სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის: “კონფლიქტი ან უთანხმოება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ მოლაპარაკებებისა გზით“
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის: “კონფლიქტი ან უთანხმოება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ მოლაპარაკებებისა გზით“

ნო­ემ­ბერ­ში პლა­ნე­ტე­ბის მთე­ლი რიგი გა­ივ­ლის თქვენს ნი­შანს: მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა და მზე, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტი ყვე­ლა სფე­რო­ში. ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს ელო­დეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, უცხო­ე­ლებ­თან, დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შა­ო­ში, მივ­ლი­ნე­ბებ­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე მი­ი­ღოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი. გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფი მი­ღე­ბა და პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა. ნუ და­ე­ლო­დე­ბით სხვას, თა­ვად იაქ­ტი­უ­რეთ.

ნო­ემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

2 ნო­ემ­ბრი­დან მერ­კუ­რი გეს­ტუმ­რე­ბათ. ამ პე­რი­ო­დი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბით საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და ბიზ­ნეს­ში. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ზა­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. თუ კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, სი­ზარ­მა­ცე და აპა­თია უნდა და­ი­ვი­წყოთ. გაქვთ კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შან­სი. გა­იზ­რდე­ბა ოჯა­ხუ­რი და სხვა ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვას­თან. მარ­ტო­ხე­ლა მშვილ­დო­სა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შეძ­ლებთ უფრო მდი­და­რი საქმროს პოვ­ნას!

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

26-მდე იაქ­ტი­უ­რეთ, წარ­მარ­თეთ დის­კუ­სი­ე­ბი, და­ი­ცა­ვით თქვე­ნი პო­ზი­ცია კა­მათ­ში. თუ სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ თავ­ში, შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად მი­აღ­წი­ოთ თქვენს მიზ­ნებს. კარ­გი იქ­ნე­ბა იმი­ჯი შე­იც­ვა­ლოთ და სხვაგ­ვა­რად მი­უდ­გეთ სა­კი­თხებს. ეს გა­აღ­ვი­ძებს ინ­ტე­რესს თქვენს კო­ლე­გებ­ში და მო­ი­ზი­დავს ახალ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სურთ თქვენ­თან მუ­შა­ო­ბა. ამას­თან, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მზე პირ­ვე­ლი სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს მე-12 სახ­ლშია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და ენერ­გია შე­ა­სუს­ტოს. ამი­ტომ, და­ი­ცა­ვით სა­მუ­შაო და დას­ვე­ნე­ბის გრა­ფი­კი. ნუ ისა­უბ­რებთ თქვენს გეგ­მებ­ზე. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმუ­შა­ვეთ და­მო­უ­კი­დებ­ლად.

კარ­გია უფ­როს­თან სა­უ­ბა­რი ხელ­ფა­სის გაზ­რდა­ზე, ზო­გი­ერ­თი შეძ­ლებთ პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის გან­მტკი­ცე­ბას და მე­ნე­ჯმენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას. და­ი­სა­ხეთ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი და გა­ა­ფარ­თო­ეთ თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი წრე, გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ჭი­რო კავ­ში­რე­ბი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გვირ­ჩევთ, იყოთ უფრო მე­გობ­რუ­ლი სხვებ­თან, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან და გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან. კონ­ფლიქ­ტი ან უთან­ხმო­ე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­როთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და მშვი­დი დის­კუ­სი­ის გზით. ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­გად­გე­ბათ.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

11 ნო­ემ­ბრამ­დე ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­შია. ვინც რო­მან­ტი­კულ მე­წყვი­ლეს ეძებთ, შე­სა­ფე­რი­სი დროა, რომ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, გა­ი­ცა­ნით, თუ ვინ­მე მი­ი­პყრობს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას, გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინ­ტე­რე­სი. ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი შე­მო­სავ­ლის ან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე მდი­დარ ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბით.

თვის მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­და­ში გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ლტოლ­ვა ლა­მა­ზი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბის­კენ.

და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი უფრო რბი­ლი და მომთმე­ნი უნდა იყოთ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდეს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვი­ოს კა­მა­თი და ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. წა­დით საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დათ­მო­ბებ­ზე, შე­ამ­ცი­რეთ ხარ­ჯე­ბი, უარი თქვით ზო­გი­ერთ შეს­ყიდ­ვა­ზე. ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა თვის ბო­ლოს დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. გირ­ჩევთ, მხა­რი და­უ­ჭი­როთ პარტნი­ორს, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ერ­თად. მშვი­დად გა­ნი­ხი­ლეთ ყვე­ლა რთუ­ლი მო­მენ­ტი, გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ან შეშ­ფო­თე­ბა, ამ­გვა­რად ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო სან­დო და ძლი­ე­რი გახ­დე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­გი­წევთ გეგ­მე­ბის შეც­ვლა და გამ­წვა­ვე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი, მის­დი­ეთ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს და ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­იც­ვით. მსუ­ბუ­ქად და ფრთხი­ლად ივარ­ჯი­შეთ. უმ­ჯო­ბე­სია პარკში რე­გუ­ლა­რუ­ლი აქ­ტი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ეთ აე­რო­ბი­კა ან იოგა და არ და­ი­ვი­წყოთ დი­ლის მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შე­ბი.

