მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: “კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული სიამაყე“
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: “კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული სიამაყე“

4 ნო­ემ­ბრი­დან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი მარ­სი გა­და­ვა ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს არის პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მე­ფუ­რი და ამა­ყი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ვერ­ძი მო­ი­თხოვთ მეტ ყუ­რა­დღე­ბას, კომ­პლი­მენ­ტებს, აღ­ტა­ცე­ბას და თაყ­ვა­ნის­ცე­მას. თუმ­ცა, მზად უნდა იყოთ არა მხო­ლოდ ტკბი­ლი ქება-დი­დე­ბის, არა­მედ ცბი­ე­რი კრი­ტი­კის­თვი­საც. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყე. სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხე­ბის მო­პო­ვე­ბა დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მო­გი­წევთ. მო­გი­წევთ და­ამ­ტკი­ცოთ თქვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა კო­ლე­გებ­თან შე­და­რე­ბით ბრწყინ­ვა­ლე უნა­რე­ბი­თა და ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბით.

ნო­ემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

ნო­ემ­ბერ­ში ფული და სტა­ტუ­სი თქვე­ნი მთა­ვა­რი ია­რა­ღი იქ­ნე­ბა. სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. გექ­ნე­ბათ გუ­ლუხ­ვი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი. ყვე­ლა­ზე ძუნ­წიც კი შეძ­ლებს გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. და­ხარ­ჯავთ ფულს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს გა­ა­ნე­ბივ­რებთ, გა­ა­ხა­რებთ მე­გობ­რებს, მი­ი­ღებთ სტუმ­რებს, გა­ა­ტა­რებთ დროს კარგ კომ­პა­ნი­ა­ში, რეს­ტო­რან­ში, მო­ა­წყობთ რო­მან­ტი­კულ სა­ღა­მოს და დატ­კბე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით.

ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი კარ­გი თვეა რეკ­ლა­მის და ყვე­ლა სა­ხის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის. ეს ხელს შე­უ­წყობს სა­ჭი­რო აუ­დი­ტო­რი­ის მო­ზიდ­ვას, პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი­სა და მყიდ­ვე­ლე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბას.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

26-მდე და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და გა­ნა­ვი­თა­რეთ უკვე არ­სე­ბუ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო. სცა­დეთ რა­ი­მე ახა­ლი სამ­სა­ხურ­ში, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ადრე არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლად ით­ვლე­ბო­და. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი, მათ შო­რის უცხო­უ­რი, მოგ­ზა­უ­რო­ბა ან უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რის, მათი ენი­სა და კა­ნო­ნე­ბის შეს­წავ­ლა. ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­სა და საქ­მი­ან კავ­ში­რებ­ზე. ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებთ ახა­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. საქ­მე­ებ­ში უცხო ენის ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

11 ნო­ემ­ბრამ­დე გექ­ნე­ბათ შან­სი შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე, უცხო­ე­ლი, სხვა კულ­ტუ­რი­სა და ენის. ან - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­კი, პე­და­გო­გი, იუ­რის­ტი. შეხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­სა­ხურ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ან პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინგზე, ონ­ლა­ი­ნაც. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­ში იქ­ნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი, გა­უ­გებ­რო­ბა და უთან­ხმო­ე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ერ­თად გა­ტა­რე­ბის არ­ჩე­ვი­სას.

11 ნო­ემ­ბრი­დან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ოჯახ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ იპო­ვოთ სა­ერ­თო ენა და გა­ხა­დოთ ატ­მოს­ფე­რო სახ­ლში უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა. უნდა იყოთ გულ­წრფე­ლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი, ში­შე­ბი, თუ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც კი. თვის ბოლო დე­კა­და შე­სა­ფე­რი­სია ძვე­ლი სა­კი­თხე­ბის, წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი იქ­ნე­ბით ისეთ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას­თან, თვით­გა­მო­ხატ­ვა­სა და პი­როვ­ნულ ზრდას­თან. გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ფი­ზი­კუ­რი ენერ­გია. ხელ­საყ­რე­ლი დროა ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში­სა და სპორ­ტის­თვის. კარ­გია ცეკ­ვა, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა, ტან­ვარ­ჯი­ში ან გუნ­დუ­რი სპორ­ტი - კა­ლათ­ბურ­თი ან ფეხ­ბურ­თი. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გი­ის და­ბა­ლან­სე­ბა; თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ან იმ­პულ­სუ­რი გახ­დო­მა. მო­უს­მი­ნეთ თქვე­ნი სხე­უ­ლის სიგ­ნა­ლებს.

