პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად
ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად

შე­მოდ­გო­მის ბოლო თვე სა­ინ­ტე­რე­სო ას­ტრო­მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რა თქმა უნდა, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 8-ში, კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე გვე­ლო­დე­ბა. მზე ახლა მო­რი­ე­ლის ნი­შან­შია, სა­დაც დარ­ჩე­ბა 22 ნო­ემ­ბრამ­დე. მო­რი­ე­ლე­ბო გი­ლო­ცავთ, თქვე­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დრო დად­გა. 22 ნო­ემ­ბერს კი მზე ეს­ტუმ­რე­ბა მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს. მო­რი­ე­ლი არის ტრანსფორ­მა­ცი­ის, ევო­ლუ­ცი­ის ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მის ნი­შა­ნი. ის მზა­დაა გარ­და­სახ­ვის­თვის, კრი­ზი­სე­ბის და­საძ­ლე­ვად. მარ­თავს პარტნი­ო­რის ფი­ნან­სებს, კრე­დი­ტებს, სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­რი­ელ­ში მყო­ფი მზე მოგ­ვი­წო­დებს, გარ­და­ვი­სა­ხოთ, დავძლი­ოთ ში­შე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბი, მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მოთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს მარ­თვე­ლო­ბის დროს ადა­მი­ანს თით­ქოს რა­ღაც გან­საც­დე­ლი, სირ­თუ­ლე ეძ­ლე­ვა, მან უნდა მო­ი­ცი­ლოს ყვე­ლა­ფე­რი დრო­მოჭ­მუ­ლი, უსარ­გებ­ლო, რათა გა­და­ი­ნაც­ვლოს ახალ, მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ფე­ხურ­ზე. სა­ნამ მზე მო­რი­ელ­ში იქ­ნე­ბა, კარ­გია კრე­დი­ტე­ბის, ვა­ლე­ბის გა­დახ­და. აი, ახ­ლებს კი ნუ აი­ღებთ.

ახლა კი მივ­ყვეთ ნო­ემ­ბრის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რულ გან­ხილ­ვას:

6 ნო­ემ­ბერს მო­რი­ელ­ში მყოფ ვე­ნე­რას, და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა კუ­რო­ში მყო­ფი ურა­ნი, ხოლო 9-ში მერ­კუ­რის და მზის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა, რომ­ლებ­საც ასე­ვე ურა­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ვე­ნე­რა მარ­თავს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს და ფულს, როცა გა­და­რე­უ­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე ურა­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ფულს, არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. აგ­რეთ­ვე, თავ­შე­კა­ვე­ბა გმარ­თებთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან, მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ არ და­ან­გრი­ოთ კავ­ში­რი. აქვე ისიც უნდა გი­თხრათ, რომ ორ დღე­ში, 8 ნო­ემ­ბერს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად იყა­ვით სა­სიყ­ვა­რუ­ლო თე­მა­შიც და ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ის­ტე­რი­კუ­ლო­ბა. რად­გან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გა­მო­ავ­ლენს ყვე­ლა იმ ში­ნა­გან ემო­ცი­ას, რა­საც აქამ­დე მა­ლავ­დით. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა 9-ში მერ­კუ­რის და მზის შე­ერ­თე­ბას, რო­მელ­საც ურა­ნი უპი­რის­პირ­დე­ბა, 5-13 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში არ გირ­ჩევთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ელექტრო და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. ყვე­ლა­ზე კარ­გი დღე ასე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად არის 16 ნო­ემ­ბე­რი.

8 ნო­ემ­ბერს, 14:59-ზე, კუ­როს მე-17 გრა­დუს­ში გვე­ლო­დე­ბა მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა. ეს ძლი­ე­რი დღეა, რად­გან მთვა­რე კუ­როს ნი­შან­ში ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია. ემო­ცი­ე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია და ფრთხი­ლად იყა­ვით. ჯო­ბია, იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ნუ ენ­დობთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნუ ეც­დე­ბით საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტას. ამა­ვე დღეს გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაც - მთვა­რე კუ­რო­შია, მზე - მო­რი­ელ­ში. და ამ დღეს და­ი­ხუ­რე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც გა­იხ­სნა 25 ოქ­ტომ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბით, მაგ­რამ 14 ნო­ემ­ბრამ­დე მა­ინც გმარ­თებთ სიფრ­თხი­ლე. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ვრცელ სტა­ტი­ას. უბ­რა­ლოდ, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში, პლუს-მი­ნუს 2 დღე, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ და­გეგ­მოთ, შე­ამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი. მო­უფრ­თხილ­დით ურ­თი­ერ­თო­ბებს, ამ დღე­ებ­ში გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც მზე გყავთ კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის მე­ო­რე დე­კა­და­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
19:58 / 30-10-2022

როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?