თვით­მკურ­ნა­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ გრი­პის მსგავს სიმპტო­მებს იგ­რძნობთ, მი­მარ­თეთ ექიმს და მო­უს­მი­ნეთ სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვას. ეს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გაქვთ რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. პო­ზი­ტი­უ­რი და მშვი­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმის მი­მართ, რაც ხდე­ბა, და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სტრე­სი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა. შე­ე­ცა­დეთ ებ­რძო­ლოთ მავ­ნე ჩვე­ვებს.

1-ლი ნო­ემ­ბრის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გინ­დო­დეთ მეტი დრო გა­ა­ტა­როთ გან­მარ­ტო­ე­ბით, რათა გა­ერ­კვეთ თქვენს გრძნო­ბებ­ში და გა­მო­ი­ტა­ნოთ დას­კვნე­ბი. გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია და იპო­ვით პა­სუხს რამ­დე­ნი­მე რთულ კი­თხვა­ზე, და­სა­ხავთ სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზებს. შე­საძ­ლოა, მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ი­წყოთ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუ გრძნობთ შფოთ­ვას და ემო­ცი­უ­რო­ბის გაზ­რდას, გირ­ჩევთ უფრო ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნოთ, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ დრო. თუ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გაქვთ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბით, დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეთ ახ­ლობ­ლებს. ისი­ნი კარგ რჩე­ვებს მოგ­ცე­მენ.

16 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის შეც­ვლა­ზე და­ფიქ­რდე­ბით - გა­და­წყვეტთ გა­ზარ­დოთ ან შე­ამ­ცი­როთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი დატ­ვირ­თვა ან გა­დახ­ვი­დეთ დის­ტან­ცი­ურ­ზე. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა, ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის სწავ­ლა ან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, და­ას­რუ­ლოთ ზო­გი­ერ­თი საქ­მე ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადრე გქონ­დათ აღე­ბუ­ლი. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იგ­რძნობთ ემო­ცი­ურ შვე­ბას და და­ი­წყებთ ფიქ­რს ახალ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე და მო­მა­ვალ გეგ­მებ­ზე. თუ თქვენ ან თქვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა გა­ი­ა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა ან მკურ­ნა­ლო­ბა, ახლა დას­რულ­დე­ბა და სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი გე­ცო­დი­ნე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის: “კონფლიქტი ან უთანხმოება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ მოლაპარაკებებისა გზით“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის: “კონფლიქტი ან უთანხმოება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ მოლაპარაკებებისა გზით“

ნოემბერში პლანეტების მთელი რიგი გაივლის თქვენს ნიშანს: მერკური, ვენერა და მზე, რაც საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტი ყველა სფეროში. ყველაზე პოზიტიურ მოვლენებს ელოდეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, უცხოელებთან, დისტანციურ სამუშაოში, მივლინებებსა და მოგზაურობებში. შეიძლება ასევე მიიღოთ მოულოდნელი სტუმრები. გამარჯვების მთავარი სტრატეგია იქნება გადაწყვეტილების სწრაფი მიღება და პირადი ინიციატივის გამოვლენა. ნუ დაელოდებით სხვას, თავად იაქტიურეთ.

ნოემბრის ფინანსები

2 ნოემბრიდან მერკური გესტუმრებათ. ამ პერიოდიდან აქტიურად ჩაერთვებით საქმიან ცხოვრებაში და ბიზნესში. საჭირო იქნება ზარები, მოლაპარაკებები და მოგზაურობები, დოკუმენტაცია და კონტრაქტების გაფორმება. თუ კეთილდღეობის მიღწევა გსურთ, სიზარმაცე და აპათია უნდა დაივიწყოთ. გაქვთ კარგი ფულის გამომუშავების შანსი. გაიზრდება ოჯახური და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთობებთან ან საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასთან. მარტოხელა მშვილდოსანი ქალბატონები შეძლებთ უფრო მდიდარი საქმროს პოვნას!

სამუშაო და ბიზნესი

26-მდე იაქტიურეთ, წარმართეთ დისკუსიები, დაიცავით თქვენი პოზიცია კამათში. თუ სრულიად დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, შეგიძლიათ მარტივად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. კარგი იქნება იმიჯი შეიცვალოთ და სხვაგვარად მიუდგეთ საკითხებს. ეს გააღვიძებს ინტერესს თქვენს კოლეგებში და მოიზიდავს ახალ ადამიანებს, რომელთაც სურთ თქვენთან მუშაობა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მზე პირველი სამი კვირის განმავლობაში თქვენს მე-12 სახლშია, რამაც შეიძლება თქვენი სურვილები და ენერგია შეასუსტოს. ამიტომ, დაიცავით სამუშაო და დასვენების გრაფიკი. ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ დამოუკიდებლად.

