­რო­ბა საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში . სას­წო­რი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ამ თე­მებს გა­ნა­გებს. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და გარ­შე­მო მყო­ფებ­თა­ნაც.

თვე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა - 2 ოქ­ტომ­ბერს ვერ­ძის ათ გრა­დუს­ში, 1:05 სა­ათ­ზე. რო­გორც უკვე იცით, ამ დღეს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­რო ნიშ­ნებ­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი: მზე სას­წორ­ში, ხოლო მთვა­რე - ვერ­ძში. ემო­ცი­ე­ბი პიკ­ზეა, და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბიც გვაქვს, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვი­დი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი უნდა იყოთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­ხე­დავთ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს და გა­მო­ას­წო­რებთ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს, ამა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი შე­გი­წყობთ ხელს.

სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა 2-28 ოქ­ტომ­ბერს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა. ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში კარგ პო­ზი­ცი­ა­ში არაა, მაგ­რამ არის აკუ­რა­ტუ­ლი, სტე­რი­ლუ­რი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­ი­ტა­რებთ კოს­მე­ტი­კურ და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და ნემ­სე­ბის გა­კე­თე­ბა. მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, გა­ი­კე­თეთ მა­სა­ჟი. გარ­და ამი­სა, სამ­სა­ხურ­ში, იმ გუნდთან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობთ, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზო­გი­ერ­თი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან რო­მა­ნიც კი გა­ა­ჩა­ღოთ. ან სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­იც­ნოთ სა­ბე­დო.

4 ოქ­ტომ­ბე­რი­დან პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა. ახლა პლუ­ტო­ნი თხის რქის ზო­დი­ა­ქო­შია. აქ დარ­ჩე­ბა 2026 წლამ­დე და ბევრ რა­მე­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას. მას­თან ერ­თად არი­ან სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი და სწო­რედ ამ სა­მე­უ­ლის ბრა­ლია, ის, რაც ახლა სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა. პლუ­ტო­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძველ სტრუქ­ტუ­რებ­ში, მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, სა­ზღვრებ­ში . პლუ­ტო­ნი ორ ნი­შა­ნის ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის სიმ­ბო­ლოა. ის კრი­ზებ­სა და ექ­სტრე­მა­ლურ­საც მარ­თავს. პლუ­ტო­ნი მო­გა­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ სფე­რო­ებს, რო­მელ­საც თქვენს პი­რად რუ­კა­ში პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი მარ­თვს.

პლა­ნე­ტა მარსზე ვთქვათ ორი სი­ტყვა. და­ი­მახ­სოვ­რეთ, ოქ­ტომ­ბერ­ში სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექტს გა­ა­კე­თებს: 9 ოქ­ტომ­ბერს "წა­ე­ჩხუ­ბე­ბა" პლუ­ტონს, 19-ში იუ­პი­ტერს და 14-ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მზეს. მარ­სი ომის, აგ­რე­სი­უ­ლი პლა­ნე­ტაა, პლუ­ტონ­ზე უკვე ვთქვი და მათი და­პი­რის­პი­რე­ბა კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გამ­ძაფ­რდეს უკვე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. ამი­ტომ, ეცა­დეთ, ამ 10 დღეს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი აგ­რე­სი­ის­გან, რის­ხვის­გან.

14 ოქ­ტომ­ბე­რი­დან მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა სამ ნო­ემ­ბრამ­დე. მო­რი­ე­ლის მე-12 გრა­დუ­სი­დან დაბ­რუნ­დე­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში, 26-ე გრა­დუს­ში და მერე, როცა სვლას გა­ას­წო­რებს, ისევ გა­და­ვა მო­რი­ელ­ში. გა­იხ­სე­ნეთ, შარ­შან­დე­ლი ეს პე­რი­ო­დი, როცა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო ისევ ამ ნიშ­ნებ­ში. რა მოხ­და მა­შინ? იქ­ნებ რა­ღაც საქ­მეს, ადა­მი­ა­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უნდა გა­და­ხე­დოთ. გირ­ჩევთ, სა­კუ­თარ თავს მე­ტად ჩა­უღ­მავ­დეთ . გა­ერ­კვეთ თქვენს თავ­ში, სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნებ­ში. კი­დევ ერთხელ უნდა შე­გა­ხე­ნოთ, რომ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში არ ღირს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა.

