მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება“
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება“

მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი

მზე ნო­ემ­ბერ­ში და­სახ­ლდე­ბა თქვე­ნი გარ­თო­ბის, თა­მა­შე­ბის, სი­ა­მოვ­ნე­ბის და ბავ­შვე­ბის სექ­ტორ­ში. მზე აგავ­სებთ ოპ­ტი­მიზ­მით, გა­გა­აქ­ტი­უ­რებთ, მო­გი­ტანთ მხი­ა­რუ­ლე­ბას. არ უნდა ჩა­ერ­თოთ რა­ი­მე სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თუნ­დაც კარგ ფულს დაგ­პირ­დნენ. ამ თვე­ში მო­გე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ ეცა­დეთ, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, თუ რა­მე­ში წა­ა­გებთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ცხოვ­რე­ბა თა­მა­შია. თუ გა­მო­ი­ჩენთ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ეფექ­ტუ­რო­ბას, მა­შინ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს შეძ­ლებთ გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და ეს და­გეხ­მა­რე­ბათ იღ­ბა­ლის მო­ზიდ­ვა­ში თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­შიც.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

მერ­კუ­რი ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში დარ­ჩე­ბა თქვე­ნი გარ­თო­ბის, სი­ა­მოვ­ნე­ბის, თა­მა­შე­ბის და ბავ­შვე­ბის სექ­ტორ­ში. ამ დროს ჩა­ერ­თეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­გიჩ­ნდე­ბათ იდე­ე­ბი თუ რო­გორ აქ­ცი­ოთ საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ბიზ­ნე­სად, შე­მო­სავ­ლის წყა­როდ. 10-ში მერ­კუ­რი გა­და­ვა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სახ­ლში. გახ­შირ­დე­ბა კავ­ში­რი კო­ლე­გებ­თან, ქვე­შევ­რდო­მებ­თან და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ უმ­ცრო­სი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბის და­წყე­ბა. თუ ახალ სა­მუ­შა­ოს ეძებთ, შე­საძ­ლოა სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ. ზო­გა­დად, ეს პე­რი­ო­დი შე­სა­ფე­რი­სია სა­მუ­შა­ოს ან პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საც­ვლე­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გსურთ იპო­ვოთ ახა­ლი ად­გი­ლი ან და­წი­ნა­უ­რე­ბით, ან უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფული

ვე­ნე­რა 8 ნო­ემ­ბერს შევა თქვე­ნი მშობ­ლე­ბის სახ­ლი­სა და კე­რის სექ­ტორ­ში. უნდა იზ­რუ­ნოთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ან სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე, - რო­გორც ჩანს, ცოტა ხნის წინ რა­ღაც და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დაგ­რჩათ. ახლა კი ვარ­სკვლა­ვე­ბი კი­დევ ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლე­ვენ. ზო­გი­ერ­თი ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ვა ახალ ბი­ნა­ში, ზო­გიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა დიდი დრო გა­ა­ტა­როს მშობ­ლებ­თან ან ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებ­თან.ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, რომ მის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა, დის­ტან­ცი­უ­რად (ონ­ლა­ინ). ზოგ­ჯერ მერ­კუ­რის ასე­თი ტრან­ზი­ტი იწ­ვევს სახ­ლში რა­ი­მე სა­ხის გა­და­კე­თე­ბას, ოჯახ­ში ცვლი­ლე­ბებს.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­ვო­ბა

24 ნო­ემ­ბრამ­დე მარ­სი თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის, თა­მა­შე­ბის, გარ­თო­ბის და ბავ­შვე­ბის სექ­ტორ­ში იქ­ნე­ბა. ისი­ა­მოვ­ნებთ გუნ­დუ­რი თა­მა­შე­ბით ბავ­შვებ­თან ერ­თად და შა­ბათ-კვი­რას ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა­ში ან ლაშ­ქრო­ბა­ში გა­ა­ტა­რებთ. თუმ­ცა, მო­გი­წო­დებთ, რომ სიფრ­თხი­ლეც გა­მო­ი­ჩი­ნოთ, არა მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტის დროს, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც – ტრავ­მის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა. 24-ში მარ­სი გა­და­ვა თქვე­ნი შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სექ­ტორ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ან კარ­გი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, კარ­გია ფიტ­ნე­სი, ცურ­ვა, ცეკ­ვა.