15 ნო­ემ­ბერს ვე­ლო­დე­ბით იუ­პი­ტე­რი ვე­ნე­რას სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექტს. იუ­პი­ტე­რი არის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, ხოლო ვე­ნე­რა მცი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა. ეს არის წლის ერთ-ერთი ჰარ­მო­ნი­უ­ლი დღე და ამ დღეს კარ­გი იქ­ნე­ბა სურ­ვი­ლე­ბის და­წე­რა ან ჩა­ფიქ­რე­ბა. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით რა გსურთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ და და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო მი­ზა­ნი. მი­ი­ღებთ სა­ჩუქ­რებს ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, სამ­ყა­როს­გან. გა­რე­მოც დამ­შვიდ­დე­ბა და ამო­ვი­სუნ­თქავთ.

16-ში მზე და­ი­წყებს "ვია კომ­ბუს­ტას" გზის გავ­ლას 22 ნო­ემ­ბრამ­დე. მას "დამ­წვარ გზა­საც" უწო­დე­ბენ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა არაა, ამ გზას - მო­რი­ე­ლის ბოლო დე­კა­და - მზე ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის. ამ პე­რი­ოდს გველმჭე­რის პე­რი­ოდსაც უწო­დე­ბენ და ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია აქვთ. ისი­ნი არი­ან მკურ­ნა­ლე­ბი, ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის სწო­რად გავ­ლა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდით ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლოს­გან, დრო­მოჭ­მუ­ლის­გან, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ გა­ნი­ჭებთ და გან­ვი­თა­რე­ბა­ში გიშ­ლით ხელს.

16 ნო­ემ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში 10 დე­კემ­ბრამ­დე. მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა მო­რი­ელ­ში. სა­დაც ავ­ლენს თა­ვის უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებს, არის სა­ბე­დის­წე­რო, მა­გი­უ­რი, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი და ხში­რად ცოდ­ვი­ა­ნიც. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვნე­ბი­ა­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი. 16-დან ვე­ნე­რა მე­ტად იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ზე, ელი­ტუ­რო­ბა­ზე. გა­მო­ავ­ლენს დახ­ვე­წილ მა­ნე­რებს. მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბის ინ­ტე­რე­სი, ახა­ლი ქვეყ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლოთ ახა­ლი უცხო ენა, და­ი­წყოთ ლი­ტე­რა­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში იმა­ტებს ინ­ტე­რე­სი ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი­სად­მი და გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­სუქ­დეთ. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დათ­ბე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს - მოგ­ზა­უ­რო­ბა, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა.

17 ნო­ემ­ბერს მერ­კუ­რიც გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში 7 დე­კემ­ბრამ­დე. მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა მო­რი­ელ­ში, რო­მელ­საც 29 ოქ­ტომ­ბერს ეს­ტუმ­რა. მო­რი­ე­ლი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი არის სარ­კას­ტუ­ლი, ახა­სი­ა­თებს შხა­მი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, საქ­მე­ებ­ში ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე ჩაწ­ვდო­მა, ყვე­ლაფ­რის გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თარ სა­ი­დუმ­ლოს არ გას­ცემს. უფრო მე­ტიც მის გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ახა­სი­ა­თებს სა­უბ­რის მა­გი­უ­რი მა­ნე­რა, შე­იძ­ლე­ბა ჰიპ­ნო­ზი­ო­რი­ვით ზე­მოქ­მე­დებ­დეს თქვენ­ზე. 17-დან მო­გინ­დე­ბათ ახა­ლის, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა. იუ­რი­დი­უ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. გახ­შირ­დე­ბა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­უბ­რე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი თე­მე­ბის გან­ხილ­ვა. მო­გინ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ან უცხო­ე­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია.

