პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: “საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ან გარდაქმნებიც განიცადოს“
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: “საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ან გარდაქმნებიც განიცადოს“

ცვლი­ლე­ბე­ბი და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მო­გინ­დე­ბათ. ვე­რა­ნა­ი­რი რუ­ტი­ნა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ან შე­ზღუდ­ვე­ბი ვერ შე­გა­კა­ვებთ ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბის, სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლიც კი შეძ­ლებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ფლირტს. ხოლო მო­სიყ­ვა­რუ­ლეს შე­უძ­ლია და­ი­წყოს მშფოთ­ვა­რე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ეტა­პი, ჰყავ­დეს ბევ­რი ნაც­ნო­ბი და და­ი­წყოს პა­რა­ლე­ლუ­რი რო­მა­ნი. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, რო­დე­საც თქვე­ნი მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა, რა­ცი­ო­ნა­ლურ თხის რქა­ში გა­და­ვა, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. ნო­ემ­ბე­რი უფრო ხელ­საყ­რე­ლია ნა­ყო­ფი­ე­რი სა­მუ­შა­ოს, ბიზ­ნე­სი­სა და კა­რი­ე­რის­თვის.

ნო­ემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა. რო­გორც ბიზ­ნეს­მენს შე­გიძ­ლი­ათ მო­გე­ბა გა­ზარ­დოთ, თუ თქვე­ნი შრო­მის პრო­დუქ­ტი ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბას და მდიდ­რულ დას­ვე­ნე­ბას ჰპირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი, გარ­თო­ბის, მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია, სამ­კა­უ­ლე­ბის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კი­სა და სუ­ნა­მო­ე­ბის გა­ყიდ­ვა. ამ სფე­რო­ებ­ში სა­მუ­შა­ოს ძებ­ნაც ხელ­საყ­რე­ლია.

ნო­ემ­ბე­რი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თვეა ვაჭ­რო­ბის­თვის. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბით: ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და ბეწ­ვი.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

26-მდე პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­კი­თხებს მი­ა­ნი­ჭეთ. შეძ­ლებთ მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და იპო­ვოთ და­ზოგ­ვის გზა. ზო­გი­ერთს გე­ყო­ლე­ბათ ახა­ლი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბი ან იპო­ვით გავ­ლე­ნი­ან სპონ­სო­რებს თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის­თვის. ვი­ღაც ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მომ­გე­ბი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას შეძ­ლებს. არ­სე­ბობს შან­სი, მი­ი­ღოთ პრო­ცენ­ტი ტრან­ზაქ­ცი­ის­გან, პრე­მია, ბო­ნუ­სი. შე­საძ­ლოა ხელ­ფა­სი გა­გი­ზარ­დოთ. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ან აქ­ცი­ე­ბი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს მომ­გე­ბი­ა­ნი.

უნდა მო­ა­წეს­რი­გოთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი, გა­და­ი­ხა­დოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, და­ფა­როთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, და­ხუ­როთ სეს­ხე­ბი. კარ­გი დროა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ბუ­თე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და ალი­მენ­ტის გა­და­სახ­დე­ლად. ზო­გი­ერთს და­გიბ­რუნ­დე­ბათ ძვე­ლი ვალი, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბუ­ლი გქონ­დათ.

ამას­თან უნდა მო­ე­რი­დოთ ყო­ველ­გვარ ფი­ნან­სურ რისკს, არ გა­ა­კე­თოთ დიდი შეს­ყიდ­ვე­ბი და ნუ ჩა­დებთ ფულს შე­უ­მოწ­მე­ბელ პრო­ექ­ტებ­ში. ზო­გი­ერ­თის­თვის შე­იძ­ლე­ბა ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყოს, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სამ­წუ­ხა­როდ, პარტნი­ო­რის ხარ­ჯზე მო­გი­წი­ოთ ცხოვ­რე­ბამ. მან თქვენ­ზე ბევ­რად მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ოს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

11 ნო­ემ­ბრამ­დე გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, გახ­დე­ბით უფრო გახ­სნი­ლი სხვე­ბის­თვის, თქვე­ნი ქა­რიზ­მა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მო­ი­ზი­დავს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მაგ­რამ არ უნდა აუ­რი­ოთ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წარ­მა­ვალ ვნე­ბი­ან რო­მან­ტი­კა­ში.