რაში გა­გი­მარ­თლებთ ნო­ემ­ბერ­ში

გა­გი­მარ­თლებთ ყვე­ლა­ფერ­ში, რაც თქვენს ოჯახს ეხე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნა­თე­სა­ვებ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­დე­ბა. სა­ო­ჯა­ხო სუფ­რას­თან დიდ დროს გა­ა­ტა­რებთ. ფული შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბით და სას­ტუმ­როს ბიზ­ნე­სით. ნო­ემ­ბერ­ში მშობ­ლე­ბის­გან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ.

13 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ კარ­გი დროა მათ­თვის, ვი­საც ჰობი აქვს. ან შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ ახა­ლი ჰობი, ჩა­ერ­თოთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­ში. ეს არის გარ­თო­ბის, მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის პე­რი­ო­დი. თქვენ უნე­ბუ­რად მი­ი­ზი­დავთ ადა­მი­ა­ნებ­სა და საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც და­დე­ბით ენერ­გი­ას გა­მოს­ცე­მენ. ისი­ა­მოვ­ნეთ ყო­ვე­ლი წუ­თით. შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბით აგავ­სებთ. შე­სამ­ჩნე­ვად გაძ­ლი­ერ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლეს­თან. მო­გინ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნის ან ვახ­შა­მის მო­წყო­ბა. ერ­თმა­ნე­თი შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს შვი­ლებს. ითა­მა­შეთ, გა­ერ­თეთ და ისა­უბ­რეთ სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე. თა­ვა­დაც ბავ­შვი­ვით უდარ­დე­ლი გახ­დე­ბით.

27 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ეს არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის პე­რი­ო­დი. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს რო­გორც პი­რად სფე­როს­თან, ასე­ვე სა­მუ­შა­ოს­თან. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძველ­მა პრობ­ლე­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ვერ მო­აგ­ვა­რეთ, თავი შე­გახ­სე­ნონ. სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს უსი­ა­მოვ­ნოც. თქვენ უნდა იზ­რუ­ნოთ ხან­დაზ­მულ ნა­თე­სავ­ზე ან პი­როვ­ნე­ბა­ზე, რომ­ლის დახ­მა­რე­ბაც თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ პენ­სი­ა­ზე გას­ვლა, დას­ვე­ნე­ბა. კარ­გი პე­რი­ო­დია მე­დი­ტა­ცი­ის, იო­გას და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება“

მთავარი მოვლენები

მზე ნოემბერში დასახლდება თქვენი გართობის, თამაშების, სიამოვნების და ბავშვების სექტორში. მზე აგავსებთ ოპტიმიზმით, გაგააქტიურებთ, მოგიტანთ მხიარულებას. არ უნდა ჩაერთოთ რაიმე საეჭვო საქმიანობაში, თუნდაც კარგ ფულს დაგპირდნენ. ამ თვეში მოგება სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ეცადეთ, არ ინერვიულოთ, თუ რამეში წააგებთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება თამაშია. თუ გამოიჩენთ შრომისმოყვარეობას და ეფექტურობას, მაშინ ნოემბრის ბოლოს შეძლებთ გააძლიეროთ თქვენი ფინანსური კეთილდღეობა და ეს დაგეხმარებათ იღბალის მოზიდვაში თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური ნოემბრის დასაწყისში დარჩება თქვენი გართობის, სიამოვნების, თამაშების და ბავშვების სექტორში. ამ დროს ჩაერთეთ ინტელექტუალურ შემოქმედებითობით საქმიანობაში. გაგიჩნდებათ იდეები თუ როგორ აქციოთ საყვარელი საქმიანობა ბიზნესად, შემოსავლის წყაროდ. 10-ში მერკური გადავა ჯანმრთელობისა და ყოველდღიური საქმიანობის სახლში. გახშირდება კავშირი კოლეგებთან, ქვეშევრდომებთან და თანამშრომლებთან. შეიძლება დაგჭირდეთ უმცროსი პერსონალის მომზადების დაწყება. თუ ახალ სამუშაოს ეძებთ, შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ზოგადად, ეს პერიოდი შესაფერისია სამუშაოს ან პროფესიული საქმიანობის შესაცვლელად, განსაკუთრებით თუ გსურთ იპოვოთ ახალი ადგილი ან დაწინაურებით, ან უფრო მაღალი ხელფასით.

სიყვარული და ფული

ვენერა 8 ნოემბერს შევა თქვენი მშობლების სახლისა და კერის სექტორში. უნდა იზრუნოთ საყოფაცხოვრებო ან საოჯახო საქმეებზე, ყველაფერზე, - როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ რაღაც დაუმთავრებელი დაგრჩათ. ახლა კი ვარსკვლავები კიდევ ერთ შესაძლებლობას გაძლევენ. ზოგიერთი ნოემბერში გადავა ახალ ბინაში, ზოგიც იძულებული გახდება დიდი დრო გაატაროს მშობლებთან ან ოჯახის უფროს წევრებთან.ზოგიერთი გადაწყვეტს, რომ მისთვის უფრო მოსახერხებელია სახლიდან მუშაობა, დისტანციურად (ონლაინ). ზოგჯერ მერკურის ასეთი ტრანზიტი იწვევს სახლში რაიმე სახის გადაკეთებას, ოჯახში ცვლილებებს.

ჯანმრთელობა და აქტივობა

24 ნოემბრამდე მარსი თქვენი სიამოვნების, თამაშების, გართობის და ბავშვების სექტორში იქნება. ისიამოვნებთ გუნდური თამაშებით ბავშვებთან ერთად და შაბათ-კვირას ველოსიპედით სეირნობაში ან ლაშქრობაში გაატარებთ. თუმცა, მოგიწოდებთ, რომ სიფრთხილეც გამოიჩინოთ, არა მხოლოდ საყვარელი სპორტის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც – ტრავმის მიღების ალბათობა იზრდება. 24-ში მარსი გადავა თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ამ პერიოდში ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ან კარგი ფორმის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, კარგია ფიტნესი, ცურვა, ცეკვა.

რაში გაგიმართლებთ ნოემბერში

გაგიმართლებთ ყველაფერში, რაც თქვენს ოჯახს ეხება. ამ პერიოდში ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება. საოჯახო სუფრასთან დიდ დროს გაატარებთ. ფული შეიძლება მოვიდეს უძრავი ქონებით ვაჭრობით და სასტუმროს ბიზნესით. ნოემბერში მშობლებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.

13 ნოემბრის შემდეგ კარგი დროა მათთვის, ვისაც ჰობი აქვს. ან შეგიძლიათ იპოვოთ ახალი ჰობი, ჩაერთოთ შემოქმედებით პროექტებში. ეს არის გართობის, მეგობრებთან შეხვედრებისა და მხიარული მოვლენების პერიოდი. თქვენ უნებურად მიიზიდავთ ადამიანებსა და საგნებს, რომლებიც დადებით ენერგიას გამოსცემენ. ისიამოვნეთ ყოველი წუთით. შესაძლებელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც სიყვარულითა და ბედნიერებით აგავსებთ. შესამჩნევად გაძლიერდება ურთიერთობა მეუღლესთან. მოგინდებათ რომანტიკული პაემნის ან ვახშამის მოწყობა. ერთმანეთი შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს. ითამაშეთ, გაერთეთ და ისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. თავადაც ბავშვივით უდარდელი გახდებით.

27 ნოემბრის შემდეგ ეს არის საიდუმლოების გამჟღავნების პერიოდი. ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც პირად სფეროსთან, ასევე სამუშაოსთან. არ არის გამორიცხული, ძველმა პრობლემებმა, რომლებიც ოდესღაც ვერ მოაგვარეთ, თავი შეგახსენონ. სამწუხაროდ, სიტუაცია შეიძლება იყოს უსიამოვნოც. თქვენ უნდა იზრუნოთ ხანდაზმულ ნათესავზე ან პიროვნებაზე, რომლის დახმარებაც თავად გადაწყვიტეთ. ზოგიერთს მოგინდებათ პენსიაზე გასვლა, დასვენება. კარგი პერიოდია მედიტაციის, იოგას და საბრძოლო ხელოვნებისთვის.