19 ნო­ემ­ბერს გვე­ლო­დე­ბა მარ­სი ნეპ­ტუ­ნის და­ძა­ბუ­ლო­ბა. ახლა მარ­სი არის ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში და თუ მო­ინ­დო­მებს, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძი­ე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, გა­აქ­ტურ­დით, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ახლა ის უკან­მა­ვა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა, რად­გან მე­ტად გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია. სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უკან არა­ფერ­ზე და­ი­ხევს. ფრთხი­ლად აა­ლე­ბად ბასრ და ცე­ცხლსას­როლ ია­რა­ღებ­თან. აგ­რეთ­ვე, მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან. 19-ში, პლუს-მი­ნუს 2 დღე გაფრ­თხილ­დით, რომ არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი, ეს ეხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო თე­მა­საც და ფი­ნან­სურ­საც. არც მო­ა­ტყუ­ოთ და არც თა­ვად მო­ტყუვ­დეთ. ის­წავ­ლეთ არას თქმა და ნუ გა­ა­კე­თებთ ან იყი­დით ისეთ რა­მეს, რაც არ გჭირ­დე­ბათ.

22 ნო­ემ­ბერს მზე ეს­ტუმ­რე­ბა მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თვა. თა­ნაც, ამ დრო­ის­თვის მერ­კუ­რიც და ვე­ნე­რაც უკვე მშვილ­დო­სან­ში იქ­ნე­ბი­ან, რა­ზეც ზე­მოთ უკვე ვი­სა­უბ­რე. მაგ­რამ გირ­ჩევთ, მო­ი­ცა­დეთ 2 დღე და მშვილ­დო­სან­ში ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დით.

24 ნო­ემ­ბრი­დან იუ­პი­ტე­რი დი­რექ­ტულ სვლა­ში გა­და­ვა, თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში და წლის ბო­ლოს­კენ გა­აგ­რძე­ლებს სვლას ვერ­ძში. ასე, რომ თევ­ზე­ბი და ვერ­ძი უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მარ­თოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

და თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს და­ას­რუ­ლებს 24 ნო­ემ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბა მშვილ­დოს­ნის მე­ო­რე გრა­დუს­ში 2:57-ზე. კარ­გი დღეა, თა­ნაც ამ დრო­ის­თვის მშვილ­დო­ნის მმარ­თვე­ლი იუ­პი­ტე­რი სწორ სვლა­ში იქ­ნე­ბა და შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მო­წე­როთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნებს მე­ტად მო­უნ­დე­ბათ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნოზ­ზე სტა­ტი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ბედ­ნი­ერ ნო­ემ­ბერს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად

ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად

შემოდგომის ბოლო თვე საინტერესო ასტრომოვლენებითაა დატვირთული. ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, მთვარის დაბნელებაა, რომელიც 8-ში, კუროს ზოდიაქოში, სავსემთვარეობაზე გველოდება. მზე ახლა მორიელის ნიშანშია, სადაც დარჩება 22 ნოემბრამდე. მორიელებო გილოცავთ, თქვენი გააქტიურების დრო დადგა. 22 ნოემბერს კი მზე ესტუმრება მშვილდოსნის ზოდიაქოს. მორიელი არის ტრანსფორმაციის, ევოლუციის ძალოვანი სისტემის ნიშანი. ის მზადაა გარდასახვისთვის, კრიზისების დასაძლევად. მართავს პარტნიორის ფინანსებს, კრედიტებს, საბანკო საქმიანობას. მორიელში მყოფი მზე მოგვიწოდებს, გარდავისახოთ, დავძლიოთ შიშები, სირთულეები, მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მორიელის ზოდიაქოს მართველობის დროს ადამიანს თითქოს რაღაც განსაცდელი, სირთულე ეძლევა, მან უნდა მოიცილოს ყველაფერი დრომოჭმული, უსარგებლო, რათა გადაინაცვლოს ახალ, მეტად განვითარებულ საფეხურზე. სანამ მზე მორიელში იქნება, კარგია კრედიტების, ვალების გადახდა. აი, ახლებს კი ნუ აიღებთ.