16 ოქ­ტომ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 23:30-ზე სას­წო­რის 24 გრა­დუს­ში. თა­ვი­დან­ვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ და­ძა­ბუ­ლი დღეა. მო­ი­მა­ტებს კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა. მაგ­რამ ის, რა­საც ამ დღეს გა­ა­კე­თებთ ან იფიქ­რებთ, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მა­ვალ­შიც ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­რექ­ტუ­ლი იყოთ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. არ გირ­ჩევთ ამ დღეს სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბას.

21 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლი­ტი კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ეს­ტუმ­რე­ბა და იქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 18 ივ­ლი­სამ­დე. ერთი მხრივ შეგ­ვეძ­ლე­ბა, შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქოთ, რად­გან ლი­ლი­ტი აგ­რე­სი­უ­ლი და მებ­რძო­ლი ვერ­ძი­დან გა­დის, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ უნდა გავფრ­თხილ­დეთ, რად­გან კურო არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ და ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე, თა­ნაც მას ახლა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი სტუმ­რობს, რო­მელ­მაც სა­ბან­კო სფე­რო­ებ­ზე უკვე მო­ას­წრო გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­დე­ბა, როცა ლი­ლი­ტი და ურა­ნი შე­ერ­თდე­ბი­ან და მათ მარ­სიც შე­უ­ერ­თდე­ბათ (მარ­სი ვერ­ძი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 2021 წლის იან­ვრის პირ­ველ დე­კა­და­ში, კუ­როს მი­ა­შუ­რებს). თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ მა­სა­ლას მო­ვამ­ზა­დებთ, რას მო­უ­ტანს ლი­ლი­ტი თი­თო­ე­უ­ლი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს.

28 ოქ­ტომ­ბერს ვერ­ნე­რა სა­კუ­თარ ნი­შან­ში - სას­წორ­ში გა­და­ვა და აქ დარ­ჩე­ბა 21 ნო­ემ­ბრამ­დე. აქვე გე­ტყვით, რომ თუ ქორ­წი­ნე­ბა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დია 28 ოქ­ტომ­ბრი­დან 21 ნო­ემ­ბრამ­დე გარ­და 3, 7, 14 ნო­ემ­ბრი­სა. მაგ­რამ თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ ან პი­რად რუ­კა­ში გაქვთ მი­ნიშ­ნე­ბა, მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზი­დან გა­მოს­ვლა­საც და­ე­ლო­დეთ. შე­გახ­სე­ნებთ, რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკუ) სვლი­დან მარ­სი მხო­ლოდ 14 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა.

ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი დას­რულ­დე­ბა 31-ში, როცა "ცის­ფე­რის მთვა­რის" სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მოხ­დე­ბა. ეს საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, ბო­ლოს ასე­თი 2018 წლის იან­ვარ­სა და მარ­ტში გვქონ­და. რა­ტო­მაა "ცის­ფე­რი" ამას ას­ტრო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს, უბ­რა­ლოდ არ­სე­ბობს ასე­თი ინ­გლი­სუ­რი გა­მოთ­ქმა: Once Upon a Blue Moon ანუ დღე, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად დგე­ბა და ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი მოხ­დეს . სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, რო­გორც უკვე ვთქვით, იქ­ნე­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, მე-9 გრა­დუს­ში. კუ­რო­შია მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი, იქ იქ­ნე­ბა ლი­ლი­ტიც, ამას ემა­ტე­ბა ზო­გი­ერ­თი პლა­ნე­ტის ას­პექ­ტიც, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რულ , ჯა­დოს­ნურ მოვ­ლე­ნებს უნდა და­ვე­ლო­დეთ . გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენს სი­ტყვებ­სა და ქმე­დე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბათ.

ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ გირ­ჩევთ, ამ დღეს და მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეცა­დოთ, თქვე­ნი ენერ­გია სწორ, მარ­თალ მოვ­ლე­ნებ­ზე მი­მარ­თოთ, სწო­რად გა­მოთ­ქვათ თქვე­ნი აზ­რე­ბი, იყოთ მო­მარ­თუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და ჰარ­მო­ნია გქონ­დეთ სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც.

ბედ­ნი­ერ ოქ­ტომ­ბერს გი­სურ­ვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

სექტემბერიც გადავაგორეთ, თითქოს, ყველა უსიამოვნო მოვლენა უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება. დღეს ოქტომბერი განვიხილოთ. როგორც წესი, თითო თვეში 5 ან 7 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად გაცილებით მეტი გვექნება. თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა გველოდება. ასეთი მოვლენა იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, დაახლოებით 2 წლის წინაც ასე იყო. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თანაც, სწორედ ოქტომბერში იცვლის ლილიტი ადგილმდებარეობას (დაახლოებით 9 თვეში ერთხელ), კუროში გადადის და ახალი ვნებათაღელვისთვის უნდა მოვემზადოთ.

  • ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენების მოკლე ანონსი ასე გამოიყურება:

ოქტომბერი სავსემთვარეობით დაიწყება: 2-ში ვერძის ათ გრადუსში, 1:05-ზე.

პლანეტა ვენერა 2 ოქტომბერს ესტუმრება ქალწულის ნიშანს და იქ დარჩება 28-მდე.

4 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი გაასწორებს მოძრაობას და რეტროგრადულიდან დირექტულ სვლას დაუბრუნდება.

14 ოქტომბერს მერკური გახდება რეტროგრადული (უკანმავალი) 3 ნოემბრამდე მორიელის ნიშანში.

ახალმთვარეობას ველოდებით 16 ოქტომბერს 23:30-ზე სასწორის 24 გრადუსში.

შავი მთვარე - ლილიტი კუროში გადავა 21 ოქტომბერს .

ვენერა სასწორში გადაინაცვლებს 28 ოქტომბერს და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე.

დაბოლოს, 31 ოქტომბერს , 18:49-ზე კუროს მე-9 გრადუსში ველოდებით მთვარის მეცამეტე "ცისფერი მთვარის" სავსემთავრეობას.

  • ახლა კი ცოტა ვრცლად:

მზე 23 ოქტომბერამდე სასწორის ზოდიაქოშია. აქვე გილოცავთ ყველა სასწორს დაბადების დღეს. მთელი თვე უნდა მივუძღვნათ ისეთი თემების გაუმჯობესებას, როგორებიცაა: სიყვარული, ქორწინება, პარტნიორობა, ჰარმონია, კონსულტირება, ბალანსი ქალურსა და მამაკაცურს შორის, პარტნიორობა საქმიან ან სასიყვარულო სფეროში . სასწორი ასტროლოგიაში ამ თემებს განაგებს. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთანაც და გარშემო მყოფებთანაც.

თვე სავსემთვარეობით დაიწყება - 2 ოქტომბერს ვერძის ათ გრადუსში, 1:05 საათზე. როგორც უკვე იცით, ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებშია განლაგებული: მზე სასწორში, ხოლო მთვარე - ვერძში. ემოციები პიკზეა, დაძაბული ასპექტებიც გვაქვს, ამიტომ, მაქსიმალურად მშვიდი, დისციპლინირებული უნდა იყოთ. სავსემთვარეობის პარალელურად კარგი იქნება, თუ გადახედავთ მიმდინარე საქმეებს და გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს, ამაში რეტროგრადული მარსი შეგიწყობთ ხელს.

სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა 2-28 ოქტომბერს ქალწულის ზოდიაქოში იქნება. ვენერა ქალწულში კარგ პოზიციაში არაა, მაგრამ არის აკურატული, სტერილური. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ კოსმეტიკურ და სამედიცინო პროცედურებს, მაგრამ არანაირი ქირურგიული ჩარევა და ნემსების გაკეთება. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაიკეთეთ მასაჟი. გარდა ამისა, სამსახურში, იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც მუშაობთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და ზოგიერთი პირადი მონაცემის გათვალისწინებით, შეიძლება კოლეგებთან რომანიც კი გააჩაღოთ. ან სამედიცინო ცენტრში გაიცნოთ საბედო.

4 ოქტომბერიდან პლანეტა პლუტონი დირექტული გახდება. ახლა პლუტონი თხის რქის ზოდიაქოშია. აქ დარჩება 2026 წლამდე და ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. მასთან ერთად არიან სატურნი და იუპიტერი და სწორედ ამ სამეულის ბრალია, ის, რაც ახლა სამყაროში ხდება. პლუტონი ტრანსფორმაციაზეა პასუხისმგებელი ცვლილებებია მოსალოდნელი ძველ სტრუქტურებში, მაღალ ეშელონებში, საზღვრებში . პლუტონი ორ ნიშანის ვერძისა და მორიელის სიმბოლოა. ის კრიზებსა და ექსტრემალურსაც მართავს. პლუტონი მოგაცილებთ ყველაფერ იმას, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. ყურადღება მიაქციეთ იმ სფეროებს, რომელსაც თქვენს პირად რუკაში პლანეტა პლუტონი მართვს.

პლანეტა მარსზე ვთქვათ ორი სიტყვა. დაიმახსოვრეთ, ოქტომბერში სამ მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს: 9 ოქტომბერს "წაეჩხუბება" პლუტონს, 19-ში იუპიტერს და 14-ში დაუპირისპირდება მზეს. მარსი ომის, აგრესიული პლანეტაა, პლუტონზე უკვე ვთქვი და მათი დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. განსაკუთრებით შეიძლება გამძაფრდეს უკვე არსებული კონფლიქტები. ამიტომ, ეცადეთ, ამ 10 დღეს მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აგრესიისგან, რისხვისგან.