1-ლი ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა, მეტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა გსურ­დეთ. ეს ეხე­ბა რო­გორც ცხოვ­რე­ბის ფი­ნან­სურ, ასე­ვე პი­რად სფე­რო­ებს. მო­გი­წევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად თქვენს სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზეც აი­სა­ხე­ბა. ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­მო­ავ­ლენს, თუ რამ­დე­ნად მზად ხართ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, იმოქ­მე­დოთ ვინ­მეს­თან ერ­თად და მი­აღ­წი­ოთ სა­ერ­თო მიზ­ნებს. გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. ასე­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, ალ­კოჰო­ლი ან გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

16 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ და­ფიქ­რდით მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, ფულ­ზე, სიმ­დიდ­რე­ზე. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვლე­ბა: შე­მო­სავ­ლის ზო­გი­ერ­თი წყა­რო დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ სხვე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მეტი იფიქ­როთ თქვე­ნი კა­რი­ე­რის ფი­ნან­სურ მხა­რე­ზე, გა­ნი­ხი­ლეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ან კო­ლე­გებ­თან ერ­თად. შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღოთ ფული, რო­მელ­საც არ ელო­დით, ანა­ზღა­უ­რე­ბა დიდი ხნის წინ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვა­ლის ან სეს­ხის გა­დახ­და, ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: “კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული სიამაყე“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: “კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული სიამაყე“

4 ნოემბრიდან თქვენი მმართველი მარსი გადავა ლომის ზოდიაქოში. ეს არის პლანეტის ყველაზე მეფური და ამაყი მდგომარეობა. ამ პერიოდში ნიჭიერი, ჭკვიანი და ლამაზი ვერძი მოითხოვთ მეტ ყურადღებას, კომპლიმენტებს, აღტაცებას და თაყვანისცემას. თუმცა, მზად უნდა იყოთ არა მხოლოდ ტკბილი ქება-დიდების, არამედ ცბიერი კრიტიკისთვისაც. კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს გადამეტებული სიამაყე. სასურველი პასუხების მოპოვება დიდი ძალისხმევით მოგიწევთ. მოგიწევთ დაამტკიცოთ თქვენი უპირატესობა კოლეგებთან შედარებით ბრწყინვალე უნარებითა და ეფექტური სტრატეგიებით.

ნოემბრის ფინანსები

ნოემბერში ფული და სტატუსი თქვენი მთავარი იარაღი იქნება. სურვილი გექნებათ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოთ სხვა ადამიანების წინაშე. გექნებათ გულუხვი და დიდსულოვანი ადამიანის იმიჯი. ყველაზე ძუნწიც კი შეძლებს გრანდიოზული საჩუქრების გაკეთებას საყვარელი ადამიანებისთვის. დახარჯავთ ფულს საყვარელ ადამიანებზე, მეუღლესა და შვილებს გაანებივრებთ, გაახარებთ მეგობრებს, მიიღებთ სტუმრებს, გაატარებთ დროს კარგ კომპანიაში, რესტორანში, მოაწყობთ რომანტიკულ საღამოს და დატკბებით კულტურული და გასართობი ღონისძიებებით.

ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ნოემბერი კარგი თვეა რეკლამის და ყველა სახის პრეზენტაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს საჭირო აუდიტორიის მოზიდვას, პოტენციური კლიენტებისა და მყიდველების წრის გაფართოებას.