11-დან უკე­თე­სად და­ი­წყებთ იმის გა­გე­ბას, თუ რა გინ­დათ სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხოვ­რე­ბა­ში და რა უნდა შე­იც­ვა­ლოს მის მი­საღ­წე­ვად. შე­საძ­ლოა, ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს შეხ­ვდეთ შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ეკუთ­ვნო­დეს სხვა კულ­ტუ­რას ან რე­ლი­გი­ას, ან იყოს უცხო­ე­ლი. ასე­ვე დი­დია ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბო­ბის ალ­ბა­თო­ბა.

და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის არას­ტა­ბი­ლურ პე­რი­ო­დია. მით უმე­ტეს, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უკვე გაქვთ და­ძა­ბუ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი კვლავ გა­ჩაღ­დეს.

შე­იძ­ლე­ბა ეგო­ის­ტუ­რი იყოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ცდი­ლობ­დეთ ლი­დე­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბას და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ პარტნი­ო­რის აზრი. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი დრო გა­ა­ტა­როთ სამ­სა­ხურ­ში და თავი და­ა­ნე­ბოთ ყო­ველ­დღი­უ­რი და სა­ში­ნაო პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას. 11-დან ოჯახ­ში ატ­მოს­ფე­რო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნორ­მა­ლიზ­დე­ბა. შეძ­ლებთ გა­უ­გებ­რო­ბე­ბის დაძ­ლე­ვას. უმ­ჯო­ბე­სია და­გეგ­მოთ შვე­ბუ­ლე­ბა ან ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ეს კარ­გი დროა ჰო­ბი­სა და სწავ­ლის­თვის. შეძ­ლებთ გა­ზარ­დოთ ცოდ­ნის დონე თქვენ­თვის სა­ჭი­რო სფე­რო­ში, წინ წა­ი­წი­ოთ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ასე­ვე გა­აძ­ლი­ე­როთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

მო­გინ­დე­ბათ სახ­ლის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა. კარ­გი იქ­ნე­ბა მე­ბა­ღე­ო­ბა. ემო­ცი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ იოგა ან მე­დი­ტა­ცია. შე­საძ­ლოა ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა თავი შე­გახ­სე­ნონ. ასე­ვე და­აკ­ვირ­დით კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მუ­შა­ო­ბას. მეტი დრო და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­თან ერ­თად.

1-ლი ნო­ემ­ბრის შემ­დეგ პე­რი­ო­დი ხელს უწყობს ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას საქ­მი­ან და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ძვე­ლი სა­მუ­შაო კონ­ტაქ­ტე­ბი და შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი თქვენს კონ­კუ­რენ­ტებ­თან. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ან გარ­დაქ­მნე­ბიც გა­ნი­ცა­დოს. მოვ­ლე­ნე­ბი გი­ბიძ­გებთ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­აგ­რძე­ლოთ ეს კავ­ში­რე­ბი, გა­ნა­ვი­თა­როთ და გა­აძ­ლი­ე­როთ თუ შე­წყვი­ტოთ კო­მუ­ნი­კა­ცია.

16 ნო­ემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა თქვენს ნი­შან­ში, პი­რა­დად თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და პრო­ცე­სე­ბი გა­მო­დის წინა პლან­ზე. შე­საძ­ლოა თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბი მოხ­დეს. თუ რო­გორ აღიქ­ვამთ სა­კუ­თარ თავს, გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე, ქცე­ვა­ზე ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე. შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ ახა­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი, მიზ­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ან სამ­სა­ხურ­ში. შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ჩი­ნეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მართ და შეც­ვა­ლეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მუ­შაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნოთ, ან თქვენს არ­ჩე­ულ­თან ერ­თად და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­ბედ­ნი­ე­რებთ და გაზ­რდის თქვენს თვით­შე­ფა­სე­ბას. ნუ და­ხარ­ჯავთ ენერ­გი­ას უსარ­გებ­ლო ან უსი­ა­მოვ­ნო ნივ­თებ­ზე, იმა­ზე, რა­საც კმა­ყო­ფი­ლე­ბა არ მო­აქვს. თქვე­ნი სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი უნდა იყოს თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: “საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ან გარდაქმნებიც განიცადოს“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: “საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ან გარდაქმნებიც განიცადოს“