კარგია უფროსთან საუბარი ხელფასის გაზრდაზე, ზოგიერთი შეძლებთ პროფესიული პოზიციის განმტკიცებას და მენეჯმენტთან ურთიერთობის დამყარებას. დაისახეთ ამბიციური მიზნები და გააფართოეთ თქვენი სოციალური წრე, გამოიყენოთ საჭირო კავშირები თქვენს საქმიანობაში. გვირჩევთ, იყოთ უფრო მეგობრული სხვებთან, გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და გავლენიან ადამიანებთან. კონფლიქტი ან უთანხმოება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ მოლაპარაკებებისა და მშვიდი დისკუსიის გზით. ბიზნეს პარტნიორების მხარდაჭერა გამოგადგებათ.

სიყვარული და ფლირტი

11 ნოემბრამდე ვენერა თქვენს ნიშანშია. ვინც რომანტიკულ მეწყვილეს ეძებთ, შესაფერისი დროა, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს. გაძლიერდება თქვენი მიმზიდველობა და მომხიბვლელობა. იყავით აქტიური, გაიცანით, თუ ვინმე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გამოავლინეთ ინტერესი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კარგი შემოსავლის ან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მდიდარ ადამიანს შეხვდებით.

თვის მეორე და მესამე დეკადაში გაიზრდება თქვენი ლტოლვა ლამაზი ძვირად ღირებული ნივთების, წარმატებული ადამიანების და გემრიელი საკვებისკენ.

დაოჯახებულები უფრო რბილი და მომთმენი უნდა იყოთ მეუღლესთან ურთიერთობაში. ნეგატიური ასპექტები შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს თქვენს ურთიერთობაში, გამოიწვიოს კამათი და ემოციური დაძაბულობა. კონფლიქტური სიტუაციების მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური საკითხები. წადით საყვარელ ადამიანთან დათმობებზე, შეამცირეთ ხარჯები, უარი თქვით ზოგიერთ შესყიდვაზე. ოჯახში მდგომარეობა თვის ბოლოს დასტაბილურდება. გირჩევთ, მხარი დაუჭიროთ პარტნიორს, მეტი დრო გაატაროთ ერთად. მშვიდად განიხილეთ ყველა რთული მომენტი, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება ან შეშფოთება, ამგვარად ურთიერთობა უფრო სანდო და ძლიერი გახდება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ გეგმების შეცვლა და გამწვავებული დაავადების მკურნალობა. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით. მსუბუქად და ფრთხილად ივარჯიშეთ. უმჯობესია პარკში რეგულარული აქტიური სეირნობა. პრიორიტეტად აქციეთ აერობიკა ან იოგა და არ დაივიწყოთ დილის მარტივი ვარჯიშები.

თვითმკურნალობა არ შეიძლება, თუ გრიპის მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს და მოუსმინეთ სპეციალისტის რჩევას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. პოზიტიური და მშვიდი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრესი და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. შეეცადეთ ებრძოლოთ მავნე ჩვევებს.

1-ლი ნოემბრის შემდეგ შეიძლება გინდოდეთ მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით, რათა გაერკვეთ თქვენს გრძნობებში და გამოიტანოთ დასკვნები. გაგიძლიერდებათ ინტუიცია და იპოვით პასუხს რამდენიმე რთულ კითხვაზე, დასახავთ საკუთარი განვითარების გზებს. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაიწყოთ მისი განხორციელება. თუ გრძნობთ შფოთვას და ემოციურობის გაზრდას, გირჩევთ უფრო ხშირად გაისეირნოთ, ბუნებაში გაატაროთ დრო. თუ რთული სიტუაცია გაქვთ და დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს. ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ.

16 ნოემბრის შემდეგ ზოგიერთი სამუშაო გრაფიკის შეცვლაზე დაფიქრდებით - გადაწყვეტთ გაზარდოთ ან შეამციროთ თქვენი პროფესიული დატვირთვა ან გადახვიდეთ დისტანციურზე. ზოგიერთს მოგინდებათ სამუშაოს შეცვლა, ახალი სპეციალობის სწავლა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება. კარგი იქნება, დაასრულოთ ზოგიერთი საქმე ან ვალდებულება, რომელიც ადრე გქონდათ აღებული. მისი დასრულების შემდეგ იგრძნობთ ემოციურ შვებას და დაიწყებთ ფიქრს ახალ საინტერესო პროექტებზე და მომავალ გეგმებზე. თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა გაიარეთ გამოკვლევა ან მკურნალობა, ახლა დასრულდება და საბოლოო დიაგნოზი გეცოდინებათ.