ახლა კი მივყვეთ ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენების თანამიმდევრულ განხილვას:

6 ნოემბერს მორიელში მყოფ ვენერას, დაუპირისპირდება კუროში მყოფი ურანი, ხოლო 9-ში მერკურის და მზის შეერთება გველოდება, რომლებსაც ასევე ურანი დაუპირისპირდება. ვენერა მართავს პირად ურთიერთობებს და ფულს, როცა გადარეული, მოულოდნელობებით აღსავსე ურანი დაუპირისპირდება, უნდა გავუფრთხილდეთ ფულს, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. აგრეთვე, თავშეკავება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორთან, მოულოდნელად რომ არ დაანგრიოთ კავშირი. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ორ დღეში, 8 ნოემბერს მთვარის დაბნელება გველოდება და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით სასიყვარულო თემაშიც და ფულთან მიმართებაშიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობაში მოიმატებს ისტერიკულობა. რადგან სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება გამოავლენს ყველა იმ შინაგან ემოციას, რასაც აქამდე მალავდით. ხოლო რაც შეეხება 9-ში მერკურის და მზის შეერთებას, რომელსაც ურანი უპირისპირდება, 5-13 ნოემბრის შუალედში არ გირჩევთ კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტრო და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ყველაზე კარგი დღე ასეთების შესაძენად არის 16 ნოემბერი.

8 ნოემბერს, 14:59-ზე, კუროს მე-17 გრადუსში გველოდება მთვარის სრული დაბნელება. ეს ძლიერი დღეა, რადგან მთვარე კუროს ნიშანში ეგზალტირებულია. ემოციები მომატებულია და ფრთხილად იყავით. ჯობია, იყოთ გააზრებული, დაკვირვებული. ნუ ენდობთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ნუ ეცდებით საქმიანი და სასიყვარული კავშირების გაწყვეტას. ამავე დღეს გველოდება სავსემთვარეობაც - მთვარე კუროშია, მზე - მორიელში. და ამ დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი, რომელიც გაიხსნა 25 ოქტომბერს მზის დაბნელებით, მაგრამ 14 ნოემბრამდე მაინც გმართებთ სიფრთხილე. ამ მოვლენის შესახებ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ მთვარის დაბნელების დღეებში, პლუს-მინუს 2 დღე, არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ, შეამცირეთ კონტაქტები. მოუფრთხილდით ურთიერთობებს, ამ დღეებში გაწყვეტილი კავშირების აღდგენა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ, თითქმის შეუძლებელია. მთვარის დაბნელება ყველა ადამიანზე იქონიებს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით მათზე, ვისაც მზე გყავთ კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის მეორე დეკადაში.

15 ნოემბერს ველოდებით იუპიტერი ვენერას სასიამოვნო ასპექტს. იუპიტერი არის დიდი ბედნიერების, ხოლო ვენერა მცირე ბედნიერების პლანეტა. ეს არის წლის ერთ-ერთი ჰარმონიული დღე და ამ დღეს კარგი იქნება სურვილების დაწერა ან ჩაფიქრება. ჩამოყალიბდით რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ და დაისახეთ კონკრეტული სამოქმედო მიზანი. მიიღებთ საჩუქრებს ადამიანებისგან, სამყაროსგან. გარემოც დამშვიდდება და ამოვისუნთქავთ.

16-ში მზე დაიწყებს "ვია კომბუსტას" გზის გავლას 22 ნოემბრამდე. მას "დამწვარ გზასაც" უწოდებენ. ეს განსაკუთრებული მოვლენა არაა, ამ გზას - მორიელის ბოლო დეკადა - მზე ყოველწლიურად გადის. ამ პერიოდს გველმჭერის პერიოდსაც უწოდებენ და ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული მისია აქვთ. ისინი არიან მკურნალები, ეხმარებიან ადამიანებს სულიერ განვითარებაში, ცხოვრებისეული გზის სწორად გავლაში. ამ პერიოდში გათავისუფლდით ყველაფერი უსარგებლოსგან, დრომოჭმულისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ და განვითარებაში გიშლით ხელს.