14 ოქტომბერიდან მერკური რეტროგრადული გახდება სამ ნოემბრამდე. მორიელის მე-12 გრადუსიდან დაბრუნდება სასწორის ზოდიაქოში, 26-ე გრადუსში და მერე, როცა სვლას გაასწორებს, ისევ გადავა მორიელში. გაიხსენეთ, შარშანდელი ეს პერიოდი, როცა მერკური რეტროგრადული იყო ისევ ამ ნიშნებში. რა მოხდა მაშინ? იქნებ რაღაც საქმეს, ადამიანებთან დამოკიდებულებას უნდა გადახედოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს მეტად ჩაუღმავდეთ . გაერკვეთ თქვენს თავში, სულიერ მოთხოვნებში. კიდევ ერთხელ უნდა შეგახენოთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ ღირს კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

16 ოქტომბერს ახალმთვარეობას ველოდებით 23:30-ზე სასწორის 24 გრადუსში. თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაძაბული დღეა. მოიმატებს კონფლიქტურობა. მაგრამ ის, რასაც ამ დღეს გააკეთებთ ან იფიქრებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალშიც ეცადეთ, მაქსიმალურად კორექტული იყოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ამ დღეს სურვილების ჩაფიქრებას.

21 ოქტომბერს ლილიტი კუროს ზოდიაქოს ესტუმრება და იქ დარჩება 2021 წლის 18 ივლისამდე. ერთი მხრივ შეგვეძლება, შვებით ამოვისუნთქოთ, რადგან ლილიტი აგრესიული და მებრძოლი ვერძიდან გადის, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავფრთხილდეთ, რადგან კურო არის პასუხისმგებელი მატერიალურ და ფინანსურ საკითხებზე, თანაც მას ახლა მოულოდნელობების პლანეტა ურანი სტუმრობს, რომელმაც საბანკო სფეროებზე უკვე მოასწრო გავლენის მოხდენა, საინტერესოა, რა მოხდება, როცა ლილიტი და ურანი შეერთდებიან და მათ მარსიც შეუერთდებათ (მარსი ვერძიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 2021 წლის იანვრის პირველ დეკადაში, კუროს მიაშურებს). თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ვრცელ მასალას მოვამზადებთ, რას მოუტანს ლილიტი თითოეული ნიშნის წარმომადგენელს.

28 ოქტომბერს ვერნერა საკუთარ ნიშანში - სასწორში გადავა და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე. აქვე გეტყვით, რომ თუ ქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, ყველაზე კარგი პერიოდია 28 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე გარდა 3, 7, 14 ნოემბრისა. მაგრამ თუ სურვილი გექნებათ ან პირად რუკაში გაქვთ მინიშნება, მარსის რეტროგრადული ფაზიდან გამოსვლასაც დაელოდეთ. შეგახსენებთ, რეტროგრადული (უკუ) სვლიდან მარსი მხოლოდ 14 ნოემბერს გამოვა.

ოქტომბრის მოვლენები დასრულდება 31-ში, როცა "ცისფერის მთვარის" სავსემთვარეობა მოხდება. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ბოლოს ასეთი 2018 წლის იანვარსა და მარტში გვქონდა. რატომაა "ცისფერი" ამას ასტროლოგიური დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: Once Upon a Blue Moon ანუ დღე, რომელიც იშვიათად დგება და ამ დღეს შეიძლება შეუძლებელიც კი მოხდეს . სავსემთვარეობა, როგორც უკვე ვთქვით, იქნება კუროს ზოდიაქოში, მე-9 გრადუსში. კუროშია მოულოდნელობების პლანეტა ურანი, იქ იქნება ლილიტიც, ამას ემატება ზოგიერთი პლანეტის ასპექტიც, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ექსტრაორდინარულ , ჯადოსნურ მოვლენებს უნდა დაველოდეთ . გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს განსაკუთრებული დატვირთვა ექნებათ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ამ დღეს და მთელი თვის განმავლობაში, ეცადოთ, თქვენი ენერგია სწორ, მართალ მოვლენებზე მიმართოთ, სწორად გამოთქვათ თქვენი აზრები, იყოთ მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ჰარმონია გქონდეთ საკუთარ თავთანაც და ახლობლებთანაც.

ბედნიერ ოქტომბერს გისურვებთ.

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ოქტომბერში და ვის რა რჩევას აძლევენ ასტროლოგები - მთვარის მომდევნო თვის პროგნოზი