ცვლილებები და მრავალფეროვნება მოგინდებათ. ვერანაირი რუტინა, ვალდებულებები ან შეზღუდვები ვერ შეგაკავებთ ახალი შეგრძნებების, სიამოვნებისა და თავგადასავლების ძიებაში. ყველაზე მოკრძალებულიც კი შეძლებს კომუნიკაციასა და ფლირტს. ხოლო მოსიყვარულეს შეუძლია დაიწყოს მშფოთვარე პირადი ცხოვრების ეტაპი, ჰყავდეს ბევრი ნაცნობი და დაიწყოს პარალელური რომანი. თვის მეორე ნახევარში, როდესაც თქვენი მმართველი ვენერა, რაციონალურ თხის რქაში გადავა, სერიოზულობა მოგემატებათ. ნოემბერი უფრო ხელსაყრელია ნაყოფიერი სამუშაოს, ბიზნესისა და კარიერისთვის.

ნოემბრის ფინანსები

გაიზრდება თქვენი მოთხოვნები, საჭირო იქნება სიამოვნების დამატებითი წყაროები, მათ შორის გემრიელი საკვები და კომფორტული დასვენება. როგორც ბიზნესმენს შეგიძლიათ მოგება გაზარდოთ, თუ თქვენი შრომის პროდუქტი ადამიანებს სიამოვნებას და მდიდრულ დასვენებას ჰპირდება. მაგალითად, რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესი, გართობის, მოდისა და სილამაზის ინდუსტრია, სამკაულების, ძვირად ღირებული კოსმეტიკისა და სუნამოების გაყიდვა. ამ სფეროებში სამუშაოს ძებნაც ხელსაყრელია.

ნოემბერი ერთ-ერთი საუკეთესო თვეა ვაჭრობისთვის. თვის პირველ ნახევარში შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის საქონელი ფუფუნების ელემენტებით: ბრენდირებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ძვირად ღირებული აქსესუარები, სამკაულები და ბეწვი.

სამუშაო და ბიზნესი

26-მდე პრიორიტეტი მატერიალური უსაფრთხოებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს მიანიჭეთ. შეძლებთ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და იპოვოთ დაზოგვის გზა. ზოგიერთს გეყოლებათ ახალი ბიზნეს პარტნიორები ან იპოვით გავლენიან სპონსორებს თქვენი პროექტებისთვის. ვიღაც ფინანსურ ორგანიზაციასთან მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს. არსებობს შანსი, მიიღოთ პროცენტი ტრანზაქციისგან, პრემია, ბონუსი. შესაძლოა ხელფასი გაგიზარდოთ. ინვესტიციები ან აქციები ასევე შეიძლება იყოს მომგებიანი.

უნდა მოაწესრიგოთ თქვენი საქმეები, გადაიხადოთ გადასახადები, დაფაროთ დავალიანება, დახუროთ სესხები. კარგი დროა მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად, უძრავი ქონების საბუთების მოსამზადებლად და ალიმენტის გადასახდელად. ზოგიერთს დაგიბრუნდებათ ძველი ვალი, რომელიც დავიწყებული გქონდათ.

ამასთან უნდა მოერიდოთ ყოველგვარ ფინანსურ რისკს, არ გააკეთოთ დიდი შესყიდვები და ნუ ჩადებთ ფულს შეუმოწმებელ პროექტებში. ზოგიერთისთვის შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, პარტნიორის ხარჯზე მოგიწიოთ ცხოვრებამ. მან თქვენზე ბევრად მეტი გამოიმუშაოს.

სიყვარული და ფლირტი

11 ნოემბრამდე გაიზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა, გახდებით უფრო გახსნილი სხვებისთვის, თქვენი ქარიზმა და სექსუალურობა მოიზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მაგრამ არ უნდა აურიოთ სერიოზული ურთიერთობა წარმავალ ვნებიან რომანტიკაში.