16 ნოემბერს ვენერა გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში 10 დეკემბრამდე. მანამდე იქნება მორიელში. სადაც ავლენს თავის უარყოფით თვისებებს, არის საბედისწერო, მაგიური, შურისმაძიებელი, ეჭვიანი და ხშირად ცოდვიანიც. პირად ურთიერთობაში ვნებიანობა განსაკუთრებითაა მომატებული. 16-დან ვენერა მეტად იქნება ორიენტირებული მაღალი სტატუსის მიღებაზე, ელიტურობაზე. გამოავლენს დახვეწილ მანერებს. მოუნდება საკუთარი ღირსებების დემონსტრირება. ადამიანებს გაუჩნდებათ მოგზაურობის ინტერესი, ახალი ქვეყნების აღმოჩენის, შეიძლება ისწავლოთ ახალი უცხო ენა, დაიწყოთ ლიტერატური საქმიანობა. ამავე პერიოდში იმატებს ინტერესი ეგზოტიკური კერძებისადმი და გაფრთხილდით, რომ არ გასუქდეთ. ურთიერთობებში დათბება. ადამიანებს მოუნდებათ სასიყვარულო თავგადასავლები. შეყვარებულებს - მოგზაურობა, ლამაზი ნივთების შეძენა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება.

17 ნოემბერს მერკურიც გადავა მშვილდოსანში 7 დეკემბრამდე. მანამდე იქნება მორიელში, რომელსაც 29 ოქტომბერს ესტუმრა. მორიელისეული მერკური არის სარკასტული, ახასიათებს შხამიანი გამონათქვამები, საქმეებში ძირისძირობამდე ჩაწვდომა, ყველაფრის გამოძიება, მაგრამ საკუთარ საიდუმლოს არ გასცემს. უფრო მეტიც მის გარშემო ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ახასიათებს საუბრის მაგიური მანერა, შეიძლება ჰიპნოზიორივით ზემოქმედებდეს თქვენზე. 17-დან მოგინდებათ ახალის, უცხო ენების შესწავლა. იურიდიური საკითხების მოგვარება. გახშირდება ფილოსოფიური საუბრები, რელიგიური თემების განხილვა. მოგინდებათ მოგზაურობა საზღვარგარეთ ან უცხოელებთან კომუნიკაცია.

19 ნოემბერს გველოდება მარსი ნეპტუნის დაძაბულობა. ახლა მარსი არის ტყუპის ზოდიაქოში და თუ მოინდომებს, საჭირო ინფორმაციისა და ადამიანების მოძიება არ გაუჭირდება. ამიტომ, გააქტურდით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ახლა ის უკანმავალია, განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან მეტად გაბოროტებულია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. ფრთხილად აალებად ბასრ და ცეცხლსასროლ იარაღებთან. აგრეთვე, მათრობელა საშუალებებთან. 19-ში, პლუს-მინუს 2 დღე გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი, ეს ეხება სასიყვარულო თემასაც და ფინანსურსაც. არც მოატყუოთ და არც თავად მოტყუვდეთ. ისწავლეთ არას თქმა და ნუ გააკეთებთ ან იყიდით ისეთ რამეს, რაც არ გჭირდებათ.

22 ნოემბერს მზე ესტუმრება მშვილდოსნის ზოდიაქოს. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. მოგინდებათ ახალი პროექტების დაწყება, საინტერესო საქმეებში ჩართვა. თანაც, ამ დროისთვის მერკურიც და ვენერაც უკვე მშვილდოსანში იქნებიან, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. მაგრამ გირჩევთ, მოიცადეთ 2 დღე და მშვილდოსანში ახალმთვარეობის შემდეგ გააქტიურდით.

24 ნოემბრიდან იუპიტერი დირექტულ სვლაში გადავა, თევზების ზოდიაქოში და წლის ბოლოსკენ გააგრძელებს სვლას ვერძში. ასე, რომ თევზები და ვერძი უნდა გააქტიურდეთ, რომ სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი ცხოვრება.

და თვის მნიშვნელოვან მოვლენებს დაასრულებს 24 ნოემბერს ახალმთვარეობა მშვილდოსნის მეორე გრადუსში 2:57-ზე. კარგი დღეა, თანაც ამ დროისთვის მშვილდონის მმართველი იუპიტერი სწორ სვლაში იქნება და შეგიძლიათ ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები, სურვილები. ადამიანებს მეტად მოუნდებათ გრძნობების გამოხატვა. ახალმთვარეობის პროგნოზზე სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბედნიერ ნოემბერს გისურვებთ!