სამუშაო და ბიზნესი

26-მდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები და განავითარეთ უკვე არსებული. შეგიძლიათ გააფართოოთ თქვენი საქმიანობის სფერო. სცადეთ რაიმე ახალი სამსახურში, ყურადღება მიაქციეთ პროექტებს, რომლებიც ადრე არაპერსპექტიულად ითვლებოდა. თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს ახალი საქმიანი კავშირები, მათ შორის უცხოური, მოგზაურობა ან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. სასარგებლო იქნება სხვა ქვეყნების კულტურის, მათი ენისა და კანონების შესწავლა. ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პირად ურთიერთობებზე, სოციალურ სტატუსსა და საქმიან კავშირებზე. ზოგიერთი დაიწყებთ ახალი გეგმის განხორციელებას ოჯახის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. საქმეებში უცხო ენის ან სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ცოდნა დაგეხმარებათ.

სიყვარული და ფლირტი

11 ნოემბრამდე გექნებათ შანსი შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, ის შეიძლება იყოს მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, უცხოელი, სხვა კულტურისა და ენის. ან - დიპლომატიური მუშაკი, პედაგოგი, იურისტი. შეხვედრა შესაძლებელია სამსახურში, ოფიციალურ ღონისძიებაზე ან პროფესიულ ტრენინგზე, ონლაინაც. დაწყვილებულებში იქნება სირთულეები, გაუგებრობა და უთანხმოება თავისუფალი დროის ერთად გატარების არჩევისას.

11 ნოემბრიდან ურთიერთობები ოჯახში გაუმჯობესდება, საშუალება მოგეცემათ იპოვოთ საერთო ენა და გახადოთ ატმოსფერო სახლში უფრო ჰარმონიული. გაგიადვილდებათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმება. უნდა იყოთ გულწრფელი საყვარელ ადამიანთან, გაუზიაროთ თქვენი სურვილები, შიშები, თუ საიდუმლოებებიც კი. თვის ბოლო დეკადა შესაფერისია ძველი საკითხების, წარსულში დაშვებული შეცდომების მოსაგვარებლად.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აქტიური და ენერგიული იქნებით ისეთ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან, თვითგამოხატვასა და პიროვნულ ზრდასთან. გაიზრდება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა და ფიზიკური ენერგია. ხელსაყრელი დროა ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტისთვის. კარგია ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება, ტანვარჯიში ან გუნდური სპორტი - კალათბურთი ან ფეხბურთი. ამასთან, მნიშვნელოვანია ენერგიის დაბალანსება; თავიდან აიცილეთ გადაჭარბებული ან იმპულსური გახდომა. მოუსმინეთ თქვენი სხეულის სიგნალებს.

1-ლი ნოემბრის შემდეგ გაიზრდება თქვენი ყურადღება საკუთარ უსაფრთხოებაზე. შესაძლოა, მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება გსურდეთ. ეს ეხება როგორც ცხოვრების ფინანსურ, ასევე პირად სფეროებს. მოგიწევთ მნიშვნელოვანი, პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად თქვენს სოციალურ სტატუსზეც აისახება. ეს არჩევანი გამოავლენს, თუ რამდენად მზად ხართ გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების ინტერესები და სურვილები, იმოქმედოთ ვინმესთან ერთად და მიაღწიოთ საერთო მიზნებს. გაიზრდება თქვენი სექსუალური მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ. ასევე კარგი პერიოდია, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ეს შეიძლება იყოს აზარტული თამაშები, ალკოჰოლი ან გარკვეული ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

16 ნოემბრის შემდეგ დაფიქრდით მატერიალურ ფასეულობებზე, ფულზე, სიმდიდრეზე. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება: შემოსავლის ზოგიერთი წყარო დასრულდება, მაგრამ სხვები გამოჩნდება. შეგიძლიათ მეტი იფიქროთ თქვენი კარიერის ფინანსურ მხარეზე, განიხილეთ შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიება საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ერთად. შესაძლებელია მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით, ანაზღაურება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის. ასევე, შესაძლებელია ვალის ან სესხის გადახდა, ფულის მოგროვება რაიმე მნიშვნელოვანი საქმისთვის.