11-დან უკეთესად დაიწყებთ იმის გაგებას, თუ რა გინდათ სინამდვილეში ცხოვრებაში და რა უნდა შეიცვალოს მის მისაღწევად. შესაძლოა, ვინმე განსაკუთრებულს შეხვდეთ შორეულ მოგზაურობაში, საზღვარგარეთ მივლინებაში. ეს ადამიანი შეიძლება ეკუთვნოდეს სხვა კულტურას ან რელიგიას, ან იყოს უცხოელი. ასევე დიდია ინტერნეტნაცნობობის ალბათობა.

დაწყვილებულებისთვის არასტაბილურ პერიოდია. მით უმეტეს, თუ ურთიერთობაში უკვე გაქვთ დაძაბულობა, შესაძლოა ძველი კონფლიქტები კვლავ გაჩაღდეს.

შეიძლება ეგოისტური იყოთ საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში, ცდილობდეთ ლიდერული პოზიციის დაკავებას და არ გაითვალისწინოთ პარტნიორის აზრი. ასევე შეიძლება ძალიან ბევრი დრო გაატაროთ სამსახურში და თავი დაანებოთ ყოველდღიური და საშინაო პრობლემების გადაჭრას. 11-დან ოჯახში ატმოსფერო გაუმჯობესდება, ურთიერთობები ნორმალიზდება. შეძლებთ გაუგებრობების დაძლევას. უმჯობესია დაგეგმოთ შვებულება ან ერთობლივი მოგზაურობები ნოემბრის მეორე ნახევარში. ეს კარგი დროა ჰობისა და სწავლისთვის. შეძლებთ გაზარდოთ ცოდნის დონე თქვენთვის საჭირო სფეროში, წინ წაიწიოთ შემოქმედებით საქმიანობაში და ასევე გააძლიეროთ სასიყვარულო ურთიერთობები.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოგინდებათ სახლის პირობების გაუმჯობესება ან ოჯახური საკითხების გადაჭრა. კარგი იქნება მებაღეობა. ემოციურ კეთილდღეობას მოგიტანთ იოგა ან მედიტაცია. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენონ. ასევე დააკვირდით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. მეტი დრო და საინტერესოდ გაატარეთ ოჯახთან ერთად.

1-ლი ნოემბრის შემდეგ პერიოდი ხელს უწყობს ახალი კავშირების დამყარებას საქმიან და პირად ცხოვრებაში. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი საქმიანი პარტნიორები, გააქტიურდება ძველი სამუშაო კონტაქტები და შეიძლება გამწვავდეს წინააღმდეგობები თქვენს კონკურენტებთან. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ან გარდაქმნებიც განიცადოს. მოვლენები გიბიძგებთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გააგრძელოთ ეს კავშირები, განავითაროთ და გააძლიეროთ თუ შეწყვიტოთ კომუნიკაცია.

16 ნოემბერს სავსემთვარეობა ხდება თქვენს ნიშანში, პირადად თქვენთან დაკავშირებული მოვლენები და პროცესები გამოდის წინა პლანზე. შესაძლოა თქვენს შინაგან სამყაროში გარკვეული ტრანსფორმაციები მოხდეს. თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, გავლენას მოახდენს თქვენს გარეგნობაზე, ქცევაზე ან კომუნიკაციაზე. შეიძლება გქონდეთ ახალი ამბიციები, მიზნები ცხოვრებაში ან სამსახურში. შერჩევითი მიდგომა გამოიჩინეთ პირადი ცხოვრების მიმართ და შეცვალეთ დამოკიდებულება სამუშაო პასუხისმგებლობების მიმართ. მაგალითად, შეიძლება თქვენი რომანტიკული ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინოთ, ან თქვენს არჩეულთან ერთად დაიწყოთ ცხოვრება. მეტი დრო დაუთმეთ აქტივობებს, რომლებიც გაბედნიერებთ და გაზრდის თქვენს თვითშეფასებას. ნუ დახარჯავთ ენერგიას უსარგებლო ან უსიამოვნო ნივთებზე, იმაზე, რასაც კმაყოფილება არ მოაქვს. თქვენი საკუთარი საჭიროებები და მისწრაფებები უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი.